პოლიციამ საკნები აიღო


საპატრულო პოლიციამ პირველი სკოლის პირდაპირ მდებარე საკნები აიღო. საკნები ალექსანდროვის ბაღთან გადაიტანეს.
როგორც თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა, პოლიციას საკბნები არსად არ მიაქვს, მოხდება მხოლოდ მათი გადაადგილება, რადგან დედაქალაქი მაღალი რანგის სტუმრების დასახვედრად ემზადება.
რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის პირდაპირ ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თუმცა, აქციის მონაწილებსა და საპატრულო პოლიციას შორის არანაირ ექსცესებს ჯერ ადგილი არ ჰქონია.