11 – 12 წლის ბავშვები გააუპატიურეს


ქვეყანა, სადაც ნახევარზე მეტი უკიდურესად ღარიბია, შემდგარი ქვეყანა არაა. არშემდგარი ქვეყნის შვილებისთვის კი არც წაგებული ომია უცხო, არც - ამ ომების აღსანიშნავი წლისთავების ზეიმი და არც - ქუჩის გამენები.

ისეთი პატარა ქალაქისათვის, როგორიც ლანჩხუთია, ქუჩის ბავშვების, ანუ ე.წ. გამენების არსებობა აშკარად თვალშისაცემია. აქ ისინი ისე მრავლად არ არიან, როგორც - დედაქალაქში, მაგრამ ლანჩხუთისთვის მაინც ბევრია...

...მას ხშირად ხედავენ ქუჩაში მოხეტიალეს, დიდი, შავი თვალებით ყველას და ყველაფერს აკვირდება და არაფერი რჩება თვლათახედვის მიღმა.

იყო დრო, სკოლაშიც დადიოდა და სწავლობდა...

წლების წინ, ლანჩხუთში სკოლა-ინტერნატი არსებობდა, სადაც 70-მდე მოსწავლე სწავლობდა. სასწავლებელს იმის პირობებიც ჰქონდა, რომ უკიდურესად ღარიბი ოჯახის შვილებს ან ცენტრს დაშორებული სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს სასწავლებელში ღამე გაეთიათ.

დღეში სამჯერადი სრულფასოვანი კვება, ღამის გასათევი პანსიონი, მოსიყვარულე მასწავლებლები, ყველანაირი დახმარება ნებისმიერი ადამიანისაგან, - აი, ის, რასაც სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელები ყოველდღიურად იღებდნენ ძველი შენობის კედლებში.

სკოლას ეხმარეობოდა ყველა, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, ეხმარებოდა ყველაფრით, რითაც შეეძლო. ასე რომ, არ აკლდათ არც ახალი, თანამედროვე ლიტერატურა, არც - წყალი, არც - გათბობა, არც - პირადი ჰიგიენის საგნები...

სკოლა-ინტერნატის მოსწავლეები სასწავლებელში თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობდნენ და უფრო უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ მშობლები, რომლებსაც იმაზე ფიქრით არ უთენ-უღამდებოდათ, თუ რა საშუალებით ეყიდათ წიგნები, ფეხსაცმელი.

ჩვენი წერილის პატარა გმირი ვაჟკაციც ამ სკოლაში სწავლობდა. ისიც, სხვებივით, სიხარულით მიდიოდა სასწავლებელში და არ ჰქონდა იმის პრობლემა, რა ჩაეცვა, რითი ესწავლა... რადგან მასზე სკოლა-ინტერნატის კოლექტივი ზრუნავდა.

ბიჭს დედა და პატარა ძმა ჰყავს. ჩვენს გმირს ძალიან უყვარდა სკოლის ახალგაზრდა დირექტორი, ნინო ძიძიგური და ეს სიყვარული დღემდე მოჰყვება. მერე, იმასაც მოგიყვებით, რა მოიმოქმედა ამ პატარა ონავარმა დირექტორის ქორწილის დღეს. მანამდე კი ჩვენი გმირის სევდიანი ისტორია უნდა გიამბოთ.

გავიდა დრო და, რეფორმატულმა ხელისუფლებამ განათლების სისტემის რეფორმირების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ სკოლა-ინტერნატები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაეუქმებინა. ამ გადაწყეტილებას საფუძვლად დაედო ღარიბი ოჯახების შვილების ინტეგრირება ჩვეულებრივ სასწავლებლებში. თავისთავად, იმის სურვილი, რომ ყველამ თანასწორად ისწავლოს და იცხოვროს, ძალიან კარგია, მაგრამ...

მოდით, რეალობაში დავბრუნდეთ და მხოლოდ სურვილებზე ნუ ვისაუბრებთ. ლანჩხუთში სკოლა-ინტერნატის გაუქმების შემდეგ, რამდენიმე მოსწავლე თავდაპირბელად სკოლის გარეთ დარჩა. სოფლებიდან მათი გამოშვება ქალაქში ოჯახებს უჭირდათ. მეტიც, მშობლებს სასკოლო სახელმძღვანელოების, ტანსაცმლის პრობლემა გაუჩნდათ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლებლის გაუქმების შემდეგ, შენობა უმეთვალყურეოდ დარჩა და ნელ-ნელა იძარცვება და ინგრევა. პატრონი კი არ ჩანს(?!).

არ მინდა, ეს წერილი რამდენიმე ისტორიით გადავტვირთო, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სკოლა-ინტერნატის ორი მოსწავლე და-ძმა იმის გამო, რომ არ ჰქონდათ საცხოვრებელი და არ ჰყავდათ მარჩენალი, თვეების მანძილზე, ბებიასთან ერთად, საზოგადოებრივ საპირფარეშოში ცხოვრობდა(!).

რაც შეეხება ჩვენი წერილის გმირს. სკოლა-ინტერნატის დახურვის შემდეგ მან სწავლა ქალაქის პირველ საჯარო სკოლაში გააგრძელა. მეოთხე კლასში იყო. ჩვეულებრივად სწავლობდა, ჩვეულებრივად ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მშობლებს ბიჭუნასი და მისი პატარა ძმის რჩენა ძალიან უჭირდათ. ბიჭი, ალბათ, გაჭირვების გამო (არ ჰქონდა ტანსაცმელი, წიგნები) სკოლას ხშირად აცდენდა. სწორედ მაშინ გახდა ქუჩის ბავშვი, ანუ გამენი და სწორედ ამ პერიოდში შეემთხვა ის, რაც მთელ მის ცხოვრებას დაღად დააჩნდება:

ერთ ღამეს, ახლობლის ქორწილიდან, მეგობრებთან ერთად, შინ ბრუნდებოდა. ლანჩხუთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, კინო-თეატრის დანგრეულ შენობასთან მოხდა ის, რაც დღემდე აშფოთებს ლანჩხუთელებს:

ღამით, სიბნელეში, ნანგრევებთან ჩვენი გმირი და მისი მეგობრები კინაღამ (ან რეალურად) გახდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი... და ყველაფერი თავდაყირა დადგა...

ამაზე ისინი ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ ეს მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე იყო. ლანჩხუთი ამ ფაქტმა შეაძრწუნა და გაჩნდა უზარმაზარი თანაგრძნობა ამ პატარა გამენების მიმართ. ის განსაკუთრებით იმსახურებს ყველას სითბოს და სიყვარულსაც.

რატომ?

ის უკვე ჩამოყალიბებული მამაკაცია კაცური ბუნებითა და თვისებებით. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ხეტიალობს, სკოლასაც ხშირად აცდენს, ის მაინც არ დაცემულა, მაინც არ დაუკარგავს მომავლის იმედი და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ეს 10-11 წლის ბიჭი საკმაოდ კარგად დაეუფლა კომპიუტერს.

ჩვენს გამენს დედა არცთუ ისე ჯანმრთელი ჰყავს. სამწუხაროდ, ჩვენ მასთან გასაუბრება ვერ შევძელით, ამდენად, წერილის გმირთანაც საუბარი არაოფიციალურად გამოგვივიდა. მხოლოდ ერთი რამ გავიგეთ, დედას პენსია არ აქვს, რადგან სასამართლომ მას გონებრივად ჩამორჩენილობა არ დაუდგინა.

მართალია, ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, მაგრამ ჩვენი გამენი მაინც ქუჩაშია, უმეთვალყურეოდ. რამდენიმე ხნის წინ მას შესთავაზეს, დათანხმებულიყო ბავშვთა სახლში წასვლაზე, მაგრამ...

ჯერ ერთი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დედამისი სასამართლომ ქმედუნარიანად სცნო და მას არ სურს შვილის მოშორება, თავად კი, როცა ამ საკითხზე ჩამოვუგდე სიტყვა და ვუთხარი, რომ იქ უფრო მოუვლიდნენ, უპატრონებდნენ, დანისლული, შავი თვალებით შემომხედა და ხმადაბლა მითხრა:

- დედას ვერ მივატოვებ!

ამ 11 წლის ბიჭს საკუთარი დედისა და პატარა ძმის მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. მან ზუსტად იცის, რაში და როგორ უნდა დახარჯოს ფული, რომელსაც ოჯახი სოციალური დახმარებების სახით იღებს.

იცის, როგორ უნდა მიხედოს ოჯახს, ჯანმრთელობაშერყეულ დედას (რომელიც ვიმეორებ, სასამართლომ ქმედუნარიანად სცნო) და ძამიკოს.

ერთი შევნიშნე: თუ საჭმელს შესთავაზებ, არ მინდაო, ისე გეტყვის, სიტყვას ვერ შეუბრუნებ, რადგან ხვდები, რომ შეურაცყოფას მიაყენებ მის თავმოყვარეობას, მის მამაკაცურ ბუნებას.

ისე, კომპლიმენტებსაც მართლა კაცურად გეუბნება, ღიმილით შემოგხედავს და, რა სიმპატიურად გამოიყურები დღესო...

ახლა, ზემოთ დაპირებულ, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ყოფილ დირექტორთან დაკავშირებულ ამბავს გავიხსენებ. როდესაც ექსდირექტორი ნინო ძიძიგური გათხოვდა, ჩვენს გმირს ძალიან გაუხარდა ეს ამბავი. ცხადია, ქორწილშიც მივიდა, ოღონდ... არა ხელცარიელი და არა - ფეხით. დაიქირავა ტაქსი, ეს კი არა, შეითანხმა, რომ მაყრადაც წაიყვანდა და საყვარელ დირექტორს საჩუქარიც კი მიართვა, თანაც საგულდაგულოდ შეფუთული.

აი, ასეთია ის, ჩვენი წერილი პატარა გმირი, რომელიც ვინ იცის, როგორი საუკეთესო მოსწავლე იქნებოდა, რომ არა ქვეყანაში არსებული პრობლემები, ის პრობლემები, რომელიც პირადად მას და მის ოჯახს შეეხო.

ყოველთვის, როდესაც ვუყურებ ან ვესაუბრები, ტერენტი გრანელის სიტყვები მახსენდება:


“თქვენ სიღარიბეს არ იცნობთ, ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა...”




Read more

3 წლის ბავშვი კვდება...


ბაქტერიული მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 3 წლის ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც "პირWელს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, 3 წლის თბილისელი ბავშვი, რომელიც ბაქტერიული მენინგოკოქცემიის დიაგნოზით მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, შესაძლო გართულებების ასაცილებლად მოგვიანებით ინფექციურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ცანავას თქმით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელბის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
Read more

სოდ–ი და პრესი პრესაზე



სოდ-ის თანამშრომლებმა გაზეთ "ბათუმელების" ჟურნალისტს თედო ჯორბენაძეს აჩვენეს ამობეჭდილი, შავ-თეთრი ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყო მამაკაცები საცვლების ამარა. ამის შემდეგ ჯორბენაძეს უთხრეს, რომ ამ კადრებზე თვითონ არის გამოსახული. სპეცსამსახურის თანამშრომელმა აუხსნა თედო ჯორბენაძეს, რომ ის არის გაზეთ „ბათუმელების" რედაქტორის მოადგილე და რადგან ამ რედაქციით დაინტერესებული არიან უცხო ქვეყნების, კონკრეტულად კი რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები, მისი დახმარება, თანამშრომლობა სჭირდებათ. უარის მიღების შემდეგ თედო ჯორბენაძე გააფრთხილეს, რომ ამ კადრებს გაუგზავნიან მის ავადმყოფ მამას, თანამშრომლებს, ატვირთავენ ინტერნეტში. გააფრთხილეს, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ ის დაკარგავს სამსახურს, ან ინტერვიუს აღარავინ მისცემს.
Read more

ტელედეზინფორმაციების ნაკვალევზე


ის, რომ ჟურნალისტები ხშირ შემთხვევაში ”სცოდავენ” და საზოგადოების ”ინფორმაციულ შიმშილსა” თუ სულიერ წყურვილს ”ექსპრომტად” შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენით კლავენ, სიახლე არ არის, მაგრამ იმას, რასაც სამეგრელოს ”ტელემედიაკორპუსი” ქმნის, ვერავინ შეედრება. ”მეგრული პროდუქცია” მსოფლიო ტელესივრცეში უპრცენდენტოა და ”სიტყვის თავისუფლების მაღალი ხარისხით” გამოირჩევა.

