რუსეთზე ზეწოლა გრძელდება


ევროკავშირის ელჩებთან დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, დეოკუპაციის პოლიტიკა და ის სტრატეგია იყო, რომელზეც სახელმწიფო ამჟამად მუშაობს. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა.
"მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ელჩებთან შეხვედრა სწორედ სასტუმრო "რედიოსნში" გაიმართა, სადაც რამდენიმე წლის წინ დევნილები იყვნენ შესახლებულები. ომიდან ერთი წლის შემდეგ მათ თავისი სახლები აქვთ, რაშიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ევროკავშირის დამსახურება.
მისივე თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლების პოზიციაა, რომ დევნილები საკუთარ სახლებში უნდა დაბრუნდნენ.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ტირძნისიდან გატაცებული 4 ქართველი მოზარდის შესახებ ჯერ არანაირი სიახლე არ არის.
"ჩვენ განვიხილეთ ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები უკუპირებულ ტერიტორიებზე და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. ახალი მექანიზმები იქნება შესამუშავებელი, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი ფაქტები და ადამიანის გატაცებები",-განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.
მისი შეფასებით, ამ მიმართულებით ყველაზე ეფექტური მექანიზმი შეიძლება იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვება.
როგორც იაკობაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მიიღო დაპირება ევროპული დელეგაციებისგან, რომ გაგრძელდება ზეწოლა რუსეთზე, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვან.
"რუსეთის მიერ მოგონილი ვერანაირი მიზეზი ამას ვერ შეაფარხებს. რაც შეეხება საპოლიციო ძალების შეყვანას, ეს მას შემდეგ უნდა განხორციელდეს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამკვირვებლები შევლენ",--განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.
[ინტერპრესნიუსი]

Read more

16 წელი – დახმარების მოლოდინში


1993 წელს სვანეთში, სტიქიური უბედურებისგან უსახლკაროდ დარჩენილი თინა მუკბანიანი მცირეწლოვან შვილიშვილთან, ლოგინად ჩავარდნილ მეუღლესა და ინვალიდ შვილთან ერთად, გლდანულაში ნახევრადდანგრეულ ნაქირავებ ორ ოთახში ცხოვრობს. სახლს არც ჭერი უვარგა და არც კედლები.აუტანელი პირობების გამო ერთ-ერთ ბიჭს ტუბერკულოზი გაურთულდა. დღეს ფილტვზე 17 ნაკერი ადევს. მეუღლე, რომელმაც 19 წელი მაღაროში იმუშავა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთადერთ, შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა, დღეს სახლში ლოგინად წევს. როგორ ცხოვრობენ 21-ე საუკუნეში, მცხეთის ერთ ერთ უბანში, ნახეთ თამარ კვარაცხელიას სიუჟეტში.[video]

[itv.ge]

Read more

ხელშეკრულება


ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი გადაწყვეტილია და შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. ამის შესახებ თბილისში მყოფ ეროკავშირის ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა. მისივე თქმით, წინსვლაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც, რომლის ირგვლივ უახლოეს მომავალში "უფრო კონკრეტული საუბრები წარიმართება". პრემიერის ინფორმაციით, ელჩებთან შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება იყო. "საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და უფრო ბრიფინგი იყო, ვიდრე რაიმე სახის შეთანხმების მიღწევის მიზნით გამართული დიალოგი. კითხვებს პასუხები გაეცა. საუბარი შეეხო კერძოდ, ენერგოუსაფრთხოებას, "ნაბუკოს" და სხვა იმ პროქტებს, რომელიც ევროკავშირს აინტერესებს, ასევე გამარტივებულ სავიზო რეჟიმსა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას", - განმარტა გილაურმა. მისიევ ინფორმაციით, შეხვედრის დროს განხილულ იქნა ასევე საქართველოსთვის დონორების მხრიდან დახმარების გამოყოფის საკითხები და ის, თუ რა გეგმები აქვს მომავალ წელს თავად საქართველოს და საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირს. ამ დროსითვის ევროკავშირის ელჩები ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ სააკაშვილს ხვდებიან.
[სააგენტო "პირველი"]
Read more

შევარდნაძე: ჩვენ დაგეხმარეთ...[video]


- ”ჩვენ დაგეხმარეთ ბერლინის კედლის დანგრევაში, ახლა ჯერი თქვენზეა დაგვეხმაროთ საქართველოში აღმართული რკინის კედლების დანგრევაში”.- ამ სიტყვებით მიმართა გერმანელებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ედუარდ შევარდნაძე ორდღნიანი ვიზიტით გერმანული მხარის, კერძოდ კი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის პირადი მიწვევით იმყოფებოდა. ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ედუარდ შევარდნაძემ პრესა.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ეს უფრო მეგობრული ღონისძიება იყო ვიდრე ოფციალური. ”მე ვერ გამომტოვებდნენ უბრალოდ იმიტომ, რომ უშაულოდ ვიყავი ბერლინის კედლის დანგრევასთან დაკავშირებული”.- ამბობს იგი.

რა შეიცვალა 20 წლის წინათ გერმანიის გამყოფი კედლის დანგრევით დანარჩენი მსოფლის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რამდენად მტკივნეულია დღეს დასავლეთისთვის საქართველოში ”რკინის კედლების” არსებობა.

პრესა.ge ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ესაუბრა.

- 20 წლის წინათ გერმანიის გაერთანების მოწინააღმდეგენი, ადგილობრივ მოსახლეობას შორისაც იყვნენ. აღმოსავლეთ გერმანიის ბევრი მოქალაქე შიშით ელოდა დემოკრატიულ გემანიასთან თანაცხოვრებას. მაგრამ ეს მაინც მოხდა და დღეს გერმანია ევროპაში დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენია.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებზე საქართველოზეც თუ ისაუბრეთ?
- თითქმით ყველა შეხვედრაზე, საუბრის რაღაც ნაწილი ეხებოდა საქართველოს. სხვათაშორის გენშერი ის პიროვნებაა, რომელმაც, თავის დროზე საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მომიწონა და დამოუკიდებელ საქართველოში პირველი ჩამოვიდა ვიზიტით. მაშინ სახელმწიფო მეთაურებს შორის სხვაგვარი ურთიერთობები იყო. პოლიტიკური წყობილებების განსხვავებისა ჩვენ მაინც ვმეგობრობდით. ამ მეგობრობამ შეგვაძლებინა დაგვემთავრებინა ცივი ომი.

გერმანიის რამდენიმე დსატელევიზიო არხით გადაიცა ჩემი და გენშერის ინტერვიუ. მქონა ტელე-ხიდი აშშ-სთან სადაც განვაცხადე, რომ ცვენ დავეხმარეთ გერმანიას ბერლინის კედლის დანგრევაში, ჩვენც გვაქვს საქართველოში რკინის კედლები და ახლა ისინი უნდა დაგვეხმარონ მათ დანგრევაში. დაგვპირდნენ დაგეხმარებითო

...და იმედი გაქვთ რომ დაგვეხმარებიან კონფლიქტების მოგვარებასა და რუსეთის საოკუპაციო ჯარების ჩვენი ტერიტორიიდან გაყვანაში?
-ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი. ხომ ხედავთ საქართველოსთვის გამონაკლისებიც კი დაუშვეს და ახლა მაპ-ის გარეშე გვპირდებიან ნატო-ში მიღებას, მაგრამ საქართველომ უნდა დაიცვას დემოკრატიული პრინციპები. ევროპა საქართველოს მაგივრად პასუხისმგებლობას ვერ იკისრებს. მტავარია ჩვენ ისე ვიმუშაოთ რომ შეცდომები არ დავუშვათ საკუტარი ხალხისა და კაცობრიობის წინაშე.

თქვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლება იცავს დემოკრატიის პრინციპებს და არ უშვებს ასეთ შეცდომებს?
- ... წაიკითხეთ ჰაიდი ტალიანივნის დასკვნა?

დიახ, მაგრამ მე თქვენი აზრი მაინტერესებს...
- ტალიავინი უფრო საინტერესოა. შემთხვევით არ შეგახსენეთ ტალიავინის დასკვნა. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით, იქ ამოიკითხავძთ ვინ არის მართალი და ვინ დამნაშავე. იქ წერია, ვინ შევიდა პირველი ცხინვალში. ძალინ ობიექტური შეფასებებია შიგ. ქართული მხარეც არის გაკრიტიკებული, დანარჩენ ეტაპებზე კი ის ადანაშაულებს რუსეთს. დღეს მსოფლიო შეიცვალა და საქართველოც უნდა შეიცვალოს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც არსებობს.

საქათველოში რომ არ დაბრუნებულიყავით და რუსეთში გაგერძელებინათ პოლიტიკური მოღვაწეობა, მითუმეტეს უკვე გქონდათ პოლიტიკური პარტია შქმნილი. საქართველოსთვის მეტი სიკეთის მოტანას ხომ არ შეძლებდით?
- .... არა მგონია.

P.S ინტერვიუს ჩაწერის ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე ყოფილი პრეზიდენტი გაცილებით გულახდილი გახდა. როგორც ჩანს, როდესაც პრეზიდენტი აღარ გქვია და ხელისუფლების კრიტიკა გიწევს, დიპლომატიური ნორმების დაცვა გესაჭიროება.

ედუარდ შევარდნაძე უკმაყოფილოა კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში ქართული მხარის არაქმედითი ნაბიჯებით. იგი ხელისუფლებას აკრიტიკებს ცხინვალში გატაცებული ბავშვების გამო, რომლებსაც ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი ტერორიზმში ადანაშაულებს.

მისი აზრით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველაფერი უნდა იღონოს რათა ეს ბავშვები გაათავისუფლონ. ”ჩემს სიტყვას ოფიციალური ძალა არ აქვს, მე მხოლოდ შემიძლია თხოვნით მივმართო ოსებს, რომ გაათავისუფლონ უდანაშაულო ბავშვები”.- ამბობს ყოფილი პრეზიდენტი შევარდნაძე.



[შორენა ქარჩავა, presa.ge]

Read more

ნამდვილი ამბავი...


კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორია თავის დროზე აგარაკებისთვის დარიგდა. მოაგარაკეებმა იქ ფეხი ვერ მოიკიდეს მარტივი მიზეზის გამო – არ არის გაზი, არ არის გზა (რაც არის, იმას გზა არ ჰქვია) და, რაც ყველაზე მთავარია, არ არის წყალი. 40 ლიტრი სასმელი წყალი ლარნახევარი ღირს, რაც კაცმა რომ თქვას, სულ არ არის ძვირი – წყალი სოფლიდან 5-6 კილომეტრშია.

დროთა განმავლობაში ბევრი აგარაკი გაპარტახდა. სულ უფრო იშვიათად ჩადიან დამსვენებლები. სამაგიეროდ ბევრი ჩასახლდა მუდმივად – უპოვართ ჭერი მაინც აქვთ თავზე. სოფლის სტატუსი ამ დასახლებამ ახლახანს მიიღო – სახელად ახალი კუმისი დაერქვა. ამ სტატუსს სოფლისთვის ჯერჯერობით ცვლილება არ მოუტანია – არ დარიგებულა მიწები, არ არის სოფლის საკრებულო, არ ჰყავთ უბნის რწუნებული.

გაუსაძლის მდგომარეობაშია ხალხი - ნიადაგი მწირია, უნაყოფო; საძოვრებიც არ არის. ვაი-შავი დღით გააქვთ თავი. ვისაც ბავშვი ჰყავს, ის მთლად უბედურ დღეშია - სოფლიდან სკოლამდე, სულ მცირე 7 კილომეტრია. ყველასგან მივიწყებულ სოფელს სამყაროსთან ერთადერთი ტრანსპორტი აკავშირებს – მატარებელი, რომელიც გამთენიისას თბილისისკენ მოდის, შუადღისას უკან ბრუნდება. გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ამბობენ და კუმისელებსაც ასე დაემართათ – ყველა სიკეთესთან ერთად მგლებიც შემოუვარდათ სოფელში.

თავი რომ არ შეგაწყინოთ, მდგომარეობა ზუსტად ისეთი იყო, რომ იტყვიან, ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალიღა აკლდაო. და ეს მუგუზალიც გამოჩნდა თელეთის პოლიციის განყოფილებისა და გამომძიებელ ნინო მაისურაძის სახით. არა, პოლიციელები კი ჰქვიათ, მაგრამ ტაბელური იარაღით შეიარაღებული ოფიციალური ყაჩაღები არიან, რომლებიც კუმისში ისე დაძრწიან, ხალხს შემოვარდნილი მგლები სულ დაავიწყეს (სხვათა შორის, მოსახლეობა მათ ბანდად მოიხსენიებს). ერთ პატარა უბანში, სადაც სულ 18 ოჯახია, მოკლე პერიოდში 10 კაცია დაჭერილი. შეიძლება 1-2 მართლაც რამეს აშავებდა, მაგრამ დანარჩენები სტატისტიკისთვის მიუმატეს – აი, რა კარგად ვმუშაობთო.

ის რომ ჩვენი პოლიციელები დახელოვნებულნი არიან დამნაშავეებისათვის“ რაღაც-რაღაცეების ჩადებაში, არ ახალია, მაგრამ ჩადებაც არის და ჩადებაც.

თავიდან სხვანაირი ჩადება იცოდნენ – წინასწარ, ჩუმად, მიპარვით. ასე, ამ უბანში პირველად ბონდო ღარიბაშვილი დაიჭირეს: ხელყუმბარა და მარიხუანა “აღმოუჩინეს“. თავი კი ასე იმართლეს, ჩვენ რაღა ვქნათ, საჩივარია შემოსული, შენს მეზობელს მავთულის ბადე მოუხსნეს ღობეზე და შედეგი უნდა ვანახოთო. გაუხსნელი საქმე როგორ ეკადრება ქალბატონ გამომძიებელ ნინო მაისურაძეს, აკი წინა ცხოვრებაში მის მარპლი იყო. მაშინ დიდსა მიემთხვია მაქებარსა, ახლა კი, აფსუს, რა ტალანტი ქრება უკვალოდ.

მათი მეორე მსხვერპლი ჟორა ამბარცუმოვი გახდა. ინვალიდი კაცი, რომელიც ძირითადად იწვა. სახლიდან იშვიათად გამოდიოდა – მხოლოდ მაშინ, როცა ძალიან გაუჭირდებოდა – ხოლმე. არავინ ჰყავდა პატრონი მეზობლების გარდა. მასაც მარიხუანა და ხელყუმბარა უპოვეს. როგორც გავიგე, ეს ინვალიდი კაცი ბედნიერია ციხეში ჯდომით. ასე ამბობს, კურორტზე ვარ, საჭმელი მაქვს, თავზე არ მაწვიმს, კოლეგა-პატიმრები სიგარეტსაც მაწევინებენ. მაშინ ვიქნები შესაცოდი, პატიმრობის ვადა რომ ამომეწურებაო.

მკითხველი ალბათ იფიქრებს, რა პრობლემაა, ციხეში რაიმე ცუდი ჩაიდინოს და პატიმრობის ვადა დაიმატოსო. არა და არა, ამის იმედი ნუ გექნებათ, ჟორა ამბარცუმოვს არ იცნობთ, ეს ისეთი ბეჩავია, მაგას რას მოახერხებს. ისევ ნინო მაისურაძის იმედზე თუ ვიქნებით, ვინძლო, ამ ქალბატონმა, მანამადე კუმისში თუ ჩარჩა, ციხიდან გამოსვლის მეორე დღესვე შეაბრუნოს ძია ჟორა უკან.

