ღორის გრიპის მეორე ტალღა


ზამთრის დადგომასთან ერთად საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ახალი ვირუსის ე.წ. ღორის გრიპის წინაშე დადგა. ამ ვირუსმა პანდემიის სახე მიიღო, ე.ი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი შეიძინა.

რომ არა ეს, მას ასეთი ყურადღება არ დაეთმობოდა. ვინაიდან ჯერ მარტო თბილისის მასშტაბით შარშან სტაციონარებში ფილტვების პნევმონიით 75 შემთხვევა ფატალურად დამთავრდა. ღორის გრიპით კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენრტის მონაცემით 28 ადამიანი გარდაიცვალა. დეკემბრის თვეში ჩვენმა ქვეყანამ ღორის გრიპის პიკი გადალახა. რას უნდა ველოდოთ თებერვალში, მეორე ტალღის დროს და არის თუ არა მართლაც ეს ვირუსი ხელოვნურად შექმნილი, ამაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენრტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბატონი შოთა ცანავა გვესაუბრება.

ბატონო შოთა, ამერიკელი მეცნიერის ლეონიდ ჰოროვიცისა და ჟურნალისტი შერი კეინის გაცხადებით ღორის გრიპი ხელოვნურად არის შექმნილი. ევროსაბჭოს ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვნელი ვოლფგანგ ვოდარგიც მსოფლიოს ჯანდაცვის კომისიას ფარმაცევტულ კომპანიებისა და მათ მეცნიერებისადმი ზედმეტად ნდობასა და ღორის გრიპზე პანიკის ატეხაში ადანაშაულებს.. თქვენ რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

როგორ შეიძლება ეს ასე იყოს, როცა აშშ-ში 50 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა და არამარტო აშშ, მთელს მსოფლიოში. ეს ხომ არავის მოუგონია. ეს არასერიოზული განცხადებებია, სენსაციაზე გამოდევნებაა. სწორედ ჰოროვიცსს შიდცთან დაკავშირებითაც ანალოგიური განცხადებები აქვს გაკეთებული. მსგავსი სურათი იყო გასული საუკუნის 80-იან წლებშიც, როცა შიდცის ვირუსი გამოჩნდა. ჰოროვიცი მაშინაც ამბობდა, რომ შიდცი იყო ლაბორატორიებში შექმნილი ვირუსი, ბიოტერორიზმის მიზნით შექმნილი, რომ ის ხელოვნურად იქმნედოდა. ახლაც იგივეს ამბობს და რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ?

როგორ შეიძლება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნაზე ეჭვი შევიტანოთ. ეს არის ის ხალხი, რომელთა მერეც ვეღარავის შევეკითხებით ჯანდაცვის საკითხებს. ამ ორგანიზციის მხრებზე გადადის მსოფლიო ჯანდაცვის პრობლემები. ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტები ერთიანადებიან ამ ორგნიზაციაში და როგორ შეიძლება არ ვენდოთ იმათ და ვენდოთ ჰოროვიცისნაირებს.

საქართველომ ეპიდემიის ზღვარი დეკემბერში ორი დღით გადალახა. მიუხედავად ამისა ქვეყანაში ღორის გრიპი ეპიდემიად არ გამოცხადდა. გამოცხადების შემთხვევაში ნებისმიერ საავადმყოფოში პაციენდტთა მომსახურება უფასო იქნებოდა, ახლა კი მხოლოდ კოლიკნინიკებში იყო უფასო მომსახურება. ეს ხომ არ იყო ღორის გრიპის ეპიდემიად არ გამოცხადების ერთ-ერთი მიზეზი?

ერთი-ორი დღე ზღვარის გადალახვა ვერ ჩაითვლება ეპიდემიად. ჩვენ ვლაპარაკობთ მსოფლიოში პანდემიაზე, ეპიდემიის უფრო მაღალ ხარისხზე, რომელიც მთელს მსოფლიოში მასობრივად გავრცელდა. ასე რომ აქ არავის არაფერი დაუმალავს ხალხისთვის. ორი დღე საკმარისი არაა, ვთქვათ, რომ საქართველოში ეპიდემიაა. პიკის მერე 60% შემთხვევათა დაკლება აღინიშნა. ორი დღის გამო არცერთ ქვეყანაში არ ცხადდება ეპიდემია.

ექიმებს უფლება მიეცათ მკურნალობა ღორის გრიპის ლაბორატორიული დადასტურები ს გარეშც დაეწყოთ. რამდენად სწორი ნაბიჯი იყო ეს და ასეთ შემთხვევაში რამდენად ეფექტურია ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა?

იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ექიმს აქვს უფლება დაიწყოს ანტივირუსული მკურნლობა ლაბორატორიული შედეგების დადასტურების გარეშეც, როდესაც ცნობილია საზოგადოებაში რა ვირუსი ცირკულირებს. 1300-მდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული ლაბორატორიულად და ყველა ეს არის ახალი ვირუსი.

ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე ანტიბიოტიკის დანიშვნა შეცდომა ხომ არ არის? (როცა ის ვირუსული დაავადებისთვის ინიშნება, ამ დროს კი პრეპარატი მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიაზე).

როდესაც 100 შემთხვევა გვაქვს და აქედან 10-ს დავუდგენთ ამ ვირუსს და თუ დანარჩენ 90-საც იგივე სიმპტომები აქვს, როგორიც იმ 10-ს, მაშინ ექიმს უფლება ეძლევა უმკურნალოს იმ 10-ის მსგავსად დანარჩენებსაც. ანტიბიოტიკით მკურნალობა პირდაპირ არ შეიძლება, ჯერ თუ არ ჩავატარებთ ანტივირუსულ მკურნალობას, ეს შეცდომა იქნება. თუ ავადმყოფი 1 კვირის მერე მოდის, როცა გადაიტანა ვირუსი და მაშინ ამ დროს ტამიფლუს გამოყენებაზე ეფექტური იქნება ანტიბიოტიკის დანიშვნა. საწყის ეტაპზე კი ექიმმა უნდა დანიშნოს ანტივირუსული მკურნალობა ტამიფლუს, ან რელენზას (ორსულებთან) პრეპრატით. (თუ ადამიანს გრიპის არანაირი ნიშნები არ აღენიშნება, თავდაცვის მიზნით ტამიფლუ გამოყენება არ შეიძლება.)

ადამიანს საავადმყოფოში ე.წ ღორის გრიპის ლაბორატორიული გამოიკვლევა დაახლოებით რა თანხა უჯდება?

ლაბორტორიული გამოკვლევის ჩატარება მარტო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შეუძლია და ის უფასოდ ატარებდა ამას. კიდევ არის სწრაფი, 10-20 წუთიანი ტესტები, რომელთა შედეგები საიმედო არ არის და ეს ყველა საავადმყოფოს აქვს. როგორ შეიძლება 500 ათასი ადამიანის ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდეს. ეს ძალიან დიდი თანხებთან არის დაკვშირებული. ვერც ერთი მაღალგანვითარება ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს და არც არის საჭირო. პროცენტულად ჩვენ ქვეყანას ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს ლაბორტოეიული დადასტურებისა. ყველა შემთხვევის გამოკვლევის ფუფუნებას ვერ მისცემს ჩვენი ღარიბი ქვეყანა (ამას ვერც აშშ აკეთებს). ჩვენ დაკვირვებას დღესაც განვაგრძობთ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, რომ ახალი ვირუსი (უფრო სწორად ადრე რომ იყო ის H3N2) არ შემოიპაროს ისევ.

ბატონო შოთა, თუ გავიხსენებთ წინა ვირუსებს: ქათმის გრიპს, წითურას და ამ, ე.წ ღორის გრიპს, რომელი უფრო მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის?

ფრინველის გრიპი იყო უფრო პათოგენური და მადლობა ღმერთს, რომ მან ფეხი ვერ მოიკიდა ადამიანების საზოგადოებაში. პანდემია მოსალოდნელი იყო ფრინველის გრიპიდან და ყველაზე საშიში იყო ფრინველის გრიპი, მაგრამ მან ვერ შეინარჩუნა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი. ადამიანიდან ადამინზე ღორის გრიპი გადადის და ამიტომაც გახდა ის პანდემია.

უნდა ველოდოთ თუ არა თებერვალში ღორის გრიპის უფრო დიდი ტალღას? რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ?

მსგავრი ტიპის ვირუსიის პიკის შემდეგ ველოდებით ხოლმე მეორე ტალღას. ამას ეპიდემოლოგიურ კუდსაც ვუწოდებთ მედიცინაში. ის მოცულობით დეკემბერში რაც იყო იმის ტოლო ვერ იქნება ალბათ, მაგრამ სიმძიმით, გართულებებით შეიძლება არანაკლები იყოს. იმდენად რამდენადაც ჩვენს პოპულაციაში ფეხი მოიკიდა ამ ვირუსმა და რაც უფრო მეტ ადამიანს დააინფიცირებს შეიძლება გახდეს უფრო პათოგენური შედარებით, მაგრამ ეს არის თეორიული მოსაზრება და ამ დაიფიცირებულთა შემთხვევების მატებასთან ერთად გაჩნდება დამცველობითი სისტემა, გაიზრდება კოლექტიური იმუნური ფენაც, მერე კი შემთხვევათა რიცხვიც დაიკლებს. ყველას მოვუწოდებ გრიპის ნიშნების აღმოჩენისთანავე ექიმთან გაიარონ კონსულტაცია.