ტელედეზინფორმაციების ნაკვალევზე გუშინ საინტერესო ფაქტებს ”წავაწყდით””. ტელეკომპანია ”რუსთავი2” მთელი დღის განმავლობაში იუწყებოდა, რომ ”თავდასხმა მოხდა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში. სამმა შეიარაღებულმა პირმა ამავე სოფლის მკვიდრი, ქართლოს გაგუა დაჭრა.

მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული. გაგუას გადმოყვანა ზუგდიდში მხოლოდ შემოვლითი გზებით მოხერხდა. ამჟამად იგი ”წმინდა ლუკას სახელობის” ჰოსპიტალში იმყოფება. დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია”.

”განსხვავებული” ინფორმაცია გაავრცელა ”ტელეიმედმაც”, სადაც დაზარალებულად, სხვა ადამიანი გამოაცხადდა. ”მორიგი თავდასხმა გალის რაიონში. უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 35 წლის იაგო ქორთუა ცივი იარაღით დაჭრეს. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებული ამ დრომდე უგონოდ არის, ამიტომ თავდასხმის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიზეზების დადგენა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ოჯახის წევრებმა ქორთუა უკვე გადაიყვანეს ზუგდიდის საავადმყოფოში, სადაც დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა”.

კორესპონდენტებს ფაქტის ”დასამტკიცებლად” ექიმის ინტერვიუც არ გამორჩენიათ. ქირურგი პაატა ადამია აცხადებდა, რომ დაზარალებულს მუცლის ღრუში შემღწევი ჭრილობა აღენიშნებოდა, რასაც სწორი ნაწლავისა და ღვიძლის დაზიანება მოჰყვა. ავადმყოფის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.

”პრესა.გე”-მ ვერ დაადგინა, თუ რა წყაროზე დაყრდნობით მოხდა ინფორმაციის მოპოვება. თუ გაგუა უგონო მდგომარეობაში იყო და ამიტომაც თავდასხმის მიზეზები გაურკვეველი იყო, რაღა მაინცდამაინც ჭუბურხინჯში უნდა დაეჭრათ.

თუმცა ”ნიუსი” სხვაგვარად როგორ უნდა გამოსულიყო. მითუმეტეს ცხელ წერტილში ჟურნალისტური ”სტრატეგია”ერთი მიზნისკენაა მიმართული-კონფლიქტის ზონაში თავს ესხმიან ქართულ მოსახლეობას... საზიზღარი რუსები და აფხაზები...

თავდასხმიდან მეორე დღეს ”პრესა.გე”-მ დაზარალებულ ქორთუას საავადმყოფოში მიაკითხა. დაჭრილი პალატაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ”ყველა არხი ამას აცხადებდა მთელი დღე, თითქოს ამის მეტი არაფერი მომხდარიყოს. შემოცვენილან აქ კამერებით და გადაუღიათ გათიშული კაცი... არ არის საჭირო ამდენი ჟურნალისტი და გადაღება, შეგვეშვით!” - უკმაყოფილო ტონით განაცხადა გაგუას მეუღლემ.

ინტერვიუზუ უარს ამბობდა დაზარალებულიც: ”გამომძიებელი მოვიდა, ვუპასუხე, თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს...ცუდად ვარ”.

თუმცა გაგუა ”პრესა.გე”-ს მიერ დასმული ერთი კითხვის შემდეგ ”გამოცოცხლდა” - ”მართალია, რომ ჭუბურხინჯში კი არა ზუგდიდში ნათესავმა დაგჭრათ?”

დაზარალებულის პასუხი: ”ენგურის ნაპირებით გადმოვდიოდი, ტყიდან გამოვარდნენ, მძარცველები იყვნენ, ქურთუკის გახდა მომთხოვეს... რა ნათესავი, რის ნათესავი...”.

”პრესა.გე”-ს აცნობეს, რომ გაგუა სოფელ წარჩედან დევნილია და ამჟამად თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. უთხრეს ისიც, რომ გალის რაიონში მისი გადაადგილება დიდიხანია არავის უნახავს...რომ იგი ცოლის ძმამ, პაატა შონიამ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაჭრა...

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია თუ არა ს.ს.საქმე და საერთოდ რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ვერსიები, ”პრესა.გე” ზუგდიდის პოლისიის სამმართველოს უფროსს, გიორგი ნინუას დაუკავშირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან შსს პრესცენტრში გადაგვამისამართა.

ზურაბ გვენეტაძე ვითარებაში გარკვევას დაგვპირდა, მაგრამ შემდეგ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ზუგდიდის პოლიციის შეფმა კი, ”კავშირი აღადგინა”, მაგრამ ”ფრიად მნიშვნელოვანი” განცხადება გააკეთა, რომელსაც ვერაფერი გავუგეთ: ”ჟურნალისტს რატომ გეშლებათ ამდენი?!”...


Read more

ზუგდიდის გამგებელი ჩაალურჯეს...


ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი ჩინოვნიკები ყოველ საღამოს ქალაქის ცნობილ რესტორანში იკრიბებიან, 10 ნოემბერს მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა. რაიონის გამგებელი ალქსანდრე ქობალია და გუბერნატორ გოროზიას პირველი მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი პოლიციის უფროსის გიორგი ნინუას "მსხვერპლი"” გახდნენ. ჩხუბში, რომელიც დაახლოებით ღამის 11 საათზე რესტორან "დიარონში" მოხდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. ნადიმის მიზეზი კი რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს საბჭოთა მილიციის დღე იყო, რომელიც ალიკას რესტორანში მუნიციპალიტეტის ხარჯებით დაფინანსდა. გაურკვეველი მიზეზით დაწყებული შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში რომ გადაიზარდა ამას "დიარონის" თანამშრომლები და "დაიცავი საქართველოს" წევრებიც არ მალავენ, რომლებმაც მომხდარი საკუთარი ოფისიდან კარგად დაინახეს.
"საღამოს დაახლოებით 50 ადამიანი შემოვიდა, ალბათ რაღაცას აღნიშნავდნენ, სტუმრებს შორის იყვნენ ზუგდიდის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები. 2 საათის შემდეგ რამოდენიმე მათგანი გარეთ გავიდა და იქ რა მოხდა ვერ გეტყვით...”_ ამბობენ "დიარონის" თანამშრომლები. ცნობილი მიზეზის გამო ნამდვილად არ გაგვკვირვებია მათგან ასეთი თავშეკავებული და მოკლე პასუხი.
"დაიცავი საქართველოს" წევრი საშა მოლაშხი კი 10 ნოემბრის ასე იხსენებს:
"ჩვენი ოფისი რესტორანის წინ მდებარეობს. კარგად დავინახეთ, შენობიდან, როგორ გამოვიდა პიროვნება, რომელიც ძალიან მივამსგავსეთ ზუგდიდის რაიონული პოლიციეს უფროსს გიორგი ნინუას. ეს გაცხარებული ადამიანი თენგიზ გუნავას ავტომანქანასთან დადგა და დაიწყო მთელი ხმით ყვირილი: “გამოდი ალიკა ქობალია შე ყ..ეო!, შენი დედა მოვ...!” აგრეთვე აგინებდა და ლანძღავდა გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანს – “გაიჯეჟილეთ ზუგდიდიში თქვენი დედა ..., მთელმა ქალაქმა უნდა გაიგოს როგორი ყ..ეები ხართ-ო”. სამხარე ოპოლიციის უფროსი გუნავა ეხვეწებოდა გაჩუმდი თავს ვეღარ აკონტროლებ, მთელი ქალაქი გაიგებსო. მიუხედავად ამისა ის იგივეს განაგრძობდა: მოვკლავ მაგათიო დაიძახა და კვლავ რესტორანის შენობაში შევარდა. იქიდან კი ქალების ყვირილის ხმა ისმოდა. აგრეთვე დავინახეთ თუ როგორ აყენებდა შეურაცყოფას თენგიზ გუნავას, არ გრცხვენია ამათ აქ პარპაშის უფლებას, რომ აძლევო. ურტყამდა და ეუბნებოდა გამომიყვანე ეგენი უნდა დავასახიჩრო-ო, ამის შემდეგ პოლიციის და გამგებლის ავტომანქანას ამტვრევდა. 1 საათის მერე, გიორგი ნინუა დიდი ხვეწნით ჩააჯინეს სამხარეო პოლიციეს მანქანაში (IhI- 301) და იქაურობას მოაცილეს.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს ხალხი არ არის ღირსი იყვნენ თანამდებობაზე. ქობალია არის სუფრის ვირთხაა.. ნინუას წასვლიდან ერთი საათის შემდეგ თვალჩალურჯებული გამოვიდა.."
პოლიციის უფროსმა ინტერვიუზე უარი მხოლოდ იმიტომ გვითხრა, რომ თურმე ჩვენი რედაქცია არ მოსწონს...
-გამარჯობათ ბატონო გიორგი, ილია ჩაჩიბაია გაწუხებთ "ასავალ დასავალიდან"...
-გსმენთ!
-იქნებ გვითხრათ რა მოხდა 10 ნოემბერს რესტორან "დიარონში"?

-თქვენ ახლა მისვამთ პროვოკაციულ შეკითხვას!!!
-რატომ გინდოდათ ქობალიას და ახვლედიანის დასახიჩრება, ძალიან ბევრი დალიეთ?
-თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ.
-იქნებ "სწორი ინფორმაცია" თავად მოგვაწოდოთ.
- ... ინტყრიგანები ხართ! (ყურმილინ დაკიდა).
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალიამ, კი რომელსაც მანქანის ქვეშ ცოტახნის წინ ქლი შეუძვრა, კომენტარზე უარი განგვიცხადა. გუბერნატორის მოადგილესთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა.
დაპირისპირების არსებობას არ უარყოფს, გამგეობის თანამშრომელი ლევან მესხია, თუმცა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რესტორანიდან შედარებით ადრე წამოვიდ და ინციდენტში მონაწილე არ გამხდარა.
გავრცელებული ინფორმაციით პოლიციაში ალექსანდრე ქონალიას და გიორგი ნინუას ინტერესები გადაიკვეთა, დაპირისპირების მიზეზიც ეს გახდა. გამგებელს და გუბერნატორის მოაგილეს "მილიციის დღეს" გამართულ თავყრილობაზე გავლენების გადანაწილებაზე საუბარი თვალის ჩალურჯებად და სახალხოდ დამცირებად დაუჯდათ.
დათო სორდია: "სახეზეც ეტყობოდა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი იყო. აბა სხვა ვინ გაბედავდა რაც მან ჰკადრა: ალიკა ქობალიას, ალიკა ახვლედიანს და თენგიზ გუნავას? იმ კაცმა სამხრეო პოლიციის უფროსსაც ისეთი მჯიღი ჰკრა, რომ შებარბაცდა. ჩანდა, რომ მისი გუნავასაც ერიდებოდა. ჩვენ დაახლოებით ოცი მეტრიდან ვაკვირდებოდით ამ ყველაფერს... კარგად დავინახეთ ისიც, რომ ჩინოვნიკები ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. და ბარბაცებდნენ, ერთმანეთს ურტყამდნენ და ხანდახან არაადეკვატურად იცინოდნენ.
როგორც გავიგეთ, რესტორანში წაკამათდდნენ და პოლიციელებმა ალიკას თვისში „ჩანკალი“ ესროლეს, ამ ფაქტმა გუბერნატორის პირველი მოადგილეც გააღიზიანა. კამათი გინებაში გადაიზარდა, რესტორანის თანამშრომლებს უთქვამთ, გარეთ გაბრძანდით აქ თქვენს გარდა სხვებიც არიანო...
10 ნოემბერს, კომუნისტების მმართველობის პერიოდში აღინიშნებოდა საბჭოთა მილიციის დღე, მე ვფიქრობ, პირველ რიგში სამარცხვინოა ის ფაქტია, რომ ქართველმა სამართალდამხცავებმა თავიანთი გაუნაათლებლობით საბჭოთა მილიციელებისადმი პატივისცემა გამოხატეს, ან განსხვავდებიან კი მათგან?!. მიმაჩნია, რომ ისინი არ არიან ღირსი ქართველებად იწოდებოდნენ. ბრიყვები და თანამდებობისთვის შეუფერებელი პირები მართავენ დღეს სამეგრელოს და საქართველოს!“
მომხდარის შეფასება სამერელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულს ზაზა გოროზიას ვთხოვეთ.
-ბატონო ზაზა, რას გვეტყვით 10 ნოემბრის ინციდენტზე?