ჟორას მერე ძმებ ტუზოვებს მიადგნენ. ჯერ არტური ამოიღეს მიზანში, მაგრამ მისი დაჭერის პირველი ცდა მარცხით დამთავრდა. მისთვის წინდაწინ დაუდიათ ამონალით სავსე ბოთლი. დამნახავი ვინმე აღმოჩნდა. თანაც ეს ვინმე ანგლი კაცი იყო და ამონალიანი ბოთლი ტყემლიანით შეცვალა. მოცვივდნენ პოლიციელებიც ორ-ორი მანქანით და არტურ ტუზოვი “ფაქტზე” დააკავეს.

ნახევარი სოფელი კი ამტკიცებდა, არა, რის ამონალი, ტყემალიაო, მაგრამ პოლიციელები ისე იყვნენ დარწმუნებულები, რომ იმ ბოთლში ასაფეთქებელი იყო (აკი, თვითონ უკეთ იცოდნენ რაც ჩადეს), ვერაფრით გადააჯერეს. ასე მოხვდა ტყემლიანი ბოთლი ექსპერტიზაზე. ექსპერტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დასკვნაში ტყემლის საწებელი ჩაწერა და არა ამონალი. პოლიცია იძულებული გახდა ტერორისტი არტური გაეთავისუფლებინა.

ამის მერე, თელეთელმა პოლიციელებმა ჭკუა ისწავლეს – ფაქტებს წინასწარ აღარ დებენ – რა იცი, რა ხდებაო. ნოვატორული მეთოდი ისევ არტურზე გამოსცადეს. ბინის ჩხრეკისას ნინო მაისურაძემ, თარჯიმნის თანდასწრებით სახელოდან გამოაძვრინა მარიხუანით სავსე 3 ასანთის კოლოფი და სიხარულის კივილი მორთო. ვიპოვნე, ვიპოვნეო. თარჯიმნად მისული, არტურის მეზობელი, ქეთევან ლარცულიანი მთლად გაშტერდა. იფიქრა ამას ასე თავხედურად რომ აკეთებს, მე რომ ახლა ხმა ამოვიღო, შეიძლება თავში რაღაც ჩამარტყასო. მაგრამ, როგორც კი არტური წაიყვანეს, მისი ოჯახის წევრებთან მივიდა და უთხრა, ყველაფერი დავინახე და სასამართლოზე მოწმედ გამოგყვებითო.

თარჯიმნის მეუღლემ, ირაკლი ჩარბაძემ თავი ვერ შეიკავა და როცა ნინო მაისურაძეს შემთხვევით გზაში გადაეყარა, საყვედური უთხრა: რა გინდოდათ, რას ერჩოდით გინდა არტურს, გინდ იმ ინვალიდს, ხელყუმბარა რომ ჩაუდეთ, ღმერთი არა გწამთო?

მასალები ნინო მაისურაძისა და სხვა დიდი დეტექტივების შედარებითი დახასიათებისთვის: აბა, რას უბნობთ, რომელი შერლოკ ჰოლმსი ან აბაკუმ ზახოვი, ჩვენი ნინო ისეთ დანაშაულებებსაც კოხტად ხსნის, როგორიცაა არჩადენილი, არარსებული, თქვენ წარმოიდგინეთ არგანზრახულიც კი. მერე გულწრფელობა? ყველა დიდ დეტექტივს ჩვევია ტყუილი. აბა, ისე, როგორ უნდა შეიტყუო ან გამოტეხო დამნაშავე. ქ-ნ ნინოს ეს არ სჭირდება. აი მაგალითად: ნინო მაისურაძე ამ შეკითხვაზე ირაკლის ასე პასუხობს: შენ ჭკვიანად იყავი და ენა დაიმოკლე, მალე შენც გიპოვნი რაღაცას, თან როგორი მიზეზი მაქვს? განა არ ვიცი თბილისში მიტინგებზე რომ დადიხარო.

იმ დღეებში პოლიციას სხვა საქმე ჰქონდა – კუმისში ერთ-ერთ სახლს უტრიალებდნენ – იქ ბურჯანაძის პარტიასთან დაახლოებაში ეჭვმიტანილი პირი ცხოვრობს. ის კაცი კი არა და არ გამოჩნდა. ჩვენს პოლიციას არ სჩვევია კუმისიდან ხელცარიელი წასვლა (ერთი იქაური გზები განახათ და მიხვდებით რატომაც). მიიხედ-მოიხედეს და და ირაკლი ჩარბაძე დაინახეს, რომელიც მეზობლებთან ერთად იდგა. დაინახეს და გაიბადრნენ. დაუძახეს, ბიჭო რა გვარი ხარო? – ჩარბაძეო, მოუგო ირაკლიმ. ჰოდა, სწორედ შენ გვჭირდები, საქმე გვაქვს შენთანო. ირაკლიც გაჰყვა. სხვათა შორის ამ ფაქტს ზუსტად ასე ჰყვებოდნენ სასამართლოზე მოწმედ მისული მეზობლები. პოლიციელებმა ირაკლის გზაშიღა უთხრეს – გავიგეთ საკანში ჯდომა გყვარებია და ახლა ევრორემონტიან საკანში უნდა ჩაგსვათო. ამ შემთხვევაში ქალბატონმა ნინო მაისურაძემ “ფაქტის” ჩადებაც აღარ იკადრა. თავისი სამუშაო მაგიდის უჯრიდან დააძრო სიგარეტის კოლოფი, რომელშიც, როგორც აღმოჩნდა, მარიხუანა იდო და ირაკლის დაანახა – ეს შენიაო.

სექტემბრის ერთ დღეს კი მთლად საარაკო ამბავი მოხდა: ფაქტებით ხელდამშვენებული პოლიცია ჯიქურ მივიდა ერთ-ერთ სახლში. აიყვანეს ვინმე დავით ფეიქრიშვილი. წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ იმავე დღესვე გამოუშვეს. ამბობენ, მისმა სანათესაომ ყველაფერი იღონა ამ ბანდიტების ხელიდან დათო რომ გამოეხსნათო. მე ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ უარზეა – ისედაც ისევ დაჭერით მემუქრებიან, მირჩევნია ჩუმად ვიყო და არავინ გავაღიზიანოო.

მოკლედ ეს საქმე პოლიციას ჩაუვარდა. მაგრამ ბევრი არ უფიქრიათ, არც შორს წასულან. იმ დღესვე, იქვე, მეზობლად მიაკითხეს ედუარდს, არტურ ტუზოვის ძმას. ამ ტუზოვებს ხომ ნესტან-დარეჯანივით სჭირთ - “კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდესო”. ახლა ამას მიუტანეს იგივე ნივთმტკიცებანი (ქვიჯა, კარის სახელური და ჰალსტუხი), ვითომ და ნაპარავი ნივთები. საქმეში ჩახედულნი ამ ერთადერთ შემთხვევაში ასახელებენ ზუსტად დაპატიმრების მიზეზს: ედუარდი, თავის ძმას, არტურ ტუზოვს ეხმარებოდა ადვოკატით და ძმის გამართლებას ცდილობდა. აკი ძმის სასამართლოზევე დაემუქრა ნინო მაისურაძე ედუარდს: ვატყობ, არ ისვენებ და სულ მალე შენც ციხეში ამოგაყოფინებ თავსო.

ამ კაცის დაჭერას ერთი ინციდენტიც ახლდა. საკუთარი ინიციატივით მისულ მოწმეს ვინმე პოლიციელი ვაჟა დანით გამოეკიდა: შენღა მაკლდი, აბა ახლა გამასწარი, თორემ თვალებს ამოგთხრიო. ეტყობა პოლიციელ ვაჟას გენმა უყივლა: ბუნდოვნად ახსოვდა, როგორ მიჰყიოდა მისი წინაპარი ყიზილბაშებს და ცხადად უნდოდა ენახა, როგორ ოტებდა მტერი მისგან. მოწმის ამგვარი დაფრთხობა თელეთის პოლიციის განყოფილების ნოვაცია უნდა იყოს, მე პირადად, სხვა ამგვარი ფაქტი არა მსმენია. ისე, თავისებურად მართალია პოლიციელი ბატონი ვაჟა – მოწმე და თვალი უნდა ახლა? თითქმის ყველა საქმეში ხომ თვითონვე არიან მოწმეებიც და დამპატრულებელ-დამპატიმრებლებიც.

ეს ფაქტები ჩემთვის ადრევე იყო ცნობილი. მაგრამ დეტალების დასაზუსტებლად კუმისელებს მაინც შევხვდი. დაჭერას გადარჩენილი მოსახლეობა სხვა უდანაშაულოდ დაჭერილებსაც ახსენებს: ძმებს ედუარდ და ვადიმს, ვინმე იურას ბიჭს... როგორც აღმოჩნდა, მარტო ამ უბანში კი არა, მთელ კუმისში ასეთივე სიტუაციაა.

დამაინტერესა და ვიკითხე – აქ სამ მამაკაცს ვხედავ. ისინი რატომ არ არიან ციხეში – მეთქი. ერთმა თქვა, ჩემთანაც მოვიდნენ, მაგრამ რომ გაიგეს ისრაელის მოქალაქე ვიყავი, ფართხა-ფურთხით გაიქცნენო. მეორემ – ედუარდ და არტურ ტუზოვების მამამ, ალბერტ ტუზოვმა ბოღმიანად მითხრა, ცოტა ხანს დააცადე ნინო მაისურაძეს, მეც მალე დამიჭერს, უკვე დამემუქრა და მაგან მუქარის ასრულება უცებ იცისო. მესამე მამაკაცი, სახელად შოთა, იხტიბარს არ იტეხს: აქ არ ვცხოვრობ, მარტო შაბათ-კვირას ჩამოვდივარ, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო 1-2 კვირით აქ რომ ჩავრჩე, მეც ამიყვანენო.

მოსახლეობას ისიც ვკითხე, თუ რას ფიქრობდნენ ამ დაჭერების მიზეზებზე. ვიღაცამ - იქნებ ჩვენი აქედან აყრა უნდათ მიწების გამო, იციან უმამაკაცოდ აქ ქალი და ბავშვი ვერ გაძლებსო. სხვამ - ერთი ქალბატონისთვის დიაგნოზის დასმა მოინდომა და თან ფროიდი ახსენა. ორივე უცბათ ჩააჩუმეს და ძირითად ვერსიაზეც შეთანხმდნენ: უპატრონო ხალხი ვართ, ადვილად დასაჩაგრი, უფულობის გამო თავს ვერ ვიცავთ, ჩვენი მშველელიც არავინა ჩანს. პოლიციას კი ალბათ რამე გეგმა აქვს შესასრულებელი და ჩვენზე საწყალ ხალხს სხვაგან სად იპოვნიანო.

დაპატიმრებულთაგან ირაკლი ჩარბაძე ერთადერთია, ვინც გარდაბნის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა. კუმისელები მადლობელნი არიან ეროვნული ფორუმის, განსაკუთრებით გუბაზ სანიკიძისა, იმის გამო, რომ მარტო მათი წევრი ირაკლი ჩარბაძე არ დაიცვა და ყველა კუმისელის საერთო სატკივარზე აიმაღლა ხმა. მაგრამ მარტო პოლიტიკური პარტიების აქტიურობა საქმეს ვერ უშველის.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრია ახალი კუმისის მსგავსი, ყველასგან მივიწყებული დასახლებები – ის ადგილები, სადაც ბევრი წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი ცხოვრობს და ბავშვები განათლების უფლების გარეშე იზრდებიან. ამიტომ ერთი თხოვნა მექნება უფლებადაცვით ორგანიზაციებთან: ყველას თბილისში რომ მოგიყრიათ თავი, ეგებ ცოტა განზეც გაგეხედათ.

საკმარისი არ არის ოფისი გახსნა და მისამართი გაარეკლამო ან ხმამაღლა იყვირო - ხალხო, გამოფხიზლდით, რას დაგამსგავსათ ამ მამაძაღლმა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმაო. იქნებ ასეთ მივარდნილ ადგილებში პატარა ფილიალები გაგეხსნათ, სადაც კვირაში ერთხელ, რამდენიმე საათით თქვენი წარმომადგენელი ჩავიდოდა და ხალხს ქმედით დახმარებას ადგილზევე გაუწევდა. მე სხვა საშველს ვერ ვხედავ. ნაციონალური მართლმსაჯულების იმედზე კი ჩემი მტერი იყოს.

ნეტა ოდესმე თუ ყოფილა, ნინო მაისურაძისა და მისი პოლიციელების მიერ შეკერილი საქმეებისთვის გარდაბნის რაიონულ სასამართლოს კვერი არ დაეკრა. რომელიმე პროკურორსა თუ მოსამართლეს იქნებ ერთხელ მაინც ეკითხა – ქალბატონო ნინო, საქმის მასალებიდან ასე ჩანს, ამა და ამ კაცს ესა თუ ის დანაშაული არ ჩაუდენია, იქნებ ყურში მაინც მითხრა, ასეთი რა დაგიშავაო.

არადა, იქ მომუშავე ხალხი ისეთი ბრძნული იერით, ისეთი საკუთარი ღირსებით სავსე გამომეტყველებით დადის, იფიქრებ, სულ მაღალ მატერიებზე ფიქრით უსკდებათ თავი – ეს მუხლი თუ ეს კოდექსი, ამა თუ იმ კანონთან მთლად ჰარმონიაში ვერ არისო. ახლა ამათ ისღა ადარდე, ირაკლი ჩარბაძის შვილები ბავშვთა სახლში, თუ მოხვდნენ, ან მავანი თავისი და მოხუცების ფიზიკური გადარჩენისთვის ვაგზალზე თუ დადგა (აკი მარჩენალი დაუჭირეს), მოხუცები ულუკმაპუროდ და მიმხედავის გარეშე თუ დარჩნენ, ოჯახები თუ გაუბედურდნენ. მათი შემხედვარე, მერე აღარც ის გიკვირს, ქალბატონი გამომძიებელი სასამართლო სხდომაზე შლოპანცებით თუ გამოცხადდება. როგორი პატივის ღირსნიც არიან, პატივისცემაც ისეთია. ცნობისათვის, გარდაბნის რაიონული სასამართლოს შენობაც ზუსტად ისეთივე უგვანი და უპატრონოა, როგორც ის განაჩენები, რაც იქ გამოაქვთ.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ქ-ნ ნინო მაისურაძის ქილიკი სასამართლოში – რა სჭირთ ამ კუმისელებს, ყოველდღე მაგათი სასამართლო როგორ უნდა იყოსო.

ეჰ, ქალბატონო ნინო, თქვენზე უკეთ ვის მოეხსენება, რაც სჭირთ ამ კუმისელებს: ადვილად დასაჩაგრი ხალხია, უპოვრები, დღიდან-დღემდე ძლივს რომ გააქვთ თავი. რა ადვოკატი, რისი გასაჩივრება, ვინ არის მათი დამცველი. კარგად იცი, რომ მაგათთვის პასუხს არავინ მოგთხოვს. მით უმეტეს, თუ უფროსობასთან ენასაც დაასველებ – მავანი თბილისში მიტინგებზე დადიოდაო.

ერთი ეს გამაგებინა, რა ნინო მაისურაძის საქმეა, ვინ მიტინგზეა წასული და ვინ კიდევ ძილქუშში და თან გამარჯვებული საქართველოს აღმშენებლობა ესიზმრება. ან ეს გენინსპექცია რისი მაქნისია – ამ ერთმა დედაკაცმა და მისმა ბანდამ მთელი სოფელი რომ ამოაგდო და გააპარტახა, დავიჯერო, აქამდე არ სმენიათ? ისე ამ ამბავში თავშესაქცევი არაფერია, გარდა პატარა დეტალისა – ჩვენმა პრეზიდენტმა და ნაც მოძრაობამ ბოლო ორ არჩევნებში ამ სოფლიდან ხმების 100-100% წაიღო. ცნობისათვის: სოფლებს - კუმისსა და ახალ კუმისს ერთი გამგებელი ჰყავს - არჩილ სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტთან ახლო ნათესაობით ტრაბახობს. შე კაი ადამიანო, თუ ასეთი გავლენიანი ხარ, იქნებ ამ საცოდავი ხალხისთვის მიგეხედა რამენაირად, ყველაფერში შენს ნათესავს კი არ უნდა მიბაძო!

