აბა, თქვენ იცით იმ შეჩვენებულებს როგორი წარმატებით დასცხებთ – პოზიცია და მოულოდნელობის ელემენტი თქვენს მხარეზე იქნება, ზედმიწევნით უნდა გამოიყენოთ, მეგობრებო. არადა, კბილებში გადაგჭრით. იმ მუდრეგ ქალაქში ხუთიოდე შინიდან გამოსულს რომ მიასაღებთ, ცხვირის გამოყოფასაც ვეღარ გაბედავენ სხვები და ამასობაში ჩვენ ერთდროულად ოც-ოც კაცს გადმოვისვრით თითო ჯერზე, გარეწრები თქვენი წყალობით მიჯაჭვულნი იქნებიან სოროებში და რაღა შეგვაფერხებს, ორ-სამ საათში მთელი კორპუსი თქვენს პოზიციასთან მოგროვდება. კალორიულ პროვიანტსაც ამოგიტანთ და მერე მძლავრი იერიშით ამ მურდალ ქალაქს მსწრაფლ ავიღებთ.
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)
ხანდახან ერთუჯრედიანებსაც წამოსცდებათ ხოლმე რამე ორიგინალური, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მთავარია არა უჯრედების რაოდენობა, არამედ უჯრედის ზომა. გოკა გაბაშვილმა თქვა: „საქართველოს მთავარი მტრის კარზე კასტინგი გრძელდება“. თქვენი არ ვიცი, მე კი ვთვლი, რომ კარგი ნათქვამია – სხარტი, მოსწრებული, დროული. „პატარა და მუშა“ - იტყვიან ხოლმე. „ერთი, მაგრამ დიდი უჯრა“ - ამ სიტყვებს დღეს გოკა გაბაშვილის მისამართით ვამბობ და მინდა გითხრათ, რომ შვილი-გაბაშვილი პირველად შევაქე. ვიმედოვნებ, ეს მას არ გააყოყოჩებს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ, მისმა სიტყვებმა მართლაც მომხიბლა - „საქართველოს მთავარი მტრის კარზე კასტინგი გრძელდება“.
კასტინგი, დეფილე... შემოდგომის კოლექციის ჩვენება. გასულ კვირაში ნინო ბურჯანაძემ კრემლში შემოდგომის კოლექცია წარადგინა. წიწილებისა არ იყოს, ბრილიანტებსაც შემოდგომაზე ითვლიან. გაზაფხულზე ითვლიან კვერცხებს, შემოდგომაზე – წიწილებს.
„მაშინ, როცა ზოგი მერის არჩვენებით არის დაკავებული, ხელისუფლება კი - ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარით, მე დიდ პოლიტიკას ვაკეთებ და დიდი პოლიტიკით ვარ დაკავებული“, - თქვა მეწისქვილის ქალიშვილმა მოსკოვში გამგზავრების წინ. „სანამ ხელისუფლებაში ვიყავი, ვახერხებდი ქვეყნისთვის ომი თავიდან ამეცილებინა“ - ტრაბახობდა პრინცესა ხორბლის მარცვალზე მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ. „ნუ გვეგონება, რომ პუტინი ან მედვედევი ჩამოგვაკითხავს საქართველოში, რომ როგორმე მოგეხმაროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაშიო, ქვეყნის ტერიტორია პუტინს კი არა აქვს დაკარგული, საქართველოს აქვს დაკარგული“ - ეს სიტყვები ბროშკების მბრძანებელმა მოსკოვში თქვა.
ნურავის ეგონება, რომ წყნეთის გამგებელი თბილისში ჩამოვა და ნინოს ოფისში მივა, აგარაკის დაბრუნებაში დაგეხმარებიო. წყნეთის აგარაკი წყნეთის გამგებელს კი არა, ნინო ბურჯანაძეს აქვს დაკარგული. ნინოს იმედი აქვს, რომ გახდება პრეზიდენტი, ააკითხავს წყნეთში გამგებელს და მოსთხოვს პასუხს. „ცივილიზებული ურთიერთობის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია“ - უთქვამს ვლადიმირ პუტინს ნინო ბურჯანაძისთვის.
„როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძე დიდი სახლის პატარა დიასახლისობიდან დიდი ქვეყნის დიდ პოლიტიკაში გადავიდა და, მთავარია, მან გზაში ქვეყნის ინტერესები არ დაკარგოს“, – ჯეკ ლონდონის ცოდნა გამოამჟღავნა თემურ იაკობაშვილმა და ჩვეულებისამებრ თეთრი ეშვი გამოაჩინა.
„სოფიკო, გრუზია“... ვუდსტოკის ფანი ვარ, მაგრამ ხანდახან მაინც მახსენდება ხოლმე იურმალა, რომელიც წელიწადში ერთხელ ფინთ გოიმებს მასპინძლობს. ნინიკო, გრუზია. ნამეტანი გვგრუზავენ ვარდების რევოლუციის შემოქმედნი: სააკაშვილი ავლაბრიდან, ბურჯანაძე და ნოღაიდელი მოსკოვიდან, ოქრუაშვილი პარიზიდან, დავითაშვილი გლდანიდან, ძიძიგური კონსერვატორებიდან და თეო ტლაშაძე „თხა და გიგოდან“.
ნიკა ივანიშვილს არ მიუძღვის დანაშაული „ვარდების რევოლუციაში“. ნიკა ივანიშვილი დიდ პოლიტიკაში მოდის და როგორც ვხვდები, მოსკოვში ჩასვლას ისიც გეგმავს, ოღონდ – შემოვლითი გზით. გასულ კვირაში ნიკა ივანიშვილმა თავისი საკუთარი პარტიის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც „სახალხო დემოკრატიული“ უწოდა. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული – ნიკა ივანიშვილი მოსკოვში ფხენიანის გავლით ჩავა.
ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტს დაუყოვნებლივ მიესალმა ზურაბ ნოღაიდელი – ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი, რომლისთვისაც თბილისიდან მოსკოვამდე მგზავრობა ისევ 37 მან. და 50 კაპ. ღირს. როგორც იცით, მოსკოვის შემდეგ ნოღაიდელი ბრიუსელში იყო და ჰოი საკვირველებავ – მოსკოვიდან დაბრუნებული ბურჯანაძე მეორე დღეს ბრიუსელში გაემგზავრა და როგორც ითქვა, მოგვიანებით აშშ-ში ვიზიტსაც გეგმავს. რა ენაღვლებათ? მეტი რა საქმე აქვთ? მიშასი არ იყოს, დადიან, დროს ატარებენ და „დიდი პოლიტიკის“ ზედაპირზეც ტივტივებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის დიდი პოლიტიკა და ამიტომ მასში არ მონაწილეობენ არც ბურჯანაძე და არც ზურაბ ნოღაიდელი. თუმცა, ნოღაიდელს ხშირ-ხშირად აბრალებენ ხოლმე, შენ აფინანსებ ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევასო. ნოღაიდელიც ადგა და ბრალდება საბოლოოდ უარყო. გამომეტყველება იყო მკაცრი, ლოგიკა – რკინისებური - „თბილისის მერის არჩევნებში არ ვმონაწილეობ და, შესაბამისად, სოციოლოგიურ გამოკითხვებს ის პარტიები დააფინანსებენ, რომელთა კანდიდატებიც არჩევნებში კენჭს იყრიან“.
ძუნწიაო – ხშირად ამბობდნენ ხოლმე ნოღაიდელზე, როდესაც ის ჯერ ფინანსთა მინისტრი და შემდეგ პრემიერ მინისტრი იყო. ჩემი აზრით კი, ძუნწი კი არა, მომჭირნეა. არ მონაწილეობს არჩევნებში და რატომ უნდა დააფინანსოს? ნოღაიდელი გასვენებაში ჭირისუფალს ფულით მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხმარება, თუ ქელეხში მიდის, ისე კაპიკს ვერ გააგდებინებ.
