დღეს, 26 მაისს, ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერად მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. საინტერესოა, გრანდიოზული კონცერტის ფონზე რა პირობებში უწევთ ცხოვრება იძულებით გადაადგილებულ პირებს სამეგრელო–ზემო სვანეთში, რაც დღეს საქართველოს მრავალი რეგიონიდან ჩამოსული, დევნილის სტატუსის მქონე ადამიანები მათ მხარდასაჭერ კონცერტზე შეიკრიბებიან. ამ კონცერტის გარდა, რით უჭერს მხარს მათ ხელისუფლება? ერთ პატარა ქალაქში 26 მაისს ორი რეალობა შედგება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული 45 კორპუსიდან, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები 17 წელია ცხოვრობენ, 32-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მართალია, კორპუსების ფასადები შეიღება და გალამაზდა, მაგრამ, როგორც დევნილები ამბობენ, ოთახები საცხოვრებლად თითქმის გამოუსადეგარია. მათი თქმით, ჭერიდან და კედლებიდან გამოჟონილმა წვიმის წყალმა და მეზობელ კორპუსებში რემონტის მიმდინარეობამ გარემონტებულ ოთახებშიც ბზარები გააჩინა. უფრო მეტიც, დევნილები, დიდი ხანია, კორპუსებში წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას და ოჯახისთვის კუთვნილი ფართობის გამოყოფას ითხოვენ. ერთ-ერთი ასეთი კომპაქტური დასახლება სოფელ ინგირის მეურნეობის უბანშია. იქ აფხაზეთიდან დევნილი 40 ოჯახი ცხოვრობს.
ასეთ პირობებში ცხოვრობენ სოფელ რუხის ყოფილი უნივერმაღის კორპუსში ჩასახლებული გალელები, სოხუმელები და ოჩამჩირლები.
“ჩვენ საკმარისი ფართის გამოყოფას ვითხოვთ. საშინელი პირობები გვაქვს, არ არის წყალი, ელექტროენერგია, საძირკველში ფეკალური მასებია ჩასული და ორ მეტრზეა დაგუბებული. გვპირდებიან და გამკეთებელი არავინაა,” – ამბობენ დევნილები.
კომპაქტურ დასახლებებში მიმდინარე და ზოგან უკვე დასრულებული რემონტი არაერთხელ დაათვალიერეს როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ისე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სამეგრელოში ვიზიტისას. თუმცა, როგორც დევნილები ამბობენ, არავის უთქვამს მათთვის, როდის მოუგვარებენ წყლისა და კანალიზაციის პრობლემას.
იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციასა და დევნილი ოჯახებისათვის სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) მათ საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.
ამავე გეგმის მიხედვით, “რეაბილიტაციის სტანდარტებისა და კრიტერიუმების შექმნაზე მუშაობისას მხედველობაში იქნება მიღებული მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოყენებული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი ფართის სიდიდე საშუალოდ შეადგენს 40 კვადრატულ მეტრს საშუალო სიდიდის ოჯახზე (3-4 ადამიანი).
როგორც წესი, ყოველ ოჯახს ექნება საკუთარი სანიტარული კვანძი. იქ, სადაც ფართი არ იძლევა ხსენებული სტანდარტის დაკმაყოფილების საშუალებას, სავარაუდოდ, ორ ან მეტ ოჯახს ექნება საერთო სველი წერტილი. რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება დევნილთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით და დევნილების მონაწილეობით.
თანხები, ძირითადად, აკუმულირებული იქნება მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომელიც გამოაცხადებს ტენდერებს და გააფორმებს ხელშეკრულებებს შემსრულებელ კომპანიებსა და ორგანიზაციებთან.
სწორედ, ამ უკანასკნელი პირობის მიხედვით ზუგდიდის რაიონში დევნილთა სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების უფლება შპს “ბლოკ-ჯორჯიამ” მოიპოვა.

გაზიარება