ოპოზიცია გაერთიანებისთვის იბრძვის, მაგრამ ვერ ახერხებს. ამბიცია, თანაც ქართული, ხოლო თუ ამას პატივმოყვარეობაც ემატება ძნელი დასათრგუნია. ეს ის ქვეყანაა, სადაც ყველას თამადობა უნდა. მოცემულობა ასეთია - ბევრი პარტია, ბევრი მერობის კანდიდატი და თავად არჩევნების თემაზე შეუთანხმებლობა. ზოგს პრაიმერი ხიბლავს, ზოგს სოციოლოგიური გამოკითხვები მიაჩნია სარწმუდოდ. ზოგიც საერთოდ დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი არჩევნები სასიკეთოდ არაფერს შეცვლის. სანამ შედეგი არ დადგება, არჩევნებით თუ არჩევნების გარეშე, ძნელია რამე ამტკიცო. სანამ ურემი გადაბრუნებულა, მაინც დიდია ცდუნება წინასწარი პროგნოზები აკეთო.
პროგნოზებიც არაერთგვაროვანია და ამჯერად, პრესა. გე გთავაზობთ ინტერვიუს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ–ერთ ლიდერთან დავით ბერძენიშვილთან. პროგნოზი და დასკვნები კი თავად გააკეთეთ.
მეჩვენება, თუ პრაიმერის ირგვლივ შეუთანხმებლობა შეუთანხმებლობის ფარგლებს გასცდა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება დაიწყო?
–მესმის, რომ „კონსერვატორების“ სურვილია, პრაიმერის თემა იყოს აქტუალური, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ქართული პოლიტიკური დღის წესრიგი პრაიმერით განისაზღვრება. სოციოლოგიური კვლევით მოხერხდება ერთიანი კანდიდატის გამოკვეთა, თუ ცოტა მოგვიანებით დაინახავენ, რომ ლიდერ კანდიდატს ხელი არ უნდა შეუშალონ, ამაში ვერ შევთანხმდებით. თუმცა იმაზე ლაპარაკი, რომ პრაიმერის გამო, ოპოზიციაში დიდი განხეთქილებაა, ეს არ არის არსებითი საკითხი.
არსებითი საკითხი არის მერობის და საკრებულოს ოპოზიციური ლიდერი კანდიდატები გვყავდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამას სოციოლოგიური კვლელები უკეთ დაადგენენ, ვიდრე აქტივისტების მიერ ჩატარებული პრაიმერი, სადაც უამრავი საფრთხე არსებობს. ამ აზრთა სხვაობის მიუხედავად, „კონსერვატორებთან“ ადრეც გვიხდებოდა ურთიერთობა და მერეც მოგვიხდება. კორექტულად ვიქცევი, როცა თან გამოვხატავ ჩემს პოზიციას და თან, არავის იარლიყებს არ ვაწებებ.
აშკარაა, პრაიმერის იდეა „განხეთქილების ვაშლად“ იქცა, თუ თქვენ მყარი არგუმენტები გაქვთ და მას არ იზიარებენ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მიზეზები უფრო ღრმაა და მართლაც დაპირისპირებას აქვს ადგილი?
–არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. მაშინ ასე დავსვათ საკითხი – სხვადასხვა სამსახურების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის, კიდევ სოციოლოგიური კვლევის და კიდევ, სოციოლოგიური კვლევის შედეგებს თუ ვიღაცა არ ეთანხმება, ეს ხომ არა არის დაპირისპირება? „კონსერვატორებს“ აწყობთ, რომ მუდმივად ამ თემაზე იყოს ლაპარაკი, მაგრამ დღის წესრიგი განსაზღვრულია – უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები და ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად, მიმაჩნია, რომ უფრო სერიოზული იქნება სოციოლოგიური კვლევა, ვიდრე პრაიმერი.
უკვე ჩატარებული კვლევები რას ამბობს?