მე კი რამდენიც არ უნდა ვიფიქრო, მაინც ერთი და იგივე, თითქოს მოულოდნელ დასკვნამდე მივდივარ: სახელმწიფო აპარატის მხრიდან დამნაშავე გამომძიებლების, პოლიციელების, პროკურორების თუ მოსამართლეების მაღალი ხელფასებითა და დაუსჯელობით წახალისება, მათში თვითმოქმედების სურვილს აღძრავს. ისინი ან აღარ კმაყოფილდებიან მხოლოდ დავალებების შესრულებით ან უკვე აღარ კითხულობენ, მავანის დაჭერაზე პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცია არის თუ არა. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ასე გამოდის, ყველა ვინც უდანაშაულოდ არის გასამართლებული, პოლიტიკიური რეჟიმის მსხვერპლი და შესაბამისად პოლიტპატიმარია.

წამოსვლისას კუმისელებმა გამაფრთხილეს, მაგ ხალხს ერიდე, მათგან ყველაფერია მოსალოდნელიო. მე კი არხეინად ვარ – სიტყვის თავისუფლებას მძლავრი დამცველი გამოუჩნდა – თეა თუთბერიძე. იმედი მაქვს, ეს ქალბატონი ისევე აქტიურად დაიცავს ჩემი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ეს მამა ბუასილის შემთხვევაში გააკეთა. ბოლო ბოლო, სახელით მაინც ვჯობივარ.
[ქეთევან კობერიძე, presa.ge]

Read more

ჯვარი აქაურობას[video]


თეა თუთბერიძის facebook–ზე "მამა ბუასილის" ახალი ვიდეორგოლი გამოჩნდა კომენტარით : "აი ესეც , მაგრამ მე "მოხუცის მძევალნი" უფრო მომწონს :))))))))))))))))))))))))))))))))))".
აქვე ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ "ღია ბოქლომის" პოზიციას, ჩვენი რედაქცია უარყოფითად აფასებს პატრიარქის მიმართ წამოწყებულ შეყურაცმყოფველ კამპანიას...



Read more

ლომაია "კვირის პალიტრას" უჩივის


ცნობილი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით უკრაინიდან სკანდალურ განცხადებას აკეთებს და სტატიაში გამოქვეყნებულ ყველა ფაქტს საკუთარი არგუმენტებით პსუხობს. შეგახსენებთ, რომ "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი წერილის თანახმად ლომაია საქართველოდან გაიქცა, გაზეთმა პარაფსიქოლოგი თაღლითობასა და თანხების მითვისებაშიც დაადანაშაულა. ლომაია ბრალდებებს უსაფუზვლოს უწოდებს და გაზეთის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

ირაკლი ლომაია: დავიწყოთ იმით, რომ ამ წერილის ავტორის დასაცინი ნამდვილად არ არის არც სენაკი და არც სენაკელი ბიჯი। არ მგონია თვითონ პარიზელი არისტოკრატი იყოს. მისგან განსხვავებით მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. რაც შეეხება "პარაფსიქოლოგიის მამას" - ეს ტიტული, რომელიც ჩემთვის შეუფასებელი და საამაყოა, ხალხმა მომანიჭა. როგორც ჩანს ქ-ნი ხათუნა მწყრალად უნდა იყოს ქართულ გრამატიკასთან, რაც მისი პროფესიის პატრონს ნამდვილად არ ეპატიება. იქნებ ამიხსნას, რას ნიშნავს სიტყვა "აითესა"? ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, პირველი შემთხვევა არ გახლავთ როცა ქვეყნიდან გავსულვარ, რადგან ხშირად მიწევს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში პაციენტებთან. თქვენი აზრით ადამიანი, რომელიც მსგავს პროფესიას ემსახურება და საქმე მოითხოვს მის სხვა ქვეყანაში გამგზავრებას "ათესვას" და ქვეყნიდან გაპარვას ნიშნავს? აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ავტორი თითქოს შეწუხებულია ჩემი პირადი პრობლემებით, რასაც არ ასაბუთებს. თითქოს ეს კრიმინალი იყოს. იქნებ მეც ჩამაყენოს საქმის კურსში ჩემს პრობლემებთან დაკავშირებით? არ მესმის ავტორი რატომ აყენებს შეურაცხყოფას პატრიარქის სიტყვებს, რომელითაც მან ნამდვილად მომმართა და რასაც მრავალი მოწმე ყავს. რაც შეეხება იეროგლიფებს და სხეულზე გამოსახულ ჯვრებს, კარგი იქნებოდა, რომ გაცნობოდა ჩემს სამეცნიერო ნაშრომს ,,სიცოცხლის წყურვილით~. რომელშიც ფოტოებზე ასახულია ყველაფერი.

რაც შეეხება პარაფსიქოლოგიური ცენტრის გახსნას, უკაცრავად, მაგრამ თვითონვე უშვებს გაუთვითცნობიერებელ შეცდომას სადაც წერს, რომ თურმე თავად ბრძანდებოდა და დაუკავებია რიგი ჩემთან შესახვედრად. მინდა დავეხმარო მას და მივუთითო სად და ვის მიმართოს იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა მსგავსი ლიცენზია და რატომ არავინ დაინტერესდა ამის შესახებ ჩემი მოღვაწეობის 9 წლის მანძილზე, ან არსებულ ლიცენზიაში თბილისის "საქპატენტ"-ში რატომ მახდევინებდნენ საკმაოდ სოლიდურ გადასახადს? ძალიან ძნელია პარაფსიქოლოგიის ამ დარგში ჩაუხედავი და გაუნათლებელი რიგითი ჟურნალისტისთვის, როგორიც ხათუნა პაიჭაძეა (თუ ეს ნამდვილი სახელი და გვარია) ყოველი სამკურნალო მეთოდების განმარტება და მითითების სწავლა წერილობით. ამისათვის საჭიროა შესაბამისი განათლება და ლიტერატურის წაკითხვა, რაც ჩვენი "გენიოსი" ჟურნალისტის ცენტრალურ ნერვულ სისტემას ნაკლებად ახასიათებს. იქნებ ისიც უარყოს, რომ პარაფსიქოლოგიის სამეცნიერო და კვლევითი უნივერსიტეტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ აპრობირებულია და რომელიც მე, სხვათაშორის, წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული და ამის დამადასტურებელი ფაქტი დიპლომების გარდა ჩემი 40.000 პაციენტია.ის ფაქტი, რომ მე თვითოეული პაციენტისგან 236 ლარს ვიღებდი და ეს კრიმინალია, მაშინ დამისახელოს თანხა, რასაც პაციენტები კლასიკურ მედიცინაში იხდიან, თუნდაც ერთი ვიზიტის შემთხვევაში. დამისახელოს სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩემი ორგანიზაციისაგან განსხვავებით, დასაბუთებულ და წერილობით მკურნალობის გარანტიას აძლევს პაციენტს. მეტიც. განუკურნელობის შემთხვევაში ვინმე უბრუნებს პაციენტს გადახდილი თანხის 80%-ს? არც ის ვიცოდი თუ პაციენტებისაგან ნებართვა უნდა ამეღო, რომ წელიწადში ერთხელ მეც დავისვენო. ყველაზე საინტერესო და სახალისო კი ის გახლავთ, რომ თურმე ამ ქალბატონს დაურეკავს და უთხოვია ჩემთან შეხვედრა და უანგარო დახმარება, რაც არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში და მითუმეთეს შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციაში კი არა, სამთავრობო დაწესებულებაშიც არ ხდება. თუ მისი ნათქვამი სინამდვილეს შეესაბამება და მორიგ ინტრიგასთან არ გვაქვს საქმე, რომ მან დახმარებასთან დაკავშირებით დარეკა და ყურმილი დაუკიდეს, არანაირად არ ესადაგება სინამდვილეს, რადგან მსგავსი შემთხვევები მრავლად ყოფილა და მენეჯერები მას აუცილებლად შესთავაზებდნენ გარკვეული განცხადებისა და თხოვნის წერილობით მიმართვას, რასაც მე ყოველთვის რეზოლუციას ვადებ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები დღესაც ინახება არქივში. სადაა ლოგიკა? მითუმეტეს თუ ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებული მის განზრახვაზე, რატომ დაუკიდებდნენ ყურმილს? თქვენი აზრით რაღა ამ უკანასკნელს ერგო დახმარებაზე უარყოფითი პასუხი?

-სასამართლოში ჩივილს გეგმავთ?

-რიგითმა ჟურნალისტმა, როგორი გაუნათლებელიც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იცოდეს კანონი, რომ ცილისწამებისთვის სასჯელია და საკმაოდ მკაცრი। ქვეყნიდან გასვლა, დანაშაული არ არის და თუ ლოგიკურად მიუდგებით საკითხს, ძებნილ პიროვნებას საზღვრის გადალახვის და სხვა ქვეყანაში მუშაობის, სწავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, ნორმალური გადაადგილებისა და მოღვაწეობის უფლებას არ აძლევენ. რაც შეეხება მის დაინტერესებას ჩემი გაუჩინარებისა და ადგილმდებარეობის შესახებ, დაინტერესებული პირი ჯერ ოჯახს მიმართავდა, შემდეგ კი ნაცნობებსა და მეგობრებს. მაგ. ქ-ნი ეთერ კაკულია რომელსაც თურმე ჩემი საქმიანობის არ სწამს, ამავდროულად სურს ყავდეს ხალხის დასანახად გავლენიანი მეგობარი?

აუცილებლად შევიტან სარჩელს გაზეთ "კვირის პალიტრის"წინააღმდეგ, და პასუხს ვაგებინებ რედაქციას ცილისწამებისთვის და შეურაცყოფისთვის.

-სტატიაში თქვენს სამუშაო ოფისზეც არის საუბარი.

-შთაბეჯდილება ჩემი მისაღები დარბაზის გამო, რომელიც ასე მწვავედ დარჩა ჟურნალისტის მეხსიერებაში, თურმე მან იხილა უამრავი ცნობადი სახეებისა და პატრიარქის სურათი, რაც სიყალბეა პატრიარქთან დაკავშირებით, რადგან მასთან სურათი სამწუხაროდ არ გამაჩნია. თუ საქმე, ჩემი სახით, თაღლითთან გაქვთ, როდესაც პატრიარქმა მიმიღო და დამლოცა, ვისარგებლებდი შემთხვევით და ვთხოვდი სურათის გადაღებას, რაზეც დარწმუნებული ვარ მისი უწმინდესობა უარს არ მეტყოდა.
ცილისწამებაა ისიც, რომ ჩემს მისაღებში თურმე სხედან დაქირავებული ადამიანები, რომლებიც ხალხის გასაგონად აქებენ მკურნალს, ანუ მე. რა ძლიერი პიროვნება ვყოფილვარ, თუ ასეთი ხალხი 9 წლის მანძილზე ყოველდღიურად იმეორებდნენ ჩემს საქებარ ტექსტს. საიდან ქ-ნო ხათუნა ასეთი სახალისო ფანტაზია? მინდა პატარა განმარტება შემოგთავაზოთ: როდესაც საქმე გვაქვს მედიცინასთან, ექიმთან მისულ ადამიანს ქვია პაციენტი და არა კლიენტი. ამისათვის გირჩევთ გაეცნოთ შესაფერის ლიტერატურას.
კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძს: ვერ ვხედავ ლოგიკას თქვენს მონათხრობში, სადაც წერთ, რომ უამრავი პაციენტი მყავდა, რომლებიც თვეობით იდგა რიგში. ხომ ვერ მეტყვით, რაღად მინდოდა დაქირავებული ხალხი ჩემს საქებრად? შემაძრწუნებელი და მართლაც ამაზრზენია თქვენი აზროვნება იმის თაობაზე, რომ დედას თურმე ვპირდები გარდაცვლილი შვილის სულთან შეხვედრას. რაც შეეხება სითხეს, რომელიც თქვენ სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ არ გეღირსათ, არანაირად არ არის "სასწაულმოქმედი", როგორც თქვენ ბრძანებთ. ვინ მოგცათ უფლება ჩაერიოთ ექიმის სამკურნალო პროცესებსა და მეთოდებში, თუ თქვენ არ ხართ ამ საქმის სპეციალისტი? ცნობისათვის, ჩემთან მოსულ ადამიანებს, თქვენგან განსხვავებით, ქონდათ რწმენა და სჯეროდათ ჩემი. თქვენი მსგავსი თაღლითი და ყალბი პაციენტი ნამდვილად არასოდეს მყოლია. ალბათ ამიტომაც არ ინება ღმერთმა ჩვენი შეხვედრა.
საიდან გაქვთ ნორმალურ ოჯახში აღზრდილ ქალბატონს ამდენი ჟარგონი? როდესაც თქვენ სადმე მიემგზავრებით, "ითესებით"?
ნორმალურ ქვეყანაში თაღლითი და ფულის გამომძალვევი ადამიანი, რომელსაც თქვენი სიტყვებით დიდი ქონება გააჩნდა, საკუთარ ბინას და ავტომობილებს ბანკის სესხით არ შეიძენდა და მერე არ გაყიდდა। როდესაც საკუთარ ქვეყანაში ახალგაზრდა მეცნიერს სამჯერ გაიტაცებენ, ორჯერ მოსტაცებენ შვილს და ერთხელ მოწამლავენ-დამეთანხმება მკითხველი, რომ ასეთი ადამიანი ყოველთვის ეძებს გამოსავალს და ისეთ ქვეყანას, სადაც მისი ნიჭი სათანადოდ დაფასდება. ყოველივე ამის შემდეგ ავტორი სვავს ფრიად უაზრო კითხვას – სად გაქრა ,,პარაფსიქოლოგიის მამა,,? ნათელია, რომ გაქცეული, დამალული და ძებნილი ადამიანი თქვენს ცილისმწამებლურ, ირონიულ და ღვარძლით სავსე წერილს არ გამოეხმაურებოდა.

ყველაზე სასაცილო და ამავდროულად უაზრო წინადადებამ გამაოცა। ეტყობა კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ, ამდენ საჯაროდ ლანძღვასთან და შეურაცხყოფასთან ერთად წერთ, რომ არასოდეს არცერთ პაციენტს ჩემთვის ჯერ არ უჩივლია და უმეტესობა თურმე ჩემს მზესაც კი ფიცულობს. ხომ ვერ მეტყვით, რატომ? ერთ რამეში გეთანხმებით. სოფლიდან ჩამოსული უსუსური, უპატრნონო ახალგაზრდისთვის მართლაც არ არის იოლი დიდ ასპარეზზე გასვლა, რაც თავდაუზოგავი შრომის, წვალების, სწავლისა და უძილო ღამეების შედეგია, რითაც მე, თქვენგან განსხვავებით, დღემდე ვამაყობ. ჩემი სწავლა-განათლებისა და ცხოვრების გზა ნამდვილად არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი მხოლოდ ღმერთია ყველაფრის შემფასებელი და დამნახავი. რამდენი სიკეთეც დამითესია და ხელი გამიწვდია გაჭირვებული ადამიანებისთვის, ამისი დამნახავიც ღმერთია და მე მარტო ამ ხალხის ლოცვა-კურთევა მეყოფა მთელი ცხოვრების მანძილზე.