-რას გულისხმობთ?
-ნუთუ არ იცით საბჭოტა მილიციის დღეს თქვენმა მოადგილემ, გამგებელმა და პოლიციის უფროსმა, ერთმანეთს რომ დასცხეს?
-პირველად მესმის, ნამდვილად არაფერი გამიგია თორემ კომენტარზე უარს არ გეტყვოდით. გაკვირვებული ვარ.

-რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თქვენი ქვეშევრდომები?

-მაპატიეთ შეხვედრაზე ვარ... (ყურმილი დაკიდა)

გოროზიამ როგორც ჩანს ნამდვილად არაფერი იცოდა მისი ხელქვეითების სისხლიან ღრეობაზე თორემ, 18 აგვისტოს პრესიდენტ სააკაშვილის ზუგდიდიში ვიზიტის დროს მოწყობილ ქეიფზე, რომელიც, ისევ რესტორან "დიარონში" გაიმართა ქობალიასთან, ნინუასთან, ახვლედიანთან და გუნავასთან ერთად პურს არ გატეხდა. უთავმოყვარეო ზუგდიდის გამგებელმა კი სულაც არ ითაკილა სუფრას შს-ს იმ ჩინოვნიკებთან ერთად შემოსკუპებოდა, რომლებმაც რამოდენიმე დღის წინ საქვეყნოდ თავი მოსჭრეს.

Read more

მიწისქვეშა გადასასვლელი...


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბარში განახლებული მიწისქვეშა გადასასვლელი გახსნა. მიწისქვეშა გადასასვლელი კალოუბანში მიმდინარე სარებილიტაციო სამუშაოების სახელწოდებით "ძველი თბილისი - ახალი სიცოცხლე" ფარგლებში გაიხსნა. პრეზიდენტმა სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების დროს აღნიშნა, რომ კალოუბნის მთელ ტერიტორიაზე მთლიანად გამოიცვლება საკომუნიკაციო საშუალებები. პრეზიდენტთან ერთად კალოუბანს დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა და კულტურის სფეროს მოღვაწეები ესტუმრნენ, რომლებიც ამავდროულად ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

["პირWელი"]
Read more

შეწყალების მოლოდინში


პრეზიდენტი გიორგობას 50 პატიმარს შეიწყალებს. შეწყალება ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს შეეხებათ. შეწყლების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია დაავადებულ პატიმრებს გაუწია. შეწყალებელთა საქმეები რომლებიც კომისიაში იყო შესული, შეეხებოდა მძიმე კატეგორიის მსჯავრდებულებსაც, თუმცა მათ კომისიამ შეწყალებაზე უარი უთხრა. შეწყალების საბოლოო დოკუმენტს საქართველოს პრეზიდენტი მოაწერს ხელს.


[itv.ge video]
Read more

“სოხუმი” ჟურნალისტური მოკვლევა


ღმერთმა “მშვიდობაში” მოგვახმაროს, ეს 20 დოლარი! ჟურნალისტური მოკვლევა, ნაწილი – I
მიმღები:/recipient სახელი (მამის სახელი) გვარი /first name (second name) Last Name VIKTORIA ZARANDIA მიმღები ქვეყანა, ქალაქი / Receiver country, City GE, Sukhum მიმღები ბანკი, ბანკის მისამართი, ბანკის ტელეფონი/ Receiver Bank XAAR, 21, PUSHKINA STR., ABKHAZIA REPUBLIC, (995 122) 627-18, 624-79, 624-46 გამგზავნი/ sender სახელი (მამის სახელი) გვარი რომან ქევხიშვილი


ზემოთ მოყვანილი ეს ციფრები, სიტყვები და გეოგრაფიული არეალები ჩვენი ექსპერიმენტის შედეგია. აგვისტოს ომის შემდეგ სულ უფრო და უფრო მეტმა ფულადმა გზავნილმა დაამატა აფხაზეთი, როგორც თავისი მომსახურების დაფარვის ზონა და რაც მთავარია, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, სახელმწიფო მაგალითად ფულადი გზავნილი ”unistream”-ი. აღნიშნულმა კომპანიამ თავის მოღვაწეობა როგორც ბანკმა ისე დაიწყო(2001წ.) და მალე საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაში თავის სიტყვის თქმა გადაწყვიტა. (31 мая 2006 года Центральный Банк России зарегистрировал ОАО КБ «ЮНИСТРИМ» под № 3467. 16 августа 2006 года Центральный Банк России выдал ОАО КБ «ЮНИСТРИМ» лицензию на осуществление банковской деятельности.) 1. http://unistream.ru/about/ აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში თითქმის ყველა წამყვან ბანკთან თანამშრომლობს. მომსახურების სფეროს კი რა თქმა უნდა ფულადი გზავნილები წარმოადგენს. მაგალითად, ”unistream”-ი (ОАО КБ «Юнистрим» основано в 2006 году. Лицензия ЦБ РФ № 3467) მაგალითად, საქართველოს ბანკმა” სულ რაღაც ორი თვის წინ ჩართო, მომსახურების სრული სერვისით. მოდით ვნახოთ რას სთავაზობს ზემოთ ნახსენები ”ფულადი გზავნილები” თავის კლიენტებს: Денежные переводы ЮНИСТРИМ – это международная система срочных денежных переводов для физических лиц. Вы можете удобно, быстро и безопасно переслать наличные деньги по России, в страны СНГ и дальнего зарубежья. Охват системы ЮНИСТРИМ – более 100 000 пунктов обслуживания в 90 странах мира. Поиск пунктов обслуживания: Страна: абхазия (http://support.unistream.com/calc/simpleSearchForm1.aspx) აქვე შეგიძლიათ ნახოთ: Поиск пунктов обслуживания: Страна: грузия მას შემდეგ რაც აღნიშნული ფულადი გზავნილის ვებ-გვერდზე, ქვეყნების საძიებო სისტემაში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ აღმოვაჩინეთ ექსპერიმენტის ჩატარება ვცადეთ. ექსპერიმენტისთვის აუცილებლად გვჭირდებოდა ადამიანი, მიმღები პირი, რომელიც რეალურად არსებობდა აფხაზეთში. ამისათვის სოციალური ქსელი, odnoklassniki.ru გამოვიყენეთ. გოგონა ძაღლთან ერთად, ვიქტორია ზარანდია. მშვენივრად გამოიყურება ეს გოგონა, გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენგან 10 დოლარს ვიქტორია ზარანდია მიიღებს. საქართველოს ბანკის თაბუკაშვილის ფილიალი. 16-დან 17 საათამდე ჩვენ აღნიშნულ ბანკში შევდივართ. რომანი მოლარე ოპერატორს თანხას აწვდის და იუნისტრიმის საშუალებით აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქალაქ სოხუმში სწრაფი ფულადი გზავნილის განხორციელებას სთხოვს. რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ მოლარე-ოპერატორი ვერ არკვევს unistream-ის საშუალებით როგორ გადარიცხოს. თუმცა კლიენტის გულის მოსაგებად ასეთ რამეს გვთავაზობს: ”ბატონო, ”ვესთერნ-იუნიონი” შემიძლია შემოგთავაზოთ”. ————————————————————– საქართველოს პარლამენტმა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო. კანონი ამბობს: მუხლი 6. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია შემდეგი სახის საქმიანობა: ა) ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას ან შეთანხმებას ასეთის არარსებობის შემთხვევაში; ბ) გ) დ) ე) ფულადი გადარიცხვების ორგანიზება; ვ) 2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს. პირველი წარუმატებელი ტესტის შემდეგ საქართველოს ბანკის მეორე ფილიალი ავირჩიეთ. ფილიალი/სერვის ცენტრი/ 502 / CENT 12 მიმღები:/recipient სახელი (მამის სახელი) გვარი /first name (second name) Last Name VIKTORIA ZARANDIA მიმღები ქვეყანა, ქალაქი / Receiver country, City GE, Sukhum 107945 მიმღები ბანკი, ბანკის მისამართი, ბანკის ტელეფონი/ Receiver Bank XAAR, 21, PUSHKINA STR., ABKHAZIA REPUBLIC, (995 122) 627-18, 624-79, 624-46 გამგზავნი/ sender სახელი (მამის სახელი) გვარი რომან ქევხიშვილი მეორე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ვიქტორია ზარანდიამ ჩვენგან 10 დოლარი მიიღო (თუ გაიტანს რა თქმა უნდა). თუმცა ეს ფულადი გზავნილი unistream-ი არ განხორციელებულა. გადარიცხვა შეასრულა CONTACT – მა. unistream-ის საშუალებით ჩვენ ფული თიბისი ბანკმა გადაგვირიცხა. კვლევავს ჩვენ თან დავურთავთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც გადარიცხვების სინამდვილეს ადასტურებს. თიბისის საშუალებით ვიქტორია ზარანდიამ კიდევ ათი დოლარი მიიღო. თბილისიდან გადარიცხული თანხის საბოლოო მიმღები დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი, КБ «Амра-банк»- ია. ეს ბანკი ლაკობა-კონფედერატების ქუჩაზე, სოხუმში მდებარეობს. შემდეგი ”პროკრედიტ ბანკი”-ა, ხოლო ახალი ფულადი გზავნილი -ია, რომელმაც ვიქტორია ზარანდიასთვის დამატებით ათი დოლარი თბილისიდან სოხუმში გადარიცხა. სპეციალურ განაცხადში რომელიც მოლარე ოპერატორმა 12 ნოემბერს შეავსო ”კალმით” ასეთი ჩანაწერი გააკეთა: გამგზავნი – ქევხიშვილი რომანი ქვეყანა: საქართველო მიმღები: ზარანდია ვიქტორია ქვეყანა: საქართველო, სოხუმი მიმღები ბანკი: FININVESTBANK., 29, KOGONIA STR. მოდით, ეს ყველაფერი შევაჯამოთ და არსებული რეალიებისა თუ ფაქტების მოკლე ანალიზი გავაკეთოთ. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თბილისიდან სოხუმში თანხის გადარიცხვა მოვახერხეთ. ამისთვის გამოვიყენეთ საქართველოში მოქმედი, ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ბანკები, რომლებმაც განახორციელეს სწრაფი ფულადი გზავნილები იმ ფულადი გადარიცხვების მეშვეობით, (რომლებიც აღიარებენ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს) ეკონომიკური საქმიანობა დაამყარეს სეპარატისტული რეჟიმის ტერიტორიაზე მოქმედ იურიდიულ პირებთან, რომლებიც არ ცნობენ საქართველოს კანონმდებლობას და ემორჩილებიან არაღიარებული რესპუბლიკის კანონმდებლობას. თუ როგორი გამოიყურება იმ ბანკების იურიდიული თუ სამართლებრივი სტატუსი რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ და რომლებთანაც ”ქართულ ბანკები” ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ახერხებენ ურთიერთობას, გთავაზობთ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის მიმართვას FATF-ისთვის, სადაც ბატონი გოცირიძე შეწუხებულია რუსული ბანკების მხრიდან განხორციელებული უკანონობით. მისი განცხადებით, აფხაზეთის ბანკები სარგებლობენ რუსეთის ბანკების საკრედიტო და საანგარიშსწორებო მომსახურებით და ჩართულნი არიან ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემებში რუსეთის ბანკთაშორისი საგადამხდელო სისტემების მეშვეობით. რომან გოცირიძის მიმართვის ამონარიდი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდიდან: ” რუსეთის ფედერაცია, როგორც FATF-ის წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს ამ ორგანიზაციის რეკომენდაციებს. მიუხედავად ამისა, სეპარატისტული რეგიონის არალეგიტიმურ სტრუქტურებთან უკანონო თანამშრომლობით იგი უხეშად არღვევს FATF-ის რეკომენდაციებში მოცემულ დებულებებს. ამის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე FATF-ის წინაშე რუსეთის ფედერაციის მიმართ მკაცრი გაფრთხილებისა და სათანადო სანქციების გამოყენების საკითხს აყენებს. რომან გოცირიძე ასევე მიმართავს FATF-ის თავმჯდომარეს, რომ „საფინანსო-საბანკო სფეროში არსებული საერთაშორისო პრინციპების, საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმების გათვალისწინებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საბანკო დაწესებულებები არალეგიტიმურად იქნეს ცნობილი და იქცეს შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტად, ისევე, როგორც მათ მიერ უცხო სახელმწიფოთა საბანკო სტრუქტურებთან დამყარებული კონტაქტები“. აფხაზეთში არსებულმა საბანკო დაწესებულებებმა რუსეთთან ელექტრონული ანგარიშსწორების მექანიზმი აამოქმედეს და ისინი ჩართულნი არიან რუსეთის საფინანსო-საკრედიტო სისტემა „ზოლოტაია კორონაში, „ინტერექსპრესში“, „კონტაქტში“ და სხვ.” იურისტი თამარ კორძაია: ”პირიზკური პირი შეზღუდული არ არის საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად მოახდინოს ამ ტერიტორიაზე დეპოზიტებსა და ანაბრებზე თანხების განთავსება, ამ ნაწილში შეზღუდვა არ არსებობს, რადგან მითითებული საგადასახადო კოდექსის თანახმად აღნიშნული არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმინობას. თუმცა ამას ვერ განახორციელებ, რადგან ის ბანკები, რომლებიც აწარმოებენ თანხების გადარიცხვას ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და მათ ცალსახად ეკრძალებათა ასეთი საქმინობის განხორციელება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოყვანილი მუხლების თანახმად. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, თანხების გადარიცხვა რომ მოხდეს კანონიერად ამისთვის აუციელებლია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რათა პირდაპირ, ან ირიბად არ მოხდეს აფხაზეთის აღიარება. ეს დამოკიდებულია მთავრობის გადაწყვეტილებაზე, მის დასაბუთებაზე. მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე ნებისმიერი ასეთი ოპერაციის განხორციელება იქნება უკანონო…” სტატიაში გვინდა საქართველოს ბანკების ასოციაცის შესახებ ორიოდე სიტყვა გითხრათ. რას წარმოადგენს აღნიშნული ასოციაცია? მათი ვებ-გვერდი აკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და ერთი შეხედვით საქმიანი ხალხის ვირტუალურ ოფისს წააგავს. მოდით ვნახოთ მათი მიზნები და ამოცანები: • ბანკების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, • მათი საქმიანობის სამართლებრივი გარანტიებისა და საქმიანობის კოორდინაცია; • ბანკის პრესტიჟის მხარდაჭერა, მათი ხელმძღვანელობისა და სპეციალისტების კონტაქტების ორგანიზაცია; მოკლედ ყველაფერი კარგი ბანკებს… ამოცანებსა და მათი შესრულების შესახებ არაფერს ვამბობთ. ჩვენ ასოციაციის პრეზიდენტს (თავმჯდომარეს)ზურაბ გვასალიას შევხვდით. მოთელვითი შეკითხვების შემდეგ ბატონ გვასალიასა და გიორგი ცუცქირიძესთან შემდეგი შეკითხვით გადავდივარ: ”იცის თუ არა საქართველოს ბანკების ასოციაციამ, რომ ხელს აწერენ და თანამსრომლობენ ისეთ ფულად გზავნილებთან რომლებიც აფხაზეთს, როგორც დამოუკიდბელ სახელმწიფოს ისე მოაზრებენ? და ხომ არ ფიქრობთ რომ ამით საქართველოს საბანკო სისტემა, პირდაპირ თუ არა ირიბად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას?” ბატონმა გვასალიამ თვშეკავებულად მოისმინა შეკითხვა და მკითხა: ”როგორ ხელს აწერე? რას გულისხმობთ?” თუმცა პასუხის გაცემა გიორგი ცუცქირიძემ (ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი) აღარ დამაცადა და დამატებითი, ”შემტევითი” ხასიათის შეკითხვა მომაყოლა: თქვენ იცით რა რის ფულადი გზავნილი საერთოდ?” რამდენიმე წამი მე ბატონ ცუცქირიძეს საშუალებას ვაძლევ ილუზიებში ჩაიძიროს. იგი ფიქრობს რომ მე ჩავიჭერი, თავად სიტუაციას მართავს და იწყებს ფულადი გზავნილის სისტემის ახსნას, იმავდროულად ცდილობს ”დააკნინოს” ფულადი გზავნილების სტატუსი და მათ უბრალო ”შპს”-ეებად მოიხსენიებს. ეს უბრალო შპს-ები როგორც ზემოთ ვნახეთ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის აღშფოთებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვის დაწერის საფიძველი გახდა. მოულოდნელად ვაწყვეტინებ და ვეუბნები: ”ბატონო გიორგი, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში მოქმედი ბანკის მიერ ნებისმიერ ფულადი გზავნილთან თანამშრომლობის განხორციელების გზა? ფორმდება თუ არა მათთან კონტრაქტი? კონტრაქტის გაფორმების დროს უნდა მიაქციოს თუ არა ბანკის წარმომადგენლობამ ყურადღება დაფარვის გეოგრფაიულ არეალს რომელსაც ესა თუ ის ფულადი გზავნილი წვდება? თუ კონტრაქტში ეს არ არის მითითებული არ შეიძლებოდა ამის ვებ=გვერდის საშუალებით დადგენა? ასეთ შემთხვევაში უნდა დადგეს თუ არა მათ შორის თანამშრომლობის გადახედვის საკითხი? რა უფრო მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილის მიერ მირებული ფინანსური სარგებელი თუ ქვეყნის კანონმდებლობის უპატივისცემულობა და სეპარატიზმის მხარდაჭერა? რა პოზიცია აქვს საქართველოს ბანკების ასოციაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? ”მაშინ ფულადი გზავნილი არ უნდა ჩართო, ან უნდა მოთხოვო აფხაზეთი ამოიღოს” – დინჯად მპასუხობს არა ცუცქირიძე, არამედ ბატონი გვასალია. ასეთი ასოციაციების არსებობას და მათთვის კოლოსალური თანხების გადახდას(ბანკების მხრიდან)…თუ უკვე არსებობს და ამ თანხებსაც მათი მიმართულებით ვქაჩავთ, მაშინ იქნებ საქართველოს ბანკების ასოციაციაცია იყოს უფრო ქმედითი ორგანიზაცია? უფრო ყურადღებიანი და უფრო ავტორიტეტული? ფაქტი, ფაქტად რჩება. ჯერ-ჯერობით აღნიშნული ფულადი გზავნილები ისევ ფუნქციონირებენ. ჩვენ გავაუქმებთ ჩვენს გზავნილებს და 30 დოლარს დავიბრუნებთ უკან, მაგრამ… მეგობრის ჩანაწერებიდან: ”ერთადერთი შეკითხვა რომელიც გამიჩნდა არის “კარგია თუ არა ეს?”… მასში არის რაღაც პოზიტივის. ასეთი ტიპის საკომუნიკაციო საშუალება შეიძლებას ამცირენდეს იმ ბარიერს რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის არის. ეკონომიკური, სავაჭრო თუ გნებავთ საბაზრო ურთიერთობები, ხომ ერთერთი აპროპირებული და ძლიერი მოტივატორია დაკარგული კავშირების აღსადგენად? ფულადი გზავნილები კი სავაჭრო ურთიერთობებისთვის ერთერთი საშუალებაა”. თქვენ რას იტყვთ მკითხველო? გავზარდოთ იზოლაციის დონე თუ ჩავეჭიდოთ ვყელაფერ იმას, რაც რაღაც ფორმით მაინც გვაკავშირებს? არ ვიცი, იქნებ იმასაც ფიქრობს ვინმე, რომ ამ წერილმა საქართველოს საბანკო სისტემას ძლიერი დარტყმა მიაყენა?

