www.asavali.ge გატეხეს!



გუშინ, გაზეთ „ასავალ დასავალი“–ს ინტერნეტ გვერდზე (asavali.ge) კიბერ შეტევა განხორციელდა. საიტზე შესვლისთანავე ჩნდება წარწერა „HACKED“ რომელიც სავარაუდოდ ჰაკერული გაერთიანების სახელწოდებას წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ საგამომცემლო სახლ „ასავალ დასავალი“–ს ვებ–გვერდი სხვა ქართული ბეჭდური მედიის საიტებთან შედარებით ბევრად რეიტინგულია და მას, დღეში საშუალოდ 3 ათასი მომხმარებელი სტუმრობს.

გაზეთის თანამშრომლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ asavali.ge-ს მართვის პანელში შესვლას.