-გაზეთში დავით ზურაბიშვილის საკმაოდ სკანდალური კომენტარიც დაიბეჭდა სადაც ის თქვენ ირიბად თაღლითს გიწოდებთ...

-მას ასე ვუპასუხებდი: ბატონო დავით! ჩემთან არაერთი პაციენტი მოსულა თქვენი გამოგზავნილი, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ თქვენივე თხოვნით, არ გაემხილათ, რომ თქვენგან იყვნენ მოსულები, რაშია საქმე? ახალგაზრდა სპეციალისტის პაციენტთა დიდმა რიგებმა აგაფორიაქათ კლასიკური მედიცინის წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეული წლების წინ ჩემი გაქრობის მცდელობასაც კი გეგმავდნენ? თქვენგან ცილის წამებაა ის, რომ მე თურმე ყველა დაავადებას ვკურნავ მაშინ, როდესაც ჩემი პასუხი სრულიად სხვა იყო। მე განვმარტე, რომ ვკურნავ იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ექვემდებარებიან ჩემი მკურნალობის მეთოდს და თქვენგან განსხვავებით, პაციენტებს არ უნიშნავ ერთი და იგივე მედიკამენტს, როგორიცაა ლუმინალი და სხვა ძლიერი დამამშვიდებელი მედიკამენტები და როდესაც შედეგს ვერ ნახავს, არ ვეუბნები, რომ ორგანიზმი ინდივიდუალურია. ეს სიტყვები თქვენგან მოსული პაციენტებისაგან არაერთხელ მომისმენია. ალბათ გახსოვთ ჩვენი დიალოგი გადაცემა "ტაბუ"-ს შემდეგ. თქვენ ბრძანეთ: "მე მწამს და მჯერა თქვენი მეთოდების, მაგრამ ეს რომ საჯაროდ ვაღიარო, მერწმუნე სამსახურიდან დამითხოვენო" რასაც მოწმედ ესწრებოდა ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონი. მკითხველმა განსაჯოს, სად არის სიყალბე ტრადიციულსა და არატრადიციულ მედიცინას შორის?!

რაც შეეხება კითხვას, სადაც ავტორი ამბობს, რომ მან მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, რათა გაერკვია ჩემი ლიცენზიის არსებობის შესახებ, მიღო უარყოფითი პასუხი। ტრადიციული და არატრადიციული მედიცინა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. კლასიკური მედიცინის მუშაკზე გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზია. არატრადიციული მედიცინა კი, რასაც პარაფსიქოლოგია ქვია, ლიცენზიას გასცემს საქართველოში, კერძოდ თბილისში ჭავჭავაძის I-ჩიხი #6 –ში არსებული დეპარტამენტის საპატენტო რეესტრის სექტორის უფროსი თ. ნანიკაშვილი, რომლის სახელწოდებაა - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი,, როგორც ერთადერთი დამაარსებელი პარაფსიქოლოგიური ცენტრის ამიერკავკასიაში, როგორც ბიო-ენერგეტიკოსი და ხომერიკის სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, გაცემულია ჩემზე ეს ლიცენზია. პროფესიონალმა ჟურნალისტმა ასეთ შემთხვევაში უნდა მიაკითხოს დანიშნულების ადგილს, რამეთუ ეს იგივეა, რომ ფეხმძიმე ქალი გინეკოლოგის ნაცვლად მივიდეს ვეტექიმთან ან დავით ზურაბაშვილთან. ასეთი სავალალო შეცდომების შედეგად, ჩვენმა "პროფესიონალმა" ცნობისმოყვარე, "გამომძიებელმა" -ჟურნალისტმა "საქპატენტის" ნაცვლად მიაკითხა ჯანდაცვის სამინისტროს...

-მასალის ავტორთან ადრე რაიმე სახის შეხება ხო მარ გქონიათ?

-არა. ჩემთვის გაუგებარია საიდან აქვს ამდენი ბოღმა? საიდან ამდენი ტყუილი? საიდან ამდენი გესლი? რა პასუხები გაქვთ იმ 86-ი ბავშვისათვის, რომლებიც ჩემი მკურნალობის შედეგად მოევლინენ ქვეყანას და ყველა ჩემი ნათლულია? რა პასუხები გაქვთ იმ ავადმყოფებისათვის, რომლებიც წლობით იყვნენ საწოლს მიჯაჭვულნი და დღეს ჯანმრთელად აგრძელებენ ცხოვრებას? თქვენს ადგილას მე ღმერთს ავხედავდი და პატიებას ვთხოვდი. ალბათ მარტო მე არა ვარ თქვენი კალმის "მსხვერპლი" როგორც სპეციალისტი, მინდა გამცნოთ, რომ თქვენ ძალზედ დაბინძურებული აურა გაქვთ, რაც აუცილებლად აისახება თქვენს მომავალ ცხოვრებაში. განვმეორდები: ცილის წამება უდიდესი ცოდვაა! ღმერთი იყოს თქვენი მსაჯული!

p.s.საგამომცემლო სახლი "ღია ბოქლომი" მხარდაჭერას უცხადებს ბატონ ირაკლი ლომაიას. სამეგრელოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მოწმეა მის მიერ განხორციელებული უამრავი კეთილი საქმის, რისი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, ამიტომ მიუღებლად მიგვაჩნია კოლეგების მიერ პროფესიონალ და კეთილ ადამიანზე მსგავსი ცილისმწამებლური მასალების დაბეჭდვა.

ირაკლი ლომაიას მადლიერი პაციენტებიც, რომ მრავლად ჰყავს ამას ისიც მოწმობს, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენს რედაქციაში პარაფსიქოლოგისადმი სმადლობელი წერილები უწყვეტად შემოდის...

ამ ინტერვიუს მომზადება ისევ–დაისევ რედაქციაში შემოსულმა წერილებმა და გულთბილმა სატელეფონო ზარებმა გადაგვაწყვეტინა სადაც მოსახლეობა ირაკლის მიმართ პატივისცემას გამოხატავდა და "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ღვარძლიან სტატიას ბინძურ პროვოკაციად აფაებდა, რესპოდენტების თქმით გავრცელებული ცილისწამებით სახელი "კვირის პალიტრას" შეელახა და არა ირაკლი ლომაიას, რომელმაც საზოგადოების ნდობა და სიყვარული დიდი ხანია მოიპოვა. როგორც ჩანს დედაქალაქში გარკვეული პირები დაინტერესებული არიან "ჩაძირონ" მართალი ადამიანი და წარმტებული პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია. თუმცა ქვეყანა ჩალით გადახურული ნამდვილად არ არის და სიმართლეს ფასი არასოდეს დაეკარგება.

p.p.s. აღსანიშნავია, რომ ზემოთმოცემულ სტატიას, რომელიც ძალიან პოპულარულია და ასობით ადამიანმა უკვე წაიკითხა დღეს გამოხმაურება მოჰყვა: გაზეთ "კვირის პალიტრის" რედაქციიდან შემოვიდა წერილი სადაც გაზეთის წარმომადგენლები გვაყენებდნენ შეურაცყოფას და ირონიული ტონით გვეკითხებოდნენ თუ რამდენი გადაგვიხადა ლომაიამ წერილის გამოქვეყნებისთვი. ვაი თქვენს თავს მეტიჩარებო! ფულის მეტს, რომ ვერაფერს ხედავთ...

[ "ღია ბოქლომი"]
Read more

19 წლის ბიჭი გათხოვდა!


გიორგი ქიზიყის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. 9 წლის იყო, როცა ბიძაშვილმა ბიჭმა აუხსნა, რომ სექსი კარგი რამეა და აუცილებლად უნდა გაესინჯა. ამბობს, რომ შეეშინდა, თუმცა ბიძაშვილი უყვარდა და დაიჯერა, რომ ყველა ასე იქცეოდა. ძალზე უცნაურ და შემაძრწუნებელ ცხოვრებაზე თამამად გვიყვება, თუმცა სოფლის, გვარის და სხვა წვრილმანების დასახელების ერიდება. ჩვენი საუბარი ინტერნეტით შედგა.

პირველი სექსიც 9 წლის ასაკში ჰქონდა. სოფელში, ბიცოლას სახლში. სწორედ მაშინ, როცა მთელი ნათესაობა შეკრეფილიყო და დღესასწაულს ზეიმობდნენ. 9 წლის გიორგი და 13 წლის დათო ამ დროს აბაზანაში გაიპარნენ. ახსოვს, რომ ეტკინა, თუმცა უფროსი ბიძაშვილი არწმუნებდა ყველა ასე აკეთებს და მოგეწონებაო. მათი ურთიერთობა წლები გაგრძელდა. ნელ-ნელა მიხვდა, რომ დათო უკვე სხვანაირად უყვარდა. როცა ვერ ხედავდა ენატრებოდა. სიყვარულის არაფერი ესმოდა, მაგრამ მალე აღმოაჩინა რომ ბიძაშვილი მამაკაცურად უყვარდა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. სექსუალურ გადახრებზე ბევრი სმენია, მაგრამ ფიქრობს, რომ ქიზიყი თავისებური კუთხეა და ყველაფერს რთულად აღიქვამენ. ყველაფრის შეცვლა დააპირა მაგრამ...

ასე თითქმის 6 წელი გაგრძელდა. გიორგი მიხვდა, რომ გოგონები არ აინტერესებდა და მხოლოდ დათოზე ფიქრობდა. ბიცოლასაც ადანაშაულებს. ამბობს, რომ როცა მათთან სტუმრად მიდიოდა საწოლს სწორედ დათოს ოთახში უშლიდნენ, მის გვერდით აწვენდნენ და რომც არ სდომებოდა დათო სექსს მაინც აიძულებდა-ხოლმე. უკვე ჭკვაში ჩავარდნილს თავისი საქციელი ,,უტყდებოდა, გამოსწორება და აღსარების თქმაც ბევრჯერ დააპირა, მაგრამ ამბობს, რომ დათო მოსვენებას არ აძლევდა. სხვა გზა არ იყო, დასაძინებლად ადგილს ყოველთვის დათოს ოთახში მიუჩენდნენ ხოლმე და მაინც იძულებული ხდებოდა მასთან სექსი დაემყარებინა.

15 წლის რომ გახდა ყველაფერი მობეზრდა, თავს დამცირებულად მიიჩნევდა და სიცოცხლე აღარ უნდოდა. თავის მოკვლაზეც ბევრჯერ დაფიქრდა. ამ ასაკში ყველაფერი რეალურად გაიაზრა, თუმცა შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა მომხდარს რეალურად ვერ აფასებდა. დაშორდა და დათოს მკაცრად აუხსნა, ამ თემაზე აღარასოდეს ელაპარაკათ... თუმცა. მათთან დაბადების დღეზე მორიგი სტუმრობისას დალიეს, შეაგვიანდა, სახლში ვეღარ დაბრუნდა და ბიცოლამ უნებლიედ კვლავაც დათოს გვერდით დააწვინა. ნასვამ დათოს ვერაფრით აჩერებდა და... ისევ იძულებითი სექსი.

ამასობაში დათოც 19 წლის გახდა და გიოსთან სექსი მასაც უტყდებოდა. გიორგი მიიჩნევს, რომ დათომ სხვა მუდმივი პარტნიორი გაიცნო და სწორედ ამიტომ დათანხმდა დაშორებაზე. ბოლო საუბრის შემდეგ ბიძაშვილებს წარსულზე დღემდე აღარ უსაუბრიათ და ყველგან ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა.

დაშორების შემდეგ თითქოს თავისუფლება იგრძნო, მაგრამ მალევე აღმოაჩინა, რომ რაღაც აკლდა და იძულებით გამრუდებული ცხოვრება მისთვის ცხოვრების წესად გადაიქცა. მიხვდა, რომ მამაკაცის სითბო კვლავაც სჭირდებოდა. კახეთში და მითუმეტეს ქიზიყის ერთ-ერთ სოფელში ეს არც ისე ადვილი იქნებოდა, გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასულიყო.

დათოს დაშორებიდან 3 წელზე მეტი გავიდა, კახეთში ვერაფერს ბედავდა, მარტოობა უჭირდა. გერმანიაში წავიდა, ოჯახს და ახლობლებს დღემდე ჰგონიათ, რომ მუშაობს, რეალურად კი უცხო ქვეყანაში დამკვიდრება არც ასე ადვილი აღმოჩნდა. საკმაოდ ლამაზი გარეგნობით გამოირჩევა, თავიდან გიორგი ,,გეი-ბიჭი გამოძახებით მუშაობდა. ანაზღაურება რომ მაღალი ყოფილიყო ყველაზე მიუღებელი ნაბიჯი გადადგა და მხოლოდ მოხუც მამაკაცებს ემსახურებოდა, ძირითადად ფულიან და გავლენიან ბიძაკაცებს. ამბობს, რომ ხშირად ზედმეტსაც სჩუქნიდნენ და დიდ ქალაქში თავის რჩენას ასე ახერხებდა. შიშობდა, კვლავ სოფელში დაბრუნების აუცილებლობა არ დამდგარიყო და ყველა სიძნელეს უმკლავდებოდა. დღესაც ვერ ხვდება, მოხუცებთან წოლას როგორ თანხმდებოდა, მაგრამ ამბობს, რომ გაჭირვება ყველაფერს გაკადრებინებს. ნელ-ნელა ენაც აითვისა, ახალი პარტნიორების მოძებნა აღარ უჭირდა. აღარც იმ ორგანიზაციაში მუშაობა იყო საჭირო და თავი კარგად რომ დაიმკვიდრა და ქალაქიც შეისწავლა ,,გამოძახებით სიარულს შეეშვა. მერე შემთხვევით გურჯაანელი ბიჭი გაიცნო, რომელმაც ღამის კლუბებში წაიყვანა. ნახა როგორ ცეკვავდნენ შიშველი ბიჭები სცენაზე და ასობით ბიჭი ჟრიამულით როგორ ხვდებოდა. მას შემდეგ კლიენტებს კლუბებში პოულობს. იქაური თავისუფალი ცხოვრების სტილი ძალიან მოსწონს. ამბობს, რომ ისეთ გარემოში მოხვდა, რაზეც ოცნებობდა. საღამოს კლუბებში მიდის, ჯდება, სასმელს წრუპავს და დაინტერესებული კლიენტი მასთან თავისით მიდის და პირობებზე თანხმდებიან. საარსებო თანხა ყოველთვის აქვს, ბინის ქირასაც იხდის, კარგად იცვამს და გართობასაც ახერხებს.

უკვე რამდენიმე თვეა გიორგი ასაკით ძალიან უფროს კაცზე დაქორწინდა. ამბობს, რომ ის არ მოსწონს, თუმცა ქორწინების შედეგად მოქალაქეობა მიიღო და ასე აღარც ბინის ქირა ეხარჯება. მეუღლე ერთგულებას სთხოვს და სხვებთან გართობას უკრძალავს, თუმცა გიორგი ამბობს, რომ ვინც მოეწონება მათთან დაწოლას მაინც ახერხებს. მშობლებს ჰგონიათ, რომ მუშაობს... მათი ვაჟი რომ გათხოვილია და სამშობლოში ამ მიზეზით არ ბრუნდება, ამის შესახებ არაფერი იციან...

კახეთში დაბრუნება არ უნდა, ამიტომ იძულებულია დათმობებზე წავიდეს. ახლა ცდილობს საცხოვრებლად ისეთთან გადავიდეს, ვინც მოეწონება. ჯერ სასურველი ვერ იპოვა, თუმცა ამბობს, რომ არჩევანი დიდია და არც ეს გაჭირდება.

