ზუგდიდში აქცია დაარბიეს



დღეს, ზუგდიდის ცენტრში, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია, რომელიც ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს და 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ მშვიდობის მემორანდუმს ეძღვნებოდა დაარბიეს. აქციას ზურაბ ნორაიდელი, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური და ვახტანგ ქობალია უზღვებოდნენ, თუმცა მიტინგის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში მათ უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკური ძალის გამოყენებით, ეროვნული საბჭოს ლიდერები და მათი მომხრეები პირველი პრეზიდენტის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან გააძევეს.

როგორც მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გამგეობის წევრმა ლოთი ქობალიამ "ღია ბოქლომთან" საუბრისას აღნიშნა მოძალადეები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები იყვნენ და მათ ადგილობრივმა გამგეობამ ფული გადაუხადა.

ლიდერებმა ზუგდიდი უკვე დატოვეს. ზვიად გამსახურდიას გამზირზე ამ მომენტისთვის სიმშვიდეა...