საქართველოს მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგიული გეგმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მიმართებაში ნელ-ნელა ფართო განხილვის საგანი ხდება. მომავალში ეს დოკუმენტი ევროსაბჭოს წარედგინება საბოლოო განხილვისა და შეფასებითვის. თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში („რია-ნოვოსტი“) კი, რუსებმა კიდევ ერთხელ დაიწუნეს პროგრამა და გაგვაფრთხილეს, 10-15 წლით დააგვიანეთ და ამ პროგრამის რეალურად ამოქმედება მაშინ შეგეძლოთ, როცა „ერგნეთის“ ბაზრობა მოქმედებდაო. მათი ოპონენტი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ტელე-ხიდის შემდეგაც გაოგნებული ეკითხებოდა თავის აპარატის თანამშრომლებს, ამათ, მგონი, დღემდე ვერ გაუგიათ, დამოუკიდებელი ქვეყანა რომ ვართო.
საქართველოში რუსეთის ყოფილმა ელჩმა ფელიქს სტანევსკიმ იაკობაშვილს პირდაპირ გამოუცხადა: „კავკასიაში უსაფრთხოებას ამერიკა ვერასოდეს უზრუნველყოფს, ისინი თქვენგან ათასობით კილომეტრით არიან დაშორებულები. არადა მიდის პროპაგანდა, რომ იქ მთავარი ძალები არიან ამერიკელები, რომლებიც კავკასიის განვითარებას უწყობენ ხელს. ეს ახალი დოკუმენტიც ამერიკის კარნახით დაიწერა და საქართველოში დამოუკიდებლად ასეთი დოკუმენტის შექმნაზე არავინ წავიდოდა”.
თემურ იაკობაშვილს კი ჩაეცინა, მაგრამ ოპონენტს სრული სერიოზულობით განუმარტა, ამერიკელებმა ამ დოკუმენტის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვნენ საქმეშიო.
თუმცა, სტანევსკისთვის ამის განმარტება ქართული მხარისგან წყლისნაყვას უფრო ჰგავდა, რადგან იაკობაშვილმა ტელეხიდის დასაწყისშივე გასაგებად თქვა (მაგრამ ეტყობა დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელმა „ვერ გაიგო“): „ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტს საერთო არაფერი აქვს ჟენევის მოლაპარაკებებთან. ჟენევაში რუსულ მხარესთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. ეს დოკუმენტი კი შიდასახელმწიფოებრივი დოკუმენტია. სხვათა შორის, ის მოიწონა ინგლისმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ამერიკამ.... კარგი იქნება მოვისმინოთ, რომ რუსეთიც უჭერს მას მხარს. ეს არის დოკუმენტი ადამიანებს შორის ურთიერთობებისთვის და არა -პოლიტიკოსებისთვის. თქვენ ვერაფერს იპოვით იქ, რის პოლიტიზირებასაც შესძლებთ“.
სტანევსკის გაგონებაც არ უნდოდა იმის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ოკუპაციის თემას თავისებურად, მაგრამ სტანევსკისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ახლებურად მიუდგა პოსტსაბჭოთა სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ინფორმაციულ-ანალიტიკური ცენტრის გენერალური დირექტორი ალექსეი ვლასოვი: „მე ყურადღებით გავეცანი ქართული მხარის მიერ მიღებულ დოკუმენტს. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია. საქართველოში, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ორივე ტერიტორია დაკარგულია და ახალი განსაზღვრებები მოუგონეს მათ ოკუპიებული ტერიტორიების სახით. უნდა გავიდეს დრო, რომ ახალმა მიდგომამ გაამართლოს. ყველა მხარე ამ საკითხს ისე უნდა მიუდგეს, როგორც სინამდვილეშია“.
„უფროსი თაობის” რუსმა პოლიტიკოსმა სტანევსკიმ კი განაცხადა, ჩვენ ამ საკითხს ასე არ ვუდგებით, აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” ოკუპირებული ტერიტორიები კი არა დამოუკიდებელი რესპუბლიკებიაო. მერე ისიც დასძინა, რომ „ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მოკავშირეა და ამ ხალხს კარგად ახსოვს, რომ არა რუსრეთის დახმარება, მათ საქართველო რასაც უზამდა... კარგი იქნება, ამ ორ დამოუკიდებელ რესპუბლიკასთან თავდაუსხმელობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწეროთ“.
მართალია, იაკობაშვილის პასუხმაც არ დაყოვნა, ასეთ დოკუმენტს ხელს რუსეთთან მოვაწერთო, მაგრამ „რია ნოვოსტში” შექმნილი სიტუაცია აშკარას ხდიდა რუსულ და ქართული პოლიტიკის თანხვედრის შეუძლებლობას. ალბათ, ამ ფონზე აუცილებლად არის გასახსენებელი ექსპრემიერ ნოღაიდელის კომენტარი: „რუსეთთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა მოგვარდეს არაფრის ფასად“. რისი იმედი აქვს ექსპრემიერს, როცა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას „არაფრის ფასად“ აპირებს, ძნელი სათქმელია.
ამ ტელეხიდის გაანალიზების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის დაბალ თუ მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში ანტიქართული გაწყობა ძალიან დიდია და ძნელია კონსტრუქციული დიალოგი თუნდაც ამგვარ ფორმატში. ამავდროულად, სტანევსკი-ვლასოვის პასუხების მაგალითზე, ისიც შეიძლება აღინიშნოს, რომ ქართულ-რუსულ კონფლიქტთან დაკავშირებით თაობათა შორის აზრთა სხვადასხვაობა მაინც იგრძნობა. თუმცა, ექსპერტთა თქმით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ რუსეთის სახელისუფლებო ეშელონებში მრავლად არიან სტანევსკის მსგავსი „უფროსი თაობის“ რადიკალი პოლიტიკოსები და მათთან შედარებით ჟირინოვსკიც კი ანგელოზია.
