სარკოზის შეტევა დაემართა


საფრანგეთის სენ მარტენის ტაძრის ერთ-ერთი მღვდელმსახური, მამა არტური უფალს სთხოვს, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის გულის შეტევა დაემართოს .

"გაზეტა. რუ"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მოძღვარმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა, თუმცა მოგვიანებით თავისი გამონათქვამის გამო მწუხარება გამოხატა.

მღველმსახურმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს წერილი მისწერა, რომლის თანახმადაც, პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს ეროვნული ჯილდოს მიღებაზე.

პროტესტი ეხება საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნიდან არალეგალი ბოშების გაძევების თაობაზე. სასულიერო პირი ამ პროცესს ბოშების წინააღმდეგ გაჩაღებულ ნამდვილ ომს უწოდებს.

[ინტერპრესნიუსი]

გაზიარება