რადგან სიტყვამ ჭირისუფალი, გასვენება და ქელეხი მოიტანა, იმასაც გეტყვით, რომ საფრანგეთში მყოფმა გიორგი ბარამიამ აფხაზებს „საერთო მტრის წინააღმდეგ“ გაერთიანებისკენ მოუწოდა. საქართველოს გასაბჭოების დღე იყო და მოწოდება ლევილიდან გაკეთდა, სასაფლაოდან. ბარამიას თავისუფლად შეეძლო მოწოდება კუკიიდან ან მუხათგვერდიდან გაეკეთებინა, ეფექტი იგივე იქნებოდა, მაგრამ მიშასი, ზურასი და ნინოსი არ იყოს, გიორგი ბარამიასაც არ აქვს სხვა საქმე. მოგზაურობს, ქვეყანას ნახულობს. ისე კი, გიორგი ბარამია ამ საქმეში ნამდვილად ვერ შეედრება გიორგი ბარამიძეს, რომელიც მალე თვით ჯუმბერ ლეჟავას და ფერნანდო მაგელანს აჯობებს.
ბარამია საფრანგეთში საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა. 13 მაისს კი დიუსელდორფში ჩავა და იქიდან გვეტყვის, რომ ჩვენი საერთო მტერი არის ცუდი მსაჯობა, ჩაწყობილი თამაშები და უვარგისი მინდვრები. პრინციპში – ვეთანხმები. მაგალითად, ნოღაიდელის აღზევება ჩაწყობილი თამაში მგონია.
ასევე, ჩაწყობილი თამაში მგონია ის, რაც გასულ კვირაში მოხდა – ლარსი. ახლა ერთ ნიუსს წაგაკითხებთ და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, თამაშია, იდიოტიზმი თუ იდიოტური თამაში. მაშ ასე, ნიუსი: „4-წლიანი პაუზის შემდეგ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა დადებითი ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განცხადა. მისივე თქმით, ლარსის გახსნა ნიშნავს, რომ რუსეთიც ხსნის საზღვარს, ანუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის სულ მცირე ერთ მონაკვეთზე ცნობს საქართველოს საზღვარს.
„ლარსის პუნქტის გახსნა ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიის ამ მონაკვეთზე ცნობს საქართველოს საზღვარს. ამიტომ სჯობს, გვქონდეს ლეგალური ურთიერთობა, თუნდაც ამ ერთ მონაკვეთზე აღიარებული სახელისუფლო საზღვარი, პროცედურები განხორციელდეს ქართული კანონმდებლობით, ვიდრე იყოს აღურიცხავი ტვირთი. საბოლოო ჯამში, ეს არის დადებითი მოვლენა, რადგან ეს იქნება ერთადერთი ლეგალური, კანონიერი სასაზღვრო პუნქტი“, - აღნიშნა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, ამით რუსეთი არაპირდაპირ აღიარებს 2005 წლიდან ემბარგოს პოლიტიკის წარუმატებლობას. რაც შეეხება რეგიონის უსაფრთხოებას, მანჯგალაძის განცხადებით, ჩაკეტილი საზღვარი გაცილებით მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე - გახსნილი, ლეგალური და დაცული საზღვარი“.
ახლა ვხვდები, ბრიფინგების დროს რატომ უდგას ხოლმე მანანა მანჯგალაძეს თმები ყალყზე.
„ყაზბეგი-ზემო ლარსის» საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა წარმატებულია საქართველოსთვის, რუსეთისა და სომხეთისთვის, - სააგენტო „არკას“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა“ - ამ ნიუსის წაკითხვის შემდეგ თმები ყალყზე თვით ჯონდი ბაღათურიასაც კი დაუდგებოდა.
ვიფიქრე, მადლიერი მოძმე სომხები სუჯუხს და ბასტურმას თუ არა, მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფ რამდენიმე ბოთლ „დილიჟანს“ მაინც იკისრებენ მეთქი, მაგრამ მადლიერმა მოძმე სომხებმა სხვა რამ იკისრეს – არაღიარებულმა მთიანმა ყარაბაღმა არაღიარებული აფხაზეთი აღიარა. ჰოდა, ჩემო ძვირფასო მკითხველებო, ახლა ხომ მაინც დარწმუნდით, ჩვენს მოძმე სომხებს შიდსი არასოდეს რომ არ დაემართებათ!
