ინციდენტი ქუთაისში


[video] საპროტესტო მსვლელობა ქუთაისში. აქციის ორგანიზატორი ზურაბ ნიღაიდელი იყო. "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა მხარდამჭერებთან დღეს პირობა დადო, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აღდგება მემორიალი და მის გვერდით წმინდა ნიკოლოზის ტაძარიც აშენდება. აქციას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. მოქალაქეების მცირე ჯგუფი მომიტინგეებთან მივიდა და ნოღაიდელის იმერეთში ვიზიტი გააპროტესტა. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ქუთაისში დღეს პუტინთან ვიზიტიც გაუხსენეს.

[itv.ge]