ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ ცილისწამებებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ ცილისწამებებს, სამწუხაროდ, დაემატა პატრიარქისა და წმიდა სინოდის წევრების დაპირისპირების შესახებ ცრუ ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსმა ანტონმა და დმანისის ეპისკოპოსმა ზენონმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო ტახტიდან გადადგომა მოსთხოვეს.
საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ შინაარსის ინფორმაცია 2009 წლის 19 ნოემბერს გაზეთ "ჯორჯიან თაიმსში" დაიბეჭდა. "ვწუხვართ, რომ განმარტების შემდეგაც გაზეთის გამომცემელმა, ბატონმა მალხაზ გულაშვილმა ამ ცილისწამების გამო ეპისკოპოსებთან მიმართებაში დღემდე არ შეინანა, რის გამოც ეს მღვდელმთავრები და საერთოდ, წმ. სინოდი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არ გაკეთდა მიზანდასახულად, ამიტომაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბატონ მალხაზს, მოახდინოს ამ სიცრუის უარყოფა. მივმართავთ სხვა საინფორმაციო საშუალებებსაც, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

[interpressnews.ge]