ოპოზიციამ ქუთაისში აქცია გამართა


მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი კი, მოსახლეობას მისი ხელისუფლებაში არჩევის შემდეგ, მემორიალის აღდგენას და იქვე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის აშენებას დაპირდა. აქციაზე დასაწრებად ქუთაისში სპეციალურად ჩავიდა მწერალი ოტია იოსელიანიც.

“ვის რაში შეუშალა ამან ხელი ვერ გევიგე მე? სამასი ათასი კაცი, რომ შევწირე მე იმ ომს, იმათ ხსოვნა იყო ეგ ,მაგენმა კი, გაანადგურეს. მერე რა ბიჭები შევწირეთ იმ ომს, სულ რჩეული, საჯიშე ბიჭები. მას მერე დავრჩით თხლე და ქე ვართ ახლა ასე, ამ დღეში”_ აღნიშნა ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე ოტია იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში დიდების მემორიალი პარლამენტის ახალი შენობისთვის ადგილის გასათავისუფლებლად ააფეთქეს. აფეთქების შედეგად , რვა წლის ბავშვი დედასთან ერთად დაიღუპა. მომხდარის გამო, პროკურატურმა იმ კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი დააკავა, რომელმაც მემორიალის დემონტაჟი განახორციელა.
[gtn.ge]