–ირაკლი ალასანიას და სოზარ სუბარის სასტარტო პოზიციები ბევრად მეტია, ვიდრე სხვა კანდიდატების. ამიტომ, „კონსერვატორებს“ შევთავაზეთ „რესპუბლიკელებთან“ „ახლებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად შემოვიდნენ საარჩევნო ბლოკში, როგორც ერთ–ერთი სუბიექტი. არც ალასანია და არც სუბარი, არც „რესპუბლიკელია“ და არც – „მემერჯვენე“, თუმცა ძალიან ბევრმა ცნობილმა „რესპუბლიკელმა“ და ბევრმა „მემარჯვენემ“ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, ხელისუფლების დასამარცხებლად, ოპტიმალური ტანდემი არის ალასანია–სუბარი. დღეს ჩემზე, სხვა „რესპუბლიკელებზე“ და „მემერჯვენეებზე“ მეტი რეიტინგი აქვთ ამ ადამიანებს ისევე, როგორც – „კონსერვატორებზე“ და სხვებზე. ეს მოცემულობაა.
კონკრეტულად რომელ რეიტინგებს ეყრდნობით?
–ყველას, IRI-ს ადრინდელ და ბოლო კვლევებს, იაგო კაჭკაჭიშვილის და „ენდიაი“–ს კვლევას, რომელიც სულ ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში მივიღეთ პარტიებმა. ჩვენ ყოველთვის ვაქვეყნებთ ისეთი კვლევის შედეგებსაც, სადაც უგულავას რეიტინგი გაზრდილია. ჩვენ არ ვმალავთ ამას, მაგრამ ყველა ამ კვლევით, გამოკვეთილი ოპოზიციური გაერთიანება არის „ალიანსი საქართველოსთვის“ და გამოკვეთილი ლიდერი – ირაკლი ალასანია.
მომდევნო პოზიციაში არიან „ლეიბორისტრები“, „ფორუმი“ და პარლამენტიდან „ქრისტიან დემოკრატები“. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ეს არის ყველა პარტია, რომელიც პირველ ხუთეულში შედის. არც–ერთ სხვა პარტიას არ აქვს საარჩევნო 4%–ან ბარიერთან მიახლოებული სასტარტო პოზიცია. ამიტომ ვამბობ, გავერთიანდეთ ძლიერის გარშემო და არა მის წინააღმდეგ.
მესმის, რომ ვიღაცას პრაიმერი უნდა, მაგრამ ნოღაიდელთან ერთად პრაიმერის ჩატარება, ვალდებულებების აღება, რომ ნოღაიდელთან ერთად გვქონდეს საარჩევნო კოალიცია, ეს ჩვენს ინტერესებში არც პრაგმატულად და, არც პოლიტიკურად არ შედის. ამიტომ, ჯობია იყოს უფრო ძლიერი ალტერნატივა, ვიდრე აუტსაიდერებს შორის ჩატარდეს პრაიმერი. ის, რომ არც „ფორუმი“ და არც „ლეიბორისტები“ პრაიმერში მონაწილეობას არ იღებენ, ადასტურებს, რომ თუ წამყვანი ოპოზიციური ძალები და მათი კანდიდატები არ იქნებიან ამ პრაიმერში ჩართული, მაშინ, ამ ადამიანებმა მე–5, მე–6, და მე–7 ადგილების გამოსავლენად ჩაატარონ პრაიმერი.
მაინც, რა საფრთხეებს ხედავთ პრაიმერის ჩატარების შემთხვევაში?
–კორექტულად ვცდილობ ვთქვა და ვიმეორებ – სოციოლოგიური კვლევებით დადგენილია ლიდერი კანდიდატი. ამიტომ, ვეუბნებით „კონსერვატორებს“ მოდი შევთანხმდეთ სოციოლოგიურ სამსახურებზე და ერთობლივად შევუკვეთოთ, ახალი კვლევა რათა დავრწმუნდეთ, ვინ არის გამოკვეთილი ლიდერი. როცა მაქვს ოთხი ბორბალი, რომელიც საკმარისია მანქანის დასაძრავად, რაში მჭირდება მეხუთე ბორბალისთვის დავხარჯო დრო, ენერგია და ფული?
