„იუდას ამბორი“


არარაიდან დემოკრატიისკენ და სოლომონის ტაძარში ძველი აღთქმის სამყაროს მშენებლობა... ამპარტავნების ხელების ცეცება სიბნელეში, რომელიც მალე წყვდიადში შთაინთქმევა... გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და მორალის არარსებობა... ისტორიის ლაბირინთებში გაჭედილები, უსუსურები და საკუთარი ისტორიის ძიებაში, იმედს ჩაბღაუჭებულები... პროვინციელი კაცის ნათქვამი სიტყვა, რომელიც უფრო მეტია...

ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე შორიდან ჩანს და უფრო რთული, ვიდრე –ახლოდან. ეს მისი ნააზრევია და ნაფიქრალი, ხშირად, კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რადგან ყველაფერი ცვალებადია. თუმცა, იმ მარადიულობას და ჭეშმარიტებას აღიარებს, რაშიც ამდენი საუკუნეა ვცხოვრობთ – დედამიწაზე, ჭეშმარიტების და სიყვარულის ადგილი ჯვარზეა.

პრესა.გე გთავაზობთ ინტერვიუს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან, ინტერვიუ აპოლიტიკურია, მაგრამ ვფიქრობთ, გაცილებით საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის.

დემოკრატიის მშენებლობა გვინდოდა, მაგრამ სადღაც გავიჭედეთ, როგორ ფიქრობთ, ეს კანონზომიერია?
–მთელი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ წარსული არ გვაქვს. ევროპასა და ამერიკაში არიან კონსერვატორები და ლიბერალები. კონსერვატორი, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით რაღაცას ინახავს. ჩვენ რა უნდა შევინახოთ, როცა ჩვენს უკან წარსული არ არის. ჩვენ ვართ ძველი კულტურის არაცივილიზებული ხალხი.

ეს რას ნიშნავს, ყოველთვის ვამაყობდით საკუთარი კულტურით და ტრადიციებით?
–ჩვენ გვაქვს ლირტერატურა, მაგრამ არ გვაქვს ნაციის ის ინსტიტუციები, რითაც ნაცია არის ნაცია. ცივილიზაციური თვალსაზრისით, რეალურად, ჩვენ ვართ 17 წლის, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილი სუბიექტი. კულტურული თვალსაზრისით – ქართულ ენაზე არსებობს 3 სხვადასხვა ტიპის ლიტერატურა, რაც იშვითია, მაგრამ ეს სხვაა, ხოლო ცივილიზაცია სხვა. ჩვენს უკან ისეთი არაფერია, რისი შენახვაც შეიძლება. ამიტომ, ჩვენთან არც მემარჯვენეები და არც მემარცხენეები არ არიან კონსერვატორები.

არაფერში ეკლესიასაც გულისხმობთ?
–ეკლესიაში არის ჩადებული გარკვეული ტიპის ინსტიტუცია, ინვესტიცია, რომ ეს არის ძველი, მაგრამ სინამდვილეში ესე ახალია. ქართული ეკლესიები 20–ან წლებში განადგურდა. ნახეთ, 1918 წლისთვის რამდენი ბერ–მონაზონი იყო საქართველოში და ნახეთ 30–ანი წლებისთვის რამდენი დარჩა. ყველა დახოცეს, ხოლო 40–ან წლებში სტალინმა გააკეთა მთლიანად კონტროლირებადი თავისი ეკლესიები. 90–ან წლებში კი გავარდა ეს უწარსულო ხალხი ეკლესიებში და მივიღეთ ის, რაც გვაქვს.

მაინც, რა მივიღეთ?
–არა მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა, არამედ წეს–ადათმადიდებლობა. თუ შენ ქრისტიანი ხარ, როგორ შეიძლება მოიპარო და შემდეგ ააშენო ეკლესია? საქართველოს პრობლემა ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა კი არ არის, პრობლემა ისაა, რომ საქართველოში ქრისტიანობა არ არის და აქედან გამომდინარე, არც მართლმადიდებლობა არ არის. საქართველოში ქრისტიანობა, პროტესტანტიზმი, ან კათოლიციზმი რომ იყოს, მაშინ, ადამიანი არ მოიპარავს. ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებში კანონი ამოზრდილია ქრისტიანობიდან – „არ იაპარო“, „არა კაც ჰკლა“ და ა.შ. ადამიანი ამიტომ არ იპარავს, თორემ კანონის კი არ ეშინია. ამერიკის მოსახლეობის 95%, რომელიც არის ამა თუ იმ ქრისტიანულ დენომინაციაში, უპირველ ყოვლისა ღმერთის ეშინია და ამის გამო, ასრულებს კანონებს. ჩვენთან კი რახან არაფერი არ არის და ეს ყველაფერი არის ადათ–წესები, რომელსაც არავითარი შინაარსი არ აქვს, ამიტომ იპარავს ხალხი.

მაშინ, ამიხსენით რატომ იქცა ბძროლოს ობიექტად ეკლესია, რომელსაც, როგორც ამბობთ, მყარი საფუძველიც კი არ აქვს?
–ეს არის კომპენსაცია. ჩვენ გვინდა წარსული, რომელიც არ გვაქვს. ეს მდაბიო გააზნაურებული ადამიანის კომპლექსივითაა, როცა ტიტულს და ისტორიას ყიდულობს, უკან კი არაფერი არ არის. ჩვენ გვაქვს ლიტერატურა, მაგრამ ლიტერატურით ქვეყანას ვერ ააშენებ. „ვეფხისტყაოსანი“ ქრისტიანული კულტურის გამოძახილია, მაგრამ „ვეფხისტყაოსნიდან“ არ გამომდინარეობს კანონის შესრულება–არშესრულება. ვინაიდან ფუნდამენტი არ არის, ლიტერატურაც ჰაერშია გამოკიდებული.

მარტივად რომ ვთქვათ, რაღაცა რიტუალების მაგიური რწმენის გარდა არაფერი გვაქვს?
–დიახ, რაც საკმარისი არ არის. თუ ადამიანი არღვევს მცნებას, იპარავს და ამით აშენებს ეკლესიას, ეს ქრისტიანობა არ არის და არც ამ ეკლესიის კურთხევა შეიძლება. ეკლესიაში ტაძარს ვგულისხმობ. ტაძარი არის ადამიანი, ხოლო თუ ადამიანში არ არის მორალი, რომელსაც მხოლოდ რელიგური საფუძვლები აქვს (ათეისტი ფილოსოფოსის იურგენ ჰაბერმასის სიტყვებია: „სამწუხარდ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, რელიგიიდან მოდის მორალი“), როგორ გინდა კანონი გააკეთო? საჭიროა, საქართველოს „ახალი მოქცევაი ქართლისაი“.

დღეს პატრიარქი ერის დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტია. უწარსულო, ურჯულო და ურწმუნო ერისთვის არსებობს პატრიარქი?
–პატრიარქი ნაციონალური იდეოლოგიის ნაწილი და სიმბოლოა. „ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ მართლმადიდებელი, თანაც გენეტიკურად“, ეს ქრისტიანობა არაა, ეს ნაციონალური იდეოლოგიაა, ეს აბსურდია. დღეს ეკლესია, საპატრიარქო და ყველაფერი არის ნაციონალური იდენტობის გამოხატულება. ამ დროს ნაციონალური იდენტობა სხვა არის და მორალი და ეკლესია – სხვა. ნაციონალისტებმა აცვეს ჯვარს ქრისტე. ქრისტიანობა არის ნაციონალიზმის წინააღმდეგი. ჩვენ ძველი აღთქმის სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მთავარი არის რიტუალები და არა შინაარსი. სამების ტაძარი, სინამდვილეში, სოლომონის ტაძარია.

გინდათ თქვათ, რომ ის ვინც დღეს ქრთულ ეკლესიას ებრძვის, ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვს?
–არა. ეს დაფარული ვნებების გამოხატულებაა. ადამიანს რაღაცა ხომ სჭირდება, და მუდმივად რაღაცას ეძებს. ეს არაფერი არ არის. ამიტომ ვერ ვაშენებთ დემოკრატიას. დემოკრატია და ლიბერალიზმი ქრისტიანობიდან გამომდინარეობს.

თავის დროზე, „თავისუფლების ინსტიტუტი“ უნდა ყოფილიყო საქართველოში ლიბერალიზმის და დემოკრატიის მებაირახტრე (ყოველ შემთხვევაში ამის დეკლარირებას ახდენდნენ). ანუ, მათ უნდა დაენახვებინათ საზოგადოებისთვის გზა ქრისტიანობისკენ?
–„თავისუფლების ინსტიტუტი“, რელიგიური ენით რომ ვთქვათ, ამპატრტავნობაში ჩავარდა. მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი იციან. კიდევ უფრო უარესი, რაც მათ ამ ამპარტავნობისგან დაემართათ, მიაჩნიათ, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს არის ტრაგედია. ის ღირებულებები, რაც მათ დეკლარირებული აქვთ და რასაც აკეთებენ, ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ეს მძიმე მომენტია.

დააკონკრეტეთ, დღეს ვინ ვის ებრძვის?
–ერთ მხარეს არის ძველი აღთმქა, მეორე მხარეს – წარმართობა. ეს ორი ებრძვის ერთმანეთს. პატრიარქი გამოხატავს ნაციოანალიზმს, ანუ, ქართველი ერს, როგორც გენეტიკურად მართლმამდიდებელს, ხოლო მეორე ნაწილი კი არის ახალი ნაციონალიზმი, ახალი იდეოლოგია.

და რა უნდა ამ ახალ ნაციონალიზმს?
–დეკლალირებულად უნდა ლიბერალური დემოკრატია, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან არცერთ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატია არ დამყარებულა ქრისტიანული საფუძვლის გარეშე. ანუ, ისიც ჰაერშია გამოკიდებული.

ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს, თუ მასწავლებლად არც ერთი ვარგა და არც მეორემ, ხოლო წარსულისკენაც თუ მოსახედი არ გვაქვს, მაშინ საით წავიდეთ?
–არ ვიცი, რთული შეკითხვაა. ეს არის გარკვეული წყვდიადის ფორმა. ადამიანებისთვის მომავალი სიბნელეშია.

გამოდის, თავს ვიმშვიდებთ და ჩვენ არც სახელმწიფო ვართ?
–რა თქმა უნდა არ ვართ. თუმცა, სახელმწიფო არ არის ყველაზე დიდი ღირებულება. უარესი არის ის, რომ მორალი არ არსებობს. მოპარვა არაფერი არ არის და ირღვევა მთავარი, ფუნდამენტური ღირებულებები. ვიმეორებ, „არა იპარო“, ნებისმიერი რელიგიისთვის ფუნდამენტურია, ხოლო აქ ეს არაფერს ნიშნავს.

2003 წელს მოსულმა ხელისუფლებამ დეკლალირება მოახდინა რა უნდა გაკეთებულიყო, რომ სახელმწიფო აგვეშენებინა. როგორ შეასრულეს სხვა თემაა, მაგრამ სიტყვიერად მაინც, როცა სახელმწიფოს მშენებლობაზე ვსაუბრობდით, თუ წარსული არ გვქონდა, რას ეფუძნებოდა ჩვენი სურვილები? სხვისგან უნდა გვესწავლა, სხვისი მორალი უნდა გამოგვეყენებინა?
–პრინციპში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამერიკა უნდა გადმოგვეტანა აქ. ამერიკის გადმოტანა კი შუძლებელი იყო.

ქართული რა გვქონდა და ახლა სად არის?
–ქართული ენა გვაქვს, სიმღერა, „ვეფხისტყაოსანი“, გალაქტიონი...

თქვით, რომ ამით სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ...
–ეს სერიოზულად დასაფიქრებელია. სახელმწიფო ეს არის თავისთავადი ღირებულება, თუ ეს არის მაინც შედარებითი ღირებულება?

ალბათ, შედარებითი.
–თუ შედარებითია, მაშინ, აქ შეიძლება ორი პოზიცია არსებობდეს. თუ შედარებითია, მაშინ ჩვენ პრაგმატულად გვჭირდება ჩვენი საკუთარი კომფორტისთვის სახელმწიფოს ქონა, მაგრამ როდესაც შენ სახელმწიფოს აშენებ, როგორც აბსოლუტურ ღირებულებას (არა და შედარებითია), ამან გამოიწვია 2007 წლის კრიზისი. ხელისუფლება ამკვიდრებდა სახელმწიფოს ისე, როგორც ვიღაცეები მიწაზე ამკვიდრებენ ცათა სასუფეველს. თამედროვე სახელმწიფოში მთავარი ადამიანია, ადამიანის უფლებები, ფულის კეთება, (კარგი გაგებით ვამბობ ამას) და, როცა შენ ცხენის წინ ეტლს აყენებ, ასე არ გამოვა. ჩვენ გადავწყვიტეთ მოდი, დღეს დავარღვიოთ ადამიანის უფლებები და ხვალ გავაკეთოთ მოდერნიზაცია, ვესტერნიზაცია. სტალინი იყო ასე – დღეს ხალხს დავხოცავ, ხვალ გავაკეთებ კომუნიზმს.