[ავტორები: რომან ქევხიშვილი, გიორგი მოლოდინი, gtn]
Read more

პუტინმა თქვა - დაგიბრუნებთო



ოთხმოცი წლის იუბილარი, ევგენი პრიმაკოვი, როგორც მხილველები ამბობენ, დაბნეული იღიმებოდა იმ ”გეოპოლიტიკურ - კავკასიური მისიის” გამო, რომელიც მოულოდნელად დააკისრეს. პუტინის პროქართული ტირადა იმდენად მოულოდნელი და ამავე დროს ”პროგრამული” აღმოჩნდა, რომ იქ მყოფნიც და კომენტატორ-ანალიტიკოსებიც, ინტერპრეტაციის მორევში გადაეშვნენ.

- ”ძალიან კარგად მესმის, რომ რასაც ახლა ვიტყვი, დარბაზის გარეთ გავა, უფრო მეტიც მე ამის იმედი მაქვს”, - თქვა პუტინმა, - ”საქართველოს გაერთიანება გადაწყვეტადია, ეს საკითხი ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ. აი ევგენი პრიმაკოვი დაკავდეს ამით”.

რუსული მმართველობის სისტემის პირობებში, ლიდერის ასეთი ფრაზა, როგორც წესი, თითქმის დანიშვნის ტოლფასია, თანაც საგანგებო უფლებებით, - მოხუცი პრიმაკოვის გაკვირვების მიზეზიც ეს გახდა.

პრემიერის ”სადღეგრძელომ” ისტერიკამდე მისული აღფრთოვანება გამოიწვია დარბაზში. ატყდა სატელეფონო რეკვები, ”პუტინმა თქვა - დაგიბრუნებთოოო...” ზეიმობდნენ ქართველები და პროქართველები, დაიზაფრა და დაიბნა რუსული პოლიტელიტისა და მედიის ”დერჟავნიკული” ნაწილი.

ის ნაწილი კი, რომელიც თავს პიარ -ტექნოლოგიებში უფრო გარკვეულად თვლის, ამტკიცებს, რომ ამით პუტინმა ყველას გასაგონად თქვა, რომ კავკასიის სადავეები ხელში აქვს და ”უნდა ჩამოაჭრის და უნდა გააერთიანებს”.

არის კიდევ ”სუპერდერჟავნიკული”, პუტინის ხიბლის ქვეშ მყოფი და საბჭოეთზე ნოსტალგიით შეპყრობილი რუსული ელიტა, რომელიც ”ნაციის ლიდერის” სიტყვებში საბჭოთა იმპერიის აღდგენის გეგმებს ხედავს, სადაც ნომინალურად ”ერთიანი საქართველო” იქნება წარმოდგენილი.

საინტერესო ისაა, რომ ქართული სამთავრობო ტელევიზიების სიუჟეტებში, სწორედ ეს ბოლო ინტერპრეტაცია დომინირებდა. ამას მარტივი მიზეზი აქვს - კულუარებში გავრცელებული მოსაზრება, რომ პუტინი მზადაა, საქართველოს გაერთიანება კონფედერაციის სახით მაინც დაუშვას, ნეიტრალიტეტისა და სააკაშვილის გადადგომის პირობით, სახელისუფლო მედიისათვის, განხილვასაც არ ექვემდებარება.

პუტინის ”პროქართული სადღეგრძელოს” ფესვებში რომ გავერკვეთ, იუბილეზე სტუმართა შემადგენლობას და სიუჟეტის განვითარებას უნდა მივადევნოთ თვალი:

მაშ ასე, ”საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი”-ს საბანკეტო დარბაზი, რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი მძიმეწონოსანის, ევგენი პრიმაკოვის 80 წლის იუბილე... პრიმაკოვი ყოველთვის სენტიმენტებით საუბრობს ხოლმე თავის თბილისურ წარსულზე და საქართველოს სიყვარულზე. მისი დედა, თბილისელი სომხის - არუთინოვის ქალი იყო, პირველი ცოლი კი ქართველი ჰყავდა.

სტუმართა შორის აშკარად ქართველი და ქართული ძირების მქონე ცნობილი სახეები სჭარბობდნენ, იყვნენ სტუმრებიც საქართველოდან. ”საპატიონი” - ქართველი დედის შვილი, - რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი, ახლანდელი - სერგეი ლავროვი, რომლის ნამდვილი გვარი კალანტაროვია და მისი მამაც თბილისის მოქალაქე იყო; ოლიგარქი - შალვა ბრეუსი;

აკადემიკოსი ვიქტორ გელოვანი, რუსი ჟურნალისტების შეფასებით, ფანტასტიკურად ლამაზი მეუღლით, ანჯაფარიძის ქალით; ასევე, ზურაბ წერეთელი, თამარ გვერწითელი, ნანი ბრეგვაძე ... სუფრას კი ხელმძღვანელობდა პრიმაკოვის დიდი ხნის მეგობარი, მოსკოვის მთავარი კარდიოლოგი, დავით იოსელიანი.