მაშინ კითხვას შეგიტრიალებთ, დღეს ოპოზიციურ სპექტრში გაერთიანების სურვილს ხედავთ თუ არა?
–ეს კითხვა ჩვენ არ უნდა დაგვისვათ, „რესპუბლიკელები“ და „ახლები“ გავერთიანდით ძლიერის ირგვლივ.
თქვენ უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და თუ ვერ მოხერხდა საერთო კანდიდატზე შეჯერება, ეს არჩევნებზეც აისახება.
–ეს იქნება იმ ხალხის ბრალი, ვინც მიიღებს 0,7% ან 1,2%–ს და ამ პროცენტებს დააკლებს გამოკვეთილ კანდიდატს და პარტიებს.
ბოლო პერიოდში იყო კულუარული საუბრები, თითქოს, ოპოზიციის შიგნით თანამდებობის გადანაწილებაზე მიდის მოლაპარაკებები...
–ეს სწორი არ არის. ზვიად ძიძიგურს ყოველ ღამე საკრებულოს თავმჯდომარეობა არ ესიზმრება და არანაირი მინიშნება „კონსერვატორების“ მხრიდან, დაგვითმეთ საკრებულოს თავმჯდომარეობა და ვაღიარებთ ალასანიას – არ ყოფილა. ვიღასაც უნდა „კონსერვატორების“ მერკანტილური მიდგომა დაინახოს. არ არის ეს ასე. მათ მიაჩნიათ, რომ პრაიმერი არის საჭირო, ხოლო ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრაიმერი ჩატარებულია ოპოზიციური ამომრჩევლის მიერ და ამიტომ აქვს ალასანიას დიდი უპირატესობა და ამიტომ ვთავაზობთ „კონსერვატორებს“ „ალინსში“ შემოსვლას.
„კონსერვატორებს“ თავი დავანებოთ, მაგრამ საპარლამენტო ოპოზიციიდან გია თორთლაძემ უკვე დაასახელა თავისი კანდიდატურა. არსებული ინფორმაციით, „ქრისტიან დემოკრატებსაც“ ყავთ კანდიდატი შეგულებული...
–თორთლაძის კანდიდატურა არ იქნება სერიოზული მოთამაშე და თუ გინდათ სანაძლეოს ჩამოვალ, რომ 1%–ზე ნაკლები იქნება მისი კანდიდატის მიერ აღებული ხმა.
შეგახსენებთ საპარლამენტო არჩევნებს, როცა „ქრისტიან დემოკრატებმა“, რომელთა მთავარი ლოზუნგი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება იყო, ყველაზე მეტი ხმა არამართლმადიდებლური მოსახლეობიდან წამოიღეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღესაც აქტუალურია საკითხი – ხელისუფლება სატელიტური პარტიების საშუალებით ეცდება ოპოაციის ხმების გაყოფას, ეს არ იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი საფრთხე?
–„ქრისტიან დემოკრატიული“ მოძრაობა თავის დროზე ხელისუფლების ხელშეწყობით შეიქმნა, ხოლო მისი ლიდერი იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული იყო, რაშიც დიდი როლი „იმედმა“ ითამაშა. მათი პოპულარობა იძლეოდა საშუალებას, რომ ხმების საკმაო რაოდენობა მეღოთ და მათ გამოიყენეს ეს სასტარტო პოზიცია.
რაც შეეხება მარნეულში ქრისტიანული იდეებისადმი განსაკუთრებულ თავდადებას, თქვენს კითხვაში დევს პასუხი, რამდენად სანდოა იქაური შედეგები. მაგრამ, თორთლაძე, მისი პარტია და „ქრისტიან დემოკრატების“ გარდა, ყველა ის ჯგუფი, რომელიც ფორმალურად ითვლება პარტიად და წარმოდგენილია პარლამენტში, ყველა ერთად აღებული, (ესეც კვლევებით დადასტურებულია) ჯამურად ვერ აღწევს 1%–ს და ისინი არ იკითხებიან.