გინდათ თქვათ, რომ თავიდან ბოლომდე სიყალბეში ვცხოვრობთ?
–არ მინდა ვთქვა, რომ რაღაც ბოროტული განზრახვაა... გარდა ამისა, არის მოლოდინები, რომ სხვები, ვთქვათ, ამერიკა დაგვილაგებს ყველაფერს.

არ გვაქვს ღირებულებები, ერს არ ჰყავს მამა, არ გვაქვს წარსული, არ ვიცი საით მივდივართ და რა გვინდა... მეტისმეტი ხომ არ არის?
–რატომ, გვყავს ელიტა...

რომელიც ასევე ყალბია...
–მათ მიაჩნიათ, რომ სწორად მიდიან და შედეგი არის – რუსეთს მოვწყდით, ვაღაცისთვის შეიძლება ეს იყოს ჭეშმარიტი ღირებულება. ასეთ შემთხვევაში, შედეგი არსებობს.

თქვენთვის რა არის მთავარი ღირებულება?
–ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ეთიკური ნაბიჯი. ყველა ადამიანში ამა თუ იმ მიზეზით ხომ არის ჩადებული ბუნებრივი სინათლე, სინდისის ხმა...

ეს მორალია. მორალური ადამიანების გარეშე ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მაინტერესებს, თუ უკან არაფერი გვაქვს ეს ადამიანები, წყვდიადიდან, არაფრიდან მოვიდნენ?
–მაგრამ, ამ ადამიანების მორალის ჯამი არ ქმნის გააზრებულ მთლიანობას.

იქნებ, ჩვენ ვერ ვიაზრებთ ამ მთლიანობას?
–ჰოო, ეს მეტაფიზიკური შეკითხვაა. ერთი მხრიდან რომ უყურებ, არის კონკრეტული ადამიანები, მეორე მხრიდან – სისტემები. კონკრეტული ადამიანი როგორ უკავშირდება ამ სისტემას ამის დანახვა რომ შეგვეძლოს, მაშინ ჩვენ ღმერთები ვიქნებოდით. ეს იმას ნიშნავს, რომ გარედანაც და შიგნიდანაც ერთდროულად დავინახავდით. ეს კი ზეამოცანაა და არავის შეუძლია ერთდროულად, გარედანაც დაინახოს და შიგნიდანაც, თუ არ შემოვიტანთ ისეთ ცნებას, როგორიცაა ღმერთი – გვწამს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ჩემი ერთი უკვე გარდაცვლილი მეგობარი ამბობდა: ვინც აზროვნებს, ის არ მოქმედებს და ვინც მოქმედებს, ის არ აზროვნებს. ჩვენ ბევრ რაღაცას ისე ვაკეთებთ, გააზრებულიც არ გვაქვს. შესაძლოა, ეს ასეც უნდა იყოს. შესაძლოა, სააკაშვილისთვის ცხვირში მოხვედრილი მუშტი ძალიან მნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით, მან სერიოზული როლი ითამაშა (ისე, რომ ამის შესრულება არც უნდოდა), ნაციის განვითარებისთვის. იუდამ რაღაც როლი ითამაშა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იუდას რომ არ გაეცა, ქრისტეს ჯვარს არ აცვამდნენ. ცოტა ცუდი ანალოგია გამომივიდა, რადგან სააკაშვილს მოღალატედ არ განვიხილავ. საერთოდ, არავის განვიხილავ მოღალატედ, არც ხელისუფლებას არც ოპოზიციას, უბრალოდ, შეცდომები ხდება, რადგან ყველანი ადამიანები ვართ – „ღვინია გადაიჩეხა“ – ღვინია მოღალატე არ არის.

რელიგიის, უფრო სწორედ, ეკლესის როლი სახელმწიფოში რამდენად მნიშვნელოვანია?
–მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კარგი მაგალითია ამერიკა, რადგამ ამ მორალმა განსაზღვრა სახელმწიფოს სიძლიერე. სახელმწიფო და ეკლესია დაშორებულია ერთმანეთისგან, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს მორალი საზოგადოებაში სერიოზულ როლს ასრულებს. ფარისევლობა არ არის. ადამიანი თუ რელიგიურია – რელიგიურია და ამით ქულებს არავინ იწერს. რაც მნიშვნელოვანია, ამერიკაში არის სწორი გამიჯვნა და ამით ეკლესისს დამოუკიდებლობა არის დაცული. ანუ, ამერიკული სეკულარიზმი ეკლესიებს იცავს სახელმწიფოსაგან. ამერიკაში ეს თავიდანვე ისე აეწყო, რომ არცერთ დენომინაციას არ ჰქონოდა ცენტრალური პოზიცია.

ამერიკული მოდელი საქართველოს სინამდვილისთვის რამდენად გამოგვადგება?
–მაშინ ასე გეტყვით, ყველაზე ძველი სახელმწიფო დღეს არის აშშ. ყველაზე ძველი დემოკრატია, 200–წლოვანი არის ამერიკაში. ამათ მოსე ხომ ძალიან უყვართ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქედანაც კარგად ჩანს, რომ ძველი აღთქმის საზოგადოებას ვაშენებთ. ხელისუფლებას კანონის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც ეკლესიას რიტუალის მიმართ.

ხელისუფლებას ჰგონია კანონია მთავარი, ეკლესიას – რიტუალი. ამ დროს, მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: „კანონი არსებობს კანონის რეალურ დაწერამდე“. თუ არ არის კანონისეული მდგომარეობა, მაშინ კანონი წერე რამდენიც გინდა. პრობლემა არის მორალური ადამიანი, გინდა ათეისტი იყოს, გინდა მორწმუნე.

თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდა. რას გულისხმობთ ამ მეტაფორაში?
–პლურალიზმის პირობებში ბევრი ჭეშმარიტება არსებობს, ამათ კი განცდა ჰქონდათ, რომ ერთი ჭეშმარიტება გვაქვს და ამას დავამყარებთო. მათი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მთავარი ადამიანის კეთილდღეობაა, ხოლო ამისთვის სახელმწიფო არის იარაღი. მათ ქმედებებით კი სახელმწიფო არის ერთადერთი და ყველაზე დიდი ჭეშმარიტება, მოკლედ იდეოლოგია და ქმედებები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. მათ ბევრი მეთოდოლოგიური შეცდომები დაუშვეს და ამიტომ, ის 4 წელი აღარ არის და ამიტომ არც საშიშნი არიან.

გვინდა არ გვინდა, კომუნისტური ეპოქიდან მოვდივართ. ეს დანაშაულად ჩაეთვალა ჩვენზე უფროს თაობას. ასეთი საშიში იყო ის თაობა, რომ აუცილებლად უნდა მომხდარიყო მათი იმ ფორმით „ჩარეცხვა“?
–ძველებსა და ახლებს შორის დიდი არაფერი განსხვავება არ არსებობს. ხომ ვერ ვიტყვით, რომ გიგა ლორთქიფანიძეს, რეზო ჩხეიძეს და ა.შ. მონარქია უნდოდათ? განსხვავება არის ცხოვრების სტილს შორის, იმათ რუსული იციან, ამათ – ინგლისური, იმათ უნდათ სახელმწიფო დაეხმაროს, ამათ არ უნდათ სახელმწიფო დახმარება და ა.შ. ანუ, ეს არ არის ისეთი ფუნდამენტური განსხვავება, რაც იაკობინელებსა და როიალისტებს შორის იყო. გილიოტინა ამიტომ არ დგას თბილისში. კარგია თუ ცუდი, ეს სხვა მომენტია, რადგან შეიძლება ჯობდა სამოქალაქო ომი ყოფილიყო და რაღაც უფრო გაირკვეოდა. მაგრამ, თუ ვიტყვით, რომ ძალადობა არ ვარგა, ამასაც თავისი სირთულეები აქვს. მაშინ ყველას უფლებები უნდა დავიცვათ და მათ შორის მოხუცებისაც, ეიჯიზმიც არ არის კარგი.

უნდა ვებრძოლოთ საბჭოთა კავშირს, მაგრამ როგორ? მარტივ მაგალითს მოვიყვან – გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი, არის თუ არა ბრძოლა საბჭოთა კავშირთან?
–ხელს გვიშლის თუ არა სტალინის ძეგლი, რომ კარგი ბიზნესი გვქონდეს? მე მგონი, ყველაზე კარგი ის იქნება, თუ სტალინის ძეგლს ისე „დააკრუტავებ“, რომ კარგ ფულს გააკეთებ, ისე, როგორც ჰიტლერის აგარაკებს მოექცნენ. შეხედე ამას კომერციულად და ყველა ორეული ჩამოშორდება. პრობლემა რა არის? ნელ–ნელა, დაიხოცება ეს ხალხი და მორჩა. არ არის ადამიანი, პრობლემაც არ არის.

ოპოზიციური სპექტრი დაყვეს: „მიშა–2“, ანუ ამერიკული პროექტი, ვიღაცაზე ამბობენ, რომ რუსეთისგან მართულია, ხოლო ვიღაცა ეროვნულია. სინამდვილეში რა სხვაობაა მათ შორის?
–ეს არის მთელი წიგნის თემა. რთულია ამაზე მოკლე პასუხის გაცემა. რა არის ეროვნული? ქართულ შემთხვევაში, ჩვენთვის ეროვნულია, სუხიშვილები და ზვიადი, მითოლოგიები და „ვარ ქართველი, ე.ი. ვარ კავკასიელი“.

რაც შეეხება რუსულს, ეს ცოტა გაურკვეველი რამაა. რუსეთი ეს არის გაჩხერილი იმპერიას და ნაციას შორის, რისი ახსნა მართლაც რთულია. რუსული ნაცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.

ამერიკა მინიმუმ, ორი რაღაცისგან შედგება, ინსტიტუციების და კონკრეტული ადმინისტრაციის პოლიტიკისგან. პოლიტიკა იცვლება, მაგრამ არსებობს მარადიული ღირებულებები. თუ ქართული კულტურა არის „ვეფხისტყაოსანი“ ამერიკული ცივილიზაცია დგას ქარტიაზე, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე და აბრაამ ლინკოლნზე. სამი სხვადასხვა მომენტია. ამერიკა არის ჩამოყალიბებული ნაცია. სხვა გაგება ნაციის არ არსებობს, რადგან თავად ნაცია არის დემოკრატია.

არ ვილაპარაკოთ ზოგად გადაცდომებზე, ამისგან არავინ არის დაზღვეული და დანაშაულებებიც გვერდზე გადავდოთ. ამიტომ, რას ფიქრობთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არ იყოს სათავეში როგორი იქნებოდა რეალობა?
–ალბათ, რაღაც აქცენტებში იქნებოდა განსხვავება. ამდენი ისტერიკა რომ არის რუსეთზე ესეც არანორმალურია. რუსეთს დღეს არავითარი იდეა არ აქვს, ეს არის, მოდი ასე ვთქვათ, ცუდი ევროპა. შევიდა სამხრეთ ოსეთში, მე შენ გეტყვი სოციალიზმი შეიტანა და რაღაც დანერგა. მოკლედ, ვიღაცისთვის ამერიკა აბსოლუტური ღირებულებაა და ამიტომ, რუსეთი აბსოლუტური ბოროტება. ჩემთვის ეს ყველაფერი ფარდობითია. ალბათ, მათი ხედვაც ასეთი უნდა იყოს.

ჩემი სამშობლო იქაა, სადაც ადამიანი უკეთესად ცხოვრობს. თუ მიგაჩნია, რომ ამერიკა ჯობია, რადგან ადამიანი იქ უკეთესად ცხოვრობს, მაშინ არ უნდა წარმოაჩინო, რომ არის ორი სამყარო – სიკეთის და ბოროტების. უბრალოდ, ერთი უფრო წარმატებულია, მეორე – ნაკლებად წარუმატებელი. სიკეთე და ბოროტება კი სხვადასხვა რამაა.

რუსეთს რამდენჯერაც გავექეცით, ვერასოდეს დავაღწიეთ თავი, ეს ბედისწერაა?
–რატომ ვერ დავაღწიეთ? ჯერ ბიზანტია იყო, მერე – სპარსეთი. მგონია, ახლა ამერიკა იქნება, ანუ, ინგლისურენოვანი სამყარო. ჩვენ მაინც ინდოევროპულ ენებს ვერ გავცდით და ამაზე მწყდება გული. მე ძალიან მხიბლავს ჩინური ცივილიზაცია. ჩინური კულტურის მთავარი ტექსტი არის იძინი – ცვლილებათა წიგნი. ეს არის უძველესი ცივილიზაცია მარადიულ ადაპტაციაში, რომელიც მარად ახალგაზრდაა. ჩემი აზრით, ამ ცვალებად სამყაროში ჩინეთი ყველაზე ადექვატურია, ამიტომ მომავალი არის ჩინეთის და ყველას ვურჩევდი, რომ ისწავლოს ჩინური და კომპიუტერი. ჩვენი მთავარი წიგნი მარადისობაა, იქ კი – ცვლილებები. ევროპასა და ჩინეთს შორის ფანტასტიური განსხვავებაა. დედამიწაზე მაინც ყველაფერი ცვალებადია და ვინც ამ ცვალებადობაზეა ორიენტირებული, ის არის ყველაზე ადექვატური.

