უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, იულია ტიმოშენკოსა და ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ მოპოვებულ ხმებს შორის სხვაობა 4% პროცენტამდე შემცირდა.
კომისიამ უკვე დათვალა ბიულეტენების დაახლოებით ორი მესამედი. წინასწარი შედეგების თანახმად, "რეგიონების პარტიის" ლიდერს ამომრჩევლის 49,07%-მა დაუჭირა მხარი, მოქმედ პრემიერ-მინისტრს კი - 45,27%-მა.
არც ერთ კანდიდატს არ მიემხრო ამომრჩევლის 4,49%. საბოლოო მონაცემების გამოსაქვეყნებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 10 დღე აქვს.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი მხოლოდ 3,2 %-ით უსწრებს პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს. "დემოკრატიული ინიციატივის" ფონდის დირეტორის ილკო კუჩერიევის განცხადებით, ამომრჩევლების 48,7 %-მა მხარი იანუკოვიჩს დაუჭირა, ტიმოშენკის კი 45,5%-მა.
ორივე კანდიდატის წინააღმდეგ ბიულეტენი ამრჩეველთა 5,5%-მა შემოხაზა. ეგზიტპოლებში მონაწილეობას ხმის მიმცემ ამომრჩეველთა 75% დათანხმდა. სხვა ეგიზტპოლების მაჩვენებლები 3-დან 5 პროცენტამდე მერყეობს.

[rustavi2.com]