დღეს რეალურად ორი ალიანსია საქართველოში – „ალიანსი საქართველოსთვის“ და „ნაციონალური ალიანსი“. ამათ გარდა არის, „ლეიბორისტული პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“. „ქრისტიან დემოკრატებიც“ არსებობენ იმის მიუხედავად, მომწონს თუ არა მე.
დღევანდელი რეალობა რთულია. რისი იმედი გაქვთ არჩევნებში?
–მე ვფიქრობ არჩევნებში განმსაზღვრელი იქნება ადამიანების მაღალი აქტიურობა. იქნება აქტიურობა? – მოიგებს ოპოზიციონერი კანდიდატი, როგორც 2008 წლის 5 იანვარს. მაშინაც იყვნენ სხვა გავლენიანი ოპოზიციური კანდიდატები, მაგრამ მთელი 10%–ით მეტი აიღო ლევან გაჩეჩილაძემ. თუ იქნება მაღალი აქტივობა, მაშინ ხელისუფლებას არ ეყოფა რესურსი გაყალბებისთვის და უგულავას გასამარჯვებლად. ასე რომ, ხალხი დაადგენს ბარიერს. კანონმა არ მოგვცა ბარიერი, ხელისუფლებამ უარი გვითხრა და ახლა არჩევნების ბედი ხალხის გადასაწყვეტია.
„ენდიაი“–ს კვლევით თბილისის მოსახლეობის ¾ მაღალი ბარიერის მომხრეა და ეს მომხრეობა თუ მხოლოდ სურვილი არაა და თბილისი მოსახლეობა საარჩევნო ურნებთან მისვლას არ დაიზარებს, მაშინ, ბუნებრივად, ბარიერით გაიმარჯვებს ლიდერი ოპოზიციური კანდიდატი.
ეს კვლევები გაძლევთ იმედს, რომ არჩევნებში აქტივობა მაღალი იქნება?
–ყველა კვლევით, მოსახლეობის 70%–ზე მეტი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. თუმცა, ეს რომ რეალობად იქცეს, საჭიროა, ალტერნატიული ოპოზიციური ცენტრის ჩამოყალიბება და გაძლიერება.
რამდენიმე დღის წინ ინტელიგენციის შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ საზოგადოება სკეპტიკურად არის განწყობილი ოპოზიციის მისამართით და არც ამ არჩევნებს უყურებენ იმედის თვალით...
–კონკრეტულად ვილაპარაკოთ. ექსპერტთა კლუბი მხარს უჭერს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას. „ქართული აკადემია“ მხარს უჭერს არჩევნებს და პრაქტიკულად, არ ვიცნობ არც–ერთ ექსპერტს, რომელიც წინააღმდეგია არჩევნებში მონაწილეობის. ბოლო გამოკითხვით, თბილისის მოსახლეობის 80% მხარს უჭერს არჩევნების გზით პოლიტიკური პროცესების გადაჭრას.
როცა „ალიანსმა“ პირველმა გამოაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე მზაობა, მაშინ, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამას და გვაკრიტიკებდა. შემდეგ, „კონსერვატორებმა“ გადმოდგეს იგივე ნაბიჯი და აღიარეს, რომ საარჩევნო გზა არის უალტერნატივო გზა, რასაც მივესალმები. ამის შემდეგ, სხვა პარტიებიც გამოჩნდნენ, მაგრამ არიან პარტიები, რომლებსაც ჯერ მონაწილეობაზე გადაწყვეტილება არ გამოუცხადებიათ.
ისეთი მაღალრეიტინგიანი პარტიები, როგორიც „ფორუმი“ და „ლეიბორისტებია“ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, ეს მოსახლეობის აქტივობაზე არ აისახება?