ბოლოს მინდა გკითხოთ, ზედმეტად ხომ არ ვღელავთ რაღაც დეტალებზე?
–მე მიყვარს ამ მაგალითის მოშველიება – ჩვენი წელთაღრიცხვის დროს, ერთი პროვინციელი კაცი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიიდან თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიაზე გადავიდა. იმავე დროს ანციუსთან ძალიან სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობდა. უამრავი ადამიანი დაიღუპა. იმის შემდეგ 400 წელი გავიდა და იმ ერთი პროვინციელი კაცის გადასვლამ სერიოზული რაღაცეები გამოიწვია. ეს იყო პავლე მოციქული და მისი სიტყვა დღემდე ისმის. რაღაცეები დაფარულია იმიტომ კი არა, რომ ვიღაცეები სპეციალურად ფარავენ, უბრალოდ ასე ხდება. ასე მუშაობს ისტორია. ახლა, როცა მე და თქვენ ვლაპარაკობთ, შესაძლოა რაღაც ასეთი ხდება, მაგრამ ეს 400 ან 1000 წლის შემდეგ გამოჩნდება. ახლა კი ამას ვერ ვხედავთ. ათასობით კაცი გააკრეს ჯვარზე, მაგრამ იმ ერთის შემთხვევაში რაღაცა მოხდა, მოდი და გაიგე რომელია უფრო მნიშვნელოვანი. ესაა ისტორიის უცნაურობა.

და მაინც, არსებობს მარადიული ღირებულებები, რომელიც თავიდანვე იცი...
–ჩემთვის მარადიული ღირებულება ისაა, რომ დედამიწაზე, ჭეშმარიტების და სიყვარულის ადგილი არის ჯვარზე.

Read more

"ფე-ეს-ბეს" ბრალდება არასერიოზულია


ქართული მხარე "ფე-ეს-ბეს" ბრალდებას სერიოზულად არ აღიქვამს. "ფე-ეს-ბეს" განცხადებებს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს" ასე პასუხობს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური იმ ბრალდებას თითქოს რუსი სამხედრო ვიტალი ხრიპუნი ცხინვალში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილიდან კი არ გაქცეულა, არამედ ის ქართულ მხარეს ჰყავდა დაკავებული.

რაც შეხება ვიტალი ხრიპუნის მიერ საქართველოსთვის ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნას, იაკობაშვილის განმარტებით, ქართული მხარე აღნიშნულ წინადადებას განიხილავს და მისვისთვის სტატუსისა და თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ის რომ რუსეთის საჯარისო ნაწილებიდან სამხედროები გამორბიან ხაზს უსვავს იმას, თუ როგორი "წარმატებით" მიმდინარეობს რეფორმა რუსულ ჯარში", - განმარტა იაკობაშვილმა.
[ghn]

Read more

ქარსელაძე გრიგოლიასთან მიდის


ახალ წელს, პირველ იანვარს, ჯაბა ქარსელაძე ლონდონში გაფრინდება. თავად ამბობს, რომ სასწავლებლად მიდის, ჰარვარდის უნივერსიტეტში მაგისტრატურაში უნდა ჩააბაროს, მაგრამ მის ბოლოდროინდელ აღიარებას თუ გავითვალისწინებთ გადაცემა "პროფილში", ინგა გრიგოლიასადმი პლატონურ სიყვარულთან დაკავშირებით, ადვილი წარმოსადგენია, ვის ნახავს პირველ რიგში ინგლისში ჩასული მომღერალ-ლექტორი.


- ლონდონში სასწავლებლად მივდივარ, მაგისტრატურაში მინდა ჩავაბარო, ფინანსების განხრით. მოლაპარაკებები დაწყებული მაქვს, თუმცა მხოლოდ ჰარვარდზე არ ვარ დამოკიდებული, სხვა მაღალი დონის სასწავლებლებიც არის ლონდონში. ვნახოთ, რა იქნება.

- შთაბეჭდილება მრჩება, რომ შენს პლატონურ სიყვარულს, ინგა გრიგოლიას ვერ თმობ და მასთან მიდიხარ ლონდონში...
- (იცინის) ჰო, გავყევი... გამოცდა, რომელიც მაგისტრატურაში მოსახვედრად მჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ ლონდონში ბარდება. მანამდე ოქსფორდის ბიზნესსკოლაში მოსამზადებელი კურსი უნდა გავიარო. ორი თვის მერე მექნება გამოცდა და იმედი მაქვს, ჩავაბარებ.

- ინგამ თუ იცის, რომ უნდა ჩააკითხო?
- კი, აბა?! ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს "სკაიპით". ასე რომ, მელოდება. მე ოქსფორდში ვიქნები, ინგა - ლონდონში. ლონდონიდან ოქსფორდამდე ნახევარი საათის სავალია მატარებლით. უკვე მოვილაპარაკეთ, რომ ხან ის ივლის ჩემთან, ხან მე მასთან.

- ე.ი. შენ და ინგას ერთად გაგჩენიათ სწავლის წყურვილი, მერე.. ხელს სთხოვ?
- (იცინის) არა, რა სისულელეა.

- რამდენ ხანს უნდა ისწავლო მაგისტრატურაში?
- სწავლების კურსი სხვადასხვა სასწავლებელში სხვადასხვაგვარია. მაქსიმუმი ორი წელია.

- გული არ გწყდება, თბილისს რომ ტოვებ?
- აქ არაფერში მეშლება ხელი, ინსტიტუტში დასვენებაა, ლექციები არ ტარდება.

- შოუბიზნესი? თუ იქ იმღერებ სერენადებს ინგას ფანჯრებთან?
- (იცინის) ამ მხრივ საქართველოში შესაშური გარემო ნამდვილად არ არის. ამ ეტაპზე სიმღერა ჩემთვის ყველაზე უმნიშვნელოა.


[ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"]

Read more

ქუთაისის ტრაგედია [video]

Read more

მემორიალის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


ქუთაისში, დიდების მემორიალის აფეთქების ირგვლივ, პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა ”თეთერების” ლიდერს თემურ შაშიაშვილს ესაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურა სპეციალურ განცხადებას უახლოეს საათში გააკეთებს.

ბატონო თემურ, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ძეგლის აფეთქების ირგვლივ?
თემურ შაშიაშვილი: ქვეყანას სატანა ხელისუფლება ჰყავს, მიხეილ ნიკოლოზის ძემ, ნიკოლოზობა დღეს, ქართული ბიბლია, ქართული ფილოსოფიური ტრაქტატი დაანგრია და 8 წლის ბავშვი იმსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაც გარდაიცვალა.
- ახლა15 საათი და 50 წუთია. 5 წუთის წინ ქუთაისში ველაპარაკე და მითხრეს, რომ დედა ცოცხალია, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაშია. საქართველოს მოსახლეობა როგორ ვერ ხვდება ვინ მართავს ქვეყანას?! კიდევ რა იმსახვერპლონ, რომ ეს ნათელი გახდეს?! ქართული ცნობიერება დაშალეს, ეკლესიას გამალებით ებრძვიან, ყველაფერი დაანგრიეს. ამის ატანა როგორ შეიძლება?! ბავშვის სისხლი წმინდა სისხლია და ეს უნდა იყოს ბოლო წვეთი.

ახლა შემთხვევის ადგილთან ჩვენი ხალხი დგას, პერიოდულად ინფორმაციას გვწვდიან. 7-ზე დაზუსტებული ინფორმაცია მექნება. ახლა მეუბნებიან რომ აგერ ვდგავართ და ბავშვის ტვინი მიწაზეაო. ხელისუფლებამ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უპასუხა, ჩვენ ძეგლს კი არ ვანგრევთ, რეაბილიტაციას ვუკეთებთო და რეაბილიტაცია ნიშნავს ძეგლის ადგილზე აღადგენას. ესეც კიდევ ერთი იმის დასტური, რომ ეს ხელისუფლება არის სატანა და მატყუარა. შევარდნაძე ფეხებითაა ჩამოსაკიდებელი, საიდან მოიყვანა ეს ხალხი, ამ ქვეყანაში?!

ვინ ააფეთქა დიდები მემორიალი?
- ორგანიზაციამ - საქფეთქმრეწვი. ეს ხალხი თბილისიდანაა ჩასული.

რა უნდოდათ ამ ძეგლის სიახლოვეს, დედა-შვილს?
- იქვე, საცხოვრებელი სახლებია და ჩამოუვლიათ, დღეს უნდა ავაფეთქოთ, დაცალეთ შენობაო. ჩამოვლა დასრულებული არ ჰქონიათ, როცა აფეთქება მოხდა და ამ დროს, ეტყობა ყველამ ვერ მოასწრო სახლებიდან გამოსულიყო და იქაურობას გაცლოდა. წარმოგიდგენიათ რა საშინელება მოხდა?! ამან ხომ უნდა შეძრას, არა მარტო საქართველო?! მე რა ვუთხრა ობამას ადმინისტრაციას, რომელიც ასეთ პრეზიდენტს უჭერს მხარს.

მემორიალის სიახლოვესაა დასახლებული ადგილი?
- დასახლებული ადგილი მეორე მხარესაა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა სიძლიერის იყო ეს აფეთქება, რომ ნამსხვრევი ბავშვს ერთ კილომეტრში, თავში მოხვდა და დაიღუპა.


Read more

მარინა სალუქვაძე ალაპარაკდა!



მარინა სალუქვაძე სენსაციურ თემებზე ალაპარაკდა!
ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში ასეთი პრეცედენტ ჯერ არ ყოფილა - რედაქტორი ინტერვიუს საკუთარი მოადგილისგან იღებს. ეს მავანთ შესაძლოა, “მედია-ნეპოტიზმად” მონათლონ, მაგრამ როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იტყოდა, მერე რა?! ისე, ვიღაცებს შესაძლოა, რუბრიკის სახელწოდებაც არ მოეწონოთ, მაგრამ მერე რა?! დღეს ჟურნალისტთა სახელების გადაცემის სათაურში “გამოტანა” ხომ მოდურია?! ჰოდა, თუ მოდაა, მოდა იყოს...
მაშ ასე, “ქართული სიტყვა” და საინფორმაციო სააგენტო “ფაქტნიუსი” ერთობლივ პროექტს წარმოგიდგენთ.

...პირველი სტუმრის შერჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია. მარინა სალუქვაძეს ყურადღება არც ადრე აკლდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შალვა რამიშვილმა “სიმართლის დროში” მსახიობ მიშა მესხს ჰკითხა, სალუქვაძესთან სექსზე გიოცნებია თუ არაო, ბავშვმაც კი იცის, ვინ არის “ტაბუ”-ს ყოფილი წამყვანი და ამჟამად საინფორმაციო სააგენტო “ფაქტნიუსის” მთავარი რედაქტორის, ანუ ჩემი მოადგილე... ისე, არსებობს მოკრძალებული მოსაზრება, რომ სექსი რაღაცით პოლიტიკას ჰგავს და, პირიქით. ეს, ერთი შეხედვით, უტოპია, შესაძლოა, რეალობად იქცეს. ყოველ შემთხვევაში, არსებობს ალბათობა, რომ მარინა სალუქვაძე მალე ახალ სკანდალში გაეხვას.

ყველაფერი კი ძალიან მარტივადაა: მარინას და, ქალბატონი მანანა ნინო ბურჯანაძის პარტიის სახეა. მარინა კი, სპიკერყოფილის და, საერთოდ, მისი პარტიის მიმართ, რბილად რომ ვთქვა, არაკეთილადაა განწყობილი.
რატომ არ მოსწონს ღვიძლი დის პოლიტლიდერი, რას სთავაზობდა კონსტანტინე გამსახურდია და რატომ აუგორა სკანდალი “ტელეიმედმა” საკუთარი მფლობელის ცოლს?
თქვენს წინაშეა მარინა სალუქვაძის სიმართლის დრო!

- მარინა, როგორ ხარ?

- არაჩვეულებრივად!

- არ მჯერა...

- დღეს ვინმე არაჩვეულებრიდავ რომ იყოს, დაუჯერებელია, არა?

- არც უმაგისობაა, მაგრამ არაჩვეულებრივად იმიტომ ხარ, რომ შენზე სექს-ტენდერია გამოცხადებული?
- (სერიოზულად) არა, მაგიტომ არა! სიმართლე რომ ვთქვა, ყურადღება არასოდეს მაკლდა, თუმცა ახლა საზოგადოებას ახალი თემა მიეცა... ისე, მაგ თემამ “ჩაიარა” და აღარც მაინტერსებს...

