ირაკლი ბათიაშვილი ბაბუაა


პოლიტიკოს ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი ირინა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ვაჟიშვილი ვალერკა მშობლები გახდნენ. პატარა ვალერი,
რომელსაც მამიკოს და ბაბუის სახელი დაარქვეს, ლიტვაში დაიბადა, სადაც ახალგაზრდა წყვილი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, ირინამ და ვალერკამ 2009 წლის 20 სექტემბერს იქორწინეს. შვილიშვილის შეძენით გახარებული ირაკლი და მაია ბათიაშვილები ლიტვაში გაემგზავრნენ. ვულოცავთ ირინას და ვალერკას ვაჟიშვილის შეძენას.

[ ”ყველა სიახლე” ]