ჯექსონის ექიმი უარყოფს...


მაიკლ ჯექსონის ექიმი მომღერლის მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. თავისი უდანაშაულობის შესახებ კონრად მიურეიმ რამდენიმე საათის შემდეგ განაცხადა, რაც ლოს-ანჯელესის სასამართლომ მას გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დასდო ბრალი.

თუ სასამართლო მას ბოლომდე დამნაშავედ ცნობს, მას ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება. გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე ასევე გადაწყდა, რომ მიურეის 75 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვებენ.

სასამართლო სხდომას მომღერლის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. მეორე სასამართლო მოსმენა ჯექსონის პირად ექიმთან დაკავშირებით 5 აპრილს გაიმართება.