–როცა „ფორუმი“ ამბობს, რომ არ ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს არ ნიშნავს, რომ არ მიიღებენ. თუმცა შეიძლება არც მიიღონ, მაგრამ არჩევნებში „ალიანსის“ მონაწილეობის მცდელობას არ უპირისპირდებიან. „ლეიბორისტული“ პარტია როცა ამბობს, რომ თუ არჩევნებში გაეროს ჩართულობა მაღალი იქნება, მაშინ ეს იქნება საინტერესო, ჩვენ ამ საკითხში ვთანამშრომლობთ. საერთოდ, რეალურ ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან აქვთ კორექტული ურთიერთობები, რაც ბოლო წლების დამსახურებაა. ეს ადრე ასე არ იყო და ეს ურთიერთობები გასაფრთხილებელია.
ჩვეულებრივ, არჩევნებზე პრეტენზიებს ვინც გამოთქვამს და ვისაც აქვს დეკლალირებული კატეგორიული უარი, ეს არის ბურჯანაძე და მისი პარტია. ბურჯანაძის პარტიის დღევანდელი ელექტორატული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სხვადასხვა გამოკითხვით 1,5–2%–მდე მერყეობს. მას არ აქვს ინტერესი ამ არჩევნების მიმართ, რადგან წარმატება არ ემუქრება. რეალური პოლიტიკური პარტიები არჩევნებში, ან მონაწილეობენ, ან მონაწილეებს ხელს არ უშლიან.
თქვენი საუბრიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, ირაკლი ალასანიას და საერთოდ, „ალიანსის“ მხრიდან არჩევნებიდან გამოთიშვაზე მოარული ხმები არ შეეფერება სიმართლეს?
–როცა დაისვა ეს საკითხი, მაშინვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და მაშინვე ვთქვი, რომ ხელისუფლებას არ ვამყოფებთ იმ ფუფუნებაში, რომ პრაქტიკულად უალტერნატივო ჰყავდეს უგულავა. დღეს ირაკლი ალასანიაზე გადის არჩევნებში მოგების გზა. თუ ალასანია არ იქნება დღევანდელი სასტარტო პოზიციით, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, 4–ჯერ ნაკლები აქვს ყოველ მომდევნო კანდიდატს ოპოზიციიდან, დეკლალირებულს თუ არა დეკლარირებულს, იქნება ეს ლევან გაჩეჩილაძე, კობა დავითაშვილი თუ ზვიად ძიძიგური, ხოლო სხვებს საერთოდ არაფერი არ აქვთ. ამიტომ, რატომ არ ავიღოთ სტარტი კარგი მანქანით, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მართალია, ყველას ინტერესებში არ შედის ირაკლი ალასანიას წარმატება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები გადალახავენ იმ პრობლემას რაც აქვთ.
ვის გულისხმობთ?
–„კონსერვატორებს“ ნამდვილად არ ვგულისხმობ, მათ თავისი პოლიტიკური ხაზი აქვთ და ნეგატიური განწყობა მათ მიმართ ნამდვილად არ მაქვს. მე მაქვს ეჭვი-თქვენც გაქვთ ეჭვი, რომ ნინო ბურჯანაძეს ალასანიას წარმატება არ უნდა აწყობდეს. ამ არჩევნებში ალასანიას გამარჯვება და „ალიანსის“ გამოკვეთილი ლიდერობა არ აწყობს და ამბობს კიდეც ამას ბურჯანაძე. ამის მიუხედავად, კორექტული ურთიერთობა მაქვს მის პარტიასთან, მაგრამ მისი პოლიტიკური მოტივებიც ვიცი – 1,5%–ით ძნელია არჩევნებზე წახვიდე. ეს არჩევნები მარტო იმას კი არ დაადგენს ვინ არის თბილისი მერი, ეს არჩევნები დააგენს, ვინ არის გამოკვეთილი ლიდერი ოპოზიციაში. ვისაც არ აქვს შანსი გამოკვეთილი ლიდერი გახდეს, ის ემიჯნება ამ არჩევნებს.

[presa.ge]