რუსული მედია ირწმუნება, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთს ფავორიტი არ ჰყავს. ექსპერტები განსხვავებულ მოსაზრებებზე დგანან, თუ ვისი გამარჯვებით არის დაინტერესებული კრემლი.
რუსი პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უკრაინის პემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს გამარჯვება უფრო აწყობს ოფიციალურ კრემლს, ვიდრე მისი მეტოქის, „რეგიონების პარტიის“ ხელმძღვანელის ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება. უკრაინული „უნიანი“ იუწყება, რომ მას ასეთი მოსაზრება კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა.
ბელკოვსკი თვლის, რომ რუსეთს უკრაინა პირველ რიგში აინტერესებს როგორც ტერიტორია, მსხვილი რუსული კაპიტალის, საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. „და ამ თვალსაზრისით ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს“, – ამბობს პოლიტოლოგი.
კრემლი და რუსეთის მსხვილი ბიზნესი პირველ რიგში მიზანმიმართულნი არიან უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის ერთობლივ მმართველობაზე, კონსორციუმის შექმნის გზით. რუსეთს ასევე რევერსიულ რეჟიმში ნავთობსადენ ოდესა-ბროდის მუშაობის გაგრძელების საკითხები და ოდესის საპორტო ქარხნის პრივატიზება აინტერსებს.
ბელკოვსკის აზრით, რუსეთს ამასთან დაკავშირებით შეთანხმება ტიმოშენკოსთან უფრო გაუადვილდება, რადგანაც უკრაინაში მისი გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლების ერთიანი ცენტრი შეიქმნება, რისი გარანტირებაც შეუძლებელია ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მისი გამარჯვება რუსეთისთვის უფრო უკეთესი შედეგი იქნება, ვიდრე ხელისუფლებაში რეგიონალების ხელმძღვანელის მოსვლა.
გარდა ამისა, ტიმოშენკოს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატიის შენარჩუნებისთვის. რუსეთში თვლიან, რომ იანუკოვიჩის გამარჯვება დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მაგრამ ამავე დროს ბელკოვსკი ხაზს უსვამს, რომ „არცერთი შედეგი რუსეთში აღქმული არ იქნება როგორც კატასტროფა“. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის პირველი არჩევნები უკრაინაში, როდესაც რუსეთი მათზე ზეგავლენას არ ახდენს და არ ჰყავს საკუთარი ფავორიტი. ბელკოვსკის აზრით, რუსეთმა უკრაინაზე უარი თქვა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და უკვე აღარ აღიქვამს მას როგორც პოლიტიკური გავლენის ზონას.
ამავე დროს ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ვლადიმირ გორბაჩი თვლის, რომ კრემლის ხელმძღვანელობა სწორედ იანუკოვიჩის გამარჯვებაში არის დაინტერესებული. „თუმცა ტიმოშენკოს გამარჯვებაც მათთვის საიმიჯო ზიანს არ წარმოადგენს, როგორც ეს 2004 წელს მოხდა, როდესაც იანუკოვიჩზე ფსონის დადებამ არ გაამართლა“ – თვლის ექსპერტი.
მისივე თქმით, კრემლის ხელმძღვანელობისთვის არსებობს განდეგილი-ქვეყნების ქსელი, მაგრამ ესენი არ არიან ქვეყნები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მსოფლიო წესრიგს, არამედ არიან ქვეყნები, რომლებიც საფრთხეს ატარებენ იმ რეჟიმისთვის, რომელიც რუსეთში ჩამოყალიბდა, სწორედ პუტინ-მედვედევის ტანდემისთვის.
„საუბარი შეეხება სააკაშვილის საქართველოს და იუშჩენკოს უკრაინას. ამჟამად რუსეთმა უკრაინული მიმართულებით გარკვეულ მიზნებს მიაღწია: მხარს არ უჭერდნენ რა ტიმოშენკოს და იანუკოვიჩს, მათ იცოდნენ, რომ ისინი, ორივენი, პირველ რიგში, მოქმედ პრეზიდენტს ებრძოდნენ. იუშჩენკოს მიერ პირველი ტურის ვერ გადალახვა უკვე წარმოადგენს რუსული სტრატეგიული ხაზის გამარჯვებას“, – ამბობს გორბაჩი.
იმაში, რომ მოსკოვი ფსონს იანუკოვიჩზე დებს, მას ეთანხმება უკრაინის ყოფილი საგარეო მინისტრი ბორის ტარასიუკი, ამჟამად უმაღლესი რადის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, პროსაპრეზიდენტო ბლოკის „ნაშა უკრაინას“ წარმომადგენელი. ტარასიუკის აზრით, ამ შემთხვევაში „ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კრემლს დაექვემდებარება, ევროინტეგრაციის კურსი შემობრუნებული იქნება, ხოლო ერთიან ეკონომიკურ სივრცეში შესვლა – რეანიმირებული“, – იუწყება „ინტერფაქსი“.
უკრაინელი პარლამენტარების აზრით, იანუკოვიჩის უკან მდგარ ოლიგარქიულ ბიზნესს ევროპული სტანდარტების მიღება არ აწყობს. იანუკოვიჩს ნატოსთან მიმართებაში თანმიმდევრული პოლიტიკა არ გააჩნია. იანუკოვიჩის პოლიტიკა საერთაშორისო გაზსატრანსპორტო კონსორციუმთან მიმართებაში უკრაინის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას ხელს შეუწყობს. ამასთან, ტარასიუკი ეჭვობს, რომ იანუკოვიჩს შეუძლია უკრაინის ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ყოფნა 2017 წლის შემდეგაც გააგრძელოს.
ამავე დროს, თუკი პრეზიდენტი იულია ტიმოშენკო გახდება, უკრაინის პოლიტიკა იქნება პროგნოზირებული და უკრაინის ნაციონალური ინტერსებისადმი დაქვემდებარებული. ამ შემთხვევაში უკრაინას შეუძლია იმედოვნებდეს ევროკავშირში წევრობის კურსის თანმიმდევრულ გაგრძელებაზე. ჩვენ შეიძლება მოველოდეთ ასოცირებულ შეთანხმებას ევროკავშირში წევრობის შესაძლო პერსპექტივით. ჩემი პროგნოზით – ასეთი შეთანხმება 2010 წლის მეორე ნახევარში ხელმოწერილი იქნება“, – ამბობს ტარასიუკი.
ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაგრძელდება უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვისაც. მთლიანობაში, ტარასიუკი თვლის, რომ იულია ტიმოშენკოს პრეზიდენტობის პირობებში უკრაინის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში გახდება კონსტრუქციული და ნაციონალურ ინტერესებს დაეფუძნება.

[presa.ge]