ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პრესა.გე-სთან საუბრისას ამბობს, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში (რომელიც ხვალ გაიმართება) კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ, ზაზა ხატიაშვილს ხელისუფლება სასურველი თანხის დასახელებას სთხოვს.
შალვა ხაჭაპურიძე: პარასკევს, საღამოს, ჩემთან ოჯახში მოვიდა ერთი კოლეგა, რომლის გვარს, ბუნებრივია, გარკვეული მიზეზების გამო ვერ გეტყვით, მაგრამ მოვა დრო და რა თქმა უნდა, მის ვინაობას საჯაროდ დავასახელებ. მე და ეს ადვოკატი ერთ-ერთ კლიენტს ვიცავთ, რაღაც საქმეში. დამირეკა, შეხვედრა მინდაო და მობრძანდა.
ზაზა ხატიაშვილი შენი მეგობარიაო?! კი, წლებია ვმეგობრობთ-მეთქი, ვუთხარი. ”დავალება მომცეს, მოძებნე ზაზა ხატიაშვილის ახლო მეგობარიო. ჰოდა, გავიგე, რომ შენ ყოფილხარ მისი ახლო მეგობარი. ერთმა ძალიან დიდი თანამდებობის პირმა გამომგზვანაო”, - მითხრა.
გითხრათ თანამდებობის პირის სახელი და გვარი?
- არ უთქვამს, მაგრამ დააყოლა: ”ამ ადამიანის დაინტერესება იმითაა გამოხატული, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ქეთი ქვარცხავა გახდეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. ზაზა ხატიაშვილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიდეს.
როგორც ჩანს, არჩევნებს ხატიაშვილი იგებს და რადგან შენი მეგობარია, როგორც კოლეგას, გთხოვ, ხატიაშვილთან მიხვიდე და უთხრა რა თანხაც უნდა დაასახელოს. რომელ ბანკსაც მოინდომებს, იმაში გადაურიცხავენ მისთვის სასურველ თანხას. ”ჯიპი” დასჭირდება თუ რამე დასჭირდება, არც ეს იქნება პრობლემა. პლუს ამას, დაასახელოს ადვოკატების გვარები და კვირაში სამ-ოთხ საპროცესოს უპრობლემოდ გავუკეთებთ, იქნება ეს მკვლელობა, ყაჩაღობა თუ ნარკოტიკების გასაღებაო”.
მე შესაბამისი პასუხი გავეცი, რომ ზაზა არის უწესიერესი კაცი და მე, როგორც შეთავაზებაზე, ამ თემაზე ზაზასთან საუბარი არ მექნება, მაგრამ, ამ საუბრის შინაარსზე კი აუცილებლად ვეტყვი-მეთქი.
შემთხვევით, ამ საუბრის ფარული ჩანაწერი ხომ არ გაქვთ?
- ფარულად არასდროს ჩამიწერია რაიმე და მაგის გაკეთებას არც ვაპირებ. ამ ადამიანის ჩემს ოჯახში სტუმრობის მიზეზი, რომ დამეფიქსირებინა, ჩემს მეუღლეს დავუძახე და ხმამაღლა ვთქვი - აი, ნახე, კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ ზაზას სასურველი თანხის დასახელებას სთავაზობენ-მეთქი.
რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ამბის სისწორეში ეჭვს შეიტანენ?
- თუ ვინმე ამ ამბის სისწორეში ეჭვს შეიტანს, მისი პრობლემაა. დღეს ზაზასთან რომ მოვედი და ეს ამბავი მოვუყევი, მან მითხრა, ”ანალოგიური მისიით უკვე ოთხი კაცი იყოო”. ერთ-ერთი მათგანი ჩემი შვილის ნათლულია. ზაზასთვის 400 000 ევრო და ”ჯიპი” შეუთავაზებიათ.
რით ხსნით ამგვარ აქტიურობას, რატომ ეწინააღმდეგებიან ხატიაშვილის კანდიდატურას?
- ფაქტი ისაა, რომ ზაზა ხატიაშვილი ამ არჩევნებს იგებს. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ზაზა ხატიაშვილი გახდება თუ ქეთი ქვარცხავა?! აქ პრინციპზეა ლაპარაკი. ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თუნდაც სკოლის დირექტორის არჩევნები არ წაეგო და უცებ, გამოხტა სიტუაცია, სადაც ხატიაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ადვოკატთა ასოციაციაში ხელისუფლება თავის ინტერესებს ვერ გაატარებს და ამ ორგანიზაციას ვერ გააკონტროლებს.
ამასთან, გადახედეთ ვინ უჭერს მხარს ზაზა ხატიაშვილს - ძირითადად ის ხალხი, ვინც საპროცესო შეთანხმებებზე არ მუშაობს და სარჩელებს სტრასბურგის სასამართლოში აგზავნის. ხელისუფლებამ შესანიშნავად იცის ის, რომ ევროსასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებული ერთი საქმე, 200 000-იან საპროტესტო მიტინგს სჯობს.
უთხარით თუ არა ზაზა ხატიაშვილს ე.წ. შუამავლის ვინაობა და რა შემთხვევაში დაასახელებთ მას საჯაროდ?
- რა თქმა უნდა, ზაზას ვუთხარი. როგორც კი პოლიტიკურ მოღვაწეობას დავიწყებ, ალბათ პირველი ბრიფინგი იმას მიეძღვნება, ვინ იყო ეს ადამიანი, რა და როგორ იყო. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში ვიყავი წარდგენილი, მაგრამ ჩემი კანდიდატურა მოვხსენი, რადგან ადვოკატთა შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, პოლიტიკური პარტიის წევრს არა აქვს უფლება იყოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მე არა მარტო პოლიტიკური პარტიის წევრი, არამედ, პოლიტიკური პარტიის ”ჩვენი საქართველო” თავმჯდომარე ვარ.

[presa.ge]