- შეიძლება, შენთვის ჩაიარა, მაგრამ ხომ იცი, მედალს ორი მხარე აქვს და ჰოდა, აბა, შალვა რამიშვილს ჰკითხე, რომელსაც “ცხოვრება დაუნგრიე”...

- მე დავუნგრიე ცხოვრება?

- აბა, მე? ადამიანი ციხიდან გამოვიდა, სამსახური იშოვა და... შენ კი უჩივლე...

- არ მიჩივლია. უბრალოდ, ვთქვი, შემიძლია, ვუჩივლო-მეთქი...

- ისე, ვინ წარმოიდგენდა, რომ მარინა სალუქვაძე შალვა რამიშვილს “შეაშინებდა”...
- ნამდვილად არ ვიცი, ჩემი რამიშვილს შეეშინდა, “იმედს”, “თიბისი ტვ”-ს თუ ყველას ერთად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შალვას გაშვებასთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილება შიგნით მიიღეს და მე, ალბათ, ერთ-ერთი საბაბი ვიყავი.

- ანუ, იზიარებ კულუარებში გავრცელებულ ხმას, რომ შალვა რამიშვილის “იმედზე” გამოჩენამ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი ერთობ გააღიზიანა. ალბათ, ისიც გსმენია, რომ ნაპატიმრალი რამიშვილის ტელერეამინება გიორგი არველაძემ, თურმე, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა...

- არ მინდა, კულუარებში შევიხედო, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა ვანო, ჟურნალისტები ვართ და ჭორები მეც გამიგია...

- მარინა, ეს ინტერვიუ, როგორც შევთანხმდით, შენი “სიმართლის დროა”. ამიტომ პირდაპირ გკითხავ: მშვენიერი ქალი ხარ და რა გასაკვირია, შენს შემხედვარე მამრს სექსი რომ მოუნდეს? მსახიობ ია სუხიტაშვილის თქმისა არ იყოს, მაშინ უნდა გაბრაზებულიყავი, შენს დანახვაზე ვინმეს ხაჭაპური რომ მოუნდეს...

- შეიძლება, სუხიტაშვილს ესიამოვნოს, მის დანახვაზე ვინმეს ხაჭაპური რომ მოუნდეს, მაგრამ ჩემი სექს-სიმბოლოსთან ასოცირება, ჯერ ერთი, ღიმილისმომგვრელია. მეორეც, ამან ჩემს მშობლებში, მეუღლესა და ქალიშვილში სერიოზული აგრესია გამოიწვია.

- ესე იგი, შინ დაგტუქსეს, სექს-იმიჯი რატომ გაქვსო?

- ვანო, ასეთი ცინიკური ნუ ხარ...

- მე და ცინიზმი? კარგი, რა, მარინა?!..

- ამ გადაცემის ანონსი ეთერში პირველად რომ გავიდა, მამაჩემმა გაოცებულმა დამირეკა, მერე, ჩემი ქმარი გახდა “დასაბმელი” და როცა ჩემი შვილიც მოწყენილი დავინახე, უკვე აღარ მესიამოვნა. ისე, ეს კითხვა მხოლოდ გადაცემაში რომ ყოფილიყო დასმული, არავის არაფერი დაამახსოვრდებოდა, რადგან გადაცემას მაინცდამაინც დიდი რეიტინგი არ ჰქონდა, მაგრამ ეს კითხვა, ანონსის სახით, ეთერში მთელი კვირა ტრიალებდა, რასაც ინტერნეტში გვერდის გახსნა მოჰყვა და, შენი თქმისა არ იყოს, მართლა ტენდერი გამოაცხადეს. მე რომ, მაგალითად, “ფლეიბოის” ფოტო-სესიებში მიმეღო მონაწილეობა, რაც ახლა, სხვათა შორის, დაფასებულია, მაშინ...

- მარინა, შენ რომ “ფლეიბოისთვის” გეპოზიორა, დღეს, მინიმუმ, კულტურის სამინისტროს რომელიმე დეპარტამენტის შეფი იქნებოდი...

- არ მგონია, რომ ამ ქალბატონის კარიერა მხოლოდ და მხოლოდ “ფლეიბოიმ” განაპირობა, მით უმეტეს, ნინას მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს...

- ნინა ვინ არის? მარინა, მე არც ნინა მიხსენებია და არც - ქსენია...

- (იცინის) ნუ, მე უფრო პირდაპირი აღმოვჩნდი... საერთოდ, პირდაპირობა მჩვევია...

- ჰოდა, ახლა პირდაპირ გკითხავ: რამიშვილს ზემოხსენებული კითხვა რომელიმე სუპერ-კაცისთვის, მაგალითად, ბრედ ბიტისთვის რომ დაესვა, მაშინაც გაბრაზდებოდი?

- იგივე რეაქცია მექნებოდა...

- ისე, ხმა დადის, მესხს, თურმე, აიძულეს, რომ ამ კითხვაზე ეპასუხა და დაპირდნენ, ფულს მოგაგებინებთო...

- ამას მიშა მესხი, თურმე, აღიარებს... სიმართლე რომ გითხრა, სადმე მიშა მესხს რომ შევხვდე, სიცილით მოვკვდები.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ბიჭმა თავისი ეროტიული ზმანებები სააშკარაოზე გამოიტანა...

- საერთოდ, შენზე ჭორები უხვადააა... თურმე, ერთი პოლიტიკოსიც “გეფარცქვალებოდა”...

- (გულიანად იცინის)

- ეს ისტორია საჯაროდ რომ მოვყვე, გეწყინება?

- რაც გინდა, მოყევი, დასამალი რა არის...

- მოკლედ, ახლა მიამბე, კონსტანტინე გამსახურდია როგორ “გაბავდა”...

- ეს “შებმა” არ იყო.

- აბა, რა იყო?

- მე და ბატონი კონსტანტინე ერთმანეთს ბატონიშვილის ქორწილში შევხვდით და მითხრა, მე თქვენი ტელეფონის ნომერი მაქვს და აუცილებლად დაგირეკავთო. მეორე თუ მესამე დღეს აფთიაქში ვიყავი, ტელეფონმა დარეკა და მამაკაცმა მითხრა, კოკო ვარო. რატომღაც ჩავთვალე, რომ ჩემი მეგობარი, კოკო კაპანაძე მირეკავდა და ვთხოვე, კოკო, ახლა რაღაცას ვყიდულობ და ცოტა ხანში დამირეკე-მეთქი... რამდენიმე წუთში, უკვე მანქანაში ვიჯექი, ტელეფონმა ისევ დარეკა და მივხვდი, რომ ჩემი მეგობარი კი არა, სხვა კოკო იყო. მოკლედ, კოკომ მკითხა, ქორწილში დიდხანს დარჩითო? მივუგე, - დიახ, ბატონო კონსტანტინე, ვიყავით მე და ჩემი მეუღლე მეგობრებთან ერთად, მერე, იქიდან ბარში წავედით-მეთქი. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, ყურმილში ბატონი კონსტანტინეს განხიბლული ხმა გაისმა, - ააა, ქმარი გყავთ?!

- რა ამის პასუხია და, გაპოლიტიკოსების სურვილი არასოდეს გქონია? აი, თუნდაც წელიწადნახევრის წინ, როცა “მზე” დაბნელდა და “ტაბუ” დაიხურა? სხვათა შორის, ახლა მოდურია: ჟურნალისტები პოლიტიკაში ბითუმად მიდიან. ყოველ შემთხვევაში, ინგა გრიგოლია, თურმე, ჩუღურეთში იყრის კენჭს, ლიკა ნაღებაშვილიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას...

- დიდებული ამბავია, ინგას სიამოვნებით დავუჭერ მხარს...

- შენც იყარე კენჭი, მით უმეტეს, შენი და პოლიტიკოსია...

- ჩემმა დამ არჩევანი თვითონ გააკეთა, მე კი აპოლიტიკური ადამიანი ვარ!

- შეიძლება, მაგრამ ნინო ბურჯანაძის პარტიის ყრილობაზე, მახსოვს, იყავი...

- ყრილობაზე ჩემი დის საყურებალდ ვიყავი. სხვათა შორის, მთხოვა, რომ ყრილობისთვის მაკიაჟი გამეკეთებინა... ასე, საყურებლად ადამიანი სპექტაკლზეც დადის...

- ესე იგი, ბურჯანაძის პარტიას სპექტაკლად თვლი?

- რასაკვირველია!

- ასე რატომ ფიქრობ?

- ის ადამიანი, ვისაც არ ეცვლება გამომეტყველება, ჩაცმულობა, სამკაული და ისე აძაგებს იმ ადამიანს, რომელსაც ადრე იგივე ჩაცმულობით, გამომეტყველებითა და სამკაულით აქებდა, ჩემი პატივისცემის ღირსი არ არის?!

- შენ და შენი და ერთად ცხოვრობთ?

- არა. ერთად ზაფხულობით, წყნეთში, აგარაკზე ვართ ხოლმე.

- აგარაკი ვისი საკუთრებაა?

- ბაბუამ შთამომავლობით დაგვიტოვა.

- მაინც, ფრთხილად იყავი, რადგან პარტიული ბოსის, რბილად რომ ვთქვა, გაკრიტიკების გამო, შენმა დამ შესაძლოა, ამ აგარაკზე მისვლის ნება აღარ მოგცეს.

- ჩემმა დამ არაჩვეულებრიდავ იცის, რომ ქალბატონ ბურჯანაძეს, როგორც პოლიტიკოსს, პატივს არ ვცემ!

- ამის გამო გიჩხუბიათ?

- კი, გვიკამათია. საერთოდ, ჩემი დის არჩევანი არასოდეს მომწონდა.

- ვთქვათ, შენმა დამ, როგორც ბურჯანაძის პარტიის სახემ, ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრა დააპირა. მის წინააღმდეფ გამოხვალ?

- ვანო, ხომ იცი, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ.

- ეს გავიგე, მაგრამ კონკრეტულად მიპასუხე: შენ დას, როგორც ბურჯანაძის პარტიის სახეს, გაუწევ აგიტაციას?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ძალიან მიყვარს, მან ეს არჩევანი დამოუკიდებლად მიიღო და ამ პოლიტიკური, ასევ ვთქვათ, ამბის გარდა, გვერდზე ყოველთვის დავუდგები! მოკლედ, ბურჯანაძე ჩემთვის იდეალს არ წარმოადგენს, ანუ არ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომლის პიარ-კამპანიაშიც ჩავერთვები, თუმცა ცალკეულ პოლიტიკოსებს შემიძლია, მეგობრული რჩევა მივცე, როგორ ჩაიცვას და როგორ მოიქცეს...

- მარინა, შენი და ჩემი მეგობარი, ლალი მოროშკინა ახალ ბეტსელერს წერს - “რევოლუციით განქორწინებულნი”. განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო დები სალუქვაძეების “განქორწინებაც” შეიძლება მოხდეს?

- სხვადასხვა პოლიტიკური პოზიცია ერთმანეთის დაკარგავს არ ნიშნავს. სხვათა შორის, ქალბატონ ბურჯანაძეს ერთადერთხელ, ორი წლის წინ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულზე შევხვდი. იმხანად ქალბატონი ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მე კონცერტი მიმყავდა და სცენაზე რომ ამოვიდა, ხელი ჩამომართვა...

- შენი და რას ამბობს?

- ის თვლის, რომ მისი არჩევანი სწორია...

- რამდენიმე თვის წინ, როცა ნინო ბურჯანაძის პარტიაზე ფარული ვიდეო-ჩანაწერები გავრცელდა, არ შეგეშინდა, რომ ძალოვანებს შეიძლება, თქვენი სახლიც გაეჩხრიკათ?

- ამაზე არასოდეს მიფიქრია, თუმცა როცა ეს კადრები ვნახე, არ მესიამოვნა. ისე, ჟურნალისტი ვარ და გადასარევად ვიცი, აგიტაციური მანქანა როგორც მოქმედებს... 6 მაისს, პაატა ბურჭულაძემ კონცერტზე დამპატიჟა. ამასობაში, ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა და ტირილით მითხრა, ტელევიზორში აჩვენებენ, რომ ხალხს ესვრიან და მანჩო, ანუ ჩემი და ტელეფონზე არ მპასუხობსო. არ მახსოვს, ოპერიდან როგორ გამოვიქეცი, რადგან არ ვიცოდი, ჩემს დას რა სჭირდა და საოცარი შიში დამეუფლა...

- მარინა, ოჯახის სხვა წევრები შენს პოზიციაზე არიან თუ შენი დის?

- ოჯახი აბსოლუტურად ნეიტრალურია. ჩემი და 47 წლისაა და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. საკმაოდ პრინციპული ადმაიანია, თუმცა დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად ვგრძნობ, ხვდება, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა.

- ეს კითხვა არ დაგისვამს?