ძმობაც ეგეთი უნდა და მადლიერებაც. სამაგიეროდ, ძმობის და მადლიერების ამბავში ქართველები ვართ მაგრები. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთმა რუსეთს „მისტრალი» მიყიდა. ხოლო ჩვენ მადლობა არ დავუგვიანეთ და 2010 წლის მარტში საქართველოში „ფრანკოფონიის თვე“ გაიმართება. ნიუსის მიხედვით, «საფრანგეთის საელჩო საქართველოში, აგრეთვე, შვეიცარიის საელჩო და ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი საზოგადოებას მრავალფეროვან ლიტერატურულ, თეატრალურ, კინემატოგრაფიულ, მუსიკალურ, სამეცნიერო თუ პედაგოგიურ ღონისძიებებს სთავაზობენ». ჰო, მაგრამ „მისტრალი“?! სარკოზი, შე...
ახლა უკვე ზუსტად ვიცი, როგორ არის ნეხვი ფრანგულად. ამ სიტყვას 2008 წლის აგვისტოში აღფრთოვანებული ბღაოდა დამარცხებული ბრბო, რომელსაც თავი გამარჯვებული ხალხი ეგონა.
რაც შეეხება გამარჯვებულ ხალხს... ისინი 2003 წლის ნოემბერში გამარჯვებული სახით დადიოდნენ მთელ საქართველოში, დღეს კი ასე მხოლოდ ჭადრაკის სასახლეში დააბიჯებენ. გასულ კვირაში კახა კუკავამ არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში დახმარება თხოვა - საქართველოში სულ 4000 საარჩევნო უბანია, ოპოზიციურ პარტიებს 4000 კვალიფიციური კადრით დაკომპლექტების რესურსი არა გვაქვს და იქნებ თქვენ დაგვეხმაროთო.
მდააა... დამაფიქრებელი ამბავია... 200 პარტიას 4000 უბანი ვერ დაუკომპლექტებია, საკრებულოების დაკომპლექტებას კი კოხტად აპირებენ. ეგეც არ იყოს, საქართველოში სულ რაღაც 3600 არასამთავრობო ორგანიზაციაა და ჰა – 3600 უბანს გაჭირვებით, მაგრამ მაინც დააკომპლექტებენ. დანარჩენ 400-ს რა უნდა უყონ? „ვისაც არა აქვს სერტიფიკატი, 1-დან 10 მარტამდე ცესკო-ში ტესტირების გავლა და სერტიფიკატის აღება შეუძლია. კომისიის წევრობა ანაზღაურებადია და სამი თვის განმავლობაში ხელფასი გაიცემა“ - იხვეწებოდა კუკავა.
ათ დღეში სერთიფიკატის აღება და სამი თვის განმავლობაში ხელფასის მიღება მაგონებს ლეგენდარულ სიტყვებს ფილმიდან „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა“. შესაძლოა, თქვენც გახსოვთ - „სანამ პრაკლადკას გამოვცვლი, ქალი მანქანაში იყოს“.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ისეთი ლეგენდარული პოლიტიკური გაერთიანება, როგორიც არის გიორგი თარგამაძის „ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა“. თარგამაძის თქმით, მარტის შუა რიცხვებში თბილისში რუსი ქრისტიან-დემოკრატები ჩამოვლენ. „რუსი ქრისტიან-დემოკრატები აღიარებენ საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. მე მივესალმები რუსი პოლიტიკოსების ასეთ დამოკიდებულებას, ზოგადად, საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა საკუთარი დაჯგუფების ლიდერმა.