თავის საქციელს არასოდეს უფიქრდება. ამბობს, რომ ჩაღრმავებას არ ცდილობს, თორემ მაშინვე დეპრესია ეწყება. ცდილობს ცუდზე არ იფიქროს. ხშირად სდომებია ჩვეულებრივი ცხოვრებით ეცხოვრა, თუმცა ამბობს, რომ ამ გზაზე იძულებით დადგა და ცხოვრების ამგვარი წესი თავად არ აურჩევია. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე ფოტოს გამოჩენასა და ვინაობის დაკონკრეტებისგან ჯერ თავს იკავებს, თუმცა თვლის, რომ ასე საქართველოშიც ბევრი ცხოვრობს და მალე მოსახლეობის დონე ისე ამაღლდება - დასამალი აღარაფერი იქნება და ასეთი ახალგაზრდებიც თავშესაფრად უცხო ქვეყნებს აღარ აირჩევენ. თავს ავადმყოფად არ თვლის, არც ასეთ ბიჭებს მიიჩნევს სხვანაირად და არ ფიქრობს რომ ეს უჩვეულო სფეროა. უხარია, რომ ქართველების 70(-ს ასეთი ადამიანების არსებობა აღარ აკვირვებთ და ამბობს, რომ სექსუალური გადახრის მქონე ადამიანებსაც თავისი უფლებები აქვთ და არავის აქვს მათი განკითხის უფლება. მისი აზრით, პირადი ცხოვრება ყველამ თავისი სურვილისამებრ უნდა მოიწყოს.

საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ გეგმავს. ბოლოს კახეთის მშობლიურ სოფელში ორიოდ თვის წინ ზაფხულში ჩამოვიდა, თუმცა ამბობს, რომ 1 კვირაზე მეტი ვერ გაძლო. თავისუფლებას სულ სხვა გემო აქვს...


[ შორენა ბერიძე, ქიზიყი]
Read more

თუთბერიძემ ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო


თეა თუთბერიძე ბოლო დროს ის პერსონა გახდა, რომელზეც საქართველოში ყველგან საუბრობენ. მას შედეგ, რაც ერთ-ერთ ინგლისურენოვან სოციალურ ქსელზე თუთბერიძემ პატრიარქისადმი მიძღვნილი უკვე ყველასთვის ცნობილი ვიდეოები განათავსა, თუთბერიძით ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა.

ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტფორუმზე: www.planeta.ge-ზე. თუთბერიძემ გამართა ონლაინ-კონფერენცია, სადაც პირდაპირ რეჟიმში საკმაოდ ბევრ კითხვას უპოასუხა. მათ შორის ისეთ კითხვებსაც, როგორიც არც საგაზეთო არც ტელევიზიის ფორმატში მისთვის არ დაუსვიათ. პრესა.გე-ს მკითველისათვის ალბათ საინტერესო უნდა იყოს ეს კონფერენცია, მით უმეტეს, რომ კითხვების ავტორები ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები იყვნენ, როლებმაც კითხვები ფორუმებზე ბუნებრივია ძირითადად ფორუმული მეტსახელებით განათავსეს.

Mirianირიან Gamrekelashvili:ძნელია იყო თეა თუთბერიძე? ანუ, რა გრძნობაა როცა ამდენი უცნობი შენს მიმართ უსაფუძვლო აგრესიას ავლენს?

თეა თუთბერიძე: არა, სულაც არ არის ძნელი . თეა თუთბერიძე ხარ თუ მირიან გამრეკელაშვილი რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი. მთავარია შეგეძლოს იმის თქმა რასაც ფიქრობ და აკეთო ის, რაც სწორად მიგაჩნია.

ადამიანებს, როგორც წესი საფუძვილიანი კრიტიკა აღიზიანებთ და არ მოსწონთ ხოლმე. ამ შემთხვევაში, ამ აგრესიას არც არანაირი აზრი აქვს და არც ყურადღებას ვაქცევ. უბრალოდ ვხალისობ ასეთ ადამიანებზე. ზოგჯერ მეცოდებიან კიდეც, რადგან მათ აგრესიის გამომჟღავნების მეტი არაფერი შეუძლიათ. მაგალითად არ შეუძლიათ მოისმინონ განსხვავებული აზრი, დაფიქრდნენ, გაიაზრონ და ცივი გონებით განსაჯონ რაც მოისმინეს.

Siknadmo:საერთოდ რას ფიქრობთ ხალხზე, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე?

თეა თუთბერიძე: რას უნდა ვფიქრობდე? ვფიქრობ იმას რომ სამოქალაქო თვითშეგნება გვაკლია, საკუთარი თავის გარდა არაფერი გვადარდებს. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს დავეხმაროთ, ავაშენოთ და გავაძლიეროთ, საკუთარი მუცლების გარდა არაფერზე ვფიქრობთ და კიდევ ბევრი ”სიკეთეები” გვახასიათებს, მაგრამ შორს წამიყვანს ამ ყველაფრის ჩამოთვლა

Lacoste87: თქვენი აზრით, ყველაზე უპატიებელი და მიუღებელი, რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ 2003 წლიდან დღემდე?

თეა თუთბერიძე: ის რომ პასუხისგებაში არ მისცა ყველა ის ადამიანი, ვისაც კანონის წინაშე აუცილებლად უნდა ეგოთ პასუხი იმ უკანონობებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს (მაგალითად შევარდნაძე, როინ მეტრეველი, შოთა კოპაძე, კოტე კემულარია და კიდევ ძალიან ბევრი ის ადამიანი ვინც ნამდვილად ციხეში ჩასასმელი იყო - კგბ-ს აგენტები). მიუღებელია შერჩევითი მართლმსაჯულება. ამას ვერასდროს ვერ დავეთანხმები. ის რომ არ მიიღეს ლუსტრაციის კანონი, ის რომ შეაჩერეს რეფორმაბი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათ რეიტინგზე ახდენდა გავლენას და ა.შ.

tb_parazitka:რატომ წამოხვედი უნივერსიტეტიდან?

თეა თუთბერიძე: სტუდენტი ვიყავი იმ მარაზმს ვებრძოდი უნივერსიტეტში რაც იყო და ლექტორსაც მაგ მეკეთებინა ისევ, თუ სტუდენტებისთვის მესწავლებინა?

თსუ-ს როგორც ჩანს არასდროს არაფერი ეშველება სამწუხაროდ!

nostradamusi: საპატრიარქომ კონკრეტულად რომელი პროგრესული პროცესი შეაჩერა ან შეაფერხა?

თეა თუთბერიძე: ძალიან ბევრი. უბრალოდ ახლა ამაზე რომ დავიწყო წერა ერთი დღე კიდევ ვერ მოვრჩები. გთავაზობთ fasebook-ის ჩემს გვერდზე დამატებას და იქ ბევრ რამეს წაიკითხავთ მაგ კითხვაზე პასუხის კუთხით. მაგალითს მოგიყვანთ, როცა საპატრიარქო გამოდის და აკეთებს განცხადებას რომ ხელისუფლებამ უნდა გამოუშვას თურმე ის ხულიგნები, რომლებმაც საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტს სცემეს, ამას თქვენ რას უწოდებთ??? ეს რომ სახელმწიფოს ასუსტებს და ასეთი რამ რომ არ უნდა ხდებოდეს იმედია ამას ხვდებით. მაგრამ ამ კუთხით მარტო საპატრიარქოსთან კი არა, ხელისუფლებასთან მაქვს მთავარი პრეტენზია, რომ წავიდა იმ ნაბიჯზე, რომ ის ადამიანები საპატრიარქოს მოთხოვნით გამოუშვა. რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს ანალოგიური ქმედებისთვის იმავე მუხლით თუ იცით? რატომ იმათზე არ მოითხოვეს მაშინ? თუ ოპოზიციური პარტიის აქტივისტობა თუ წევრობა ყველაფრის უფლებას იძლევა?

irmako1:დავიჯერო მხოლოდ ეკლესიაა დღეს პრობლემა? მითუმეტეს როდესაც დღეს ეკლესია ცუდს არ გვიკეთებს, პირიქით უამრავ გაჭირვებულს იფარავს, და თუ თქვენ კონკრეტული ფაქტები გაქვთ გვაჩვენეთ, ან აჩვენეთ პატრიარქს იქნებ მან პირველი დაგმოს? რატომ არის პირდაპირი შეტევა ეკლესიაზე?

თეა თუთბერიძე: უამრავი ფაქტი არსებობს იმისა რა უსამართლობებიც ეკლესიში ხდება. მე ამის ფაქტების შესახებ იმდენი რამ მიდევს fasebook-ის ჩემს გვერდზე რომ ორი კვირა ვერ წაიკითხავთ. მაგრამ აბა მანახეთ ჟურნალისტი ვისაც ამ ყველაფრის გაშუქება შეუძლია დღეს? რაც შეეხება ვიდეო რგოლებზე აგორებულ აჟიოტაჟს - შექმნილი სიტუაცია საკუთარი რეიტინგის ასაწევად გამოიყენეს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მე ვთვლი, რომ ასეთი ქმედება და რელიგით მანიპულირება არ არის მისაღები, მითუმეტეს პოლიტიკოსების მხრიდან.

არასწორია, როდესაც საჯარო პირები თავიანთი რელიგიურობის ხაზგასმას ახდენენ. ეს არის ჩემთვის მიუღებელი, რადგან შენი რწმენა არის შენი ინტიმური, შენი პირადი. პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კი ხელისუფლებაში მყოფთ, უნდა ესმოდეთ, რომ ისინი არ არიან ხელისუფლებაში მხოლოდ მართლმადიდებლების წარმომადგენლები და მათი ეს განხცადებები და გამოსვლები შეურაცხმყოფელია იმ არამართლმადიდებელი ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვისაც ისინი წარმოადგენენ ამავე დროს. მაგრამ, პოლიტიკოსები, ხშირად საკუთარი რეიტინგებისთვის აკეთებენ ამას, რადგან უმრავლესობა საქართველოში მართლმადიდებელია. პოზიორობენ ეკლესიებში კამერების წინ, ანთებენ სანთლებს და ჩნდებიან პატრიარქის გვერდით. ჩემი აზრით პატრიარქი მათ არ უნდა აძლევდეს ამის უფლებას. ეკლესიის და პატრიარქის გამოყენება პოლიტიკური კამპანიებისთვის არ უნდა ხდებოდეს.

რა თქმა უნდა პრობლემა ბევრია, მაგრამ საფრთხე იმისა რომ რუსეთმა თავის სანუკვარ მიზანს მიაღწიოს, ეს სწორედ ეკლესიას გამოყენებით შეიძლება მოხდეს. რუსეთმა იცის, რომ პატრიარქის სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან მგრძნობიარეა საზოგადოება მის მიმართ. მე სწორედ ეს საფრთხე დავინახე პატრიარქის იმ განცხადებაში, რომელიც მან პედაგპოგებთან შეხვედრისას გააკეთა. ვფიქრობ, რუსეთმა შესაძლოა გათვლები ამჯერად ეკლესიაზე გააკეთოს, რადგან ოპოზიციამ ვერ შეძლო იმ მიზნის მიღწევა, რაც მას სურდა და სამწუხაროდ ეს შეიძლება ეკლესიის გამოყენებით გამოვიდეს, რადგან ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა საბჭოთა იდეოლოგიის მარწუხებისგან.

Paopo: თუ მართალი ადამიანი ხართ, რატომ არ აკრიტიკებთ სიცოცხლის უფლების ხელყოფას, ადამიანების ქუჩაში ჩაცხრილვას, გახმაურებულ მკვლელობებს, გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლებას და აშკარად გადაჭარბებულ სასჯელებს მსუბუქ დანაშაულებზე, ციხეებში არსებულ მდგომარეობას, საკუთრების უფლების უპრეცედენტო ხელყოფას, ბიზნესის დატერორებას, პატიმრების მდგომარეობას ციხეებში, სასამართლოს პოლიტიზაციას, 7 ნოემბერს?

თეა თუთბერიძე: დავიწყებ გირგვლიანის ტრაგედიით და ვიტყვი, რომ როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, ეს სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროა ის რაც მოხდა. მაგრამ ასევე სამწუხარო იყო, რასაც ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აკეთებდნენ - ამ თემით მანიპულირება საკუთარი რეიტინგის ასაწევად და სხვის უბედურებაზე ქულების ჩაწერა. წინა საარჩევნო ვიდეო რგოლებში შვილის საფლავზე დამხობილი გირგვლიანის დედა და სხვა უამრავი ამაზრზენი რამ. გირგვლიანი და რობაქიძის შემთხვევებს ვერ შევადარებ სხვა დანარჩენს - როგორც თქვენ უწოდებთ ”ადამიანების ქუჩაში ჩაცხრილვას”. რობაქიძის საქმე ამ შემთხვევიდან მეორე დღიდანვე იყო ჩვენთვის ცნობილი. იმ მანქანაში მსხდომი სხვა დანარჩენი ახალგაზრდები მოვიდნენ ოჯახის წევრებთან ერთად ჩვენთან ოფისში. მათ მოყვნენ რა და როგორ მოხდა. არასოდეს ერთ წყაროზე დაყრდნობით არ ვიქმნიხოლმე წარმოდგენებს, მაგრამ როცა ამ საქმის სხვა დეტალებსაც გავეცანი (მოვუსმინე შსს და ა.შ.) მივხვდი რომ ყველაფერი არც ისე იყო როგორც ამას შსს ამბობდა და არც ისე როგორც შემდგომში ე.წ. ოპოზიციური პარტიები გაჰყვიროდნენ. სამწუხაროდ რობაქიძე პოლიციელის იარაღიდან შემთხვევით გავარდნილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

ჩვენთან მოსული ახალგაზრდები ყვებოდნენ - პირველ ჯერზე პოლიციის მოწოდებას გაგვეჩერებინა მანქანა, არ დავემორჩილეთო. მათ სხვა პატრულის თანამშრომლები გამოიძახესო და შემდეგ უკვე მოგვიწია გაგვეჩერებინაო. როცა მანქანიდან გადმოვედით, მანქანის ერთი კარი, საედანაც რობაქიძე გადმოვიდა ცუდად იღებოდა და ჩხაკუნის ხმა იყოო. როგორც ჩანს პოლიციამ ჩათვალა რომ იარაღი ჰქონდა და შიშისგან გაისროლაო. არც მათ და არც ჩვენ ბუტა მკვდარი არ გვეგონაო. ეს მხოლოდ მას შემდეგ დავინახეთ, როცა პოლიციის თანამშრომლები ხელებზე ბორკილებს გვადებდნენ და როცა ბუტასთანაც მივიდნენ ხელებზე ბორკილების დასადებად მაშინ მიხვდნენ რომ მკვდარი იყოო. ეს ძალიან სამწუხარო შემთხვევა იყო, ამაზე დიდი უბედურება არც ერთი ოჯახისთვის არ არსებობს ალბათ, რასაც შვილის სიკვდილი ჰქვია.

Choxa:შეურაწყოფასა და კრიტიკას შორის, იმავე ევროპული სტანდარტების მიხედვით, განსხვავება რომაა, თან დიდი, უხერხულობას არ გიქმნის? რატომ უნდა იყოს ნორმალური ადამიანისათვის შეურაწყოფა დასაშვები?! (თუნდაც საჯარო პირის)

თეა თუთბერიძე: თქვენ ვერ გაიგეთ როგორც ჩანს სამწუხაროდ, ან მე ვწერ გაუგებრად. გადმოვიტან ციტატას: ”საჯარო პირების მიმართ ნებისმიერი ფორმით კრიტიკა და შეურაცხყოფა ეს დასაშვებად მიმაჩნია”. იქნებ კარგად წაგეკითხათ და შემდეგ გაგეკეთებინათ ესოდენ მნიშვნელოვანი შეფასება? აქ სადმე დაინახეთ ვამბობდე, რომ შეურაცხყოფასა და კრიტიკას შორის განხსვავება არ არისთქო?