- ამ თემაზე უკვე იმდენჯერ ვიკამათეთ, თან ვგრძნობ, რომ გაღიზიანებულია და ვცდილობ, ამ საკითხზე აღარ ვისაუბრო. სხვათა შორის, ვანო, ახლა გამახსენდა, რომ ბურჯანაძის ყრილობაზე შენც იყავი...

- კი, ბატონო, ვიყავი... მარინა, ალბათ, გრძნობ, რომ ამ ინტრევიუს გამო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვევი...

- არანაირი სკანდალის არ მეშინია, რადგან არ ვთამაშობ და რასაც ვამბობ, ჩემი პოზიციაა, ანუ ძალიან გულწრფელად ვამბობ, რომ დღეს სიმპათიას უფრო ხელისუფლება იმსახურებს, ვიდრე - ოპოზიცია.

- არ გირჩევია, იყო არაგულწრფელი და, სამაგიეროდ, გქონდეს კარგი სამსახური და უზრუნველი ცხოვრება?

- არ მირჩევია, რადგან თამაში სცენაზეა კარგი! მე კი თამაში არაფერში მჭირდება!

- ესე იგი, მარინა, შენთვის ტაბუდადებული თემები არ არსებობს, არა?

- დიახ.

- მაშინ გკითხავ: “რაკიინის” გენდირექტორის მოადგილე შენი ქმარია. "იმედის” 90 პროცენტს სწორედ “რაკიინი” ფლობს, ანუ საკუთარი ქმრის ტელევიზიამ “აგიგორა” სკანდალი. სად არის ლოგიკა? ოპოზიცია ამტკიცებს, ტელევიზიებზე ხელისუფლების დიქტატიაო და ამაზე მეტი დემოკრატია რაღაა?

- დარწმუნებული ვარ, არც შალვა რამიშვილმა, არც პროდიუსერმა და არც ფსიქოლოგებმა არ იცოდნენ, რომ დათო ჩემი მეუღლეა. ისე, ორი წლის წინ ჭორი გავრცელდა, რომ მე და დათო ერთმანეთს დავშორდით და იმდენი ილაპარაკეს, სანამ ჩვენს შორის სერიოზული უსიამოვნება არ დაიწყო...

- ბოლოს და ბოლოს, ქმარს გაცილდი თუ არა?

- (იცინის) ჯერ არა...

- აპირებ?

- არ ვიცი, ხვალ და ზეგ რას გავაკეთებ. ცხოვრებაში ყველაფრის შეცვლა შემიძლია - გარეგნობის, სამსახურის, ქმრის, მაგრამ წარსულს ვერ შევცვლი! მოკლედ, არ ვიცი, მომავალში რას გავაკეთებ!

- შარშან, ომის დროს, მახსოვს, ქმარზე ძალიან გაბრაზებული იყავი...

- კი, მართალია და ეს გაბრაზება გამომყვა... სიმართლე რომ ვთქვა, ამ ეტაპზე სხვა პრობლემებით ვარ დაკავებული და ახალი სიყვარულისთვის არ მცალია.

- რა ვიცი, რამდენიმე დღის წინ მითხარი, იანვარში ჩემზე რამე სკანდალურს გაიგებო...

- შეიძლება, გაიგო, შეიძლება - არა. საერთოდ, არაფრის დაგეგმვა არ მიყვარს და პარტისტორიასაც ამიტომ ვერ ვიტანდი, რომ ხუთი და ათი წლის გეგმები არსებობდა...

- როცა დათომ ეს კითხვა მოისმინა, არ იყვირა, ამ “სიმართლის დროს” ახლავე დავხურავო?

- ეს არ უთქვამს, მაგრამ შინ ყველაფერი დაამტვრია. მერე კი კი ლევან ყუბანეიშვილს დაურეკა და უთხრა, რომ ანონსი ამოეღოთ. ლევანმა ანონსი მაშინვე გადააკეთა... სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ანონსი ლამის ათი დღის მანძილზე ტრიალებდა, “იმედის” დირექტორს, ოთარ ბუბაშვილს შევხვდი, რომელმაც შემომთავაზა, რომ “იმედზე” პროექტი გამეკეთებინა. გამეღიმა, რადგან “იმედზე” მუშაობა ნამდვილად არ მინდა!
საერთოდ, არ შეიძლება, ხალხი გააწბილო და აიყოლიო მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ხალხი ფარა არ არის. მე ის ხალხი მომწონს, ვინც ყალბი არ არის. აი, წეღან ნანუკა ჟორჟოლიანის შოუზე ვსაუბრობდით. ჩემი აზრით, ნანუკა ყალბი არ არის და ამიტომ, მისი გადაცემა უფრო მომწონს და ბევრად უფრო მართალია, ვიდრე - ჩემი გადაცემა “ტაბუ” იყო, ანუ ვაღიარებ, რომ “ტაბუში” დაძაბული ვიყავი...
ყველაზე სამწუხარო კი, იცი, რა არის? ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომლისთვისაც მთავარი ფული და სექსია, სხვა ღირებულებები კი მეორე და მესამე პლანზეა. ტელევიზიის საქმე ცუდად მაშინ წავიდა, როცა აქცენტი მხოლოდ სექსა და ფულზე აიღო. მე ასეთ საზოგადოებაში თავს ცუდად ვგრძნობ!

- აბა, როგორი საზოგადოება გინდა?

- ბევრად უფრო ლმობიერი და კეთილი, თუმცა ვიცი, ეს უტოპიაა!

- შენ ხარ ლმობიერი? მაგალითად, შენი და იმისთვის, რომ ბურჯანაძის სახეა, ხომ შეგიძლია, არ გააკრიტიკო?

- როდემდე უნდა მოვითმინო?

- ისე, რატომ გადაწყვიტე, რომ ყველაფერი ეს საჯაროდ გეთქვა?

- იმიტომ, რომ შენ მკითხე... ვანო, შენ ჩემი მეგობარი ხარ და საჭიროდ ჩავთვალე, მელაპარაკა.

- ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, შენი და ხომ ცუდ განწყობაზე დადგება?

- ჩემმა დამ ჩემი პოზიცია იცის და რასაც მე ვაკეთებ, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ნაბიჯია...

- შენს დას “ტაბუ” საჯაროდ რომ გაეკრიტიკებინა, გესიამოვნებოდა?

- “ტაბუ” ჩემი პროფესიული ქმნილება იყო, პოლიტიკა კი ჩემი დის პროფესია არ არის.

- რატომ წავიდა მანანა პოლიტიკაში? მოგების იმედი ჰქონდა?

- ვერ გეტყვი... ქალბატონი ბურჯანაძისგან ხელფასი არ მიუღია და მატერიალურ კომპენსაციაზე ლაპარაკიც არ არის... შეიძლება, პირადი მეგობრობა აკავშირებთ, თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, ჩემი დის არჩევანი არ მომწონს და ხომ შეიძლება, ჩემი აზრი მქონდეს?!

- ცხადია, შეიძლება...


[ვანო პავლიაშვილი]

Read more

თეა თუთბერიძის განცხადება


“თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი, თეა თუთბერიძე საგნგებო განცხადება ავრცელებს, განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში დაგეგმილია წმინდა სინოდის კრება, სადაც თუთბერიძის ინფორმაციით, პატრიარქის მამართ დასმულ კითხვებზე ხელმომწერი დეკანოზების; ზაზა თევზაძისა და კახაბერ კურტანიძისადმი დამსჯელი ღონისძიებების გატარება იგეგმება. თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებას, “ჯეოტოპნიუსი” უცვლელად გთავაზობთ

“მიმდინარე წლის 22 დეკემბერს იმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრება. არის ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიმართ საზოგადოებაში წლების მანძილზე დაგროვილი კითხვების შემცველ ღია წერილზე ხელის მოწერისათვის დეკანოზების ზაზა თევზაძისა და კახაბერ კურტანიძისადმი წმინდა სინოდის მიერ დამსჯელი ღონისძიებების გატარება იგეგმება.

ეს იქნება არამარტო სრულიად უკანონო რეპრესია ამ ორი მღვდელმსახურისა, არამედ წერილზე ხელისმომწერი დანარჩენი 233 ადამიანის და მთელი ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ საჭიროა სინოდის კრების გამართვამდე მივმართოდ სინოდს ოფიციალურად. შემუშავდა ერთგვერდიანი მიმართვის ტექსტი. აღნიშნული ტექსტის გაგზავნა საპატრიარქოში მოხდება ორშაბათს, სინოდის კრების წინა დღეს. ვფიქრობთ, კარგი იქნება მიმართვის ტექსტი ჟურნალისტებისათვის და საზოგადოებისათვისაც მედიის საშუალებით გახდეს ცნობილი.

ამიტომ, ორშაბათს, 2009 წლის 21 დეკემბერს, 14.00 სთ-ზე გაიმართება პრეს-კონფერენცია არტ კაფეში (მის: ორბელიანის ქ. 31. ყოფილი ამერიკის საკონსულოს ტერიტორია, კოლმეურნეობის მოედანზე). პრესკონფერენციაზე მოხდება მიმართვის წაკითხვა.

გთხოვთ მობრძანდეთ. ასევე ვთხოვოთ ეს ინფორმაცია მიაწოდოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი თანამოაზრეები არიან ამ კუთხით და ვიცით რომ ეს საკითხი აღელვებს და ვთხოვოთ მობრძანება. ალბათ ჟურნალისტები ინტერვიუებსაც აიღებენ და ამაზედაც იქნებ იფიქროთ. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დამირეკოთ ნომერზე: 899 627367

P.S. ვისაც სურვილი გაქვთ გაეცნოთ აღნიშნული მიმართვის ტექსტს, შევძლებ ხვალ გადმოგიგზავნოთ თუ მომწერთ თქვენს მეილებს. ტექსტი დარედაქტირებას ვთხოვ ვინმეს და. ასევე მოვიფიქროთ თუ ვინ წაიკითხავს მიმართვას.

[პატივისცემით; თეა თუთბერიძე, gtn]

Read more

ყაჩაღური თავდასხმები გოგონებზე


საქართველოში კრიმინოგენული ვითარება ძალიან გამწვავდა. ამის მიზეზად, ბოლო დროს განხორციელებულ არაერთ ამინისტიას ასახელებენ. გათავისუფლებულთა ერთი ნაწილი, თავისუფალია და “ძველ ხელობას“ აგრძელებს. როგორც თბილისში ამბობენ, ყაჩაღები მსხვერპლად ძირითადად ქალებს ირჩევენ, რადგან მათი გაძარცვა უფრო ადვილია. გარდა ამისა, ძვირფასეულაბას პირველ რიგში სწორედ ქალები ატარებენ ხოლმე.

შოთა ლაფერაძე, ფილოლოგი: - “ქართველი კაცი ოდითგანვე სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, ქალის დამცველისა და ერთგვარი პირადი მცველის მოვალეობასაც კისრულობდა, ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კაცის მხრიდან ქალის დაცულობის ხარისხი ყოველთვის მაღალი იყო და არც ანგლოსაქსურ ჯენტლმენობას, ანდა ლათინურ გულმაგრობას ჩამოუვარდებოდა რაიმეთი.

ერთი კვირის წინ, ავლაბარში ჩემი თვალით ვნახე ერთმა ახლგაზრდა კაცმა თავისი საცოლის თუ დანიშნული გოგონას გულისთვის რამხელა გმირობა გამოამჟღავნა. ხუთი შეიარაღებული მძარცველის წინაშეც კი არ დაუხევია უკან და სასტიკად სცემა ისინი. მე ამ ამბავმა, ქართველებისთვის საამაყო წიგნის “ვეფხისტყაოსნის” შინაარსი გამახსენა, სადაც ქალის სიყვარულის გამო ქართველი მამაკაცი დიდი დაბრკოლებების გადალახვაზეა მზად”.

გარეუბანთა ვნებანი
გოგონების უმეთვალყურეოდ გაშვებისთვის ყველაზე სახიფათო ადგილებია ძირითადად ქალაქის გარეუბნები. მით უმეტეს როდესაც ბნელა და ამ ადგილებში ხანდახან გარე განათება არაა. ბნელი სადარბაზოები და ვიწრო, კერძო დასახლებების “შუკები” “მშვენიერი” თავშესაყარია მძარცველების, ანდა სექსუალური მოძალადეებისთვის, რომელთა ნაკლებობასაც სამწუხაროდ ბოლო დროს ნამდვილად არ უჩივის თბილისი. ასეთი ადგილები პოლიციისათვის ძალზე ძნელი საკონტროლებელია და როგორც ირკვევა, სხვადასხვა ტიპის დანაშაულებათა რაოდენობის 80% გარეუბანში მომხდარ შემთხვევბზე მოდის.