პრემიერი პუტინი იუბილეზე საათნახევრის დაგვიანებით მივიდა და ადგილი იუბილარსა და თამადას შორის დაიკავა. ”სუფთა ლიტერატურული” დეტალი - მთელი საღამოს განმავლობაში, თამადა იოსელიანი პუტინს ”ქვეყნის პირველ პირად” მოიხსენიებდა და არც ადრესატისაგან და რა თქმა უნდა, არც დამსწრეთაგან ეს არავის გაუპროტესტებია.

”პროქართული სადღეგრძელოს” პრელუდიად პუტინის პირველი სადღეგრძელო უნდა განვიხილოთ - ”რუსეთის ისტორიაში ბევრი სისხლიანი ფურცელია, მაგრამ ისინი ”პრიმაკოვების” მეცადინეობით მთავრდება ხოლმე”, - განაცხადა პუტინმა. პრიმაკოვმაც ალავერდი მიიღო და საპასუხოდ, პრემიერს ”რუსეთის მხსნელი” უწოდა.

საინტერესოა, რომ როგორც რუსული პრესა წერს, ამის შემდეგ პუტინმა გულით მოილხინა, ”შებახუსდა” და პრიმაკოვის ”ქართული ნოსტალგიით” შთაგონებულმა, თავის სამშობლოზე - ლენინგრადზე (და არა პეტერბურგზე) შეასრულა სიმღერა.

და აი, ”გეოპოლიტიკური სადღეგრძელოს ჟამიც” ... სადღეგრძელო პუტინმა ნანი ბრეგვაძის რუსული სიმღერის შემდეგ წარმოთქვა და თითქოს კარგად დადგმული სცენარით, ოდას ჰიმნი მოჰყვა - მქუხარე ტაშის ფონზე, ქალბატონმა ნანიმ ”თბილისო” დაამღერა.

”თბილისოს” დამთავრებისთანავე პუტინმა საღამო დატოვა, როგორც ამბობენ, ძალიან კმაყოფილი გამომეტყველებით და გასვლისას კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ტელეფონებს ჩაფრენილ სტუმრებს, რომელთა უმრავლესობა თბილსში რეკავდა. ამის შემდეგ საღამო გაფერმკრთალდა და სტუმრებმაც დაშლა იწყეს.

პირველი ეფექტი დარბაზისათვის მაინც აღფრთოვანება იყო. გათვლა, რომ ”ისინი თვითონ გაიტანდნენ”, სრულად ასრულდა. სტუმარი-რომანტიკოსების დაშოშმინებას ამაოდ ცდილობდენენ სტუმარი-სკეპტიკოსები: ”მარიონეტებს რას ეტყვის”, - ასეთი იყო მათი არგუმენტი.

მიუხედავად ამისა, მალემრწმენებმა და მით უფრო აპოლიტიკურმა სტუმრებმა, ის მოისმინეს, რისი მოსმენაც სურდათ. იყო ასეთი ინტერპრეტაციაც, - ”რასაც ჩვენად ვთვლით, ჩვენი იქნება, თქვენ კი თუ ჭკუით მოიქცევით, ჩემგან კეთიგანწყობისა და მოწყალების იმედი შეიძლება გქონდეთ მომავალში”.

ასეა თუ ისე, ”პუტინის სადღეგრძელო” აშკარად დაკონკრეტებას საჭიროებს ავტორისაგან. სავარაუდოდ ამას ქართველი პოლიტიკოსები და მედია დამოუკიდებლად ვერ მიაღწევს. თუმცა არაა გამორიცხული, უახლოეს საჯარო გამოსვლაში, თუნდაც ”ერთიანი რუსეთის” პარტიულ ყრილობაზე, პუტინმა საქართველოს თემა თვითონვე განავრცოს, ამჯერად ფხიზელ გონებაზე.

[გოჩა ჯელია, პრესა.გე]

Read more

მადლობა პატრულს


მადლობა პატრულს არსებობისთვის! – ეს სიტყვები, საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს ეკუთვნის. “ფრთიანი ფრაზა”, ტუღუშმა 19 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, (GIPA) სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე წარმოთქვა.

–”ცოტა ხნის წინ უკრაინაში გახლდით, ადგილობრივი მძროლი მემსახურებოდა. ყოველ 2 კილომეტრში მილიცია რომ გვაჩერედებდა, მაშინ მივხვდი რას ნიშნავს რეპორმირებული პოლიცია, – მადლობა პატრულს”, –განაცხადა სახალხო დამცველმა.ბატონო გიორგი, შეგახსენებთ, რომ თქვენი მოწონებული პატრულის „დამსახურებით“ ასზე მეტი უდანაშაულო ჩემი თანატოლი წევს მიწაში!

სტუდენტებთან შეხვედრისას, გიორგი ტუღუში მის წინამორბედს, სოზარ სუბარსაც შეეხო, ტუღუშის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ სუბარი მისი მეგობარია, ის წარუმატებელი, პოლიტიკურად ანგაჟირებული და ოპოზიციის მხარდამჭერი სახალხო დამცველი იყო.

–”სოზარის სახალხო დამცველობის პერიოდში, მის მიერ მომზადებული რეკომენდაციების 11 % სრულდებოდა და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ხვდებოდა , რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, თორემ ნორმალური ის იქნებოდა,რეკომენდაციების 70 % შესრულებულიყო. სოზარის ზარს ხშირად დებუტატები და მინისტრები იმ მოტივით არ პასუხობდნენ, რომ ის პოლიტიზირებული იყო და ამის გამო ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა. სოზარი რომ ნეიტრალური არ იყო, ამას ისიც ამტკიცებს, რომ სახალხო დამცველის ვადის ამოწურვისთანავე, ის „ალიანსი საქართველოს“ ერთერთი ლიდერი გახდა”. – დასძინა ტუღუშმა

ბატონო გიორგი, შეგახსენებთ, რომ თქვენს მიერ წარუმატებლად შერაცხული სოზარ სუბარი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს. საბჭოს წევრები 3 წლის ვადით აირჩევიან და მათ ფუნქციას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უმაღლესი კომისრისთვის რჩევების მიცემა და მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს!

გიორგი ტუღუშის გამოსვლიდან, ჩემი ყურადღება კიდევ რამდენიმე „ფრთიანმა განცხადებამ“ მიიპყრო. სახალხო დამცველმა, ცალსახად განაცხადა, რო საქართველოში პოლიტ.პატიმრები არ არსებობენ. ტუღუში მადლობელია ხელისუფლების, რომ აგებს გზებს და ა.შ…

ბატონო გიორგი, კარგი იქნებოდა თქვენგან მომესმინა, რომ ახლად დაგებულ გზებს, უამრავი მშობელი, თქვენი მოწონებული პატრულის მიერ მოკლული შვილის საფლავზე მიჰყავს!

ბატონო სახალხო დამცველო, თქვენი მოსმენისას, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მე სახალხო დამცველი არ მყავს და ხელისუფლებამ კიდევ ერთი უფლება შემილახა, რადან თქვენი სახით, არც მეთი არც ნაკლები, მე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერებიშვილს ვუსმენდი!

თავისდროზე, სოზარ სუბარი თუ ერთმა ინდაურმა გამოაფხიზლა, ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველი ჩემს, როგორც მოქალაქის დამცველად რომ ვიგულო, ვფიქრობ ინდაურების ფერმაა საჭირო!

[რომან ქევხიშვილი. gtn.ge]

Read more

პრომეთე ზუგდიდში!


მაშინ, როცა ქართული საინფორმაციო სააგენტოები დილიდანვე სააკაშვილის უკრაინაში გადაფრენაზე იუწყებოდნენ, ქვეყნის პირველი პირი ”მოულოდნელად” ბათუმიდან ”აფრინდა” და ზუგდიდში გაზის ”ტრუბებს დაახტა”… ლაზის ქუჩაზე ჩირაღდანი ”ააგიზგიზა” და ხარებავების გაზის ღუმელს ტაშისკვრით შესძახა: ”აბა, სითბო შემოვიდა ოჯახში. როგორც იქნა გვეღირსა გაზი ზუგდიდში. ხუთი წელია ამ მომენტისთვის ვემზადები...”

მომენტი, რომელითაც პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვილი ბავშვივით ბედნიერი იყო, მხოლოდ სამი ოჯახისთვის აღმოჩნდა ნანატრი ნეტარება. დიახ, სააკაშვილი და მისი ამალა ზუგდიდში ზარ-ზეიმით მხოლოდ ამისთვის ჩამოვიდა. ჩამოვიდა და ისეთივე მოზარზეიმეებიც დახვდა, რომლებიც ამგვარ ცერემონიალს უკვე მერამდენედ ესწრებიან.

სააკაშვილს, ხეთაგურს, გოროზიასა და მამედოვს თუ დავუჯერებთ, გაზის საშუალებით წლევანდელ ზამთარს სითბოში 1100 ზუგდიდელის ოჯახი გაატარებს, შეშასაც დაზოგავს (რომელსაც ვერ ყიდულობს) და ”ცივილურადაც” (როგორც პრეზიდენტი ბრძანებს) იცხოვრებს”.

- ”სირცხვილია, რომ აქ ოდესმე გვქონდეს სიღარიბე. აქ განსაკუთრებით ნიჭიერი და მშრომელი ხალხი ცხოვრობს და ჩვენ უნდა შევუქმნათ პირობები: გზა, წყალი, განვითარება, ხიდები... დანარჩენს ხალხი ხუთიანზე გააკეთებს, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე... ამიტომაც მთავრობამ ბოლომდე უნდა გამოიჩინოს მარიფათი”, - აცხადებდა სააკაშვილი.

”მარიფათიანი” მთავრობა თუ არა, ან ვერა, ხალხი ნათლად ხედავს იმას, რომ გაზის მილები ქალაქის მხოლოდ ერთ ქუჩაზეა გაყვანილი და მისმა ხელისუფლებამ ზუგდიდელებს თავზე მორიგი ცრუ დაპირება ”დააბერტყა.”

საქ. ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს ”სოკარ ენერჯი ჯორჯიას” შორის გაზსადენების მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტი სამი წლის შემდეგ შესაძლოა წარმატებულად მართლაც დასრულდეს, მაგრამ დღეს ზუგდიდში გაზი მხოლოდ სამ ოჯახშია. ამიტომაც, ძნელი დასაჯერებელია ის, რომ ყვითელი მილებით ზამთრამდე კიდევ 1197 ოჯახი აჭრელდება.

შპს ”სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი, მაირ მამედოვი, რომელიც ბაქოელ ჟურნალისტებთან ერთად სააკაშვილის გამოჩენას ხარებავების ალაყაფთან თითქმის ორი საათი ელოდა, ამბობს, რომ საქართველოში 150’000 ათასი აბონენტის გაზიფიციერების პროექტში 40 მილიონი ჩაიდო.

გაზის რიგში არა, მაგრამ სააკაშვილთან შეხვედრის რიგში რამდენიმე ათეული ადამიანი იდგა და საგანგებო წერილების გადაცემასაც ცდილობდა, თუმცა სამთავრობო დაცვამ და პოლიციამ მათზე ადრიანად ”იზრუნა.” საბოლოოდ, სააკაშვილის ხელში მხოლოდ ერთი ბარათი მოხვდა...

აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონს, მარინა თოლორდავას სააკაშვილთან მორიგი შეხვედრის საშუალება არ მისცეს. ის ამბობდა, რომ სააკაშვილს ბათუმსა და ზუგდიდში ვიზიტებისას სამჯერ შეხვდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 5-ჯერ წერილიც გააგზავნა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. თოლორდავა სამუშაო ადგილით დაკმაყოფილებას ითხოვდა...

შვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავდა ლილი შენგელიაც, რომელიც დაგვიანებით მივიდა და პრეზიდენტის ესკორტში შევარდნა სცადა... ინციდენტის შედეგად ქალი საბედნიეროდ არ დაზიანებულა. მისი შეჩერება პოლიციელებმა მოახერხეს.

ქუჩის თავში მობილიზებული პოლიციელები ”დაიცავი საქართველოს” წევრების შეჩერებასაც ცდილობდნენ, რომლებმაც სააკაშვილის ვიზიტის პარალელურად ზუგდიდის ქუჩებში საპროტესტო აქცია გამართეს.

საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, კახა მიქაიას ავტომანქანაზე დამონტაჟებული ვიდეოპროექტორიდან ცნობილი სიმღერა ”მშვიდობით მიშა, მშვიდობით მიშიკო” ისმოდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ”სააკაშვილის პიარ-აქციასთან” მიახლოებას გეგმავდნენ, მაგრამ პოლიციამ ”დაკისრებული მოვალეობა” პირნათლად შეასრულა და ”პროტესტანტებს” ყველა გზა მოუჭრა. ინციდენტი მოხდა კახა მიქაიასა და პოლიციის თანამშრომლებს შორის. დაპირისპირება პოლიციის მხრიდან აქციის შეწყვეტის მოთხოვნას მოჰყვა.

კახა მიქაია: ”მოვარდა პრომეთე, დაანთო ცეცხლი...მაგრამ ზუგდიდში გაზი არ არის. ეს იყო თეატრალიზებული პიარ-აქცია. ხელისუფლებამ თხევადი გაზის მანქანები დამალა ”ჩაის ფილიალში” და იქედან აწვდიდნენ გაზს. უცებ ოლიმპიური ჩირაღდნით მოვარდა სააკაშვილი, შევარდა ერთ ოჯახში და ჩაეხუტა ერთ საწყალ მოხუცს, როგორც ჩვევია ხოლმე...ეს არის სამარცხვინო. ზუგდიდი, სადაც ხალხი შიმშილობს, შეურაცხყოფილია, პატივაყრილი და შეშინებულია, ასეთი პიარ-აქციები მოუწყო, უსინდისობაა.

არცერთი ღირსეული ქართველი არ შეეგუება კოდუების, ახალაიების, გოროზიებისა და ქობალიების ბოგინს ზუგდიდში. არ შეურიგდება არც პოლიციურ რეჟიმს და არც სააკაშვილი-მერაბიშვილის ტერორისტულ ხელისუფლებას...”


[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი, presa.ge]

Read more

რამიშვილმა სიმართლეზე უარი თქვა!


შალვა რამიშვიმა ტელეკომპანია “იმედის” შოუ “სიმართლის დრო” დატოვა, თავად რამიშვილი გადაცემიდან წასვლის მიზეზს არ განმარტავს, თუმცა “იმედის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რამიშვილი გადაცემიდან სხვა პროექტებისთვის დროის დაზოგვის მიზნით წავიდა.
““იმედზე” რჩება ჩემი კიდევ ერთი პროექტი, მულტსერიალი "სამსონაძეები", დანარჩენზე საუბარი კი ამ ეტაპზე არ მსურს", - განუცხადა Media.Ge-ს შალვა რამიშვილმა.

“რამიშვილი “იმედიდან” არ წასულა, ის რჩება ჩვენს თანამშრომლად, “სიმართლის დრო” იყო “იმედის” ერთ- ერთი წარამტებული პროექტი, შალვას ყველა მხარში ვედექით და ვგულშემატკივრობდით, თუმცა, მას, ამ გადაცემის გარდა, კიდევ აქვს სხვა პროექტები, - განუცხადა Media.Ge-ს “იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ეკა წამლაშვილმა.
შალვა რამიშვილი, აწ უკვე გაუქმებული ტელეკომპანია „2002“-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც ფულის გამოძალვის ბრალდებით, 4 წელი გაატარა ციხეში, პატიმრობიდან მიმდინარე წლის აგვისტოში გათავისუფლდა.

2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ წინ, რამიშვილი იყო თანაავტორი პოპულარული რადიო ჩანახატების და შემდეგ ანალოგიური სახის მულტიპლიკაციური სერიალის - ”დარდუბალა”, რომელთა სამიზნეებიც მაშინდელი პრეზიდენტი შევარდნაძე და მისი მთავრობა იყო. პატიმრობის დროს რამიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებდა. ის პრესაში ხელისუფლების მამხილებელ წერილებს აქვეყნებდა და მხარს უჭერდა ოპოზიციას, რომელმაც ის პოლიტპატიმრად აღიარა.

[წყარო: media.ge]
Read more

7 ნოემბრის განაცხადი


მოძრაობა „7 ნოემბრის" წევრებმა დედაქალაქის მერიაში განაცხადი შეიტანეს. ახალგაზრდული მოძრაობა ვარდების რევოლუციიდან 6 წლისთავზე პარლამენტის შენობასთან აქციის გამართვას გეგმავს. აქცია 23 ნოემბერს დღის 12 საათზე დაიწყება და ღამის 12-ტ საათამდე გაგრძელდება. აქციის წევრები წაიკითხავენ ხელისუფლების 6 წლიანი მმართველობის ანგარიშს, გამოიფინება 2003 წლის 23 ნოემბრიდან დღემდე ამსახველი ფოტო მასალა, დღის ბოლოს კი პარლამენტის შენობის წინ მოეწყობა დოკუმენტური ფილმების ჩვენება. დედაქალაქის მერია აქციის ორგანიზატორებს პასუხს სამ დღეში გასცემს.
[itv]
Read more

იეჰოველებს დევნიან?[video]


ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში იეჰოვას მოწმეებსა და მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა. ქუჩაში გამოსული, განსხვავებული რელიგიური შეხედულების მქონე მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების მიზეზი კომბინატელების საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მშენებარე ნაგებობა გახდა, სადაც სექტის ერთ–ერთი სალოცავის გაიხსნა იგეგმება. ზუგდიდელები აცხადებენ, რომ ობიექტიდან 50 მეტრში დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია შენდება და მათთვის სრულებით მიუღებელია, არა ქრისტიანული ნაგებობა მართლმადიდებლურ ტაძართან ახლოს.
იეჰოვას მოწმეთა უფლებებს კი შემთხვევის ადგილზე საქართველოს შს–ს წარმომადგენლები იცავდნენ.
სექტის ადგილობრივ ლიდერთა თქმით მათ ტერიტორია, კანონიერად შეიძინეს და სრული უფლება აქვთ სასურველი მშენებლობა წამოიწყონ.
Read more

რონდინეს გზა


2009 წლის ოქტომბერში რომის პაპმა საჯაროდ მხარი დაუჭირა კავკასიელი ახალგაზრდებისა და აკადემიის წარმომადგენელთა 14 პუნქტიან მიმართვას, რომელიც ფრანჩესკო ასიზელის ტაძარში, რონდინეში მიიღეს 2009 წლის მაისის საერთაშორისო კონფერენციაზე და რომელზედაც მრავალი სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტი და პოლიტიკოსიც მუშაობდა. დავით ჭუმბურიძის, გიგა კაჭარავას, ხატია ბენიძის, კან ტანიას, ალან ვოუბას, ჩერმენ კელეხსაევის და ბევრი მათი მეგობრის მიერ არეცოს მშვიდობის ციტადელში წამოწყებულმა პროცესმა საკმაოდ ლოგიკური გაგრძელება ჰპოვა. რომის პაპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რელიგიური დენომინაციის ლიდერია და სახელმწიფოს მეთაურიცაა. მასთან ერთად ამ პროცესს ორგანიზებას უწევდა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფრანკო ვაკარის მიერ დაარსებული ”მშვიდობის ციტადელი”.

პირველი რიგში უნდა ითქვას რომ რონდინეს პროცესს საფუძვლად დაედო არა მხოლოდ ახალგაზრდების მეტად გულწრფელი სურვილი რომ გამოსავალი მოეძებნათ ამ მეტად რთული მდგომარეობიდან, არამედ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სურვილიც რომ კავკასიის საშინელი ტემპებით მილიტარიზაცია პუტინისა და სააკაშვილის რეჟიმების მიერ შეწყდეს. სწორედ ამ ფაქტისა გამო, მოწვეულ იქნა ეს კონფერენცია, სადაც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სენატის წარმომადგენლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ გარდა იყვნენ სტუმრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, რუსეთიდან და პრაქტიკულად ყველა კავკასიური ქვეყნიდან თუ ავტონომიური რეგიონიდან ჩრდილო კავკასიის რეგიონების ჩათვლით.

კონფერენციაზე ყველაზე დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია რაღა თქმა უნდა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობამ ”ძალის არგამოყენებაზე” და ”განიარაღებაზე”. თუკი რუსეთის ყოფილი ელჩი საქართველოში და მისი ზოგიერთი ავტონომიის წარმომადგენელი მხარს უჭერდა რუსეთის მთავრობის მიერ არაერთხელ გაცხადებულ ‘ძალის არგამოყენების” პრინციპს, ქართული მხარე მხარს თავიდანვე უჭერდა ‘განიარაღებას”. ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტი იყო, რომ განიარაღების ინიციატივას მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ ქართველებმა, არამედ აფხაზების, სომხების, და თვით ჩერქეზების ზოგიერთმა წარმომადგენლებმაც კი. წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთის ელჩი და მისი რამოდენიმე არცთუ დემოკრატიული რეგიონის წარმომადგენელი იყო. თუმცა აქ ყველაფერი გადაწყვიტა საერთაშორისო მონაწილეთა პოზიციამ. როგორც ამერიკის, ასევე ევროკავშირის თითქმის ყველა წარმომადგენელმა განიარაღების ვარიანტს დაუჭირა მხარი. და საბოლოო დოკუმენტიც, რომელიც ვუდრო უილსონის 14 მშვიდობის პუნქტის ანალოგად შეიქმნა, მიღებულ იქნა სწორედ იმ ვარიანტით, რომელსაც ქართველებმა და აფხაზებმა ერთობლივად დაუჭირეს მხარი. კან ტანიას და დავით ჭუმბურიძის დუეტმა მეგობრებთან ერთად ეს წინადადება გაიტანა, მართლაც მეტად რთულ მდგომარეობაში.

საბოლოოდ ფლორენციის ”პალაცე ვეკიო”-ში მხარეებმა საბოლოო ვარიანტს მოაწერეს ხელი. სახალხო დიპლომატიამ შესძლო იმის გაკეთება, რასაც პუტინისა და სააკაშვილის მთავრობის წევრები ამდენი ხნის განმავლობაში ვერ აკეთებენ. რონდინეს 14 პუნქტის ქართული თარგმანი ზუსტად ასე გამოიყურება.

1. საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა კავკასიასა და მსოფლიოში, რომლებიც უბიძგებს მთავრობებს კონფლიქტში ჩართულ მხარეთაშორის მოლაპარაკებათა მუდმივმოქმედი მაგიდის შექმნისაკენ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში არსებული წინააღმდეგობების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების გამოსამუშავებლად.

2. კავკასიის რეგიონში კონფლიქტში ჩართული თითოეული მხარისათვის მოწოდება, ნებისმიერი უთანხმოების მოლაპარაკებათა მაგიდაზე გადატანისაკენ, რათა არსებობდეს ძალის გამოყენების გარეშე კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალება.

3. ხელსაყრელი პირობების შექმნა, იმისთვის, რომ მოლაპარაკებათა მუდმივმოქმედი მაგიდა გარდაიქმნეს ადგილად, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა ძალისხმევის გაერთიანება, ჰუმანიტარული, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ზრდისა და განვითარებისათვის, რეგიონის ეტაპობრივი და კოორდინირებული განიარაღების იმედით.

4. რეგიონის კონფლიქტებში დაზარალებულებისათვის სოციალური სტატუსისა და უფლებების აღდგენა, დაბრუნების უფლების გათვალისწინებით ყველასათვის, ვინც ომის შედეგად იძულებული იყო დაეტოვებინა საკუთარი სახლი, ყველა მხარისათვის უსაფრთხოების გარანტიით, დიალოგისა და სხვა ნებისმიერი მშვიდობიანი საშუალებით.

5. პირობების შექმნა, რომლებიც კავკასიის სხვადასხვა ტერიტორიის საწარმოთაშორის გაამარტივებენ თანამშრომლობას და საფუძველს ჩაუყრიან ერთიანი კავკასიური ეკონომიკური სივრცის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ადამიანების, კაპიტალის, ნაწარმისა და მომსახურეობების თავისუფალ გადაადგილებას, ამავდროულად ბუნებრივი გარემოს დაცვის გარანტიით.

6. რეგიონში საერთაშორისო პირველ რიგში ევროპული კომპანიების შემოსვლის პირობების გამარტივება, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ კავკასიური ეკონომიკის განვითარებაში, ასევე შემუშავება ფინანსური სტიმულების გეგმისა, რომელიც რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისაკენ იქნება მიმართული.

