პირველად ქართული კინოს ისტორიაში!


[video] თეატრისა და კინოს სახემწიფო უნივერსიტეტი წარადგენს სტუდენტურ ნამუშევარს სტუდენტური "ოსკარი"-ს ნომინაციაზე. შერჩეულია კინო-ტელე ფაკულტეტის, ტელე რეჟისურის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტის ვაკო კირკიტაძის ფილმი "სექტემბერი", რომელიც კომპანია "სინეტექის", ეროვნული კინო ცენტრის და კინო სტუდია "ქართული ფილმის" ერთობლივი პროექტის "საზაფხულო კინოსკოლის" პროდუქტია.კომპანია სინეტექის მხარდაჭერით, ფილმის გადაყვანა ხდება 35 მილიმეტრიან ფირზე, რათა იგი გაიგზავნოს სასელექციოდ. შერჩევის შემთხვევაში, ქართული სტუდენტური ფილმი პირველად მოხვდება სტუდენტური "ოსკარი"-ს ნომინაციაში. ქართული კინო ოსკარის მოლოდინში, ნახეთ ნინო გიგაურის სიუჟეტში.

[itv.ge]