გია კაკაბაძე, ყოფილი პოლიციელი: - “თუ კი ქალის ბნელ ადგილებში მარტოს ღამეული გასვლა აუცილებელია, ვურჩევდი, რომ მან წინასაწარ გააფრთხილოს თავის მისვლასთან დაკავშირებით ის ადამიანები, რომელთანაც მიემგზავრება და სხვასთან შედარებით განათებული ადგილიდან მიაცილებინოს თავი დანიშნულების ადგილამდე. ანდა ამ ამბისათვის ყველაზე ნაკლებადსახიფათო სატრანსპორტო საშუალებით – ტაქსით ისარგებლოს და თავი უშუალოდ იმ სახლის კარამდე მიაყვანინოს, სადაც მიემგზავრება.

თავის დროზე, ჩვენი მრავალი კვლევის მიუხედავად, ამ ორ ვარიანტზე ეფექტური გამოსავალი ვერ მოვიძიეთ”

მეტროს არ ენდოთ
ალბათ ყველას გსმენიათ მეტროპოლიტენში ყველას თვალწინ მომხდარი ყაჩაღობის შემთხვევებთან დაკავშირებული ამბები და ამ შემთხვევების მსხვერპლი, როგორც წესი, ძირითადად ახალგაზრდა გოგონები ხდებიან. ყველას კარგად აქვს გათავისებული, რომ ძალადობა შესაძლებელია ადრე თუ გვიან, მათაც შეიძლება დაატყდეთ, მაგრამ ამის საწინააღმდეგო ზომების მიღება მაინც საკმაოდ რთულია.

მეტროპოლიტენში მოძალადეების მეთოდები საკმაოდ მარტივია. ერთი ან რამდენიმე კაცისგან შემდგარი მძარცველების ჯგუფი ჯერ კიდევ მატარებლის ვაგონშივე ამოიღებს მიზანში მარტომყოფ გოგონას, რომელსაც ყელზე, თითზე ან ყურზე ძვირფასი სამკაული უკეთია. რომელიმე მათთვის ნაკლებად სახიფათო სადგურში ვაგონის კარის დახურვამდე რამდენიმე წამიღა რომ არის დარჩენილი, მისცვივდებიან გოგონას და უსწრაფესად გლიჯავენ სხეულიდან ძვირფას ნივთებს.

ხოლო როდესაც უკვე ვაგონის გარეთ გარბიან, კარიც იკეტება და რამდენმა ადამიანმაც არ უნდა მოინდომოს შეურაცყოფილი ქალის გამოსარჩლება, ყველაფერი უკვე გვიანაა და მატარებელიც იძვრება. ამ დროს მოძალადეები არაფერს ერიდებიან, ბაქნიდან თითის ბებუთით მოჭრით დაწყებული, საყურის სწრაფად ვერმოხსნის გამო, ყურის ჩამოხევით დამთავრებული. ყველაზე მეტად გავრცელებული ეს უკანასკნელი შემთხვევაა.

სპეციალისტები მეტროპოლიტენში თავდაცვის სამ აუცილებელ წესს გვთავაზობენ:

1. .მეტროთი მიმავალი ქალი უმჯობესია რაც შეიძლება შორს დადგეს ვაგონიდან გამავალი კარისაგან. ამ შემთხვევაში მოძალადეების სწრაფად ვაგონიდან გაქცევის ალბათობა მცირდება.

2. ასევე ძალიან კარგია, თუ თქვენ ახლობელ ქალებს ურჩევთ, რომ მაქსიმალურად მოერიდონ მეტროპოლიტენში ძვირფასი სამკაულების ყველას დასანახად გამოჩენას. უმჯობესია, საღამოობით, მეტროში ჩასვლის წინ ყველა ძვირფასეულობას დროებით მაინც მოიხსნიან.

3. უმჯობესია, თუ ქალი მეტროპოლიტენით მგზავრობისას პოლიციისა თუ სამხედრო ფორმიან მამაკაცებთან დაიკავებს ადგილს. თვითონ მძარცველებიც ძალიან ერიდებიან «ფორმიანების» თვალწინ ძალადობას.

სამარშრუტო ტაქსების იდუმალება
ასევე არანაკლებ სახიფათოდაა მიჩნეული ეულად მიმავალი გოგონების სამარშრუტო ტაქსებით საღამოობით მგზავრობა. როგორც ჩვენთან საუბარში რამდენიმე თვითმხილველმა განაცხადა, მძარცველებთან ხშირად თვითონ მძღოლებიც კი არიან შეკრულები და მათგან გარკვეულ წილებსაც იღებენ. თუმცა, ჩვენი ქართველი მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა უფრო სხვა რაღაცაში მდგომარეობს, ანუ გამოვარკვიოთ ის, თუ კერძოდ რა შემთხვევაში შეიძლება შეექმნას საფრთხე ჩვენს ახლობელ გოგონებს.

სამარშრუტო ტაქსებით ღამით მგზავრობისას კი, როგორც ავღნიშნეთ, საფრთხე უამრავი მხრიდან შეიძლება იყოს მოსალოდნელი-წვრილი, ჯიბის ქურდობიდან დაწყებული, გაძარცვის უფრო ფართო და მასიური შემთხვევბით დამთავრებული. ამ მხრივ ყველაზე გავრცელებული ძალადობრივი ხერხი კი შემდეგში მდგომარეობს:

მეტროპოლიტენის შემთხვევის მსგავსად, მოძალადე “მარშუტკაში” მჯდომ წინასწარ “შეგულებულ” მსხვერპლს ჯერ აკვირდება, შემდეგ კი ისიც იმ გაჩერებაზე ჩადის, სადაც გოგონამ გააჩერა მანქანა. იქიდან გამომდინარე, რომ მძრაცველმა თავიდანვე კარგად იცის იმ მარშრუტის ყველა გაჩერება და გზაზე არსებული მისთვის საჭირო “მიყუჩებული” ადგილებიც ეგულება, მისთვის გეგმის განხორციელება უკვე აღარანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ქალის პირზე ხელის აფარებით, ძალით გადათრევას და გაძარცვას, ანდა უფრო უარესს გაუპატიურებასაც აღარაფერი დაუდგება წინ. როგორც ხედავთ ძალადობის ეს ხერხებიც საკმაოდ კარგადაა მოფიქრებული და არანაკლებ სახიფათოა.

სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებულ უსიამოვნო შემთხვევებისგან თავის ასარიდებელ რამდენიმე რჩევა შემოგთავაზოთ:

– იმ ადგილიდან, საიდანაც ქალი უნდა გამოემგზავროს “მარშუტკით”, სჯობს თქვენ, ანდა გოგონას რომელიმე ნათესავმა მამაკაცმა დაიზღვიოს თავი და როგორც ბოლო დროს თბილისშია გავრცელებული, გოგონა მძღოლს “ჩააბაროს” ადგილზე მშვიდად მიყვანის იმედად. ამ შემთხვევაში მძღოლი თავად გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას და შესაძლო გართულების შიშით მართლაც ტოველნაირად ცდილობს თქვენი თხოვნის ბოლომდე შესრულებას.

– ასევე უმჯობესი იქნება, გოგონას გამგზავრების წინ თუნდაც სამარშრუტო ტაქსის მგზავრებში თუ აარჩევთ მეტ-ნაკლებად სანდო მგზავრს (ან თუნდაც ქალს), რომელიც თქვენს რჩეულს ადგილამდე თანამგზავრობას გაუწევს.

– და ბოლოს “სიფრთხილეს თავი არ სტკივას” ლოზუნგის მთელი გაგებით თუ მივუდგებით ამ პრობლემას, რაც პირველ რიგში იმით გამოიხატება, რომ ე.წ. “გაზავოი” ან რაიმე ამ ტიპის იარაღი თქვენთვის კი არ შეიძინოთ, არამედ რჩეულ მანდილოსანს გადაულოცოთ. ყველაზე მეტად ხომ მათ ესაჭიროებათ დაცვა.

[ლევან სეფისკვერაძე, presa.ge]






Read more

1 არხს 250 თანამსრომელი დატოვებს


საზოგადოებრივი მაუწყებელი 250 თანამშრომლის განთავისუფლებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, 250 კაციანი სია ადამიანური რესურსების დეპარტამენტმა მოამზადა და ხელმოსაწერად მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გიორგი ჭანტურიას გადაუგზავნა. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები აღნიშნავენ მაუწყებლის ბიუჯეტის 3 მილიონი ლარით შემცირებას უკავშირდება. შეგახსენებთ, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, 11 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მიიღო “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები. ამ ცვლილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუმცა ეს ცვლილება არ შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი წლის დაფინანსებას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 22 მილიონ ლარს შეადგენს, 3,5 მილიონით ნაკლებს, ვიდრე იყო წელს.

Read more

ზვიადი გამსახურდიას მკვლელს ვიცნობ


შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, იგორ გიორგაძე, ზვიად გამსახურდიას მოკვლის ვერსიას ამტკიცებს და აცხადებს, რომ იცის პრეზიდენტის მკვლელობის როგორც შემკვეთის, ისე შემსრულებლის ვინაობა და ისიც, თუ რა თანხაა ამაში გადახდილი.

ამის შესახებ პირWელს ზვიად გამსახურდიას დაღუპვის მიზეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა კონსტანტინე გამსახურდიამ განუცხადა.

– სხვათაშორის, თავის დროზე იგორ გიორგაძემ პრეზიდენტის ცხედრის ექსპერტიზა მოითხოვა, ხოლო ოქმს, რომლშიც თვითმკვლელობაზეა საუბარი, ხელი არ მოაწერა და ამაზე უარი თქვა - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

როგორც კომისიის დღევანდელ სხდომაზე ექსპერტის რანგში მიწვეულმა, წინა ორი მოწვევის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ოსაძემ პროკურატურის მასალებზე დაყრდნობით განაცხადა, საქმეში წარმოდგენილია ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადება, რომლის მტკიცებით, მან იცის, ვინ არის პრეზიდენტის მკველობის შემკვეთი, თავად მკვლელი და კონკრეტულად რა თანხაა ამაში გადახდილი.

მისივე თქმით, მისი ეს განცხადება უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა და პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის რვატომეულში დევს. საქმის ინტერესების გათვალისწინებით, მიხეილ ოსაძემ მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.


Read more

თუთბერიძე ბოდიშს იხდის?


თუთბერიძე მეგობრობის ორდენს გადასცემს გიგი თევზაძეს და ”მამა ბუასილს”...

ერიდეთ ჩვენს მოტყუებას! ნუ ეცდებით მახე დაგვიგოთ. ვიდრე თქვენი საბრალო ტვინი რამეს გაიფიქრებდეს, ჩვენ უკვე გვეცოდინება ყოველივე, რადგან მონიჭებული გვაქვს სასწაულებრივი ძალა ჩავწვდეთ ადამიანთა ფიქრსა და ზრახვებს. შუქი, გამომდინარე იმ კაცის გამჭვირვალე თვალიდან, ვისაც ფეხები შიშველი აქვს, სახეზე კი მხოლოდ ცალ მხარეს ეზრდება წვერი, ადგილზე გაგაქვავებთ, თქვენს ქვეყანაში უბედურებას უბედურებაზე დაატრიალებს. მისი მოძრავი კბილები პირიდან გადმოხტებიან და ტანში ჩაგესობათ, რომ შეგჭამონ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენი ცოლებიცა და შვილებიც. ჯადოსნური მილები კი საცერივით დაცხრილავენ თქვენს სხეულს.
(ჰენრი რაიდერ ჰაგარდი, “სოლომონ მეფის საგანძური”)

კოკობზიკა კუკუზნაკო... კიკოლიკო ზალიკო, აბა, ჩემო ვალიკო... აი, შე დევნილო, შენა... ულვაში რა უყავ, ბიჭო? პარლამენტის წევრი ხარ, ტო?! ბაქრაძეს შეხვდი და რამე? ხელი ჩამოგართვა და ხელი ჩამოართვი? დიდი კაცი ხარ და ქონებრივი დეკლარაცია უნდა წარადგინო? სანდრომ რაო – მიდი და მოვდივარო? აი, შე კოკობზიკა კუკუზნაკო, შენა! კანონები უნდა წერო? პულტი გექნება და რამე? პაეზდკებში ივლი და რამე? ვარდს გაეფურჩქნა კოკორი თუ კოკორს გადაეფურჩქნა ვარდი? და, რაო, მანანამ? რაო კლარამ, პატიოსნების განსახიერებამ? რაო, ფლორამ და ჯულიეტამ? კოკობზიკა კუკუზნაკო... ა, შენ, ბროლია, კაფენტი... ა, შენ, კიკუ, თუმანი და ეთამაშე მიშას კუკუდამალობანა – მიშა მოკუკავს, შენ დამალე.

“პარტია «თავისუფლების” ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს ხვდება” - იყო ასეთი ნიუსი. ამ ნიუსს მას შემდეგ ველი, რაც პირველი პრეზიდენტის პირველი ვაჟი დევნილობიდან დაბრუნდა. პარტია “თავისუფლება”... ეს არც პარტიაა და არც თავისუფლება და არც ის უბედური იყო პრეზიდენტი და განა ეს პარლამენტია? დევნილობა არა, კვერცხი! პრეზიდენტი იყო მანანა, პარლამენტი არის მიშა. კაცი იყო მერაბ კოსტავა!