7. საერთო პროექტების განვითარება მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროში, დიალოგისა და ტოლერანტობის მხარდასაჭერად, რომელიც საჭიროა სირთულეებისა და არასწორი აზრის გადასალახავად, რაც ერთმანეთის კარგად არცოდნაზეა დამყარებული.

8. საერთო კულტურათაშორისი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მოიცავენ ენებისა და საზაფხულო, ადგილობრივ და საერთაშორისო სკოლებსა და ბანაკებს, რომლებსაც ექნებათ შეთანხმებული პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს მისცემს ერთმანეთის გაცნობის, კულტურებისა და ენების განსხვავებულობის აღქმისა და ამავდროულად შენარჩუნების საშუალებას.

9. საუნივერსიტეტო ინიციატივების მხარდაჭერა, როგორც რეგიონის შიგნით მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ორგანიზებისათვის, ასევე კავკასიელ სტუდენტთა გასაგზავნად საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში, და საუნივერსიტეტო კურსებისა და კვლევითი პროექტების შესაქმნელად მშვიდობისა და კონფლიქტების გადაწყვეტის თემაზე.

10. პლურალისტური, მრავალ ენობრვი და რეგიონთაშორისი ხასიათის ტელე-რადიო არხებისა და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დაფინანსება და მხარდაჭერა.

11. გაერთიანების ერთერთ საშუალებად, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, ხმელთაშუაზღვის თამაშების მოდელით.

12. კულტურული ინიციატივებისა და ფესტივალების ”კავკასიის დღეები”-ს ჩატარება (კინომატოგრაფიის, თეატრის, ფოლკლორის, ხელოვნების, ლიტერატურის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის), რომლებიც ხელს შეუწყობენ გაცნობასა და ხაზს გაუსვამენ რეგიონის საერთო კულტურულ ფონდს, ყოველი ხალხის თავისებურებების პატივისცემით.

13. რონდინეს სტუდენტთა გამოცდილება დაედოს საფუძვლად კავკასიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მოღვაწეობას, რომელიც შესაძლებელს გახდის რეგიონის ყველა ხალხთა ერთიანი ახალგაზრდული ფორუმის ჩამოყალიბებას. რის ერთერთ ხელსაწყოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინტერნეტ საიტი, რომელიც გაამარტივებს რეგიონის სხვადასხვა ენაზე ინფორმაციის გაცვლას და უზრუნველყოფს პრობლემების შესახებ ობიექტური და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

14. რელიგიათაშორის დიალოგის განვითარების მხარდაჭერა საერთო მშვიდობისა და ძმობისათვის.

სამწუხაროდ ამ ფაქტს ქართულმა და რუსულმა მედიამ პარქტიკულად სრული იგნორირება გაუწიეს. თუმცა ამ დეკლარაციას მხარი დაუჭირა ბევრმა უცხოელმა დიპლომატმაც და იტალიის სენატმაც. ამ გეგმას ვაშინგტონშიც სერიოზულად იხილავენ. 2009 წლის მაისში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საკმაო ყურადღება დაეთმო რონდინეს გამოცდილებას. ალექს ვან ოსმა, ქრისტოფერ მიტჩელმა, უოლეს უორფილდმა და ელჩმა ჯონ მაკდონალდმა მეტად საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს ამ თემაზე ‘მშვიდობის ზონების” კონტექსტში, ისევე როგორც სხვა გამომსვლელებმა. ევროპელებიც და ამერიკელებიც ცდილობენ რომ ხელი შეუწყონ კავკასიაში მოვლენების მშვიდობიან განვითარებას. Pპრაქტიკულად ყველას ესმის რომ ეს არის უალტერნატივო გზა, რუსეთისთვის და საქართველოსათვის.

ამ შემთხვევაში ლაპარაკი არ არის მხოლოდ განყენებულ და რომანტიულ მიდგომაზე მშვიდობის პროცესების მიმართ. აქ ლაპარაკია მრავალმხრივი დიპლომატიის მექანიზმებზე რომ კავკასია იქცეს მშვიდობიან ზონად, სადაც ადგილი არ ექნება შეიარაღებულ შეტაკებებს. შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია უფრო ჯანმრთელად უყურებს რეგიონში მიმდინარე მოველენებს და ცდილობს რომ საკუთარი მოკავშირეების ინტერესები ნაკლებად მილიტარისტული გზებით დაიცვას. ბუშის პოლიტიკა, რომელიც სააკაშვილის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებდა უფრო ზომიერმა და სამოაქალაქო საზოადოების დახმარების პოლიტიკამ შეცვალა. ვაშინგტონში ბევრი ეჭვს გამოთქვამს რომ საქართველოს სამხედრო დახმარება დიდხანს გაგრძელდება. სამაგიეროდ იმატებს დახმარება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მოსაძლიერებლად. ევროკავშირი კი ბუშის პრეზიდენტობის პერიოდშიაც ამ პოლიტიკის მომხრე იყო.

რეალურად, სახალხო დიპლომატიისა და დიალოგის გზა ერთადერთი გზაა ამ მეტად რთული სიტუაციიდან გამოსვლისა. აქ საჭიროა ფიქრი სწორედ ისეთ დიპლომატიაზე, როგორიც ქართველმა ახალგაზრდებმა თავის აფხაზ და ოს მეგობრებთან ერთად აწარმოეს რონდინეს კონფერენციაზე. სწორედ ამ პრინციპული და სწორი დიპლომატიის დადებითი შეფასება იყო რომის პაპის მიერ ამ პროცესის მხარდაჭერა. საერთაშორისო პოლიტიკის დარგში ექსპერტები უკვე დიდი ხანია თანხმდებიან რომ დიალოგის და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას ალტერნატივა არ აქვს. ახლანდელი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანის განცხადებით ამაში ახლა საჭიროა ორი ადამიანის დარწმუნება: პუტინისა და სააკაშვილის. ეს ორი ადამიანი ჯერ კიდევ ცივი ომის ღირებულებებით ცხოვრობს და არ წარმოუდგენიათ ცხოვრება სამხედრო-პოლიციური რეჟიმების გარეშე და ორივე მათგანთან საუბარი ძალიან უჭირთ საერთაშორისო დიპლომატებს. ბოლო წლის განმავლობაში პუტინსა და სააკაშვილს ცოტა სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი თუ ხვდება. ამის მთავარი მიზეზი კი მათი შეუვალობაა მშვიდობის საკითხში. საუბედუროდ ეს ორი ადამიანია ყველაზე მეტად წინააღმდეგია სახალხო დიპლომატიის.

მე დავამატებდი რომ სააკაშვილთან და პუტინთან ერთად სამშვიდობო პროცესების მოწინააღმდეგე არანაკლებ სერიოზული მესამე პიროვნებაა - ეს გახლავთ თეა თუთბერიძე. ქართული ეკლესიის წინამძღოლს არ აპატია სამშვიდობო ინიციატივა და ლამისაა პატრიარქის დაჭერა მოითხოვა. ახლა კი მისი რისხვა რომის პაპზეც გადავიდა. მისი ფეისბუკის გვერდზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ინტერნეტ ფორუმზე სასწრაფოდ გამოჩნდა პაპის შეურაცხმყოფელი ვიდეოებიც. თავს უფლებას მივცემ ვივარაუდო, რომ მისი რისხვის შემდეგი ობიექტი ტიბეტის თეოკრატიული სახელმწიფოს ლიდერი დალაი ლამა იქნება. ისიც ხომ მშვიდობის მომხრეა და ამ დარგში რამოდენიმე სერიოზული პრემიის ლაურეატიც არის.

ხუმრობა იქით იყოს და ამდენი ტრაგედიისა და იმედგაცრიების შემდეგ ნამდვილად სასიხარულოა რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც სამხედრო-პოლიციური რეჟიმის პროპაგანდას და მის დოგმებს არ ემორჩილებიან და ნამდვილ განათლებასაც იღებენ, რომელიც არ არის სამხედრო-პოლიციური, და ისეთ საქმეებსაც აკეთებენ, რომ რომის პაპიც კი მხარს უჭერს.


[presa.ge]

Read more

ლომაიას ახალი წარმატება


ცნობილი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია „ღია ბოქლომს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. პარაფსიქოლოგიის მამა უკრაინაში იმყოფება და როგორც შევიტყვეთ, ამ ქვეყანაში ცნობილი პიროვნება გახდა. მასზე წერენ წამყვანი გაზეთები და ხშირად რადიოსადგდურები სიამოვნებით უთმობენ ეთერს საქართველოდან დევნილ ირაკლი ლომაიას. მოკლედ, ის თავა გვესაუბრება უამრავ სკანდალურ თემაზე...

