გასულ კვირას წალენჯიხის რაიონის დასახლება ზემო მაზანდარას მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა. გლეხები პრეზიდენტის დაგენილებას აპროტესტებდნენ რაიონის მიწების იტალიურ კომპანია "ფერერო"-ზე მიყიდვის თაობაზე.
აქცია მასშტაბით ყველაზე დიდი იყო რომელიც რევოლუციის შემდეგ წალენჯიხელებმა გამართეს და პრეზიდენტს ღიად დაუპირისპირდნენ. მოსახლეობის თქმით მიწების გაყიდვის საქმეში აქტიურად მონაწილეობდა ღუბერნატორი გოროზია, რომელიც დაინტერესებულია მაზანდარას დასახლებაში თხილის ნარგავები გაშენდეს. გლეხების ეჭვი უსაფუძვლო რომ არ არის ის ფაქტიც ამტკიცებს, რომ გოროზია სამეგრელოში თხილის ბიზნესს მთლიანად კურირებს და მის საკუთებაში არსებული თხილის ქარხნის გასამდიდრებლად ეს საუკეთესო გარიგებაა.
წალენჯიხელები კი რაისა მაქსიმოვნა გორბაჩოვას გამოთქმას “საქართველო ქართველების გარეშე”-ს რეალობაში მოყვანის მცდელობაში ქვეყნის მთავრობას ადანასაულებენ და საკუთარი რაიონის მიწების დასაცავად უცხოელთა ტრაქტორების შეჩერებას გეგმავენ.
შანავა ნანა, წალენჯიხის მკვიდრი: "რაიონი რჩება მიწების გარეშე, ეს ჩვენთვის კატასტროფაა. როგორც მოგეხსენებათ ქვეყანაში უმუშევრობაა და ჩვენს დასახლებაშიც არავინაა დასაქმებული. ხალხის საარსებო წყარო არის მესაქმონლეობა – საძოვრებიც არ დაგვიტოვეს ყველაფერი გაყიდეს. შიმშილობისთვის გვიმეტებენ. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცხოელებს, რომლებმაც თხილის ნარგავები უნდა გააშენონ შემოაქვთ შხამქიმიკატები, რაც გამოიწვევს ჰაერის მოწამლვას. ცნობილი ფაქტია რომ დასავლეთ საქართველო გახლავთ სიმსივნური დაავადებების კერა _ ქიმიკატები ბევრ ადამიანს იმსხვერპლებს.
არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ მიწებს! ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია, შიმშილით მოვკვდებით ან შხამქიმიკატები დაგვხოცავს ამიტომ უკან დასახევი გზა არ დაგვრჩა და მომხდურთა ტრაქტორებს წინ გადავუდგებით. ვიბრძოლებთ ბოლომდე!
ვითხოვთ ჩაატარონ აუქციონი და კონკურენტუნარიან გარემოში მოგვცენ საშუალება შევიძინოთ მიწა. გადავიხდით ზუსტად იმდენ თანხას რამდენსაც იხდიან უცხოელები".
საპროტესტო აქციას, რომელშიც დაახლოებით 300 ადგილობრივი მონაწილეობდა, საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წევრებიც ესწრებოდნენ. საქმეში მათმა ჩართვამ მუნიციპალიტეტის გამგებელის მამუკა ქარდავას გაღიზიანება გამოიწვია. საკრებულოს შენობიდან გაცეცხლებული გამოვარდა გელეხებს ეცა "ამ ამბის პოლიტიზირებას რატომ ცდილობთ?! თუ ეს ფაქტი გახმაურდა სამუდამოდ დაემშვიდობეთ მიწებს”- ო მიახალა და კახა მიქაიას მიუბრუნდა "როგორ ბედავ აქ ჩამოსვლას. ადგილობრივებს პრობლემები არ აქვთ და თქვენ შეგნებულად ცდილობთ მათ აბუნტებას"-ო. ქარდავას საკრებულს თავმჯდომარე და თანამშრომლებიც "მიეშველნენ" და სიტუაციის დესტაბილიზაცია სცადეს. 80 წლის ქალბატონი მოულოდნელად რაიონის მთავრობის წევრებს მიუახლოვდა და საკუთარი ხელკეტით ცემა დაუწყო. სიტუაცია დაიძავა, გაბრაზებული და იმედგაცრუებული გლეხები გამგებლის ჩაქოლვას შეეცადნენ, თუმცა აქაც საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავუი საქართველოს" წევრებმა იმარჯვეს და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ჩინოვნიკი კომბლებით ცემას გადაარჩინეს.
ნუნუ არონია ზემო მაზანდარას მკვიდრი: "ეს მიწები ჩვენმა წინაპრებმა შეიძინეს კანონიერად, ოქროსა და ვერცხლის ფულით, გაგვაჩნია ოციან წლებში ქუთაისის გუბერნიის მიერ დამოწმებული საკუთრების დოკუმენტები. ფაქტობრივად არც ერთი მტკაველი მიწა არ რჩება ხალხს. რატომ აძლევენ იტალიელებს ამ ტერიტორიებს და არა ჩვენ?! მთავრობას სურს საქართველო იყოს ქართველების გარეშე! რასაც ხალხი, არ დავუშვებთ. გვაქვს მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი საბუთი, რომელიც ამტკიცებს, რომ მიწები პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცათ იტალიელებს - მიზერულ თანხად. გამგებელი დაგვპირდა, რომ დაგვეხმარებოდა, მაგრამ უკვე სამი კვირა გავიდა და არავინ იზრუნა პრობლემის მოგვარებაზე. ტრაქტორები უკვე შემოიყვანეს, დაიწყო ჩაის ნარგავების ამოძირკვა, ამიტომ გადავწყვიტეთ აქციის მოწყობა.
ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ წალენჯიხაში ერთადერთი საშუალება, საიდანაც სიმართლეს ვგებულობთ "ასავალ დასავალია". როგორც მოგეხსენებათ რაიონში არ არსებობს ადგილობრივი დამოუკიდებელი პრესა, ცენტრალური ტელევიზიების ამბავი კი მოგეხსენებათ..."
კახა მიქაია, "დაიცავი საქართველო": აქციის გამართვა იყო წალენჯიხის მოსახლეობის მოთხოვნა, ჩვენ გვთხოვეს ხელისუფლებასთან შუამდგომლობა. აქცია გაიმართა გამგეობის შენობის წინ. ხელისუფლებას მოვთხოვეთ ანგარიში გაწეულ სამუშაოზე, რადგან ისისნი წინა აქციაზე, რომელიც დეკემბრის თვეში გაიმართა შეგვპირდნენ, რომ გაითვალისწინებდნენ მოსახლეობის მოთხოვნას და მიწების მიყიდვა "ფერეროსთვის" ზემო მაზანდარაში არ მოხდებოდა მოსახლეობის ხარჯზე.
მიუხედავად დაპირებისა აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის განკარგულებით ზემო მაზანდარას მიწები უკვე გასხვისებული იყო ხსენებულ კომპანიაზე, რამაც გამოიწვია მოსახლეობის და ჩვენი პროტესტი. აქციაზე მოვიდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებმაც გლეხების გასაგონად განგვიმარტს, რომ ისინი განკარგულებას შეაცვლევინებდნენ პრეზიდენტს, რადგან სააკაშვილმა არ იცოდა საქმის მთავრი არსი და უფრო მეტიც საკრებულოს თავმჯდომერე გია ხარჩილავამ განგვიცხადა, რომ ამ განკარგულების მიღმაც შეიძლებოდა "საქმის მოგვარება" გამგებელი კი უფრო შორს წავიდა და აღნისნა, რომ პრეზიდენტის განკარგულების შეცვლა მასზე იყო დამოკიდებული. ჩვენ შევთანხმდით ხელისუფლებასთან, რომ თუ ერთი კვირის განმავკლობაში არ მოგვარდებოდა პრობლემა დავიწყებდით "საკნების აქციას" მუნიციპალიტეტის შენობასთან მოთხოვნით: `მიწით ჯერ გლეხები დაკმაყოფილდნენ და შემდეგ შემოვიდეს ინვესტორი".
აქციას მეტად საინტერესო გაგრძელება ჰქონდა, როგორც გაირკვა გამგებელს დაუკავშირდნენ პრეზიდენტის კანცელარიიდან და უთხრეს: “ბიჭო, შენ ვისი განკარგულების შეცვლას აპირებ?". ამის შემდეგ მამუკა ქარდავამ პრობლემის მოგვარება ჩემთან სცადა. გამომიგზავნა ახლობელი, რომელმაც გადმომცა მისი დანაბარები: "ჩემი სული თქვენს ხელშია, გთხოვ შენ და ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია, სადაც მე ვსაუბრობ პრეზიდენტის განკარგულების შეცვლაზე, პეპორტაჟიდან ამოიღონ...". მე, თავი შეურაცყოფილად ვიგრძენი, საქმის კურსში ჩავაყენე "ასავალ დასავალის" და "პრესა.გე"-ს ჟურნალისტები _ ჩემი ახლობელი კატეგორიული უარით გავისტუმრე.
რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება ჩვენს დაბლოკვას "დაიცავი საქართველო" სამეგრელოში აქტიურობას არ შეწყვეტს და ყოველთვის დაიცავს მოსახლეობის ინტერესებს".
მამუკა ქარდავა, წალენჯიხის გამგებელი: "მე ვამბობ, რომ შესაძლებელია პრეზიენტის გადაწყვეტილება შეიცვალოს, თუმცა ეს პოლიტიზირებულად არ გამოვა. ხალხნო, გაძლევთ პირობას რომ მიხეილ სააკაშვილის დადგენილებას შევცვლი, ეს ჩემზეა დამოკიდებული. თქვენ კი გთხოვთ დაიშალოთ!".
არ ვიცი, გამგებელი ქარდავა შეცვლის პრეზიდენტის დადგენილებას თუ ამ სიტყვებისთვის სააკაშვილი გამგებელს, მაგრამ ფაქტი ერთია წალენჯიხელები დანებებას არ აპირებენ და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში "საკნების აქციის" გამართვას მუნიციპალიტეტის შენობის წინ გეგმავენ.

[ილია ჩაჩიბაია, "ასავალ დასავალი"]