ის უბედური არ იყო პრეზიდენტი. ის უბედური იყო უბედური შემთხვევა.
- “საკანონმდებლო ორგანოში კონსტანტინე გამსახურდია რამდენიმე წუთის წინ სანდრო ბრეგაძესთან ერთად მივიდა, თუმცა სანდრო ბრეგაძემ პარლამენტის თავმჯდომარის ოთახი უკვე დატოვა. კონსტანტინე გამსახურდიას შეხვედრამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ იგი პარლამენტის თავმჯდომარესთან პარლამენტში დაბრუნების შემდეგ სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება, ასევე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიას”, - ესეც, ნიუსი.

შემდეგი ნიუსის ციტირებით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ სათაურს გეტყვით და მერე ერთად ვიფიქროთ. აი, ისიც: “დავით ბაქრაძე - დაინტერესებული ვარ, რომ პარლამენტში იყოს აქტიური ოპოზიცია”. პრინციპში, აქ საფიქრალი არც არაფერია. დავით ბაქრაძე დაინტერესებულია, ხოლო დავით ბაქრაძის დაინტერესებით დაინტერესებულია კოკო გამსახურდია, რომლის დაინტერესებას ხელი შეუწყო დაინტერესებულმა სანდრო ბრეგაძემ. ხოლო მე იმ ნიუსში ერთმა წინადადებამ დამაინტერესა - “იგი პარლამენტის თავმჯდომარესთან პარლამენტში დაბრუნების შემდეგ სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს”.

ალბათ, იასაუბრა კიდეც. ანუ, ატჩოტები ჩააბარა, ამ კანონს დავწერ, იმ კანონში ცვლილებას შევიტან, ასეთი ინიციატივებით შემოვალ და ისეთი წინადადებებით გამოვალო. ჩანგლების მბრძანებელი ამ დროს თავს უქნევდა, აქებდა და ბოლოს უთხრა, თუ კარგად მოიქცევი, აუზში წყალს ჩაგისხავ და კომისიას მამაშენის მკვლელობის დასკვნას გამოვატანინებ, ოღონდ, არასოდეს დაივიწყო, რომ ჩვენი პარტია თქვენი პარტიის მესაჭეაო.

- “ნადვილად დაინტერესებული ვარ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შემოსვლა იყოს ის ნაბიჯი, რომელიც გააძლიერებს პოლიტიკურ დებატებს. ეს კი, გააძლიერებს საპარლამენტო ოპოზიციას და პარლამენტში მიმდინარე პროცესს”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ჩანგლების მბრძანებელს გულში ღრმად ჰქონია ამოჭრილი პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერება, ეს ყოფილა მისი სანუკვარი, ნალოლიავები ოცნება. ეს რაც შეეხება ჩანგლების მბრძანებელს. კოკო გამსახურდია ამის შემდეგ შეხვდა ხათუნა გოგორიშვილს – კოვზების მბრძანებელს, რომელმაც მას დაწვრილებით აუხსნა, რომ კოკო უკვე დიდი ბიჭია და უახლოეს ერთ თვეში საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი დეკლარაცია უნდა წარადგინოს და სამშაბათს, პარლამენტის სხდომაზევე, პარლამენტის ფიცს მოაწეროს ხელი. “თავში ქვას არ ვიხლი?” - გულში გაუკვირდა კოკოს, ხმამაღლა კი თქვა: “თუ მიბრძანებთ, ისევ მოვუშვებ ულვაშს” და საულვაშეზე თითი მიშასებურად მოისვა.

ამ დროს თეფშებისა და ქვაბების მბრძანებელი პოლონეთში იმყოფებოდა და თავის კოლეგას, ლეხ კაჩინსკის ხვდებოდა. ამჯერად, ბებო არ წაიყვანა - ქუვეითის შემდეგ პოლონეთში აკლიმატიზაცია გაგიჭირდებაო. სააკაშვილმა კაჩინსკის, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მადლობელია იმ პოლიტიკური მესიჯებისთვისაც, რომელიც პოლონეთიდან მოდის.
ანუ, როგორც ვხვდები, მთელი პოლონეთი მიშას ემესიჯება.

რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ სააკაშვილს მთელი პოლონეთი წერილებს წერს და სიყვარულს უხსნის, მაგრამ ვაღიარებ, რომ ნუგზარ წიკლაურისა და კოკო გამსახურდიას, ანუ ქვაბებისა და თეფშების მბრძანებელს, ნამდვილად ეხერხება საკუთარი თავის რეკლამირება.

გასულ კვირაში თბილისში რეკლამის, პოლიგრაფიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო პოლიგრაფიული მასალები, დანადგარები, ტექნოლოგიები, აქსესუარები და პროდუქცია; სრული სარეკლამო მომსახურება უახლესი სარეკლამო ტექნოლოგიებით, სარეკლამო აქსესუარები და ბიზნეს სუვენირები... სერიოზული გამოფენა იყო და დიდი ინტერესი გამოიწვია.

ნამდვილი სენსაცია გამოიწვია ერთ-ერთმა ექსპონატმა, რომელიც პავილიონის ცენტრში იყო გამოფენილი და რომელსაც «ჩელინის ვენერას» მსგავსად პოლიცის გაძლიერებული რაზმები და სიგნალიზაციის უახლესი სისტემები იცავდნენ. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ცრემლი, რომელიც მან ცნობილ სარეკლამო რგოლში გადმოაგდო. თავად სააკაშვილი ამ დროს ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც, როგორც ითქვა, “სამუშაო შეხვედრები გამართა”. რა თქმა უნდა, ეს სარეკლამო ტრიუკია. მიშა და მუშაობა? მიშა ლამის ერთადერთი ადამიანია, ვინც არ მუშაობს და მაინც ჭამს. და მერე რამდენს ჭააამს... ესეც სარეკლამო ტრიუკია, აქაოდა, რადგან ვჭამ ე. ი. ვმუშაობო. რადგან ბევრს ვჭამ, ე. ი. ბევრსაც ვმუშაობო.
იმუშავეთ - ვირებო, ჭამეთ - ბრიგადირებო.

ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც, როგორც მანამდე თვითონ ამბობდა, უნდა შეხვედროდა ოსებს და აფხაზებს. ნოღაიდელი შეხვდა მარსის, ვენერას და პლუტონის მოქალაქეებს, დიდი დათვის თანავარსკვლავედის წარმომადგენლებს, ორიონის სარტყელის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში, მაგრამ ვერ შეხვდა ოსებს და აფხაზებს. ჩამოვიდა თუ არა, მაშინვე გაავრცელა, რომ “მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში ვიზიტით კმაყოფილია”.

ეს მე ჩემებურად მესმის - ნოღაიდელი იმით კი არ არის კმაყოფილი, მოსკოვში რომ იყო, არამედ იმით, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში არ იყო საქართველოში.

- “ვიცი, რომ დავით ბოლქვაძე ვახტანგ ქობალიას არ მოუკლავს. ისიც ვიცი რა უნდა ხელისუფლებას მსგავსი შეკითხვებით, რომელთაც მისი დაკვეთით თქვენ მისვამთ. სააკაშვილს ანერვიულებს, რომ სამეგრელო წავართვით და ჯიბეში ვეღარ ჩაიდებს”, - განაცხადა ნოღაიდელმა “რია ნოვოსტის” ოფისში გამართული ტელეხიდის მსვლელობისას.

სამეგრელო წავართვითო... რას არ იტყვის დაღლილი კაცი... როცა პეტრე მამრაძე გაწევრიანდა ნოღაიდელის პარტიაში, ხისტმა-ზურაბამ ალბათ თქვა, სააკაშვილს ცხრა მთავრობა და სახელმწიფო კანცელარია წავართვითო.

ვიცი, რომ დავით ბოლქვაძე ვახტანგ ქობალიას არ მოუკლავსო... ეგ თუ იცოდი, სად იყავი ამდენ ხანს? მწვანეებში, მოქალაქეებში, ნაციონალებში... ვახტანგ არა ცელი!!! ლოთი და მორჩა. ბასიაკი. ამ ზვიადისტების შუბა რომ დავხიე...

საერთოდ, კოკობზიკურ-კუკუზნაკური კვირა იყო და ისე როგორ იქნებოდა, ზვიად ძიძიგურს რომ არ ეკოკობზიკ-ეკუკუზნაკა? გასულ კვირაში “კონსერვატორებმა” პარტიის დროშა შეცვალეს და ეს ცვლილება 28 ოქტომბრის არჩევნების 19 წლისთავს დაუკავშირეს, ყველაზე სამართლიანი არჩევნები იყოო, მას შემდეგ ეგეთი აღარ ჩატარებულაო. არ ვდავობ, მაგრამ ხა-ხა-ხა - ყველაზე სამართლიანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში კომუნისტებს ჩაუტარებიათ. არადა, შეგახსენებთ, ზვიად გამსახურდიამ ორი არჩევნები ჩაატარა - ადგილობრივი და საპრეზიდენტო.

აწი, კონსერვატორების დროშა სამფეროვანი იქნება. გავკადნიერდები და საკუთარ აზრს ღიად დავაფიქსირებ. ჩემი აზრით, კონსერვატორების დროშაზე გამოსახული უნდა იყოს სამტრედიის გადაკეტილი სარკინიგზო კვანძი, ხურჯინიანი ზვიად ძიძიგური (ხურჯინში ერთ მხარეს “ბორჯომის” ბოთლები დევს, მეორე მხარეს - ქართული შავი ბაიხის ჩაი) და მიხეილ გორბაჩოვი, რომელიც ტკივილით აღსავსე თვალებით შესცქერის სპეკულანტებში ნაყიდ კონტრაბანდულ ქართულ მინერალურ წყალს.

სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ვლადიმირ პუტინმა ზვიად ძიძიგური თავის პირად მტრად გამოაცხადა, როგორც მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფის ავტორი.

გასულ კვირაში პარლამენტში შევიდა რაღაც კანონპროექტი, რომელიც ნოტარიატის მოწყობის მოყვარულებს დააინტერსებს. კანონპროექტის ავტორები არიან პავლე კუბლაშვილი, ლაშა თორდია, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. ეს ამბავი ზვიად კუკავას გამო გავიხსენე. კაცს ჯერ მისალმება არ დაემთავრებინა და უკვე კანონპროექტის ავტორად გამოაცხადეს. თურმე აქამდე მურთაზ ზოდელავა წერდა და ახლა ესტაფეტა კუკავამ გადაიბარა. მიხეილ მაჭავარიანმა იხუმრა კიდეც და განაცხადა, რომ ”ბუნებაში არაფერი იკარგება”. კუკავასი და ბუნების რა მოგახსენოთ, მაგრამ მიხეილ მაჭავრიანი რომ არ დაიკარგება, ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ.

კუკავას იურიდიულ კომიტეტში გაწევრიანების მიზნით, იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის გაწვევაც მოხდა. ეს რომ ვერულაშვილმა გაიგო, ეწყინა - რატომ აქამდე არ მითხარით, იურიდიული კომიტეტის წევრი თუ ვიყავიო.

მაჭავარიანს დავუბრუნდები. პარლამენტის საკომიტეტო მუშაობაში ვიცე-სპიკერებიდან, მხოლოდ პირველი ვიცე-სპიკერი ვერ ჩერთვება. ეს გადაწყვეტილება საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა მიიღო და არგუმენტად პირველი ვიცე-სპიკერის გადატვირთულ გრაფიკს დასახელა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი კი მიხეილ მაჭავარიანია.

როდის აქეთ არის მიხეილ მეორე გადატვირთული? ალბათ, მაშინ გადაიტვირთა, როდესაც ობამამ და მედვედევმა თითი გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს. დედამიწის ერთ კუთხეში პეპლის ფრთების მოძრაობა დედამიწის მეორე კუთხეში ქარიშხალს იწვევს – ამას ”პეპლის ეფექტი ეწოდება”. ჰოდა, აშშ-ს პრეზიდენტად ობამას არჩევამ მიხეილ მაჭავარიანს დროის პრობლემა მოუხსნა. ახლა მას უკვე შეუძლია, შეაგროვოს საფოსტო და აქციზური მარკები, ასანთის კოლოფები, ანაც მიეხმაროს ხათუნა გოგორიშვილს შუშის სათამაშოების შეგროვებაში.

დავით ოქიტაშვილმა თავის კოლექციაში მორიგი სკანდალი შეიტანა - «რივერდანსის» ვარსკვლავების შოუ. ბანძი შოუ იყოო - ხალხმა თქვა. ”მაჩვენეთ აფიშა, სადაც წერია, რომ ბანძი არ იქნებოდაო” - ენამოსწრებულად უპასუხა ოქიტაშვილმა. ასეა - ზოგი ამაყობს, შვილები მომესწრენო, ოქიტაშვილს ენა მოესწრო.