მორალურად შეიძლება არ არის, მაგრამ ჩემთვის გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საჯარო პირის მიმართ შეურაცხყოფა დაუშვებელი იქნებოდა, მაშინ ნებისმიერ მათგანს შეეძლო ეთქვა - ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია რაც ჩემზე თქვესო და წასულიყო სასამართლოში. ასეთ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლებაც აღარ იარსებებდა.

Wano:კონკრეტულად ვინ მიგაჩნიათ თქვენ ”დანმაშავედ” იმაში რომ 21-ე საუკუნეში რელიგიას და შესაბამისად მათ წინამძღლოებს ასეთი ძლიერი გავლენა აქვს?

თეა თუთბერიძე: დამნაშავე არაფერ შუაშია. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ხალხს დიდი მოთხოვნილება აქვს ლიდერის. 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში ეს ლიდერი ზვიად გამსახურდია იყო. მაშინ პატრიარქი და ეკლესია დიდად არავის ახსოვდა და არც რეიტინგი ჰქონდა დიდი. როცა გამსახურდიას მთავრობა რუსეთმა დაამხო ქართველების ხელით და დაგვისვა შევარდნაძე, შევარდნაძეს ხალხის დიდი ნაწილი ვერ იტანდა და მას საკუთარ ლიდერად არ თვლიდა.

იმ პერიოდში იწყებს ზრდას ილია მეორის რეიტინგი. დაბერდა ილია მეორე, ყველამ დაივიწყა, რომ ის ოდესღაც პოლკოვნიკი შიოლაშვილი იყო (სამწუხაროდ გვჩვევია ქართველებს ასეთი გულმავიწყობა), გახდა ”საყვარელი” მოხუცი და ამ ხალხმაც სხვას ვერავის რომ ვერ ხედავდნენ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (ლიდერზე მოთხოვნას ვგულისხმობ) ილია მეორე გაიხადა ლიდერად. მერე უცებ გამოჩნდა შევარდნაძესთან მებრძოლი სააკაშვილი. ხალხს ნდობა გაუჩნდა მის მიმართ და ის აღიარეს ლიდერად 2003 წელს. მაგრამ სააკაშვილმა რეფორმების გატარება დაიწყო. ეს რეფორმები საზოგადოების ნაწილს მტკივნეულად შეეხო, რამაც სააკაშვილის რეიტინგის დაცემა გამოიწვია და ხალხმა ლიდერზე მოთხოვნილების დსაკმაყოფილებლად კვლავ ეკლესიას მიაშურა. ასე გაიზარდა ილია მეორის რეიტინგი და არა მხოლოდ ლიდერი გახდა, არამედ ვიღაცეები ღმერთადაც კი მიჩნევენ დღეს უკვე. ასე მოვედით აქამდე. ახლა ხელისუფლებას ეშინია იმის, რომ თუ ეკლესია ღიად ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში და ის გამოიყენებს ამ რეიტინგს და ხალხს ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებს (რისი იმედითაც 26 მაისს ოპოზიციამ მიაშურა ილია მეორეს სამებაში), მაშინ პროცესების კონტროლი გაძნელდება.

რუსეთმაც კარგად იმუშავა ილია მეორის და ეკლესიის რეიტინგის აწევაზე. მაშინ როდესაც რუსეთის ჯარი იდგა გორში და იქ ფაქტობრივად ვერცერთი უცხოელი ჟურნალისტი და ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვერ შედიოდა და რუსეთს ანგარიში არავისთვის გაუწევია, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ დართო ნება საპატრიარქოს, რომ შესულიყვნენ კონფლიქტის ზონაში და გამოეტანათ იქედან ცხედრები? ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ კავშირებზე, რომელიც არსებობს. არავის გასჩენია კითხვა, ხომ არ იყო ეს გაკეთებული რუსეთის მხრიდან, რომ ქართველი ადამიანი როდესაც დაინახავდა თუ როგორ გამოყავს საპატრიარქოს ცხედრები, ეკლესიის რეიტინგი მაღლა აიწევდა? ჩემი აზრით ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ რუსეთი როცა გადაწყვეტდა, გამოეყენებინა ქართული ეკლესია თავის სასარგებლოდ, მას ჰქონოდა ხალხში რეიტინგი. თუმცა ბუნებრივია ვერავინ დაუკარგავს ეკლესიას იმას რომ მათ გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან გარდაცვლილები.

Babuagiorgi:პატრიარქი თქვენ იგივე საჯარო პირი მიგაჩნიათ როგორც პრეზიდენტი?

იგივე საჯარო პირი ვერ იქნება ვერანაირად. თუმცა საჯარო ფიგურა ნამდვილად არის და მის მიმართაც ისევე დასაშვებია კრიტიკა და გაშარჟებული ვიდეო რგოლები როგორც ნებისმიერ სხვა საჯარო პირზე.

მითუმეტეს, როდესაც პატრიარქის გამოსვლები ხდება პოლიტიკური მესიჯების მატარებელი, მას აღარ უნდა გაუკვირდეს, რომ მასთან მიმართებაშიდაც ისეთივე ფორმებით წავა კრიტიკა, როგორც ეს ხდებახოლმე იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, ეს იქნება გაშარჟებული ვიდეო რგოლები თუ სხვა ფორმა.

Shamili:ის მოსაზრებები რაც თქვენ ამ ფორუმზეც წამოაყენეთ ჩემთვისაც ნაცნობია და არც თუ საფუძველს მოკლებული, თუმცა მე ვერ გავბედავ პატრიარქზე მხოლოდ მოსაზრებაზე დაყრდნობით მსგავსი ბრალდების წაყენებას და უმძიმესი ცოდვის დადებას. თქვენ შეძლებთ თქვენი სიმართლის დამტკიცებას ?

თეა თუთბერიძე: მე მივმართავ ილია მეორეს, თუ ის თვლის, რომ ეს ყველაფერი ცილისწამებაა შეიტანოს სარჩელი სასამართლოში. იმ რაღაც სულელურ ვიდეო რგოლებზე რომ ყვიროდა საპატრიარქოც და ხელისუფლებაც, რატომ არიან ახლა ასე ჩუმად?

რატომ არავინ აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია? რომ ილია მეორე პოლკოვნიკი შიოლაშვილი - მეტსახელად ”ივერიელი” არ არისო და კგბ-ს აგენტები არ გვყავს საპატრიარქოშიო? იმიტომ რომ ეშინიათ და არ აწყობთ ამ თემის წამოწევა. არც საპატრიარქოს და არც ხელისუფლებას. ხელისუფლებას ეშინია და იმიტომ, საპატრიარქოს კიდევ არ სურს ხალხმა სიმართლე იცოდეს და ის სულიწმინდის მოვლენილი უნდათ რომ ეგონოს ყველას. რეალობა კი სულ სხვაა, ილია მეორე საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტმა (და არა სულიწმინდამ) საქართველოს პატრიარქად დანიშნა!
[მურმან ეკალაძე, presa.ge]
Read more

სუბარი მთავრობის წინააღმდეგ


”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე, სოზარ სუბარი გაერო-ს ეთნიკური თანამშრომლობის ნებაყოფლობითი ფონდის წევრი და ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს ექსპერტი გახდა.

იმაზე, თუ რა ფუნქცია აქვს ეთნიკური თანამშრომლობის ფონდს; როგორ მოხვდა იქ და რას ფიქრობს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე, პრესა.გე სოზარ სუბარს ესაუბრა.

სოზარ სუბარი: ეთნიკური თანამშრომლობის ნებაყოფლობითი ფონდი 5-კაციანია. მისი წევრები წელიწადში ორჯერ იკრიბებიან და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ანგარიშს აბარებენ იმაზე, თუ რა გაკეთდა, რის გაკეთებას აპირებენ, რა თანხებია გამოყოფილი, როგორ უნდა დაიხარჯოს ეს ფული და ა.შ. 2 ტიპის ანგარიშებია - რა კეთდება რეგიონების მიხედვით და რა კეთდება მიმართულბების მიხედვით; მაგალითად, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებების, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით…

პლუს ამას, ცალკეულ ქვეყნებში არსებული ვითარების განხილვა ხდება და შემდეგ ფონდი დასკვნას აქვეყნებს. ანუ, ფონდი ერთგვარ საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, რამდენად სწორად მუშაობს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი. ფონდის წევრები როტაციის წესით 3 წელში ერთხელ იცვლებიან და ამაზე, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარდგინებით, გადაწყვეტილებას უშუალოდ გაერო-ს გენერალური მდივანი იღებს.

თქვენ როგორ აღმოჩნდით ამ ფონდში?
- ფონდში 2 ახალი წევრი ვართ - მე და ერთი ქალბატონი, სამხრეთ აფრიკიდან. პირადად ჩემი გამორჩევა როგორ მოხდა, არ ვიცი. რამდენიმე თვის წინ დამიკავშირდნენ და მითხრეს, ვიქნებოდი თუ არა თანახმა ასეთ შემოთავაზებაზე. ამაზე მივუგე, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივია და რომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი. ერთი კვირის წინ, მოულოდნელად დამირეკეს და მითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და რომ ჟენევაში უნდა წავიდე.

როდესაც იქ ვიკითხე, არჩევანის შეჩერება როგორ ხდება,- აღმოჩნდა, რომ თავიდან არსებობდა რაღაც დიდი სია, სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელიც ბოლოს 5 ადამიანზე დავიდა და როდესაც ეს სია კომისარს შეუტანეს, მან არჩევანი ჩემზე გააკეთა. ახალ კომისართან შენახვედრი ვარ, მაგრამ ახლოს არ ვიცნობ და ამიტომ, მისი არჩევანი ჩემთვის მოულოდნელი იყო.

ფონდში ყოფილი სახალხო დამცველები არიან გაერთიანებულები?
- ამ 5-კაციან ფონდში, ერთადერთი პრაქტიკოსი უფლებადამცველი ვარ; დანარჩენები ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები არიან. გაერო-ში ომბუდსმენების განყოფილება ცალკე არსებობს, რომლის წევრებმა მითხრეს, რომ მათთვისაც დიდი პატივია, ომბუდსმენების სფეროდან, ერთი ადამიანის არჩევა, ამ ფონდში და რომ ეს ომბუდსმენების ინსტიტუტის მაღალ აღიარებაზე მეტყველებს და მით უმეტეს, ეს ძალიან დიდი აღიარებაა, საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის და მისი გაწეული მუშაობის.

პოლიტიკაში გადასვლის შემდეგ, ისევ მოგმართავენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე?
- დიახ, არაერთი ასეთი ფაქტი ხდება. განსაკუთრებით, როცა პოლიციაში, ან ციხეში ვიღაცას სცემენ, მიკავშირდებიან და გადავამისამართებ ხოლმე ახალი სახალხო დამცველის ოფისთან და არაერთი ასეთი ცემის ფაქტი გამოაშკარავდა. მაგალითად, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რეხვიაშვილის ცემის ფაქტი. დედამისი შემხვდა, მითხრა, რომ მერვე საპყრობილეში მისი შვილი სასტიკად ნაცემი გახლდათ და დახმარება მთხოვა. სახალხო დამცველის ოფისს დავუკავშირდი, მათ შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი მართლა უსასტიკესად იყო ნაცემი.

რას იტყვით პატრიარქის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე - არის თუ არა ეს თვითონ პატრიარქის და მართლმადიდებლების შეურაცხყოფა? ვგულისხმობ ინტერნეტში განთავსებულ ვიდეორგოლებს და ერთ-ერთ ყოველკვირეულ, დიდტირაჟიან გაზეთში დაბეჭდილ სტატიებს.
- წერილებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან არ წამიკითხავს. რაც შეეხება ვიდეორგოლებს, ვნახე ”კავკასიას” ეთერში, ნანა ლეჟავას მიერ გაკეთებული ჟურნალისტურ გამოძიებაში, სადაც რაღაცეები გაცენზურებული იყო, სავსებით სწორად და სამართლიანად, მაგრამ თვითონ იქიდან რაც დავინახე, არანაირად არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში - ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის უხამსობა და რელიგიური შეურაცხყოფა.

უხამსობა და საზოგადოებრივი მორალი - ეს არის ის საზღვარი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას აქვს. ეს აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და ასევე, ყველა დემოკრატიული სასამართლოს მიერ. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს ნათქვამი აქვს, რომ ”ძალიან ძნელი, თითქმის შეუძლებელია უხამსობის განსაზღვრება გააკეთო, მაგრამ მე ვიცი უხამსობა, როდესაც ვხედავ მას”. ანუ, უხამსობა ყოველთვის პრაქტიკაში ვლინდება.

როდესაც მე კლიპები ვნახე, ჩემთვის ეს ნამდვილად უხამსობა იყო, ამას სხვა ახსნას ვერ მივცემ. შესაბამისად, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფერო. ოპონენტებმა შეიძლება თქვან, რომ ”არის ქვეყნები, სადაც მსგავსი რამეები ხდება და მიღებულია და საქართველოში რატომ არ უნდა იყოს იგივე”. ეს არ არის სწორი ანალოგია, რადგან იგივე აშშ-ს უზენაეს სასამართლოს აქვს ნათქვამი, რომ ზოგადად საზოგადოებრივი მორალი და ის, თუ რა არის უხამსობა, ძალიან განსხვავებული შეიძლება იყოს, არა თუ სხვადასხვა ქვეყნებს შორის, არამედ ერთ ქვეყანაშიც კი და იქ პირდაპირ წერია, რომ რაც შეიძლება არ იყოს უხამსობა ნიუ იორკში, ის უხამსობა იქნება და შესაბამისად, ერთგვარ დასჯას დაექვემდებარება, რომელიმე სხვა, უფრო კონსერვატიულ შტატში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ერთ-ერთ საქმეზე, ”ენდი საიდი ინგლისის წინააღმდეგ”, ინგლისის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უხამსობას კრძალავდა, გაამართლა. იმ საქმეში წიგნების ამოღებაზე იყო ლაპარაკი, რომელიც გავრცელდა უელსში, შოტლანდიაში, ჩრდილო ირლანდიაში, რომელიც ასევე ბრიტანეთის შემადგენელი ნაწილია და იქ არ აუკრძალიათ, მაგრამ, შოტლანდიელებს შეუძლიათ უხამსობის განსხვავებული ხედვა ჰქონდეთ და ინგლისელებს განსხვავებული და სახელმწიფოს უფლება აქვს, ამ შემთხვევაში აკრძალვა დააწესოს.

ასე რომ სახელმწიფოს ნამდვილად აქვს უფლება, ასეთ შემთხვევაში ჩაერიოს, მაგრამ ჩვენი კანონდებლობა ისეთი მკაცრი არ არის, როგორც ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის, მაგრამ თვითონ უხამსობაც არ არის არანაირად დაცული.

დღეს, საერთაშორისო უფლებათადამცეველები (გაერო-ში ყოფნისას ამაზე იყო ლაპარაკი) ძალიან აქტიურად განიხილავენ, აი, ამ ახალ ფენომენს, რასაც ჰქვია რელიგიური შეურაცხყოფა და მიდიან იქითკენ, რომ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფერო და აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს რელიგიურ შეურაცხყოფად, უპირველესად გამომდინარეობს თვითონ იმ რელიგიის ბუნებიდან და იმ რელიგიის მიმდევართა მიდგომიდან, რომელსაც ეს საქმე ეხება.