ალბათ, ამიტომაც რუსეთთან დიალოგის დაწყება ნაადრევად მიაჩნია ექს-საგარეო მინისტრის, სალომე ზურაბიშვილს.
სხვათა შორის, არაკოსტრუქციულობის თემაზე სტანევსკიმ თავადაც დაიჩივლა – როგორც კი, რაიმე საკითხზე ვიწყებთ საუბარს, ქართული მხარე მაშინვე ემოციურ, არაკონსტრუქციულ პოზიციას იკავებს და ბრალდებებზე გადმოდისო. თან არამარტო რუსული პოლიტიკის, არამედ რუსი ერის სიძულვილშიც „ირიბად“ გვადანაშაულებდა. მისივე თქმით, საქართველოში შევარდნაძის დროიდან არის საომარი და ანტირუსული განწყობა. სტანევსკი ექს-პრეზიდენტის მემუარებსაც გადაწვდა და აღნიშნა, რომ ანტირუსული განწყობა ყველა გვერდზე იგრძნობაო.
თემურ იაკობაშვილი: „ჩვენ არ გვაქვს საომარი განწყობა. არც რუსი ხალხი გვეჯავრება. ნაკლებად უსმინეთ თქვენივე პროპაგანდას და, რაც რეალურია, ის შეამჩნიეთ... რა მოუტანა რუსეთს საქართველოსთან ომმა? ის ხომ არა, კოკოითი ფულებს რომ გპარავთ? რა მოიგო რუსეთმა საქართველოს დასჯით? მეგობრები მოგემატათ? მე ვფიქრობ, ამ მხრივ რუსეთმა სუფთად წააგო. საქართველოსთან ურთიერთობების დამყარებას ნოღაიდელის პარტნიორად არჩევით ცდილობთ? ასეთი ფოკუსებით არაფერი კეთდება. რუსეთი დიდი ქვეყანაა და მჯერა, რომ გონიერება გაიმარჯვებს. ბოდიშით, რომ ემოციებზე გადავდივარ, მაგრამ ჩემთვის სულერთი არ არის როგორ და რას ლაპარაკობენ ჩვენზე რუსეთში. თქვენ რა, ქართველებზე მეტი მტერი არ გყავთ?.. თქვენთვის როგორი საუბარია კონსტრუქციული? გინდათ, ემოციის გარეშე ვისაუბროთ, როცა გვბომბავენ? თქვენ თვითონ ვერ გაგირკვევიათ, რა გინდათ ქართველებისგან”.
შეხვედრაზე არც გუშინდელი რუსეთ-“ოსეთის” უვიზო რეჟიმის შესახებ დადებული ხელშეკრულება დარჩენილა რეაგირების გარეშე. თუმცა, ქართული მხარის პროტესტს, თუ პასპორტებს ურიგებთ და თქვენ მოქალაქეებად თვლით, რაღა ხელშეკრულებებს უდებთო, სტანევსკიმ ასეთი კომენტარი გაუკეთა:
„აფხაზეთსა და ოსეთს რუსეთთან დამალული კი არა, ღია ურთიერთობები აქვთ და დახმარებასაც ღიად იღებენ. უვიზო რეჟიმი რუსეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან შემოიღოო“.
შემდეგ კი სტანევსკი ქართული სტრატეგიული პროგრამის კრიტიკის ეშხში შევიდა და არც „ერგნეთის” ბაზრობის გაუქმების გადაწყვეტილების გაკრიტიკება დაავიწყდა, ხალხი ორიოდე კაპიკს შოულობდა და ლუკმა პირიდან გამოაცალეთო... ამდენ ხანს რკინიგზა რატომ არ აღადგინეთ, რითაც რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთს დაუკავშირდებოდა და იქაურები ეკონომიურად იხეირებდნენო. ერთი სიტყვით, მაგ თქვენი პროგრამის დაწერა 15-20 წლით დააგვიანეთო.
ვალში არც იაკობაშვილი დარჩენია და უთხრა, ამ პროგრამის ფარგლებში ახლაც შეიძლება აფხაზეთში ავტობუსი დაინიშნოს და დანარჩენი საქართველო სოხუმთან დააკავშიროსო. მინისტრის თქმით, როცა ქაშმირში, ამდენი სისხლისღვრის შემდეგ მოხერხდა ავტობუსის რეისის დანიშვნა, რუსული ნება რომ იყოს, ამის გაკეთება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც იოლი იქნებოდა. მანვე ისიც აღნიშნა, რომ ივნისის ბოლომდე ქართული მხარე სტრატეგიული გეგმის განსახორციელებელ კონკრეტულ მექანიზმებსაც შეიმუშავებს.
ხოლო საქართველოში არსებული სიტუაციის ახლოს გასაცნობად, სახელმწიფო მინისტრმა ორივე ოპონენტს ბევრჯერ შესთავაზა საქართვე;ლოში სტუმრობა, რაზეც დიდი სიმოვნებით დათანხმდა ვლასოვი. სტანევსკიმ კი გამოაცხადა, მოსკოვიდანაც კარგად ჩანს, რა ხდება საქართველოშიო. თუმცა, ფაქტია რომ თვალთახედვის თვალსაზრისით, მოსკოვიდან თბილისამდე იგივე მანძილია, რაც თბილისიდან მოსკოვამდე და სამწუხაროდ, საქართველოს დედაქალაქიდანაც კარგად ჩანს, რა ხდება მოსკოვში...

[რუსიკო მუმლაძე, presa.ge]