გასულ კვირაში ლეიბორისტებმა ბევრი რამის გაპროტესტება მოასწრეს – თბილისის ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვაზე, შრომის წიგნაკების გაუქმება, პენსიების ხუთი ლარით გაზრდა და კიდევ ის, რომ ნიკა გილაური თურმე ”ყავის სახლებს” აკონტროლებს. ლეიბორისტები წუწუნებდნენ, გილაურის უკითხავად ფინჯანი ვერ გადმოგვიბრუნებია და ადამიანურად ვერ გვიმკითხავიაო.

როგორც სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ”ლეიბორისტებს” ერთობლივი ბრძოლის დაწყებას სთავაზობენ, აუცილებლად უნდა დააფიქსირონ პოზიცია მისი პარტიის ძირითად პრინციპებთან მიმართებაში. არ ვიცოდი, ლეიბორისტებს თუ პრინციპები ჰქონდათ. ვიცოდი, რომ ჰქონდათ ზაზა ბეგაშვილი, ჯონდი ბაღათურია, ჯუმბერ შენგელია და სხვები. პრინციპები ნამდვილად არ ვიცოდი.

პრინციპული თეა თუთბერიძის გვერდზე ჰაკერებმა მისი სახელით ბოდიშის განცხადება განათავსეს, ხოლო ასევე პრინციპულმა ედუარდ კოკოითმა ნიჟეგოროდის ოლქის გუბერნატორს მეგობრობის ორდენი გადასცა. მომავალ კვირაში კოკოითის საიტზე ჰაკერები შევლენ და კოკოითის სახელით საქართველოსადმი ბოდიშის წერილს დადებენ, ხოლო თეა თუთბერიძე მეგობრობის ორდენს გადასცემს გიგი თევზაძეს და ”მამა ბუასილს”.

ნინო ბურჯანაძის ყოფილი აგარაკი მერიას გადაეცა. მერია ამბობს, ბავშვებს უნდა გადავცეო, მაგრამ არ აკონკრეტებს - ვის ბავშვებს. საერთოდ, მერიას უყვარს ბავშვები, მაგრამ არ ამბობს, ვისი ბავშვები უყვარს. გასულ კვირაში მერიამ თქვა, ჩვენთან დღეში 2000 მოქალაქე მოდისო. დღეს, 2 ნოემბერს ზუსტად ორი წელი სრულდება, რაც მერიასთან 200 ათასი მოქალაქე მივიდა და უთხრა, ორ ბატს ვერ მოგაბარებთო.

ნამდვილად სასაცილოა ერთი ნამდვილი ამბავი: ”პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ადის-აბებაში (ეთიოპია) მიმდინარე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის, ევროპის საპარლამენტო ფორუმისა (EPF) და აზიის საპარლამენტო ფორუმის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობს. აღნიშნულ ღონისძიებას 150-მდე ქვეყნის 300-მდე საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წარმომადგენელი ესწრება”.

ვერ გეტყვით, წაიყვანა თუ არა გიგი წერეთელმა ეთიოპიაში მისი სათაყვანებელი პრეზიდენტის სათაყვანებელი ბებია (ვიცი, რომ სანდრა წაიყვანა. იქნებ, სანდრამ წაიყვანა გიგი?), მაგრამ ცნობილია, რომ ეთიოპელები ყველაზე მაგარი მორბენლები არიან მსოფლიოში. ამ წუთში მხოლოდ აბიბე ბიკილა მახსენდება. ჰოდა, იმედია, მათ გამოცდილებას იმედი მაქვს მალე გამოიყენებს არა მხოლოდ გიგი წერეთელი, არამედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ზაალ აბაზაძე თანამშრომლებს ზურაბ პოლოლიკაშვილმა წარუდგინა. ეს სიუჟეტი ტელევიზიით ვნახე. ქართული ტურიზმის ახალი მამა საკმაოდ კარგი ბავშვი ჩანს. პოლოლიკაშვილმა დარცხვენილმა თქვა: ”ზაალ აბაზაძეს საკმაოდ სერიოზული გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში და დარწმუნებული ვარ, ახალ თანამდებობაზეც წარმატებულად გააგრძელებს საქმიანობას. მსურს მადლობა გადავუხადო ტურიზმის დეპარტამენტის ყველა ყოფილ ხელმძღვანელს და ავღნიშნო, რომ ტურიზმის განვითარების ახალი სტრატეგია არ იქნება რადიკალურად განსხავებული მანამდე არსებულისგან”.

რომ იტყვიან ხოლმე, ახლანდელი ბავშვები სხვანაირები არიანო, მეცინება, მაგრამ ახლა აღარ გამეცინება. ზაალ აბაზაძე ბავშვია, მაგრამ ”საკმაოდ სერიოზული გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში”. თუმცა, საყურადღებო ის არის, რომ ტურიზმში არაფერი იცვლება. ტურიზმმა იკითხოს, თორემ მე - რა?!

ახლა, წავედი. მივდივარ დაბადების დღეზე. 3 საათზე შამფურები უკვე მაყალზე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მწვადს შევჭამ და ბევრ ღვინოს დავლევ. როცა ვსვამ, ბევრ სიგარეტს ვეწევი. დილით გავიგებ ახალ ამბავს, რომ ნიკოტინი, ალკოჰოლი და ქოლესტერინი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გავიგებ, გადავირევი და სასამართლოში ვუჩივლებ სიგარეტისა და ღვინის მწარმოებლებს, სასამართლოში ვუჩივლებ მწვადის მწარმოებლებს – ჩემს მეგობრებს, გუშინდელ იუბილარებს.

და ვიქნები ისეთივე თავხედი და მატყუარა, როგორც ჩანგლების მბრძანებელი, როგორც კოვზების მბრძანებელი, როგორც ვარდების მბრძანებელი და როგორც კოკორი, რომელიც გასულ კვირაში ვარდს გაეფურჩქნა.

გ.კ. (გესმის, კოკო?) მისმინეთ, გუდ, - უთხრა სერ ჰენრიმ, - თქვენ ამ მხარეში გარკვეული როლით გამოცხადდით და ეს როლი ბოლომდე უნდა შეასრულოთ, ვიდრე აქ ვიმყოფებით, შარვალს ვეღარ ჩაიცვამთ, დღეიდან მხოლოდ ეგ პერანგი და ფეხსაცმელი უნდა ატაროთ.
(ჰენრი რაიდერ ჰაგარდი, “სოლომონ მეფის საგანძური”)



[დიტო გელოვანი; “ვერსია“;]

Read more

რუსეთის ორთავიანი არწივი


”გლობალურ დათბობასთან და წყნარი ოკეანის დონის ამაღლებასთან დაკავშირებით, რათა ნაურუ წყალმა არ შთანთქოს, სასწრაფოდ დასჭირდათ დამატებითი თანხა კლდეებისა და ქვიშის შესაძენად. ეტყობა ნაურუში საკმარისად აღარ მოდის ქოქოსი და დამატებითი შემოსავლის წყაროც ვეღარ ნახეს”- ასე აფასებენ პუტინი-მედვედევის ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი რუსი ექსპერტები, ნაურუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

აფხაზეთის დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მეტი დამაჯერებლობა და საქმიანი იერი რომ მიენიჭებინათ, ოფიციალურმა მოსკოვმა მარიონეტული არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე პოლიტიკურ არენაზე ახალი ქვეყანა გამოიყვანა, რომელმაც სეპარატისტულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და ამ გზით მისი სუვერენიტეტი სცნო.

რუსეთის არაოფიციალურ წრეებში იმასაც ამბობენ, რომ აფრიკის ამ ჯუჯა სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ერთ-ერთი კონფლიქტური რეგიონის აღიარება მოსკოვს 50 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, რაც ნაურუს ხელისუფლების გათვლით, გადაუდებელი სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვისაა საჭირო.

რუსეთის ორთავიანი არწივი აშკარად შეზოფრენიის სტადიაზეა, რადგან ისედაც განიავებული სახელმწიფო ბიუჯეტით ახლა აფრიკის ქვეყნების სოციალურ- ეკონომიკური დონის გაუმჯობესებაზე ”იწყებენ ზრუნვას”.

რუსი პოლიტოლოგი ვალერია ნოვოდვორსკაია მიიჩნევს, რომ რუსეთს განზრახული აქვს აზია-აფრიკის ქვეყნების შესყიდვა, მაგრამ ამჯერად ფული მხოლოდ აფრიკის ერთი ქვეყნისთვის ეყოთ.

”როგორც ჩანს პატარა კუნძულებისთვის რუსეთს ფული ჯერ კიდევ ჰყოფნის. აფხაზეთმა გადაწყვიტა წავიდეს თავის დიდ ძმასთან, მაგრამ ვგონებ უკვე თვითონაც აღარ იციან რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ერთ ჯიბეში რუსული პასპორტი უდევთ, მეორეში კი აფხაზური,”- აცხადებს ნოვოდვორსკაია.

მისი შეფასებით, მეტად საინტერესო ისტორია გამოდის, როდესაც აფხაზეთში პრეზიდენტს სულ სხა ქვეყნის მოქალაქეები ირჩევენ.

”რამდენადაც ვიცი რუსული პასპორტები მისცეს ყველას, როგორ ირჩევს პრეზიდენტს ეს ვითომც და დამოუკიდებელი რესპუბლიკა, როდესაც მისი მოქალაქეები პარალელურად რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ჩემთვის უკვე სულერთია ამ ჯუჯა სახელმწიფომ მიიღო თუ არა ბედიერება რუსეთის ბიუჯეტის წყალობით, რადგან მე, როგორც გადასახადების გადამხდელს, მიმაჩმია, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი განიავებულია,”- ამბობს რუსი ექსპერტი.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს. ის ფაქტი, რომ რუსეთის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების გაბმა სოხუმს მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეყანასთან მოუხდა, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთვის არაფერს ნიშნავს, უფრო მეტიც, ნაურუ მის კარიერაში უდიდეს გამართლებად ჩაიწერება.

50 მილიონი აშშ დოლარში საქართველოს მეორე კონფლიქტური რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებაც შედის თუ არა, ამ ეტაპზე უცნობია. ვინ იცის იქნებ ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა ნაურუმ შეღავათიან ფასშიც შეძლოს. რუსეთის გარდა აფხაზეთი ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარა.

ახალი ჯუჯა სახელმწიფოების გამოჩეკაში მონაწილეობის გარდა, ოპოზიციურად განწყობილი რუსი პოლიტოლოგები პრეზიდენტ მედვედევს პუტინის ”შესტიორკობასაც” საყვედურობენ. რუსეთის პოლიტიკურ წრეებში პროგნოზირებენ, რომ ”ორთავიანი არწივი ერთ თავს” ახალი, 2010 წლის დადგომამდე დაკარგავს.

პოლიტოლოგ ვალერია ნოვოდვორსკაიას კი მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი პრემიერ-მინისტრის მიმართ არანაირ პოლიტიკურ შეტევას არ განახორციელებს და არც სახელმწიფო გადატრილებას მოახდენს, რათა ამ გზით ბოლოსდაბოლოს გახდეს პრეზიდენტი და პუტინის მთავრობა დაითხოვოს.

”რა თქმა უნდა კანონიერად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან (როგორადაც მედვედევი მიიჩნევს თავს), ეს სახელმწიფო გადატრიალებაა. მას უფლება აქვს დაითხოვოს მთავრობა, მაგრამ ამას არ გააკეთებს. მედვედევი ყოველთვის საუბრობს ისეთ საგნებზე, რაც ემთხვევა პუტინის პოსტულატებს. მედვედევს უდიდესი ძალაუფლება აქვს, მაგრამ ვერ იყენებს. არც ხადარკოვსკისთან დაკავშირებით გამოუთქვამს ჯერ აზრი, არც პოლიტპატიმრების შეწყალებაზე საუბრობს.

ამდენად, არ არის საჭირო ორთავიან არწივს მოვაცალოთ ერთი თავი და გვქონდეს იმის ილუზია, თითქოს ეს თავები შეზოფრენიის სტადიაზე გაიყოფა და ერთი დაკორტნის მეორეს. არ არის საჭირო ახალი რუსული ზღაპრის მოგონება, თითქოს ”ზმეი გარინიჩის” ერთი თავი კონფლიქტში შევა მეორე თავთან და გაუშვებს მას თანამდებობიდან, ასეთი რამ რუსულ ხალხურ ზღაპარებში არ წერია,”- განაცხადა ”the new times”-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ვალერია ნოვოდვორსკაიამ.


Read more

ადვოკატების პროტესტი


სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დღეს, გიორგი ალხაზიშვილისა და ლევან გოგიჩაიშვილის ინტერესების დამცველებმა დატოვეს. ადვოკატთა განცხადებით, მოსამართლემ საქმეში ახლად ჩართულ ადვოკატებს საქმის მასალის გაცნობისთვის გონივრული ვადა არ მისცა.
Read more