როგორ ფიქრობთ, ურევია თუ არა ხელისუფლების ხელი, პატრიარქის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში?
- ცხადია რომ ეს არის კამპანია. ხელისუფლებას ზოგადად არ მოსწონს არავინ, ვინც კი შეიძლება ქვეყანაში იყოს ავტორიტეტული და მით უმეტეს, პატრიარქი, რომელსაც უზარმაზარი ავტორიტეტი გააჩნია. პატრიარქის წინააღმდეგ ასეთი კამპანიის აგორება, გამოიწვია განცხადებამ, რომელიც პატრიარქმა მასწავლებელთა პროფკავშირთან შეხვედრაზე გააკეთა.

პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ეს არის სწორი განცხადება, რადგან როცა შეიძლება თავი აარიდო ომს (და მით უმეტეს, წინასწარ წაგებულს), ხელისუფლებამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ შეძლებს, ის ძალიან ცუდი ხელისუფლებაა. ჩემს ენაზე რომ გადმოვიტანო, ეს იყო პატრიარქის განცხადებაში ნათქვამი და ბუნებრივია, ეს არ მოეწონებოდა, არც თეა თუთბერიძეს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილის ფანკლუბში არიან დარეგისტრირებულები, იმავე ”ფეისბუქზე”.

რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, ვიდეორგოლების ავტორების წინააღმდეგ?
- ამის გაკეთება გამართლებულად არ მიმაჩნია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა ამის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ, თუ კი ამას გააკეთებენ, მაშინ ძალიან მინდა იგივე სტანდარტი გავრცელდეს პრეზიდენტზეც - როდესაც პრეზიდენტი უწოდებს ჩარეცხილებს, ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს, ან როდესაც პრეზიდენტი კონკრეტულ მოქალაქეებს ადარებს პირველყოფილ ადამიანებს - მზიას და ზეზვას. ესეც ისეთივე შეურაცხყოფაა, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტისგან მოდის. კარგი იქნება პროკურატურა პრეზიდენტის წინააღმდეგაც თუ დაიწყებს გამოძიებას.
[ნინო მიქიაშვილი, presa.ge, chn]

Read more

სეპარატისტული აზრი


“შურობუმუ” - ასე ჰქვია გაზეთს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ განათლების ცენტრმა - “კოლხიდა”გამოსცა. სიმართალე გითხრათ, სამეგრელოში მსგავსი განათლების ცენტრი თუ არსებობდა, ნამდვილად არავინ იცოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული გაზეთი მთელ სამეგრელოში გავრცელდა, დავვინტერესდი და გამოცემის შინაარსს გავეცანი. როგორც გაირკვა, გაზეთი მეგრულენოვანია და მისი გამომცემლების ძირითადი მიზანია, მეგრულ და სვანურ ენებს მიანიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი.

მოკლედ, განათლების ცენტრ “კოლხიდას” ხელმძღვანელს, იურა ღვინჯილიას დავუკავშირდი. ინტერვიუ სკანდალური გამოდგა, რესპონდენტმა მითხრა: “სკოლებში ამიერიდან მეგრულად თუ არ დაიწყება სწავლება და ზუგდიდში მეგრული ტელე-რადიომაუწყებლობა არ დაფუძნდება, შესაძლოა, სამეგრელო საქართველოს გამოეყოს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიწყოს არსებობა.”

აქვე, აღვნიშნავ, რომ მეგრული ენის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ სეპარატისტულ აზრებსა და აზროვნებას მხარს არასოდეს დავუჭერთ.

თავად განსაჯეთ, თუ რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ერთიანობას იურა ღვინჯილიასნაირი ხალხის აზროვნება და განათლების ცენტრი „კოლხიდა“. ახლა კი უკომენტაროდ და ზედმეტი შელამაზების გარეშე შემოგთავაზებთ ზესკანდალურ ინტერვიუს.

იურა ღვინჯილია: - არამარტო ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც გაემიჯნა მეგრულ ენას, ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მეგრული და სვანური ენებისთვის შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, ანუ ენებს უნდა მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი და მასზე გავრცელდეს ევროპის ქარტიით გათვალისწინებული ნორმები, მაგალითად, როგორიცაა ტელე-რადიომაუწყებლობის არსებობა მეგრულ ენაზე. ამ ეტაპზე ენის შენარჩუნება გადარჩენისთვის ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი გზა.

გაერო-ს დასკვნების მიხედვით არამარტო მეგრული, არამედ ქართული ერიც არის შეტანილი გადაშენების პირას მდგარ ერებს შორის. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ გადავშენდეთ.

ამასწინათ, ჩავატარეთ აქცია და ქალაქის ქუჩებში გავაკარით პროკლამაციები, სადაც ეწერა - “მოვითხოვთ მეგრულ და სვანურ ენებს მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი“. ამ პროკლამაციების გაკვრის იდეის ავტორად ზოგიერთმა გამოცემამ დაასახელა სამთავრობო წრეები, კონკრეტული გვარებიც იქნა გაჟღერებული: აწ გარდაცვილი პარლამენტარი გრიშა ქობალია და გუბერნატორი ზაზა გოროზია. ვაცხადებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და მედიის მიერ გვრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეეფერება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი პროკლამაციებისა და გაზეთების დაბეჭვდა გამოიწვევს იმ სცენარის განვითარებას, რაც აფხაზეთში მოხდა. აფხაზებმაც ხომ ასე დაიწყეს ბრძოლა ენის აღიარებისთვის და შემდეგ, დამოუკიდებლად არსებობის სურვილიც გაუჩნდათ?

- ყველაფერი შესაძლებელია. როდესაც არსებობს პრობლემა და მას ყურადღებას არავინ აქცევს, მაშინ შესაძლოა, პრობლემა უმართავი გახდეს, ამიტომ საჭიროა საზოგადოების მეტი აქტიურობა.

- გინდათ, რომ სამეგრელო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს?! ვინ გაფინანსებთ?

- თვითდაფინანსებაზე ვართ. თქვენს მიერ დასმული ეს შეკითხვა გულისხმობს, რომ ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ემიჯნება ამ მეტად მნიშვნელოვან პრობლემას.

- ფონდებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ?

- ეს თემა მეგრული და სვანური ენების აღიარების შესახებ ჯერ-ჯერობით ტაბუდადებულია, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ გვეხმარებინ.

- იქნებ, იმიტომ გარიდებენ თავს, რომ არ უნდათ მოხდეს იგივე, რაც აფხაზეთში...

- არ შეიძლება, ასეთი მსჯელობით რაიმე პრობლემა გადავწყვიტოთ. არის პრობლემა - მეგრული ენა და მას ყურადღება სჭირდება.

მე მაქვს უფლება, მივიღო ინფორმაცია და განათლება მეგრულ ენაზე.

- ანუ ამბობთ, რომ სამეგრელოს სკოლებში სწავლება მეგრულად უნდა მიმდინარეობდეს?

- რა თქმა უნდა, ამის მომხრე ვარ. ჩვენმა შვილებმა სკოლაში განათლება მეგრულ
ენაზე უნდა მიიღონ, ამას არ ვამბობ მხოლოდ მე, ბევრი თანამოაზრე მყავს და თუ საჭირო იქნება, შესაძლოა, ხელმოწერების შეგროვებაც დავიწყოთ.

- მოდით, კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ: ხომ არ გსურთ სამეგრელო გამოეყოს საქართველოს და არსებობა გააგრძელოს, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ?

- არა. ჩვენი მიზანია საქართველოს მეგრელიზაცია.

- რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ სამეგრლომ მხარი არ დაგიჭირათ?

- ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ გამოკითხვები, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს გვიჭერს. მართალია, ძალიან ცოტა ადამიანმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა, მაგრამ ეს მათი კულტურის საქმეა. ჩვენ ვიბრძოლებთ დასახული მიზნის მისაღწევად.

- ალბათ, ხალხის დიდი ნაწილი თქვენს ამ წამოწყებას არ დაეთანხმება.

- მაშინ მე საზოგადოებას შევეკითხები: ქართულ სახელმწიფოში უნდა შენარჩუნდეს თუ არა მეგრული და სვანური ენები? სახელმწიფო ვალდებულია თუ არა უზრუნველყოს ამ ენების გადარჩენა შენარჩუნება? სახელმწიფოს სჭირდება თუ არა კანონი?

როდესც ამ კითხვებზე გექნებათ პასუხი მას შემდეგ დავიწყოთ დისკუსია...


[ესაუბრა ილია ჩაჩიბაია, www.fnews.ge]

Read more

ოპოზიციას ცეცხლი![video]


საზოგადოებრივი ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა მიქაია წუხელ ოპოზიციისთვის ცეცხლის გახსნაში ზუგდიდის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი გაწერელიას ადანაშულებს. როგორც ჟურნალისტებს მიქაიამ განუცხადა, ზუგდიდში ოპოზიციის მანქანას, რომელზეც მონიტორი იყო დამაგრებული და 2007 წლის 7 ნოემბრის ამსახველ კადრებს აჩვენებდნენ, შავი ფერის BMW მარკის ავტომაქანიდან, სახლემწიფო ნომრებით NNG-829, ირაკლი გაწერელია გადამოვიდა და მონიტორის მიმართულებით “გეკოს” ტიპის იარაღიდან გასროლა განახორცელა.

ამასთან, მისი თქმით, პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმის გაბათილებასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციაში ჯარიმა შეიტანეს.

ინციდენტი გუშინ ზუგდიდიში მოხდა, როცა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა ავტომობილზე მონიტორი დაამონტაჟეს და ქალაქის ცენტრში მოსახლეობას 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ძალოვანი უწყებების მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული ძალადობის კადრებს უჩვენებდნენ, BMW მარკის ავტომობილიდან ცეცხლი გახსნეს.

საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” წევრების ავტომობილი, რომელზეც მონიტორი იყო დამონტაჟებული, მოგვიანებით ზუგდიდის საპატრულო პოლიციამ გააჩერა და 400-ლარიანი საჯარიმო ქვითარი გამოუწერა.

Read more

სამი ქართველი მოზარდი


ცხინვალში დაკავებული სამი ქართველი მოზარდის - გიორგი რომელაშვილის, ვიქტორ ბუჩუკურისა და ლევან ხმიადაშვილის ჯანმრთელობის მდოგომარეობა შედარებით გაუარესდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სოფელ ტირძნისის საშუალო სკოლის დირექტორმა, კახა კახიაშვილმა განუცხადა, დაკავებულები გაცივებულები არიან და თავს ჯანმრთელად მხოლოდ ალეკო საბაძე გრძნობს.
“ბავშვები გაციებულები არიან, ერთ-ერთი მათგანი – ვიქტორ ბუჩუკური ავადმყოფობდა და ვშიშობთ, მას მდგომარეობა არ გაურთულდეს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მათ თბილი ტანსაცმელი შეუტანეს, თუმცა, ვერ მოახრეხეს ბავშვებისგან მშობლებისთვის წერილები გამოეტანათ”, - აღნიშნა კახა კახიაშვილმა.
სოფელ ტირძნისის მცხოვრები 4 არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო საბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას სდებს ბრალად.
საქართველოს ხელისუფლება მათი გათავისუფლების საქმეში დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს. თუმცა, ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მერვე რაუნდზე, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართა.
შეხვედრაზე ოსური მხარის წარმომადგენელმა, ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ დაკავებულების ოჯახების წევრებს უახლოეს დღეებში მათი მონახულების საშუალება მიეცემათ.

[interpressnews.ge]
Read more

ბაქრაძე ტირძნისიდან


პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ტირძნისიდან ბავშვების გატაცებასა და მათ დაპატიმრებაზე პასუხისმგბლობას მთიალანად რუსეთის ფედერაციას აკისრებას.
როგორც დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო ზეწოლა უნდა განხორციელდეს რუსეთის ხელისუფლებაზე და - არა ცხინვალის მარიონეტულ და თვითმარქვია ხელისუფლებაზე.
ბაქრაძე ‘’აბსოლუტურ ცინიზმს” უწოდებს რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განმარტებას მომხადრათან დაკავშირებით, რომ საკითხი მთლიანად ცხონვალს ეხება.
“ე.წ. საზღვარს რუსი მესაზღვრეები, ხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვითარებას მთლიანად რუსი სამხედროები აკონტროლებენ”, – განაცხადა ბაქარაძემ და ხაზი გაუსვა, რომ მომხდარი მთლიანად არის რუსეთის, როგორც საოკუპაციო ძალის პასუხისმგებლობა.
სოფელ ტირძნისის მცხოვრები 4 არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო საბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას სდებს ბრალად.
ამასთან, გიორგი რომელაშვილის, ვიქტორ ბუჩუკურისა და ლევან ხმიადაშვილის ჯანმრთელობის მდოგომარეობა შედარებით გაუარესდა.
სოფელ ტირძნისის საშუალო სკოლის დირექტორის, კახა კახიაშვილის ინფორმაციით, ბავშვები გაციებულები არიან და თავს ჯანმრთელად მხოლოდ ალეკო საბაძე გრძნობს.

[interpressnews.ge]
Read more

”ბითლზები” ვაშლში [video]


კომპანია EMI-მ სასამართლოში უჩივლა ამერიკულ ვებ-გვერდს Bluebeat.com-ს, რომელიც, მოსარჩელის აზრით, უკანონოდ ვაჭრობდა The Beatles-ის სიმღერებით. ”ლივერპულური ოთხეულის” სიმღერები თითო 25 ცენტად იყიდებოდა. აღნიშნულ საიტზე ასევე შესაძლებელია ჯგუფის სექტემბერში გამოსული რესტავრირებული ანთოლოგიის იმ სიმღერების შეძენაც, რომლებიც ციფრულ ფორმატშია გადაყვანილი

ჯერ-ჯერობით, უცნობია რა ოდენობის თანხას ითხოვს EMI ამერიკული ვებ-გვერდისგან. BBC News აღნიშნავს, რომ Bluebeat.com-ზე ფაილები გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე სხვა ინტერნეტ-მაღაზიებში. ამასთან, საიტი თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ სიმღერები უფასოდ მოისმინონ.

ინტერნეტიდან The Beatles-ის სიმღერების არალეგალური გადმოტვირთვა დღემდე არ არის ნებადართული. პოლ მაკარტნიმ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მხარს უჭერს iTunes Store- ში მათ განთავსებას, მაგრამ EMI-მ ვერ მაიღწია შეთანხმებას კომპანია Apple-თან, რომელიც ბითლზების საავტორო უფლებების დაცვას აკონტროლებს.

ამასთან კომპანიებმა უკვე მოილაპარაკეს და მალე გამოვა USB მოწყობილობა. ვაშლის ფორმის ”ფლეშკაზე” The Beatles-ის 14 ალბომი, დოკუმენტური ფილმი დასხვა მასალები იქნება ჩაწერილი.

სულ ასეთი 30000 მოწყობილობა დამზადდება და თითოეული ეგზემლარი 200 ფუნტი ეღირება.