რა ვქნა, ხალხო, რუსი არც ქრისტიანი გამიგია და არც დემოკრატი. რუსი ქრისტიან-დემოკრატების შესახებ კი მგონი ფეესბესაც კი არაფერი სმენია. ეგრე თუ წავიდა, რუსეთის ეკლესიაც აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ დახეთ, ერთი, რა მოხდა გასულ კვირაში: „სოხუმის რეჟიმის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისგან საჩუქრად ბიბლია მიიღო. ამის შესახებ „აპსნი.რუ“ იუწყება. 7-კილოგრამიანი ბიბლია ბაღაფშს „რუსეთის მართლმადიდებლური სიწმინდეების აღორძინების ფონდის“ წარმომადგენელმა გადასცა. გამოცემა პატრიარქ ალექსი მეორეს ერთ-ერთი ბოლო პროექტია. მისი კურთხევით, სასაჩუქრე ბიბლია „საზოგადოების ყველაზე ღირსეულ წარმომადგენლებს გადაეცემოდათ“.
წარმოგიდგენიათ?! ბიბლიას წონით ამზადებენ. რაც უფრო მძიმეა, უფრო პრესტიჟულია. 7-კილოიანი ბიბლიაო, ისე ამბობენ, თითქოს ნახევარკილოიან ქილაზე იყოს საუბარი. ვაჰ, მაგარი რამე გამახსენდა. ჩემი სტუდენტობის დროს მოსული იყო ასეთი ხუმრობა – „თბილისის ზოოპარკში 5-კილოიანი ბუზი ჰყავთ. ხუდადოვის ტყეში დაიჭირეს, ჩიტებს ჭამდა“. ზოგს მართლა სჯეროდა. მერე, იმ ზოგიერთებმა იბარტყეს, აიყოლიეს თავისნაირი ზოგ-ზოგიერთები და მიშა გახდა პრეზიდენტი, ნინო გახდა პარლამენტის თავმჯდომარე, ზურა გახდა პრემიერ-მინისტრი. შემდეგ, მიშა ჯერ გასუქდა, შემდეგ კი ისევ გახდა. რატომ გახდა მიშა? მიშა ნერვიულობს და საჯარო მოსამსახურეთა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ინიციატივას მიესალმება. შემოწმება მოხდება თმის ღერის მიხედვით.
„სწორი ინიციატივაა, რომ ყველა საჯარო მოსამსახურე, დაწყებული მაღალი თანამდებობის პირებიდან, ნარკოტიკებზე შევამოწმოთ თანამდროვე ტექნოლოგიით, რომელიც არის უმტკივნეულო და არადამამცირებელი“, - თქვა პრეზიდენტმა.
ისა... ქვეყნის პრეზიდენტიც საჯარო მოსამსახურეა? მაღალი თანამდებობის პირია?
„ამაში ჩართულია ჯანდაცვის კომიტეტიც. გიგი წერეთელი ვნახე და მაინცდამაინც თმები არ ჰქონდა, მაგრამ ისიც ალბათ მოიძიებს ერთ ღერ თმას და ჩააბარებს“, - იცინოდა პრეზიდენტი.
აბა, რა... სასაცილოდ აქვს საქმე – საჯარო მოსამსახურეც არის, მაღალი თანამდებობის პირიც და თან დარწმუნებულია, რომ ამ ოპოზიციის შემხედვარე, ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდება თავიდან. კუებით შეუტევს, შეწირავს პაიკებს, მხედრებს, მიადგება სხვის ლაზიერს და ეტყვის: „ჩემო დედოფალო, უმალ ტერიტორიებს ჩავაბარებ, ვიდრე ერთ ღერ თმას“.
ჰოდა, საქართველოს ფართობი იქნება ზუსტად იმდენი კვადრატული კილომეტრი, რამდენი ღერი თმაც აქვს თავზე გიგი წერეთელს.
„ვაფრთხილებთ სააკაშვილს და უგულავას, გაგანადგურებთ“, - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია – Praemonitus praemunitus.
ამიტომაც მგონია, რომ ეს არის თამაში, ოღონდ არ ვიცი – ვის ყანაში. მოდით, ასე ვთქვათ – თამაში ყანაში.
ყ.ე.ვ. (ყველამ ერთად ვიყვიროთ) ...და კაეტანომაც ასე იყვიროს – საღამოს ამდენი და ამდენი საათია და ყველაფერი არც თუ ისე გენიალურადაა.

[პრესა.გე]