ჯეკსონის ექიმი სასამართლოს წინაშე


პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯეკსონის პირადი ექიმი კონრად მიურეი, სასამართლოს წინაშე 5 თებერვალს წარსდგება.

ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული სააგენტო Aსსოციატედ Pრესს-ი იუწყება.

სააგენტოს განმარტებით, სავარაუდოა, რომ საქმის განხილვაზე, რომელიც ლოს-ანჟელესში გაიმართება, მიურეის არამიზნობრივ მკვლელობაში დასდებან ბრალს. ცნობილია, რომ ჯეკსონის ექიმი თებერვლის დასაწყისიდან სასამართლოს მოლოდინში, ლოს-ანჟელესში იმყოფებოდა.

სამართლადამცავმა ორგანოებმა, რომლებიც პოპ-მეფის გარდაცვალებას იძიებდნენ, 2009 წლის აგვისტოში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჯეკსონის გარდაცვალება ძლიერმოქმედი წამლების ,,კოქტეილმა’’ გამოიწვია. აქედან გამომდინარე, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალება მკვლელობად იქნა მიჩნეული.

მსოფლიოს პოპის-მეფედ ღიარებული მომღერალი- მაიკლ ჯეკსონი 2009 წლის 25 ივლისს გარდაიცვალა.