–ირაკლი, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ახალი?
–ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს საკუთარი ქვეყნიდან წასვლა, იმის გამო, რომ ძალიან დიდი თანხის გადახდას მაიძულებდნენ „კრიშიბის“ სანაცვლოდ?! (არ მესმის ვისგან მჭირდებოდა ან რატომ ე.წ „კრიშობა“) თუ არ მივცემდი ფულს მემუქრებოდნენ, რომ არ გამახარებდნენ. ნამდვილად არ შემიძლია ამას წარმატება უწოდო ეს ხომ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია? საკუთარ ქვეყანაში იქ სადაც სამჯერ გაგიტაცებენ, ორჯერ მოგწამლავენ, ორჯერ შვილს მოგტაცებენ და ამ ყველაფერში არალეგალურად 900-ათას დოლარს გადაგახდევინებენ თუ არა და გეტყვიან შვილებს დაგიხოცავთო არც ეს არის არავისი წარმატება და ისევ საკუთარი ქვეყნის სირცხვილის და ნამუსის ძარღვს გიწყვეტს. მოკლედ რომელი ერთი ჩამოვთვალო? ქვეყანაში სადაც მე დავიბადე, გავიზარდე და ჩემით მივაღწიე წარმატებებს მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცას უსაქმურად ჯდომითა და სხვის ხარჯზე გამდიდრება მოუნდა ნამდვილად არ ჩავთვალე საჭიროდ გადამეხადა არ არსებული თანხა.
–ვის ადანაშაულებთ თქვნზე განხორციელებულ ტერორში?
–პირველ რიგში მედიკოსებს და მერე მთავრობას. კი არ ვადანაშაულებ არამედ მე ზუსტად ვიცი საქართველოში მედიკოსტა გარკვეული ჯგუფი, რომელმაც ჩემს მოსაკლავად საკმაოდ სოლიდური თანხასაც კი გადაიხადეს წარსულში, მაგრამ საბედნიეროდ გადავრჩი.
მთავრობას კი იმიტომ ვადანაშაულებ, რომ მე თუ საქართველოს მოქალაქ ვარ და მიცავს კანონმდებლობა რატომ არ აღკვეთეს ეს ყოველივე?!
–ბუნებრივია თქვენი საქართველოდან წასვლის მიზეზი ალბათ ის ზეწოლის ფაქტები გახდა, რომელზეც გვიამბეთ..
–დიახ. მოკლედ გადავწყვიტე საქართველოდან დროებით მაინც გავსულიყავი შტატებში მაგრამ აქაც როგორც ყოველთვის დაბრკოლებებს გადავაწყდი საკონსულოში შესვლისთანავე კონსულის წარმომადგენლებმა ასეთი სიტყვები მაჯახეს ,,თქვენ ისეთი პიროვნება ხართ, რომ გაგიშვათ ვიცით უკან არ დაბრუნდებითო,, და სამწუხაროდ ვიზა არ მომცეს, გავიდა ერთი თვე და მივმართე ისრაელის საკონსულოს იქაც იგივე სიტყვები გამიმეორა კონსულის წარმომადგენლებმა, არა და უკვე არა ერთხელ ვარ ნამყოფი ისრაელში და არსად დარღვევა არ მქონია, მოკლედ რას ვიზამდი გავიდა კიდევ ერთი თვე და მივმართე გერმანიის საკონსულოს რაღა გავაგრძელო და იქაც იგივე სიტყვების მოსმენა მომიხდა და მსგავს სიტუაციაში თითქმის ყველა საკონსულო შემოვიარე. როდესაც ამოვწურე საკონსულოებში ვიზიტი და ერთი და იგივე სიტყვების მოსმენით უკვე საკმაოდ დავიღალე. ერთ მშვენიერ დღეს მობილურზე ანონიმურმა ზარმა დარეკა და ყოველგვარი მოსალმების გარეშე ამ სიტყვებმა გაიჟღერა: ,,ტყუილად ცდილობ და ირჯები, ვიზებს ვერ ეღირსები სანამ დანიშნულ ადგილამდე იმ თანხას არ გადაიხდი რაც დაგავალეს და თუ არ გადაიხდი ჯერ გელოდებით და წინ უარესი და უამრავ სკანდალებში აღმოჩნდები,, -ო ალბათ საზოგადოებას ამ კითხვის მერე დააინტერესებს რა თანხაზეც იყო საუბარი, ეს თანხა კი არც მეტი და არც ნაკლები ერთი მილიონი დოლარია, რომელსაც მე ეს ხალხი ყოველწელიწადს მთხოვს იმ გადასახადების გარდა რასაც ჩემი ყველა ორგანიზაცია იხდიდა. ამ ყველაფრის მერე მივხვდი, რომ ჩემ დარჩენას საქართველოში აზრი არ ქონდა და აუცილებელი იყო ჩემი ქვეყნიდან გასვლა. დავრეკე უკრაინაში სადაც ჩემი ყოფილი პაციენტი ცხოვრობს, აუხსენი ყველაფერი და ვთხოვე დამხმარებოდა. რა თქმა უნდა მან უარი არ თქვა ჩემს მიღებაზე და მეტიც დასძინა თქვენ აქ თუ ჩამოხვალთ და დაიწყებთ მოღვაწეობას მერწმუნეთ თქვენს ფენომენს უკრაინა აუცილებლად დაინახავსო. სანამ წამოვიდოდი მეუღლესთან გავაკეთე განქორწინება, მოვაგროვე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი ავ-კარგობის დამადასტურებელი ყველა ისტორია და გამოვეშურე უკრაინაში. ჩამოსვლიდან 15 დღე არ იყო გასული ატყდა საქართველოში ჩემზე აყალ-მაყალი, ჭორები, კვირა ერთი იყო და „კვირის პალიტრა“ და სხვა და სხვა ყვითელი პრესა ისეთ არარსებულ ჭორებს წერს დღემდე გეგონება თურმე მე ქვეყნის დამაქცეველი ვყოფილვარ საქართველოში. რა თქმა უნდა ყოველივე სიმართლე არავის აინტერესებს და დღემდე ბლოკავენ ჩემს საპასუხო წერილებს. გავიდა კიდევ ერთი კვირა და პირველმა არხმა რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვია ჩემზე ისეთი საშინელი სიუჯეტი მოამზადა, აქაც რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ჩემი კომენტარი არავის დაინტერესებია და დღემდე რეალური სიმართლე არავის აინტერესებს, რაში აწყობთ?! როცა პირველ გვერდზე წერენ სად გაქრა პარაფსიქოლოგიის მამაო. იმას კი არ წერენ თუ რატომ და ვინ აიძულა საკუთარი ქვეყნიდან გაქცევა პარაფსიქოლოგიის მამას? მე იძულებული გავხდი ამ ეტაპზე მიმეტოვებინა ყველაფერი და საკუთარი და ოჯახის კეთილდღეობისთვის მიმექცია დიდი ყურადღება, მოკლედ აქ გავიცანი გოგონა რომელთანაც მე ხელი მოვაწერე და ეხლა კი ველოდები უკრაინის მოქალაქეობას. რა თქმა უნდა მე არ მიმიტოვებია და არც ვაპირებ ჩემი ოჯახის მიტოვებას ეს ყველაფერი საქმეს ჭირდებოდა. მე აქ უკვე მიმიღო უკრაინის სასამართლომ როგორც გამონაკლისი და საჭირო პიროვნება, და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ორი თვეა არ არის გასული რაც აქ ვიმყოფები მე უკვე ვიყავი მიწვეული დონეცკის ერთ-ერთ საკმაოდ სოლიდურ რადიო მაუწყებლობაში და აგრეთვე აქ ჩემზე არა ერთ პრესის ფურცლებზე დაიწერა და ამ მცირე დროში ეტაპობრივად მივიწევ წინ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მე როგორც თბილისში ამბობენ არ გავქცეულვარ ჩემი ნებით 8 თვის უკან საქართველოდან, მე ჯერ ორი თვეა არ არის გასული რაც წამოვედი და დღემდე არ მიმიტოვებია არცერთი ჩემი ყოფილი პაციენტები, რომლებსაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ქონდათ საქმე მიყვანილი. მე მათ აღნიშნული მეთოდიდან გამომდინარე ყველას, ყველაფერს უმზადებ და ვუგზავნი საქართველოში და ასე გაგრძელდება თითოეულ მათგანზე ვინც უკვე იყო ჩემი პაციენტი. რას ვიზამთ საკუთარ ქვეყანას და მთავრობას დააბრალოს ყველამ ჩემი წამოსვლა მე ნურავინ ნუ მეტყვის საყვედურს.
–საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებთ?
კიდევ ერთხელ ვამბობ მე როგორც კი უკრაინის მოქალაქეობას ავიღებ აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში, არავის ეგნონოს, რომ ირაკლი ლომაია ადვილად დამარცხდბა, მე გავცემ ყველა თაღლითს და იუდას პასუხს, ამავე დროს იმ ე.წ შოუ-ბიზნესის ყოფილ მეგობრებს, რომლებიც თურმე ჩემთან მხოლოდ ფულის გამო მეგობრობდნენ. ღიად ვაცხადებ, რომ დრო მოვა ეკა კვალიაშვილს ჩემ წინ დავაჩოქებ და საჯაროდ ვანანებს იმ სიტყვებს რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუში სთქვა და არა მარტო კვალიაშვილს ბევრს ვინც, მიღალატა და ვერ დაინახა ჩემი ადამიანობა.
ეხლა კი მინდა საზოგადოებას უთრა ნუ გჯერათ ბნელი ხალხის, მე ჯერ კიდევ ცოცხალი და საღ-სალამათი ვარ, მე არაფელი ჩამიდენია თავის მოსაკლავი, როგორც ამას მანდ ზოგიერთი ავრცელებს (არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი სიკვდილი ხელს ნამდვილად აძლევთ მათ და თუ მომკლეს მერე იტყვიან თავი მოიკლაო) მე არ გამიქურდავს არც ე.წ ოქროს საბადო, რომელიც თურმე თბილის ქონდა. რომელი ერთი ვთქვა? არ ვემალები არავის ვისაც რამე აინტერესებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დამირეკონ და გავცემ ყველას პასუხს. ეშინოდეთ მათ ვისაც ჩემ წინაშე მიუძღვით დანაშაული, შური და არაადამიანობა. ჩემი დრო ისევ მოვა და თან ძალიან ამაღლებულად.
ძალიან მიყვარს საქართველო და ჩემი ხალხი, ამიტომაც ვიტანდი ყოველივეს ამ 9 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველასთვის ამაზრზენი და მოსაბეზრებელი იქნებოდა ალბათ ჩემს სიტუაციაში ყოფნა, როდესაც ყოველ დღე გირეკავს ტელეფონი და გეუბნება საშინელ სიტყვებს და არა მარტო სიტყვებს (ნამდვილად არ მიხაროდა პირად დაცვებში სოლიდური თანხების გადახდა).
დრო მოვა ყველა გაიგებს ჭეშმარიტ აზრს. ვინც ჩემს მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, ამ ბნელი ხალხის ინფორმაციით – გაიგებს სიმართლეს. ყოველივე ამაში ისევ და ისევ ჩვენი ტრადიციული ექიმების და მთავრობის ხელი ურევია.
ახლა კი იმდენი წერონ და იკითხონ რამდენიც მათ გაუხარდებათ, მე ვინც კარგად მიცნობს ყველამ იცის რეალურად ვინც ვარ... დრო მოვა საქართველო ნამდვილად იტყვის; კიდევ ერთხელ: ეს რა კაცი დაგვიკარგავსო...
მიყვარხართ ყველანი და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.


[ესაუბრა ილია ჩაჩიბაია,
უკრაინა, "ღია ბოქლომი"]


Read more

მაესტრო გასხვისდა?


ტელეკომპანია "მაესტრო" 3-წლიანი მართვის უფლებით გადაეცემა "რუსთავის მედია -მართვის კომპანიას", რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელმა და რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ეროსი კიწმარიშვილმა შექმნა.

12 ნოემბერს "მაესტროს" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ხელმოწერილი მემორანდიმით "მაესტროს" მთლიანი წილი, 100 პროცენტი ტელეკომპანიის დამფუძნებლების ხელში დარჩება.

პრესკონფერენციაზე ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ "რუსთავის მედია -მართვის კომპანია" არის შპს და ის შეიქმნა სპეციალურად იმისთვის, რომ "მასეტროს" სამართავად „იურიდიული მხარე ყოფილიყო მოგვარებული".

კიწმარიშვილმა დასძინა, რომ პარტნიორები უახლოეს პერიოდში ხელშეკრულებას გააფორმებენ.

ტელეკომპანია „მაესტრო", რომელსაც ადრე კომუნიკაციების კომისიასთან პრობლემები ჰქონდა ლიცენზირებასთან დაკავშირებით, საკაბელო არხებით, ძირითადად, თბილისში მაუწყებლობს , ასევე რამდენიმე ქალაქში.

მამუკა ღლონტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ტელეკომპანია ფინანსურ სიძნელეებს განიცდის, რადგან ხელისუფლების ზეწოლით კომპანიები უარს ამბობენ მის ტელევიზიაში რეკლამის განთავსებაზე.

დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ, ეროსი კიწმარიშვილმა Media. Ge-ს განუცხადა, რომ "მაესტროს" დაფინანსება კანონმდებლობის შესაბამისად, „გამჭვირვალედ და ლეგალურად", მოხდება.

„ეს არის რეკლამა, გრანტები, კერძო შემოწირულობები. დაფინანსება იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, ჩუმად არაფერს არ გავაკეთებთ",- თქვა ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს.

„უახლოეს მომავალში ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია დაიწყება", დასძინა კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, ის პარტნიორებთან ურთიერთობის ფორმებზე შეთანხმდა, ამ შეთანხმებით მამუკა ღლონტს, როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებელს, გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება ექნება და ორივე მათგანი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღებენ ტელეკომპანიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებებს.

„არხის ძირითადი მიმართულება იქნება ობიექტური ახალი ამბები", თქვა კიწმარიშვილმა.

ამავე დროს კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ „ტელეკომპანიას გააკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან".

"კიწმარიშვილის საქმიანობას ზედამხედველობას გაუწევს ის სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მალე ჩამოყალიბდება და რომელშიც ევროპელი ექსპერტების შეყვანას ვაპირებთ", განაცხადა Media. Ge-სთან საუბარში მამუკა ღლონტმა.

კიწმარიშვილმა Media. Ge-ს ასევე განუცხადა, რომ ტელეკომპანიიდან ძველი თანამშრომლების გაშვება არ მოხდება და ახალი კადრები იმ პლატფორმის მიხედვით შეირჩევა, რომელსაც ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელობა და დამფუძნებლები ერთობლივად შეიმუშავებენ.

"არ არის გამორიცხული, ტელეკომპანია "მაესტროში" ვიხილოთ ბევრი ის ჟურნალისტი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო არ მიუწვდება დღეს ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაზე. ეს შეიძლება იყვნენ "რუსთავი-2"-ის ძველი სახეები, თუმცა ძირითადი აქცენტი გაკეთდება "მაესტროში" მომუშავე კორესპონდენტებზე. ჩვენ ჟურნალისტებთან ვითანამშრომლებთ მათი სურვილის და კვალიფიკაციის დონის მიხედვით", განაცხადა კიწმარიშვილმა.

ეროსი კიწმარიშვილი, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ელჩის თანამდებობას გამოეთხოვა. ის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს საჯარო გამოსვლებსა თუ პრესის ფურცლებზე. ამასთან, კიწმარიშვილი სასამართლო ორგანოების მეშვეობით ცდილობს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს დაბრუნებას. ყოფილი ელჩი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტ მიხილ სააკაშვილის მითითებით ის აიძულეს უარი ეთქვა თავისი წილზე (30 )%, რომელიც "რუსთავი 2"-ში ეკუთვნოდა.

"რუსთავი 2"-ში ჩემი წილისთვის ბრძოლა გრძელდება და ამისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებ, თუ კი სასამართლო ჩემს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ "მაესტროსთან" მიმართებაში რაღაცეების შეცვლა მომიწევს", თქვა კიწმარიშვილმა, თუმცა დასძინა, რომ ქართული სასამართლო მის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.


[media.ge]

Read more