[presa.ge]

Read more

ეკონომიკური ოპტიმიზმი


მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გამართულ მთავრბის სხდომაზე ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე გამოეხმაურა. ექსპერტი მთავრობის ოპტიმიზმს დადებითად აფასებს, თუმცა ხელისუფლებას რეალური ქმედებებისკენაც მოუწოდებს.
[itv.ge]
Read more

ბერბერაშვილების გასაჭირი


თიანეთის რაიონის სოფელ ზერეკიძეებში ერთადერთი მრავალშვილიანი ოჯახია. ბერბერაშვილებს 8 შვილი ყავთ. 2 წლის წინ წვიმამ მათი სახლი დაანგრია. სტიქიას მხოლოდ 1 ოთახი გადაურჩა. ერთადერთი დახმარება რომელსაც ისინი იღებენ თვეში 198 ლარია. ბერბერაშვილების გასაჭირი ნახეთ ნინი საყვარელიძის სიუჟეტში.
[itv.ge]
Read more

ფარისევლობის მწვერვალი



საქართველოს ხელისუფლების დამქაშები ამ ბოლო დროს დიდი რაოდენობით და კოლექტიურად მოსთქვამდნენ გამოხატვის თავისუფლების უქონლობისა გამო. აქაოდა,მართლმადიდებლების ტერორი ისეთი მრისხანეა, რომ ვერაფერი გვითქვამსო. თავისუფლების ინსტიტუტი თითქოს სააკაშვილსა და მერაბიშვილსაც შემოსწყრა.

– “თქვე, ფარჩაკებო, რატომ არ აპატიმრებთ უცხო ქვეყნის აგენტ პატრიარქს და ეპისკოპოსებსო”. თეა თუთბერიძე პირდაპირ ეთერში იწყებს მისი “მამა მარჩენალის” ძაგებას და საყვედურობს ხელისუფლებას, რომ ისინი თურმე ძალიან რბილნი არიან ამ საძაგელ ფუნდამენტალისტებთან ბრძოლაში. ბუნებრივია სიტყვის თავისუფლება ნებისმიერ ჯანმრთელ საზოგადოებაში ხელშეუხებელი უფლებაა და ფუნდამენტალიზმსაც ყველგან უნდა ებრძოდეს საზოგადოება.

მაგრამ საინტერესოა, მართლა ფუნდამენტალიზმს ებრძვის ლევან რამიშვილის და თუთბერიძის გუნდი, თუ უბრალოდ მხოლოდ ქართულ ეკლესიას? ეს კითხვა ბუნებრივია ჩნდება, რადგანაც არსებობს ხალხი, რომელსაც რელიგიურ დენომინაციებთან ბრძოლა საკუთარი მემარცხენე თუ ლიბერტარიანული მრწამსის ნაწილად აქვს ქცეული. ბევრი მემარცხენე სეკულარისტი დასავლურ საზოგადოებაში უპირისპირდება ფუნდამენტალისტური ცხოვრების სტილს და კულტურას.

ეს აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. მაგრამ, არსებობს აგრეთვე ხალხი რომელიც ამ ყველაფერს ძალაუფლების ხელში ჩაგდების გულისათვის აკეთებს. საინტერესოა, მართლაც უპირისპირდება თუ არა ფუნდამენტალიზმს თავისუფლების ინსტიტუტი.

როგორც ცნობილია, თავისუფლების ინსტიტუტმა ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში პრაქტიკულად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ბუშის ჯვაროსნულ, ფუნდამენტალისტურ ომს ერაყში. საინტერესოა, რომ ყველასათვის ცნობილი ჯვაროსნული ლაშქორბების შემდეგ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფუნდამენტალისტური ომი, რომელიც ჩვენმა “ერთმორწმუნე” ქვეყნებმა დაიწყეს.

საქმე იქამდე მივიდა, რომ გასულ წელს თვით ამერიკის მოქალქეთა უმრავლესობამ განაჩენი გამოუტანა ასეთი ტიპის ფუნდამენტალიზმს და იმედია დიდი ხნით პენსიაზე გაუშვა მათი ინტერესების დამცველი პოლიტიკოსები დიკ ჩეინისა და დონალდ რამსფელდის თამადობით. თუმცა თავისუფლების ინსტიტუტი ალბათ ერთ-ერთი იშვიათი ადგილია მთელი მსოფლიოს სამოქალაქო სექტორში, რომელიც ბუშისა და კარლ როუს ფუნდამენტალისტი კოალიციის თაყვანისმცემელი იყო.

გიგა ბოკერიამ, ლევან რამიშვილმა, გივი თარგამაძემ არაერთხელ დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა ამერიკელი ფუნდამენტალისტების მიმართ. ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის თვალთახედვიდან გამოიხატებოდა, არამედ თავისუფლების ინსტიტუტის წევრები არც მალავდნენ საკუთარ აღტაცებას ამერიკელი ფუნდამენტალისტების საშინაო პოლიტიკით.

ლევან რამიშვილი ახლაც ღიად აცხადებს, რომ ჯორჯ ბუშის და მისი ფუნდამენტალისტური ჯგუფის “რედნეკული”, რასისტულ-ბიურგერული იდეოლოგიის მხარდაჭერას. რაღა თქმა უნდა ყველა რესპუბლიკელი ასეთი არ არის ამერიკაში - არიან ზომიერი რესპუბლიკელებიც, მაგრამ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში ასეთი ზომიერი რესპუბლიკელები ჩრდილში უფრო იყვნენ.

ეს ფუნდამენტალისტები იყვნენ ადამიანის წამების პოლიტიკის პირდაპირი სანქციონერები, რაზეც ახლა სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული შეერთებული შტატების ახალი გენერალური პროკურარის ერიკ ჰოლდერის მიერ. რეალურად ქრისტიანი ფუნდამენტალისტების ეს ჯგუფი იმდენად ცდილობდა ადამიანის უფლებების უგულებელყოფას, რომ მათ დროს ამერიკა ორველის 1984-თან ისე ახლოს იყო, როგორც არასდროს.

აი, ასეთ ფუნდამენტალისტურ პოლიტიკას მხარს უჭერდა ლევან რამიშვილი და თავისუფლების ინსტიტუტის აქტივი და ახლა ეს ადამიანები გამოდიან ამის წინააღმდეგ მებრძოლნი. სხვათა შორის, რამიშვილი და მისი გუნდი იმასაც არ აღიარებს, რომ ქართულ ეკლესიას ამ “ჯვაროსნულ ომში” მონაწილეობა არ მიუღია ამ ომის დაწყების წინ პატრიარქმა ილოცა ყველას მშვიდობისათვის - თვით სხვა რჯულის წარმომადგენელთა გადარჩენისათვისაც კი.

ხოლო სამოქალაქო საზოგადოების მიერ მოწყობილ მცირერიცხოვან დემონსტრაციაზე 2003 წლის მარტში თავისუფლების ინსტიტუტი არათუ არ მოვიდა, არამედ პირდაპირ დაგვიპირისპირდა რადიო დებატებში. მაშინ გიგა ბოკერია მოვიდა “ჯვაროსანთა ომის მომხრე” ბანაკიდან რადიო დებატებზე და ეს ავანტიურისტული წამოწყება გაამართლა “დემოკრატიისათვის ბრძოლით”.

ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია ეს კითხვა - როდესაც ამერიკელ ფუნდამენტალისტებს ასე აშკარად უჭერ მხარს - თუნდაც ადამიანების წამებისა და მათი კერძო საუბრების მოსმენის საქმეში - მაინცდამაინც საქართველოში ებრძვიან ფუნდამენტალიზმს? სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა რომ არანაირად არ მჯერა ამ “ბრძოლის” გულწრფელობის.

ამ ჯგუფს ხელისუფლების დაკარგვის პანიკური შიში აქვს და ახლა პარანოიალური მოლანდებების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. მეორე უბედურება რასაც ახლა ვაწყდებით, ეს ჩვენთვის კარგად ცნობილი “აგენტომანიაა”. ცხადია, ძალიან კარგი იქნება, თუ მართლა მოხდა საბჭოთა უშიშროების თანამშრომელთა ლუსტრაცია და თუ მათ აეკრძალათ საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე მუშაობა. მაგრამ, კერძო და რელიგიურ დაწესებულებებში “აგენტების” ძიება აშკარად 37 წლის ბოლშევიკური სინდრომის განმეორებაა.

საერთოდ, აგენტობა ისეთი პოზიციაა, რომლის დამტკიცებაც მეტად რთულია, რადგანაც ყველა ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახური ბოლომდე ცდილობს უცხო ქვეყანაში საკუთარი თანამშრომელი არ გაამჟღავნოს. ამ ტიპის კლანდესტინური სერვისის გაშიფრვა აშკარად აღემატება თეა თუთბერიძის პროფესიულ ღირსებებს.

ის ფაქტი, რომ ეკლესია საბჭოთა ხელისუფლების მუდმივი თვალთვალის ქვეშ იყო ყველამ იცის, მაგრამ კონკრეტული აგენტების გამომჟღავნებას რუსული დაზვერვა როგორც მინიმუმ შემდეგი 50 წლის განმავლობაში მოერიდება, სწორედ იმიტომ, რომ მიიღოს არსებული ღირებული ინფორმაციები. ხოლო ყურმოკრული ინფორმაციების სიმართლედ გასაღება აშკარა ცილისწამებაა.

ვაშინგტონში უამრავი ეგრეთთწოდებული “პერებეჟჩიკია”, რომელიც საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ფლობს და ამჟღავნებს. თუმცა მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები მაინც ძნელია რომ მიაკუთვნო უტყუარ მასალებს, რადგანაც ყოველთვის არის შანსი რომ ეს იყოს ან შეგნებული დეზინფორმაცია ან კი უბრალოდ შეცდომით გამოწვეული გადაჭარბება.

ერთ-ერთი ასეთი “პერებეჟჩიკის” ვერსიით, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი იური ანდროპოვის კარზეა გაზრდილი და პირადად კარგი ნაცნობობა აკავშირებს ანდროპოვის შვილთან, რომელიც მისი ოჯახის მეგობარია. გარდა ამისა, ამავე “პერებეჟჩიკის” ინფორმაციით, სააკაშვილის ოჯახი დღესაც აქტიურად არის ჩართული გრუ-ს მიერ ორგანიზებულ იარაღის ვაჭრობის ბიზნესში და კავკასიაში არსებულ იარაღის ვაჭრობის არტერიებს სწორედ ისინი აკონტროლებენ.

ეს ინფორმაცია, დარწმუნებული ვარ მარტო მე არ მაქვს, და საინტერესოა ამ ბოლო 6 წლის მანძილზე თავისუფლების ინსტიტუტის არც ერთ წევრს რატომ არ გაუჩნდა სურვილი რომ ამდაგვარი ინფორმაცია საჯაროდ გადაემოწმებინა? თუ მხოლოდ პატრიარქზეა ნადირობა ნებადართული და პრეზიდენტის პიროვნებასა თუ ოჯახს იმუნიტეტი აქვთ ასეთი შეკითხვებისაგან?

ფარისველობაა, როდესაც ქვეყნის პირველი პირის ბიოგრაფიაში ოფიციალურად ჩაწერილ თანამშრომლობას ყურადღებას არ აქცევენ და მხოლოდ კერძო პირების ბიოგრაფიებით ინტერესდებიან. ფარისევლობაა როდესაც ვითომდა ქართულ ფუნდამენტალიზმს ვებრძვით და ჯვაროსნულ ომებში პირდაპირი მნიშვნელობით ვმონაწილეობთ. ფარისევლობაა როცა ქვეყანაში ამდენი ღატაკი და გაჭირვებულია და ამდენი ფული ომზე იხარჯება.

ფარისევლობაა, როდესაც ქვეყნის მმართველ ძალას ხალხის გაჭირვების მიზეზების მაგივრად მუდმივად “აგენტების” ვინაობა აინტერესებს. ფარისევლობაა როდესაც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის ოჯახი რუსული იარაღით ვაჭრობაზე მდიდრდება და სხვებს რუსების აგენტობაში სდებს ბრალს.

ჯანმრთელ საზოგადოებაში რაღა თქმა უნდა უნდა იყვნენ სხვადასხვა აზრის წარმომადგენლებიც, ათეისტებიც, აგნოსტიკოსებიც და უამრავი დენომინაციის მორწმუნეებიც. ჩვენს ისტორიაში ასეთი მრავალფეროვნების ნაკლებობას არ ვუჩივით. მაგრამ, ამავე დროს ფარისევლობაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ნაკლია - ხშირად საკუთარ თვალში მთელს ხეს ვერ ვამჩნევთ და სხვებს პატარა ბეწვის ამოღებისათვის ჯვარს ვაცვამთ.
[presa.ge]
Read more

თაღლითი რესურსცენტრის უფროსი


2007 წლის ეროვნულ გამცდებში საკმაოდ მნიშვნელოვანი დარღვევა გამოვლინდა, გამოცდებში მონაწილეობის მიღება მოახერხა ქალაქ ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ, ირინოლა ლაგვილავამ. რომ არა ერთი გარემოება ამ დარღვევის შესახებ საზოგადოება და განათლების სამინისტრო ვერაფერს შეიტყობდა, რადგან მოსწავლემ რესურს ცენტრში გამოცდებში მონაწილეობისთვის საჭირო ყველა საბუთი (რა თქმა უნდა გაყალბებული) წარმოადგინა. გამოცდების ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ ადგილობრივმა ტელეკომპანიამ ლაგვილავას ინტერვიუ სთხოვა, ხოლო როცა სიუჟეტი ეთერში გავიდა რესპონდენტი მისმა კლასელებმა იცნეს და სკოლის დირექციას მიმართეს: ირინოლა ჩვენი კლასელია და გამოცდებში როგორ მიიღო მონაწილეობა, თუ ასე ხდება ჩვენც გვინდა ჩაბარებაო.

საქმე გახმაურდა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაოიწყო. განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ.

აღსანიოშნავია, რომ ვრცელდება ინფორმაცია რომლის თანახმად ირინოლა ლაგვილავა რესურსცენტრის ხელმძღვანელის აზა ჯოჯუას ნათესავია... როცა ჯოჯუას კომენტარი ვთხოვეთ ჟურნალისტთა კორპუსს ამ საქმის "გამოჩხრეკისათვის" შეურაცყხოფა მოგვაყენა და უკომენტაროდ გამოგვისტუმრა.

ჩვენ აგრეთვე ვცადეთ გავსაუბრეობოდით # 1 საჯარო სკილის დირექტორს ნინო ჭიჭინაძეს, მაგრამ მან კომენტარის სანაცვლოდ გარკვეული პირობები წამოგვიყენა. ინტერვიუზე მხოლოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დარეჯან გაბედავა დავითანხმეთ, მაგრამ მისგან კომპეტენტური ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

"სასკოლო საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კანონი, ზოგადი განათლების შესახებ, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები განისაზღვრება ამავე კანონის 30-ე მუხლით.

აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ფაქტის განხილვა აღემატება ჩემს უფლებამოსილებას.

მიმართეთ განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას" - გვითხრა ქალბატონმა დარეჯანმა.

ზუგდიდელები ამბობენ პირველი სკოლის დირექციამ ამ საქმის "გაჩალიჩებისთვის" მნიშვნელოვანი თანხა აიღოო, მაგრამ "ღია ბოქლომის"" მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება.

ნინო ჭიჭინაძემ უკვე აღიარა, რომ ირიოლა ლაგილავაზე უკანონოდ გასცა მეთერთმეტე კლასის დამთავრების საბუთი, მაგრამ იგი თავის ბრალეულობას უარყოფს და თითს სკოლის საქ. მმართველისკენ დუნია კუკავასკენ და ლაგვილავას დამრიგებელისკენ, მარინა ხუბუტიასკენ იშვერს, ჭიჭინაძის მტკიცებით იგი თანამშრომლებმა შეცდომაში შეიყვანეს. ამ უკანასკნელებმა კი სამსახური უკვე დატოვეს. დუნია კუკავამ ზუგდიდის საოლქო პროკურორს, მისი უკანონოდ განთავისუფლების ფაქტზე საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა.
Read more